გართობა

სად ქორწინდებიან ყველაზე გვიან?

qorwili
ნაციონალური კვლევის ცენტრის მონაცემებით ყველაზე გვიან შვედეთში ქორწინდებიან. სასიძოს ასაკი ამ ქვეყანაში საშუალოდ 33 წელია. საპატარძლოსი – 30. აშშ-ში ქალები უმეტესად 25 წლის ასაკში არჩევენ გათხოვებას და როგორც წესი მათი რჩეული 27 წელზე უფროსი არ არის.
რუსეთში მეუღლეთა საშუალო ასაკი კვლავინდებურად გაცილებით დაბალია ევროპულზე, განსაკუთრებით ეს მშვენიერ სქესს ეხება.
უკანასკნელ ათწლეულში გაიზარდა ახალდაქორწინებულთა საშუალო ასაკი. ეს ტენდეცია შეინიშნება, როგორც ეკონომიკურად ძლიერ, ასევე დაბალგანვითარებულ ქვეყნებში.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სტერეოტიპები უცვლელია, პატარძალი საქმროზე 2-3 წლით უმცროსია.
შეერთებულ შტატებში ყოველ ნაბიჯზე შეიძლება ხელის მოწერა და ასევე იოლია განქორწინებაც. სწორედ ამიტომაც, აშშ ყველაზე მცირევადიანი ქორწინებათა რაოდენობით ლიდერობს. აშშ-ში აღნუსხულია ერთდღიანი ან სულაც რამოდენიმე საათიანი ქორწინებები. ამის შესანიშნავი მაგალითია პოპ მომღერალი ბრიტნი სპირსის ქორწინება, რომელიც მხოლოდ ერთ ღამეს გაგრძელდა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button