ახალი ამბებიგასართობისასარგებლოუცნაური

Crop Circle


გაგრძელება სრულიადში

1991 წელს Doug Bower-მა და Dave Chorley-მა განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს ახალი ფენომენის შექმნა 1978 წელს. ისინი ქმნიდნენ წრეებს მარტივი იარაღების გამოყენებით გაშლილ, ტრიალ მინდვრებზე. მათი ნამუშევრები დროთა განმავლობაში გამაოგნებელ კომპლექსად გადაიქცა და მიიღო მასშტაბური სახე. ამ ქმნილებების გამოსაკვლევად არაერთი მეცნიერი ესტუმრა Doug Bower-სა და Dave Chorely-ს. ეს ნამუშევრები მეცნიერებმა მითიურ სიმბოლოებს მიამსგავსეს. უფრო პესიმისტურად განწყობილმა მკვლევარებმა კი მათ სიმახინჯე და ანომალიური ქმნილება უწოდეს. 
ეს წრეები გეომეტრიული ნიმუშია რომელიც ჩნდება მინდვრებზე განსაკუთრებით შვეიცარიასა და ინგლისში. ზოგს ჯერა რომ ეს წრეები უცხოპლანეტელთა ნიშანია და ისი ამ გზით ცდილობენ დაამყარონ კავშირი ჩვენს პლანეტასთან. მეცნიერებს რომლებიც ამ დღეისთვის ამოუხსნელ ფნომენს იკვლევენ Cerealogist-ებს უწოდებენ. ეს სიტყვა მოდის რომაული სიტყვიდან Ceres. Ceres-ი რომაულ მითოლოგიაში იყო სოფლის მეურნეობისა და ნაყოფიერების ქალღმერთი.
ამ ფენომენის გამოკვლევისას არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან არც ის, რომ ეს შეიძლება იყოს სიცრუე. ეს ფენომენი მეცამეტე საუკუნეში რომ გაჩენილიყო მას მიიჩნევდენ სატანისტურად. მაგრამ, დღესდღეისობით ჩვენთვის ამოუხსნელ, გასაოცარ მოვლენებს სატანის ნაცვლად უცხოპლანეტელებს მივაწერთ.
პირველად ეს ფენომენი 30 წლის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ აქტუალურია. 2001 წლისთვის მათი რაოდენობა 1000 აღწევდა. საშუალოდ ეს წრეები განლაგებულია 300 იარდზე.
აქვე მინდა მოგაწოდოთ უახლოესი ცნობები ამ ფენომენის შესახებ. გამოკვლევების შედეგად დაადგინესმეცნიერებმა რომ ღეროები არ არის დამტვრეული, მაგრამ ისინი მოხრილი და დახვეულია. ისინი დამორჩილებულია მოკლე და ინტენსიური აფეთქების შედეგად, რომელიც უნდა მოხდეს დედამიწასთან ახლოს. დინსტანცია უნდა იყოს იმდენი რომ მოსავალი არ იყოს ძლიერად დაზიანებული. ეს ჰიპოთეზა დაამტკიცა ასვე ცდებმა. გამოკვლევების თანახმად ინფრაბგერას შეუძლია ასეთი ეფექტის მოხდენა. უკვე მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ნიადაგის ნიმუში რომელიც აღებული იქნა იმ ადგილიდან სადაც ეს ფენომენი შეგვხვდა, ამ ნიადაგის შემადგენლობა შეცვლილია. შეცვლილია მისი სტრუქტურული და კრისტალური შემადგენლობა. ასვე ამ ნიადაგის მინერალური კომპოზიცია.მსგავსი ცვლილების მოხდება შესაძლებელია 1500ºC-ზე.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close