არქივი

ბეოვულფი

26ceb1b5c776

შუასაუკუნეების ქალაქებში შეიქმნა ახალი ბურჟუაზიული კულტურა,გაფართოვდა ადამიანთა ცოდნის სფერო, შეიქმნა ხალხური ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ნიმუშები, განვითარდა ლიტერატურა, რომლისთვისაც უცხო იყო ფეოდალური ძალადობა და ბერ-მონაზვნური მისტიკა.

ადრეული შუა საუკუნეების ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლია ანგლო-საქსური პოემა “ბეოვულფი” შექმნილი XIII-IX საუკუნეების მიჯნაზე. პოემას საფუძვლად უდევს VI საუკუნეში გუთებთან ისტორიული ბრძოლების ერთი ეპიზოდი,სადაც მოთხრობილია გითი უფლისწულის ბეოვულფის ბრძოლების ამბავი დანიისა და მშობლიური გითლენდის დასაცავად გველეშაპისგან.

588bd4a42fb5

“ბეოვულფი” დიადი პოემაა,ეს არის ერთადერთი ინგლისური საგმირო ეპოსი და ევროპის ეგრეთწოდებული წყვდიადით მოცული საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქმნილება.პოემა ცოცხალ წარმოდგენას გვიქმნის ძველი ინგლისის სოციალურ ყოფასა და პოლიტიკაზე.პოემის მთავარი იდეა კეთილისა და ბოროტის ჭიდილია, გამოხატულებაა სიბნელისადმი შიშისა და დადასტურებაა ანგლო-საქსთა ფართო წარმოსახვისა და მსოფლმხედველობის.

პოემა ორ ნაწილად იყოფა.პირველ ნაწილში მოთხრობილია ბეოვულფის მოგზაურობისა და ლაშქრობის შესახებ დანიაში,სადაც მან გაიმარჯვა კაციჭამია ურჩხულ გრენდელზე და მის დედაზე,ამით მან დანია იხსნა საბედისწერო ხიფათისაგან,რომელიც მას განადგურებით ემუქრებოდა.

8e35b7f8d919

251c7576f531

4ca19edd3243

პოემაში დახატულია VI საუკუნის გითების, დანიელთა და შვედთა სოციალური ყოფა,რომელიც მაღალი ცივილიზაციისა და სიძლიერის იყო.აქვეა წარმოდგენილი სინთეზი ქრისტიანული ზნეობისა, რასაც ემატება განდიდება ომისა, სიკვდილისა და სახელის მოხვეჭისა. პოეტი წვდება ბრძოლის მნიშვნელობას და არ გვაწვდის შიშველ ფაქტებს, მას აინტერესებს თუ რა არის კარგი მებრძოლის ნიშანი, რა აქცევს გმირად ადამიანს, იგი კეთილი კაცისა და ბოროტი ურჩხულის გონებაში იხედება.

6995741046f5

41d441ebfb1f

პოემის მეორე ნაწილში ამბავი ვითარდება 50-წლის შემდეგ.აქ ვიგებთ,რომ ბეოვულფი უკვე გითების მეფეა და რაინდების თანხლებით მიემგზავრება მთებში,სადაც ებრძვის ცეცხლისმფრქვეველ ურჩხულს,რომელიც აოხრებს მის ქვეყანას და ამასთანავე მთების სიღრმეში იცავს აურაცხელ განძს.ბეოვულფმა მოკლა ურჩხული თუმცა თვითონაც გარდაიცვალა შხამიანი ჭრილობისაგან.

b20ad34f5bbe

f27d5cde6a87

007c8604f826

პოემის საბოლოო გაფორმებას თავისი დაღი დაასვა ქრისტიანიზაციის ხანამ.ქრისტიანმა მწიგნობრებმა,რომელთა ხელშიც მოხვდა “ბეოვულფის” საბოლოო რედაქტირება,გრენდელი და სხვა ურჩხულები გამოაცხადა კაენის ნაშიერებად,ხოლო თვით ბეოვულფი აბელის მოდგმად.

325103708fc4

74f23456161d

წყარო: ჩემი მეგობრები და მე :))

hallucination

born on a different cloud

მსგავსი ამბები

Back to top button