არქივი

დედამიწა: უდაბნოები

7c15ff3f7a2f
ამ პოსტში მე წარმოგიდგენთ ინფოს უდაბნოებზე
აზიის უდაბნოები
*გობი (უდაბნო)
*თარი (უდაბნო)
*რუბ-ელ-ხალი

გობი
570fed6aa42c
გობი (მონღ. Говь; ჩინ. 戈壁(沙漠)) — უდაბნო ცენტრალურ აზიაში(მონღოლეთის და ჩინეთის ტერიტორიაზე, ხასიათდება ნახევარუდაბნოსა და უდაბნოს ლანდშაფტით. მდებარეობს, აღმოსავლეთით ალტაისა და ტიან-შანის მთებიდან დასავლეთით ჩრდილოეთ ჩინეთის ვაკემდე, ჩრდილოეთით უდაბნო გადადის მონღოლეთის სტეპში, ხოლო სამხრეთით შემოსაზღვრულია ნანშანის და ალტინტაგის მთებით, აგრეთვე მდინარე ხუანხეთი. სიტყვა “გობი” მონღოლური წარმომავლობისაა და ნიშნავს “უწყლო ადგილს”. ცენტრალურ აზიაში ამ სიტყვით აღნიშნავენ ნახევარუდაბნოს და უდაბნოს ლანდშაფტებს. გობი თავისი ფართობით აზიის უდიდესი უდაბნოა.

თარი
282dad5f511f
თარი (ჰინ. थार मरुस्थल) ასევე ცნობილი როგორც ინდოეთის დიდი უდაბნო, უდაბნო და ნახევარუდაბნო ვაკე ინდოეთსა და პაკისტანში, მდინარე ინდის მარცხენანაპირეთში. გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 850 კმ-ზე. ფართობი დაახლოებით 300000 კმ². სიმაღლე 100-200 მ. ზედაპირი უმთავრესად აგებულია მდინარეული, ზღვიური და ეოლური ქვიშებით, ზოგიერთ მონაკვეთზე კლდოვანი ქანები შიშვლდება. რელიეფში ჭარბობს მცენარეულობით დაფარული ქვიშის სერები, დიუნები და ბარხანები. ჰავა ტროპიკულია. ნალექები 90-1200 მმ. წელიწადში. ხშირია მტვრის ქარბუქი. სერებს შორის ჩადაბლებებში მცირე ტბები, მლაშობები და თაქირებია. მცენარეულობა მეჩხერია, იზრდება ფსამოფილური ბუჩქნარი, გვხვდება ხეები. ოაზისებში და ინდის ხეობაში განვითარებულია სარწყავი მიწათმოქმედება.

რუბ-ელ-ხალი
6a4ad7d8810f
რუბ-ელ-ხალი (არაბ. الربع الخالي‎‎) არის არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბური ტერიტორია, რომელიც თითქმის უკაცრიელია. რუბ-ელ-ხალი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ქვიშიანი უდაბნოა (სიგრძე 1200 კმ, სიგანე 650 კმ), რომელიც ქარების ზემოქმედების გამო ბარხანების ფორმებს ხშირად იცვლის. უდაბნო პირველად ინგლისელმა ბერტრან თომასმა გაიარა 1930-1931 წლებში.

აფრიკის უდაბნოები
*კალაჰარი
*საჰარა
*ჩალის უდაბნო

კალაჰარი
c361fd5c6be4
კალაჰარი — უდაბნო აფრიკის სამხრეთ ნაწილში. ფართობი 600 ათასი კვ.კმ. ძირითადად მდებარეობს სამი ქვეყნის ტერიტორიაზე: ბოტსვანა, ნამიბია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მაგრამ ბოლო დროს მისი ფართობი მატულობს და უტევს ანგოლას, ზიმბაბვესა და ზამბიას. კლიმატი არიდულია, თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ნალექები 500 მმ-მდე, საშუალო მაქსიმალური ტემპერატურაა +29 °C, საშუალო მინიმალური +12 °C, აორთქლება 3 ათასი მმ.

საჰარა
25b94ebc29ab
ალბათ ამ უდაბნოზე ყველაზე მეტი გაქვთ გაგონილი. საჰარა მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. მისი ასაკია დაახლოებით 2,5 მილიონი წელი. სახელი „საჰარა“ მომდინარეობს არაბულიდან (صحراء‎) და ნიშნავს უდაბნოს. მას უკავია ფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 1/4, ანუ თითქმის ავსტრალიის ტოლი ფართობი. საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია 11 სახელმწიფო: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთი საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ჩადი, სუდანი. საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა, რადგან მისთვის დამახასიათებელია მეტად მკაცრი და გაუსაძლისი ბუნებრივი პირობები: ზაფხულში გამორჩეულად დიდი სიცხე (ჩრდილში ტემპერატურა +40-50 გრადუსს აღწევს); დიდი სიმშრალე (წლიური ნალექი თითქმის ყველგან 100 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო ზოგან წვიმა წლობის განმავლობაში არ მოდის); ძლიერი ხანგრძლივი ქარები; ტემპერატურის დიდი დღე-ღამური რყევები (ამპლიტუდები), როდესაც დღისით პაპანაქებაა, ხოლო ღამით ყინავს. საჰარის ფართობი იზრდება გაუდაბნოების უწყვეტი პროცესის გამო. საჰარის რელიეფის დამახასიათებელი ფორმებია ბარხანი (თურქ.) და დიუნი.

P.S საჰარა — მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი უდაბნო, ფართობით 9 მლნ. კვ. კმ.

ჩალის უდაბნო
ჩალბი (ინგლ. Chalbi) – თიხიან-მლაშობიანი უდაბნო აფრიკაში, მდებარეობს კენიის ჩრდილოეთ ნაწილში, ტურკანის ტბის აღმოსავლეთით. ესაა კენიის ყველაზე გვალვიანი და ცხელი რეგიონი. უდაბნო ძველი ტბის ადგილზეა ჩამოყალიბებული. ახასიათებს მირაჟი.

ჩრდილო ამერიკის უდაბნოები
*ჩიუაუა (უდაბნო)

ჩიუაუა
47f8ec92be33
ჩიუაუა (ინგლ. Chihuahuan Desert; ესპ. Desierto de Chihuahua) — უდაბნო ჩრდილოეთ ამერიკაში. მდებარეობს აშშ–მექსიკის საზღვრის მიმდებარე რაიონში, აშშ-ის შტატების: ნიუ-მექსიკოს, ტეხასის და მექსიკის შტატების: ჩიუაუას და კოაუილას ტერიტორიაზე.

წყარო: ვიკიპედია

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button