არქივი

”მითია თუ სინამდვილე” კავკასიური ნაგაზის შესახებ

b121a7907012

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, დაგროვდა უამრავი თქმულება კავკასიური ნაგაზის შესახებ. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა მათ შორის ყველაზე პოპულარულები და ამ 1 გვერდზე განგვეთავსებინა.

ასე რომ:

კავკასიური ნაგაზი – საუკეთესო მცველი ძაღლი მსოფლიოში.

უარყოფა ძალიან რთულია. ტერიტორიული, უპრეტენზიო, უცხოსადმი უნდო, ბეწვიანი და ბრძოლაში უკომპრომისო, ქების ღირსია! საზოგადოდ, არ არის აუცილებელი ვიფიქროთ, რომ “კარგმა” წინაპრებმა შეიძლება განაპირობონ კარგი შთამომავალი და გადაწყვიტონ ყველანაირი სირთულის დაცვის პრობლემები. სპეციალური მომზადება აუცილებელია და არ არსებობს იმ მოსაზრებაზე მტკივნეული რამ, რომლის მიხედვითაც კავკასიური ნაგაზის გაწვრთნა არ არის აუცილებელი – ეს აუცილებელია! უბრალოდ ამ ძაღლებს ამ საქმისადმი სხვა ჯიშებთან შედარებით მკაფიო მიდრეკილება აქვთ.

კავკასიურ ნაგაზი უნდა დარბოდეს და იყოს დატვირთული

ეს მართლაც ასეა. მგელ-მგუდავისთვის საუკეთესო ვარჯიში დიდ მანძილზე სიარულია.

მგლის მახრჩობელებს, რომლებიც ცხოვრობენ კერძო (ეზოიან) სახლებში, არ სჭირდებათ გასეირნება.

ამ ”თეორიის” შედეგები – ჩაზნექილი ზურგი, სწრაფი დაღლა. ჩვენ ამ პრობლემაზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი ისღა დაგვრჩენია შეგახსენოთ, რომ ძაღლის გასეირნება მისი აღნაგობისთვის და ფიზიკურად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია.

მგელ-მგუდავები – ყველაზე საშიში და ”უვარგისი” ძაღლები მოწინააღმდეგისთვის

თუ ჩვენ მაგალითად ავიღებთ ყველაზე პრიმიტიულ ”მუშაობას” – დაბმულ მდგომარეობაში ყოფნას, შედეგი შემდეგნაირი იქნება: სამომსახურეო ძაღლები იქცევიან შემდეგნაირად: მათი სამოძრაო მანძილი საბელის სიგრძის ტოლია ამიტომ ისინი მხოლოდ შეთავაზებულ მკლავს წვდებიან და აქტიურად უყეფენ ოპონენტს.

”შეთავაზებული მკლავი” - კავკასიური ნაგაზის წვრთნა
”შეთავაზებული მკლავი” - კავკასიური ნაგაზის წვრთნა

იგივე სიტუაციაში, მგელ-მგუდავი წყნარად ხრის თავს, მშვიდად იხევს უკან, მისი საბელი დაჭიმულ მდგომარეობაში აღარაა, ამიტომ ოპონენტი ვერ განსაზღვრავს სადამდე შეუძლია მას გადახტომა და იერიშის მიტანა. თუ მიღწევის შესაძლებლობა არ არის, გარდა შეთავაზებული მკლავისა, მგელ-მგუდავი ძუძუმწოვრებს (ადამიან მოწინააღმდეგესაც მათ შორის) მიათრევს მისკენ (სხეული ან თავით) და ცდილობს მოაქციოს ოპონენტი მის ქვეშ. რა მოჰყვება ამ ყოველივეს – ჯობს არ დავაკონკრეტოთ. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მგელ-მგუდავები ძალზედ სწრაფად აანალიზებენ და კარგად არჩევენ ერთმანეთისგან ყალბ და რეალურ სიტუაციებს და ამიტომ უმეტესად უარს ამბობენ ვარჯიშზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ვარჯიშში მას უკვე მიღებული აქვს მონაწილეობა. მაგალითად, მომზადებული კავკასიური ნაგაზი იგზავნება “ფიგურანტის შეყოვნებაზე” (სახელოში).

