გასართობისაკითხავი

უილიამ შექსპირის შემოქმედების პერიოდიზაცია

ინგლისური რენესანსი და აღორძინების ხანის ლიტერატურა განვითარების უმაღლეს მწვერვალს უილიამ შექსპირის შემოქმედებებში აღწევს.მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მსოფლიოს რენესანსული კულტურის ბრწყინვალე გვირგვინს წარმოადგენს.შექსპირის უკვდავი ქმნილებანი უკვე ოთხი საუკუნეა კაცობრიობის გონების შეუნელებელი ინტელექტის მასაზრდოებელი წყაროა.
დაახლოებით 1590 წელს იწყება შექსპირის შემოქმედება,ლონდონსი ჩასვლის შემდეგ იგი მალე დაუახლოვდა არისტოკრატიულ საზოგადოებას.ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება ეპოქისა რომელშიც შექსპირი მოღვაწეობდა,იყო ინგლისური თავადაზნაურობისა და ბურჟუაზიის ინტერესთა შეთანხმება და მათ წინააღმდეგობათა დროებითი სტაბილიზაცია.ამან უზრუნველყო ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა.

შექსპირმა ისევე როგორც ევროპული აღორძინების სხვა დიდმა წარმომადგენლებმა გადააბიჯა კლასობრივ შეზღუდვებს,იგი არ ეკუთვნის არც ისტორიულად განწყობილარისტოკრატიას და არც ბურჟუაზიას.შექსპირის შემოქმედებაში გამოიხატა თავისი დროის ფეოდალური წყობილების ნგრევისა და ახალი ბურჟუაზიული ურთიერთობის ჩამოყალიბების სურატი.დიდი ჰუმანისტი მტკივნეულად განიცდიდა ჰუმანისტური იდეოლოგიის მარცხს,მაგრამ სულაც არ ჰკარგავდა კაცობრიობის ნათელი მომავლის იმედს.შექსპირმა ღრმად ჩაიხედა ადამიანურ ხასიათებსა და ურთიერტობებში და ისინი თავის ნაწარმოებებში წინა პლანზე დააყენა,მაგრამ ამ კერზო ხასიატებს შორის უკან გამოხატა მეორე სახალხო პლანი.ობიექტური სინამდვილის ღრმა და ნათელი ასახვა აქცევს შექსპირს უკვდავ მწერლად,რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ სიამოვნების მინიჭება,არამედ დიდი სიბრძნის სწავლებაც,ცოცხალი მხატვრული სახეების წყალობით.

შექსპირის მემკვიდრეობას შეადგენს 37 პიესა,მას ეკუთვნის აგრეთვე 2 პოემა და 154 სონეტი.შექსპირის შემოქმედება შამ ძირითად პერიოდად იყოფა.

პირველი პერიოდი გრძელდება 1590 წლიდან 1601 წლამდე.ეს პერიოდი მხიარული,ოპტიმისტური განწყობილებით ხასიათდება,ამ დროს ეკუთვნის შექსპირის კომედიებისა და აგრეთვე დრამატული ქრონიკების უმრავლესობა.კომედიაებიდან აღსანიშნავია:”ჭირვეულის მორჯულება”, “ვენეციელი ვაჭარი”. ინგლისური ქრონიკებიდან “რიჩარდ III”.

მეორე პერიოდი მოიცავს 1602-1608 წლებს.ეს არის სახელგანთქმული ტრაგედიების პერიოდი.ამ დროს შექსპირის სიცოცხლის სიყვარულს თან ერთვის ტრაგიკული განწყობილების ნაკადი.შექსპირი ეხება დიდ და ზოგად პრობლემებს თავის ნაწარმოებებში: “ჰამლეტი”, “ოტელო”, “მეფე ლირი”.

მესამე პერიოდი გღზელდება მხოლოდ 4 წელი 1608-1612.ამ პერიოდში შექსპირი წერს მეოცნებე განწყობილების მქონე ნაწარმოებებს,რომელთაც ლირიკული ელფერი დაჰკრავთ.მატ ჩვეულებრივ ტრაგიკომედიებს უწოდებენ. “ქარიშხალი”

ტუმცა ცხადია,რომ შექსპირის სამყაროს მრავალფეროვნებისა და სიმდიდრის სრულად გამოხატვა შეუძლებელია,მეტად ძნელია იმის დანახვა თუ რომელი ნაწარმოებით მთავრდება ოპტიმისტური პერიოდი და რომლით იწყება ტრაგიკული.ახლის კრიტიკული აღქმა,მომავლის რწმენა,ჰუმანისტური იდეოლოგიისთვის ბრძოლა მეტ-ნაკლებად დამახასიათებელია შექსპირის შემოქმედებისათვის თავიდან-ბოლომდე.

წყარო: ჩემი მეგობრები და მე :))

თეგები

hallucination

born on a different cloud

მსგავსი ამბები

Close
Close