არქივი

ლეონარდო და ვინჩი

d646af3482a5

ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩი (LEOnardo Di Ser Piero Da Vinci) დაიბადა 1452 წელს და გარდაცივალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველაზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა – კატერინა, უბრალო გლეხი იყო. 1466 წელს, 14 წლის ასაკში ლეონარდო და ვინჩიმ სწავლა დაიწყო ვეროკიოს სახელოსნოში. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდოულად მხატვარი, სკუპტორი, არქიტექოტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. სიცოცხლის ბოლომდე და ვინჩი დიდხანს მოგზაურობდა. 1513 წლიდან 1519 წლამდე ის მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიში, ბოლონიაში და საფრანგეთში სადაც იგი გარდაიცვალა. ლეონარდო და ვინჩი უნიკალური იყო: არც მის მოღვაწეობამდე, არც მისი მოღვაწეობის შემდეგ, ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური.

ფერწერა

ნათლისღება (1472-1475) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია
ხარება (1475-1480) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია
ჯინევრა დე ბენჩი (1475) – ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი, აშშ.
ბენუას მადონა (1478-1480) – ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
მადონა ყვავილით (1478-1481) – ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი, გერმანია
მოგვთა თაყვანისცემა (1481) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია
კლდეთა მადონა (1483-1486) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
ქალი ჯერმელინით (1488-1490) – ჩარტორისკის მუზეუმი, ვარშავა, პოლონეთი
მისუკოსის პორტრეტი (1490) – პინაკოთეკა ამბროზიანა, მილანი, იტალია
მადონა ლიტა (1490-1491) – ერმიტრაჟი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
ლამაზი შუბლსაკრავი (1495-1498) ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
საიდუმლო სერობა (1498) – სანტა მარია დელლე გრაციე, მილანი, იტალია
მადონა და ყრმა წმინდა ანასთან და წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად (1499-1500) – ეროვნული გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მადონა თირისტარით 1501 – (ორიგინალი დაკარგულია)
მონა ლიზა (1503-1505/15070) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
კლდეთა მადონა (1508) – ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი, აშშ.
ლედა და გედი (1508) – (გადარჩენილია მხოლოდ ასლები – ყველაზე ცნობილი) ბორგეზეს გალერეა, რომი იტალია
მადონა და ყრმა წმინდა ანასთან ერთად (1510) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
წმინდა იოანე ნათლისმცემელი (1514) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
ბახუსი (1515) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი

ხოლო, რაც შეეხება მონა ლიზას… ეს არის ერთ-ერთი ამოუცნობი ნამუშევარი მსოფლიოსთვის… დღემდე მსჯელობენ იმაზე თუ ვინ დახატა ლეონარდო და ვინჩმა… იყო მოსაზრება რომ ეს იყო მისი დედა, ან მისი ავტო პორტრეტი ქალის სახით.

თუმცა ერთ-ერთი ძირითადი წყაროს მიხედვით ნახატზე არის იტალიელი ვაჭრის, ჯოკონდას ცოლი.

xixani

http://xixani.blogspot.com/

მსგავსი ამბები

Back to top button