”შეთავაზებული მკლავი” - კავკასიური ნაგაზის წვრთნა
”შეთავაზებული მკლავი” - კავკასიური ნაგაზის წვრთნა

ძაღლი მისდევს მას. დაიჭერს რა მოწინააღმდეგეს, ის იწყებს მკლავზე ჩაბღაუჭებას.. მაგრამ როგორც კი ფიგურანტი “მოიგერიებს” ძაღლს (მაგალითად ფეხის ძლიერი დარტყმით) ის იმ წამშივე ”დაეხსნება” სახელოს და ეცდება დაუცველ ადგილებზე იერიშის მიტანას. თუ მწვრთნელს სურს იმის შემოწმება, ”მუშაობს” თუ არა მგელ-მგუდავი და ამისთვის კავკასიური ნაგაზი სხვის ტერიტორიაზე შეჰყავს და იქ ამოწმებს მას – ეს მხოლოდ მის არა პროფესიონალიზმზე მეტყველებს. მაგრამ თუ თქვენ მას გვერდით დაუყენებთ მის პატრონს და დაესხმებით თავს, ეს სხვა შემთხვევაა. თუმცა, უდავოა, რომ ძაღლს ყველანაირ სიტუაციაში და პირობებში უნდა შეეძლოს მუშაობა. მიუხედავად ამისა, არ არის აუცილებელი უკვე მომზადებული ძაღლის შემოწმება!

დაბოლოს: კავკასიური ნაგაზის კეთილშობილების ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს მიიტანოს იერიში სუსტ მტერზე, რომელიც მისი ტერიტორიიდან გარბის. ასე რომ, შეუძლებელია დავივიწყოთ კავკასიური ნაგაზის განსხვავებული ხასიათი. კავკასიის მაგალითზე, ძაღლების გამაგრებული ქალაქების დაცვაში გამოყენება ფართოდ იყო გავრცელებული. სწორედ აქედან არის კავკასიური ნაგაზის ფეთქებადი ხასიათი – აზიელები არიან წყნარები, ხოლო აგრესიულები – მომხვდურის მიმართ.

მგელ-მგუდავები არიან ისეთი აგრესიულები, რომ მათი გაჩერება ქალაქში – შეუძლებელია.

ეს მხოლოდ და მხოლოდ ბოდვაა! შესაძლებელია ამ თემაზე დაუსრულებლად ლაპარაკი, მაგრამ ვერაფერი გადასწონის და უარჰყოფს იმას, რასაც სტატისტიკა ამტკიცებს. მგელ-მგუდავი ქალაქის პირობებში ”იკბინება” უფრო ნაკლებს, ვიდრე რიზენშნაუცერი და კოლი (4% 2,5%-ის წინააღმდეგ), და არიან ისეთივე საშიშები, როგორც პუდელი (2,5). გერმანული ნაგაზისთვის იგივე პარამეტრი 19%-ია!

გერმანული ნაგაზი
გერმანული ნაგაზი

ეს ძალიან მარტივია: ეს იმის შედეგი კი არაა, რომ მგელ-მგუდავების პატრონები უფრო კანონმორჩილნი არიან ვიდრე გერმანული ნაგაზების, უბრალოდ მათ იდეალურად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ ამ ძაღლებთან ბრძოლას სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს და ამიტომ ისინი არ რისკავენ – ასეირნებენ მათ ძაღლებს საბელით. რაც შეეხება ”პოტენციურად საშიშს”, პოტენციურად ”უსაფრთხოდ” შეიძლება მხოლოდ მკვდარი ძაღლი ჩაითვალოს.

თუ ადამიანმა უმიზეზოდ გააღიზიანა მგელ-მგუდავი – რას გააკეთებთ? პრინციპში, თუ ადამიანს მოსწონს დაბმული მგელ-მგუდავის წინ სირბილი, მან იცის კიდეც რა შეიძლება მოჰყვეს ამას. მგელ-მგუდავების ქალაქიდან გაყვანის მოთხოვნა პირველ რიგში უკანონობაა, მეორეც – ამ შემთხვევაში ლოგიკური იქნებოდა იმის მოთხოვნაც, რომ ქალაქიდან გაეყვანათ მანქანები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის მოკვლა ან დაშავება დიდი ოდენობით ყოველ დღე. ამ შემთხვევაში კი იგივე პისტოლეტი გამოდის სრულიად უსაფრთხო, თუმცა იმასაც გააჩნია, ვისაც ის უჭირავს.

რომელია უფრო საშიში?
კავკასიური ნაგაზი
კავკასიური ნაგაზი
თუ
პისტოლეტი ”კოლტი”
პისტოლეტი ”კოლტი”

და კიდევ ერთი მოსახერხებელი რამ მგელ-მგუდავების ქალაქში გასაჩერებლად – სიფრთხილე. შესაძლებელია დავეთანხმოთ იმას, რომ იგივე კავკასიური ნაგაზი, რომელსაც არ აქვს მიდრეკილება თავის ტერიტორიიდან უცხოს განდევნისა, მკაფიოდ გამოხატავს განზრახვას, არ აქვს აგრესია ნათესავებზე – თამაშობს როგორც ლეკვი და ა.შ. თუმცა სრულიად არ არის გამორიცხული, რომ მან იერიში მიიტანოს მძღოლზე, რომელმაც სიგნალის მეშვეობით შეგაშინათ. თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა ვიყოთ სამართლიანი – უარესი იქნებოდა მანქანის ბორბლებ-ქვეშ სიცოცხლის დამთავრება.

კავკასიური ნაგაზი – ”სულელი” ძაღლი.

სავსებით შესაძლებელი იყო, რომ არაპროფესიონალის ეს ნათქვამი უპასუხოდ დაგვეტოვებინა, მაგრამ ჩვენ საპირისპიროდ მოვიქცევით, ამ საკითხზე უნდა შევჩერდეთ და დეტალურად განვიხილოთ.

როგორც წესი, მგელ-მგუდავების “სიმუნჯეზე” ლაპარაკისას, მწვრთნელები გულისხმობენ “საწვრთნელად გამოუსადეგარობას”. და ეს დასაშვებია, მგელ-მგუდავები სრული მორჩილებისგან შორს არიან. არა და არა! პირველ რიგში არ არის აუცილებელი რომ დავსვათ ტოლობის ნიშანი ძაღლის ინტელექტსა და ადვილად გაწვრთნის შორის. ის, რომ მონოტონური მუშაობა (კონკრეტულად თავის მორჩილად წარმოდგენა) და ბრძანების უხალისოდ შესრულება კავკასიურ ნაგაზს ახასიათებს, არავისთვის არ არის საიდუმლო, თუმცა ხალხი ამას დაბალ ინტელექტუალურ ფაქტორს უკავშირებს და ასე ამართლებს მის საქციელს.

მაშინ რომელი ძაღლები არიან უფრო “მორჩილები”?
ერთია – იგრძნო საჭიროება, მეორე კი – გადაწყვიტო მოქმედება. დიახ, კავკასიური ნაგაზი განსხვავდება სხვა ძაღლებისაგან თავისუფლების სიყვარულით, დამოუკიდებლობით, თავის თავის პატივისცემით, რაც იწვევს მისი გადმოსახედიდან აბსოლუტურად უაზრო ბრძანებების შესრულებისადმი პროტესტის გრძნობას. ბოლო-ბოლო, წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც კავკასიურ ნაგაზს, რომელსაც ახვევია უამრავი უცხო ადამიანი და ელის სანახაობას, უბრძანებთ “დაწექი”! ზოგიერთი ძაღლის მომშენებლის ლოგიკის თანახმად, ის ძაღლი, რომელიც ამ შემთხვევაში მიწაზე მყისიერად “განერთხმება” – ჭკვიანია, ხოლო ის, რომელიც გრძნობდა, რომ იმ მომენტში საჭირო იყო დგომა – სულელი!

ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მკითხველს გამოიტანოს დასკვნები დამოუკიდებლად, მაგრამ ამავე დროს შეგახსენებთ: მგელ-მგუდავი არ არის მოსამსახურე! ისინი უფრო ჯარისკაცები არიან – ძაღლის ტომის ფილისოფოსები.

მგელ-მგუდავს შეუძლია მოკლას მგელი, ლეოპარდი, დათვი…

რაც შეეხება მგელს – სახელიდან გამომდინარეც მიხვდებით, რომ მართალია, მაგრამ სხვა დანარჩენ დასახელებულ ცხოველებზე რა მოგახსენოთ…

დიახ, ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს თავის ნამუშევრებში დუელებს – ძაღლები ახალგაზრდა ლეპარდებისა თუ დათვების წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი სტატიების ავტორს მიდრეკილება აქვს ლეგენდების წერისკენ. დათვს შეუძლია ერთი თათით გადააგდოს ძაღლის ყოველი ჯიშის ყოველი წარმომადგენელი. კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები (დიდი ზომისანი) ადვილად ებრძვიან ძაღლებს კბილებითა და ბრჭყალებით, რომელიც უბრალოდ სიკვდილის იარაღია. ბოლო გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: არცერთ ძაღლს არ შეუძლია ბოლომდე აჰყვეს კატის საბრძოლო ტექნიკასა და “ილეთებს”. მათ თავიანთი ბასრი ბრჭყალებითა და მოქნილი ფეხებით სულ ადვილად შეუძლიათ ძაღლის მუცლის გაფატვრა. მიუხედავად ამ ტიპის სტატიების ავტორების პატივისცემისა, ძალიან რთულია ამ თემაზე სერიოზულად ლაპარაკი.

პიტ-ბულტერიერი ”ადვილად” იმარჯვებს მგელ-მგუდავთან ბრძოლაში.

ეს ძალიან მტკივნეული საკითხია პიტ-ბულებისა და მგელ-მგუდავების მოყვარულებისთვის, ორივე მხარეს უყვარს თავიანთი პოზიციის მტკიცება ვიდეო მასალით, რომელიც აღწერს მათი საყვარელი ძაღლის გამარჯვებებს. პიტ-ბულებს აქვთ ბრძოლის უნიკალური ტექნიკა და შესაძლებლობა, თუმცა ამ საქმის ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას შემდეგ გარემოებებზე.

  1. კავკასიური ნაგაზის ფიზიკური მონაცემები (წონა, თათების ზომა, ბეწვი, სქელი კანი ყელზე) ძალზედ აღემატება იგივე პარამეტრებს პიტ-ბულებში – 55-90 კილოგრამი კავკასიური ნაგაზი და 18-25 კილოგრამი პიტ-ბული ძალზედ შეუფერებელი ოპონენტები არიან!
  2. პროფესორ გურმეტის მოსაზრებით, “პიტ-ბულ ტერიერს გენეტიკურად აქვს ჩადებული მენტალური შეუბრალებლობა”. ეს არ არის სუბიექტური მოსაზრება, ეს ფაქტია: პიტ-ბულისთვის ცნება “გრძნობა” ტაბუირებულია: მას შეუძლია დაესხას თავს ძუს, ლეკვს, ნათესავს..
  3. “შერეული დუელების” ფანებს არც ერთ ოფიციალურ კინოლოგიურ დაწესებულებაში არ სცემენ პატივს, და ეს სამართლიანია: შეუძლებელია ჩაატარო შეჯიბრება ბოქსიორსა და ბადმინტონის მოთამაშეს შორის! რა გამოიკვეთება შერეული დუელების ჩატარებისას? არა-სპეციალისტები ვერ ხვდებიან, თუ რატომ წყვეტენ მგელ-მგუდავები ბრძოლას პიტ-ბულის წინააღმდეგი მიუხედავად იმისა, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ მოწინააღმდეგის მოკვლა.თუმცა ყველაფერი ძალზედ მარტივია. პირველ რიგში – მგელ-მგუდავი არ კლავს ძაღლებს (თუ რეალურ სიტუაციაში არ დაესხა თავს). ეს თვისება რომ არა, კავკასიური ნაგაზის თავდაცვის ტაქტიკა ბუნებაში არ იქნებოდა ასეთი ძლიერი, რადგან ველურ ბუნებაში, კავკასიური ნაგაზის სამშობლოში, ენერგიის დაზოგვას დიდი მნიშვნელობა აქვს. რამოდენიმე წუთში მგელ-მგუდავი აშკარად “იგებს” და ჩერდება, რათა დააკვირდეს ოპონენტს – თუ მისგან ისევ იქნება დუელის გაგრძელების სურვილი – ისიც აგრძელებს. მეორეც, მთავარ როლს ამ სიტუაციაში თამაშობს გარემოება, რომელიც საზოგადოების ძალზედ მცირე ნაწილმა თუ იცის:
    მგელ-მგუდავების კეთილშობილება ხდება მათივე წაგების მიზეზი. ჩვენ უფრო დეტალურად უნდა ავხსნათ. ხანდახან, ადამიანები, რომლებიც არიან მგელ-მგუდავების ექსპერტები, ღიმილით პასუხობენ კავკასიური ნაგაზის მიერ ტესტში ნაჩვენები შედეგის გამო იმედგაცრუებული მაყურებლების რეაქციას. ბრძოლის პირველი რაუნდის განმავლობაში, კავკასიური ნაგაზი უცებ წყვეტს ბრძოლას და შემდეგ მის ოპონენტს გადაეცემა გამარჯვებულის ჯილდო, იმისთვის, რომ ის კვლავ მზად არის გაგრძელებისთვის! ეს ყველაფერი ძალიან მარტივია: კავკასიურმა ნაგაზმა უარი თქვა ბრძოლაზე, რადგან მისი მოწინააღმდეგე დამარცხდა: დაიწკმუტუნა ან “გამოაჩინა კბილები” (კბილები დაკრიჭა) – ეს კი დამარცხებას ნიშნავს, თუმცა არა-პროფესიონალი მწვრთნელებისთვის, მოგებულია ის, ვინც ბრძოლას აგრძელებს. პატარა დასკვნა – პიტ-ბულების ბრძოლებს ძალიან ხშირად თან ახლავს ბრბოს ხმაური (კივილი, შეძახილები, გინება და ა.შ.) – ყველაფერი ნათელია. ასევე უნდა შევნიშნოთ, რომ კავკასიურ ნაგაზს თავისუფლად შეუძლია მტრის მოკვლა, მაგრამ არასდროს ცდილობს ამას შეჯიბრებაზე, ჩემპიონატზე და ა.შ.

კავკასიური ნაგაზი 1 წლიდან მკაცრად უნდა ვცემოთ უფროსობის დასამტკიცებლად.

ეს კარგი რჩევაა ძაღლების პატრონებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა აღზარდონ ძაღლები. თუმცა, მაინც როგორ მოვიქცეთ მგელ-მგუდავებთან? ფაქტიურად, ეს გამართლებულია ყოველი ჯიშის ძაღლისადმი. მგელ-მგუდავები ნაკლებად საშიშნი არიან ამ სიტუაციაში, ვიდრე უკიდურესად ეჭვიანი როტვეილერი და თუ ის (როტვეილერი) ჰყოფს ადამიანებს “კარგად” და “ცუდად”, მგელ-მგუდავი – “მისად” და “სხვისად”. თუმცა ხანდახან მგელ-მგუდავი ესხმის თავს პატრონს, და ეს ყოველთვის პატრონის შეცდომებით არის გამოწვეული. ქვემოთ მოცემულია ძალზედ მანიშნებელი გარემოებები. აბსოლუტურად ნორმალური კავკასიური ნაგაზი, ასრულებს მისი პატრონის ყოველ ბრძანებას, თუმცა ესხმის მას თავს (“ესხმის” ცოტა გადამეტებული ნათქვამია, უბრალოდ წინააღმდეგობას უწევს), როდესაც ის მისთვის საყელოს გაკეთებას ცდილობს.

ჩვენ მიგვიწვიეს და ვნახეთ გასაოცარი ძაღლი, რომელიც ჩამოყვანილი იყო დაღესტნიდან. წყნარი, მოხერხებული, გაუწვრთნელი, მაგრამ ყველანაირ მტერთან წინააღმდეგობის გაწევის უნარის მქონე. ის წარმოგვიდგა ჩვენ მთელი მისი სილამაზით: მას ფაქიზად ჰქონდა უზარმაზარი თავი პატრონის ხელის გულზე დადებული, თუმცა რამოდენიმე წამის შემდეგ მთელი ძალითა და გააფთრებით გამოიწია ჩვენსკენ. მის პატრონთან შემდგომი ლაპარკისას გაირკვა, რომ მას ჰყოლია მწვრთნელები თუმცა ბოლო გაკვეთილის შემდეგ, მათ ამ ძაღლის წვრთნის გაგრძელების არანაირი სურვილი აღარ გასჩენიათ…

საბოლოოდ, მაინც მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეგო ასეთი უჩვეულო ქცევის მიზეზი. აღმოჩნდა, რომ 4 თვის ასაკში, ლეკვს დაუძახა პატრონის შვილმა და შესთავაზა ხორცის ნაჭერი ფანჯრის გისოსიდან… ლეკვმა (სახელად ”Wild” – გარეული, ველური) შეჰყო თავი გისოსში ხორცის ასაღებად, თუმცა უკან ვეღარ გამოიტანა – გაიჭედა. ლეკვს საშინლად შეეშინდა და მომავალში მისი აგრესიული რეაქცია ყოველგვარ ქმედებაზე, ამით აიხსნებოდა. თუმცა ზოგადად (ზოგიერთი შემთხვევის გარდა), შანსი იმისა, რომ მგელ-მგუდავმა “აწყენინოს” ოჯახის წევრს სხვა ჯიშებისგან განსხვავებით – ძალზედ მცირეა.

სავალდებულო პირობა – სწორი აღზრდა.

მგელ-მგუდავებს არ უყვართ ბავშვები.

ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, თუმცა ჯობს დეტალურად განვიხილოთ. კავკასიური ნაგაზისა და უცხო ბავშვის ურთიერთობა – ჩვენ უნდა ავღნიშნოთ, რომ არ შეგვხვედრია ფაქტი, როდესაც კავკასიურ ნაგაზს სერიოზულად დაუზიანებია ბავშვი. მათი ქცევა უფრო გაფრთხილებითი ხასიათისაა – თუმცა ყველა შემთხვევაში, მგელ-მგუდავის პატრონმა ასეთ სიტუაციებში სასურველია მიიღოს მონაწილეობა (მაგ. წარუდგინოს უცხო ბავშვი ძაღლს), თუმცა ამ უკანასკნელის აგრესიული ქცევა ბავშვის წინააღმდეგ – აბსოლუტურად გამორიცხულია.

მგელ-მგუდავი – “ერთი პატრონის ძაღლი”.

ჩვენ ვლაპარაკობთ ამ ძაღლების ლეგენდარულ ერთგულებაზე მათი პატრონების მიმართ.
ჩვენ იგნორირებას გავუკეთებთ მგელ-მგუდავების მოყვარულების მტკივნეულ ამოოხვრას, რომელიც ამ ჯიშის ყველა უპირატესობის დამტკიცებას და გაზვიადებას ემსახურება და განვიხილავთ პროფესიონალურად.
ვმუშაობთ რა 8 წელი ამ ძაღლებთან (ძაღლის წვრთნა პატრონის ჩაურევლად და ა.შ.), ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ: კავკასიური ნაგაზი არა მარტო რთულად შედის მწვრთნელთან სასურველ კონტაქტში, არამედ “განიცდის დაშორებას” პატრონისაგან. უნდა აღინიშნოს, რომ “ძაღლთსაშენის ძაღლები”, ძაღლები, რომელთაც ფაქტიურად პატრონი არ ჰყავს, განსაცვიფრებლად ადვილად შედიან კონტაქტში და არიან უფრო წყნარები.

მაგალითად – როდესაც კავკასიური ნაგაზის “მთავარი” პატრონი სცილდება მას გარკვეული დროით, ხშირ შემთხვევაში ის საკვებზე უარს ამბობს.

მგელ-მგუდავები არიან ძალიან დიდები ქალაქის ბინებისთვის.

მგელ-მგუდავების განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანი არის დამოუკიდებლობა. ბინებში კი ისინი პრაქტიკულად უფუნქციონი და დასუსტებულნი არიან, განსაკუთრებით მოზრდილი ძაღლები.

კავკასიური ნაგაზი – მთელი ბინა ძაღლის ბეწვში!

რეგულარული (კვირაში ერთხელ) დავარცხნისა და დროთა განმავლობაში ბინის დასუფთავების შედეგად, მსგავსი პრობლემები თქვენთვის აღარ იარსებებს.

”სახლი არის ადგილი, სადაც ძაღლის ბეწვია”
”სახლი არის ადგილი, სადაც ძაღლის ბეწვია”

შესაძლოა თქვენი ნაქსოვი ტანსაცმელი, ფარდები და ა.შ. კავკასიურის ბეწვით იყოს დაფარული, მაგრამ აქვე უნდა ავღნიშნოთ – კავკასიური ნაგაზის ბეწვი – მტვერსასრუტში, მაგრამ დობერმანი – სუპიან თეფშში. უდავოა კავკასიური ნაგაზის ბეწვის უპირატესობა – თუ არ ჩავთვლით სუნს.

საჯიშე ძაღლი სჯობს სამოსამსახურეოს.

საჯიშე კავკასიური ნაგაზის საკითხი ორაზროვანი და საეჭვოა.
მოდით მარტივად, ემოციების გარეშე ვცადოთ ზოგადი პოზიციების განსაზღვრა:

  1. საჭიროა თუ არა განვსაზღვროთ რომელი ძაღლები მიიჩნევიან საჯიშედ?
  2. საჭიროა თუ არა საჯიშე ძაღლების სამეურნეო საქმიანობაში გამოყენება?
  3. როგორ განსხვავდებიან მოსამსახურე ძაღლები საჯიშესგან?
  4. რას ფიქრობენ ძაღლების მოყვარულები საჯიშე ძაღლებზე?

ჩვენ ვცადეთ გვეპასუხა მოცემულ შეკითხვებზე ზემოდან ქვემოთ.

არასპეციალისტებს მიდრეკილება აქვთ საჯიშე ძაღლების გაიდეალებისკენ. ეს არ არის უცნაური, თუმცა ზოგჯერ გენეალოგიურ ხეში აღმოჩნდება “წარმოშობა უცნობია” და “ექსპორტირებულია “აქედან“” იწვევს უფრო დიდ დაინტერესებას, ვიდრე ჯიშიანი წინაპრების უტყუარად სუფთა სისხლი. ცნობისთვის, ასე გულუხვად “ნასროლი” საქებარი სიტყვები ყოველთვის არ მართლდება. პირველ რიგში, მეცხვარეები არ ყიდიან მართლაც კარგ ძაღლებს, საზოგადოდ – ასეთი ძაღლის აღზრდა ძალიან რთულია. მეორეც, მგელ-მგუდავისნაირი “ძაღლი” ვორონეჟში, მოსკოვში, თბილისსში და ყველა დანარჩენ ქალაქში – უბრალოდ “ძაღლია”. ყველა შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ ჯიშის ექსპერტს შეუძლია იმპორტირებული ძაღლის ღირებულების განსაზღვრა.

საჯიშე ძაღლები ძალზედ რთულად ეგუებიან მეგაპოლისის პირობებს. უდავოა, ისინი ქალაქის პირობებში ცუდად ვითარდებიან (ორივე – სამოსამსახურეოც და საჯიშეც). ერთმანეთს თუ შევადარებთ, საჯიშეს ყოველთვის აქვს ის უპირატესობა, რომ მის გენეალოგიურ ხეში ხელოვნური გადარჩევა – მინიმალურ დონეზეა დაყვანილი, ხოლო სამოსამსახურეო ძაღლებს – მემკვიდრეობით მიღებული ატრიბუტები – ადაპტირების უნარი და სიმშვიდე გენეტიკაში აქვთ. ჩვენი აზრით, საჯიშე ძაღლები საჭიროა ჯიშის გაუმჯობესებისთვის ან შემონახვისთვის, ფაქტიურად, თუ ჯიშში არ არის სისხლის ხაზები, მაშასადამე არ არის სუფთა სისხლი, ეს კი გარდაუვალი ფაქტორია ჯიშის დეგრადაციისა. საჯიშე ძაღლების გამოყენება საჭიროა გონიერად. აქ კი ისევ ჩვენს პირველ შეკითხვას ვუბრუნდებით – საჭიროა თუ არა განვსაზღვროთ რომელი ძაღლები მიიჩნევიან საჯიშედ? სამწუხაროდ, საზოგადოებას არ ესმის, რომ დიახ – ძაღლი შეიძლება იყოს იმპორტირებული, თუმცა ყველა იმპორტირებული ძაღლი არ გამოდგება საჯიშედ! კავკასიაში და რუსეთში ფაქტიურად სწორად არჩევენ მგელ-მგუდავებს!

და ბოლო დებულება – მეამბოხე. თუ საჯიშე ძაღლი მიიჩნევა სამწყემსო ძაღლების ნაციონალური გადარჩევის შთამომავლად, ექსპერტების უმრავლესობა სამოსამსახურეო მგელ-მგუდავების ხარისხს უფრო მაღლად მიიჩნევს, საჯიშეების ხარისხს. შესაძლოა საჯიშე ძაღლებზე რისკიანმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ “მარკეტზე”, დიდ ქალაქში “მეცხვარეები” ყიდულობენ ლეკვებს ყოველგვარი დოკუმენტისა და ნუსხის გარეშე, რადგან ასე უფრო ნაკლებ ფულს ხარჯავენ. ამასთან ერთად, ასეთი ძაღლები იყიდება საჯიშე ძაღლებთან ერთად, იგივე ქალაქში, იგივე ადგილას..!

სტატია ეკუთვნის Nagazi.Ge-ს ადმინისტრაციას!

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button