არქივი

ჯადოსნური იუმორი

348f88706000

ანეკდოტების დიდი არქივი ჰარი პოტერის თემაზე:)

როცა სნეიპმა გარისკა და თავი დაიბანა, აღმოჩნდა რომ ის ქერა ყოფილა

ჰარი ეკითხება ჰერმიონას:
– ჰერმიონა, რას ნიშნავს “ორმაგი გრძნობა”?
– მმმ.. ორმაგი გრძნობაა ჰარი, როცა ხედავ რომ აბრიჯი მოახტება შენს “ელვას” და მთელი სისწრაფით შეეჯახება მტარვალ ტირიფს…

– “მომაშორე ძაღლი! უკვე ტილები ამაცოცდნენ!” – ყვირის სნეიპი
– “სირიუს, გამოეცალე სნეიპს, მას ტილები ჰყავს” – წყნარად ამბობს ჰარი

– “იცი ჰარი, მე მგონი გენიოსი ვარ!” – ამბობს რონი
– “საიდან მოიტანე?” –
– “ვიყიდე კონსტრუქტორი და ერთ თვეში ავაწყე, ყუთზე კი ეწერა “3-დან 5 წლამდეო”

ჰაგრიდი, ჰარი და რონი ნადირობენ. ჰაგრიდმა ყური დაადო მიწას და ამბობს:
– “ცოტა ხნის წინ აქ ბიზონებმა გაიარეს” –
– “საიდან მიხვდი?” – აღტაცებით კითხულობენ ჰარი და რონი.
– “ვერ ხედავთ მთელი ყური ბიზონის ნეხვში მაქვს ამოსვრილი… ჯერ კიდევ თბილია…” –

ჰერმიონა შედის ზოომაღაზიაში და გამყიდველს ღიმილით მიმართავს:
– “თაგვის ყიდვა მინდა” –
– “ნაცრისფერი, ნაღვლიანი თაგუნია გირჩევნია, თუ თეთრი, მხიარული წრუწუნა?” – ეკითხება გამყიდველი
– “ჩემი კატისათვის რა მნიშვნელობა აქვს?” – ღიმითვე კითხვაზე კითხვით პასუხობს ჰერმიონი

მიდის ჰარი აკრძალულ ტყეში. ხედავს კენტავრი ორმოში ჩავარდნილა, ბევრი ეცადა მაგრამ ვერ ამოიყვანა.
სამაგიეროდ ორმო ამოავსო რათა სხვა კენტავრები არ ჩავარდნილიყვნენ…

ტომ რიდლი სლანგჰორნს:
– “პროფესორო მომიყევით რამე ჰორკრუქსებზე” –
– “ტომ, ტომ, ტომ და ჯადოსნური სიტყვა?” –
– “AVADA KEDAVRA!” –

გაკვეთილზე ჰერმიონი ხელს იწევს და ყვირის:
– “პროფესორო მე ვიცი! მე ვიცი!” –
– “კი მაგრამ მის გრეინჯერ ეს კითხვა თქვენ თვითონ დასვით…” – პასუხობს პროფესორი მაკგონაგელი

ჰარი პოტერი ვოლდემორთან მივიდა:
– “მინდა “სიკვდილის მხვრელი” გავხდე!”
– “ავადა კედავრა! აჰა მიირთვი, გაამოს!”

ლუციუს მალფოი მიდის სახლში და ხედავს ცოლსა და მაკნერს საკუთარ საწოლში…
– “ნარცისა შეიძლება ორი სიტყვა გითხრა?”
– “კი, რასაკვირველია”
– “AVADA KEDAVRA”

დადლი და ვერნინი მისეირნობენ, ვერნონმა პივა იყიდა და სვამს.. დადლი:
– “მამა, ნაყინი იყიდე”
– “შენ რა შვილო გამოშტერდი??? ვის გაუგია პივა და ნაყინი ერთად?!?!”

შხამ-წამლების გაკვეთილზე:
– “პოტერ ნუ ტრიალებთ თორე მეორე ფეხსაც მიგილურსმნავთ იატაკზე!”

ლუციუსი ეკითხება ვოლდემორტს:
– ბატონო ჩემო, დღეს საღამოს რა გეგმები გვაქვს?
– როგორ თუ რა გეგმები გვაქვს ბრიყვო!! როგორც ყოველთვის, დღესაც ვეცდებით მსოფლიო დავიპყროთ!!!! – დიადი პათოსით და აღტკინებით პასუხობს ლორდი.
– ააა, მაშინ ხოო…

მაკგონაგალი აცხადებს სამასწავლებლოში:
– კოლეგებო და უბრალოდ მეგობრებო!! ხვალ დიდი დღეა.. ტრანსფიგურაციის საერთაშორისო დღე.. ამასთან დაკავშირებით მაქვს რამოდენიმე თხოვნა თქვენთან.. დობი, შენ და სხვა ელფებმა მოხარშეთ საასალწლო კერძები; სევერუს, მოხარშე ცოტაოდენი ეიფორია, შენ კი ჰაგრიდ, იქნებ გადახარშო როგორმე ფაქტი რომ საერთო დარბაზში ფლობერჭიების მოშენება არ შეიძლება!!!

კრაბი გოილს:
– ნუ მიჩვენებ ენას, ავად გახდები!
– რით?
– ყბის მონგრევით და ტვინის შერყევით! (თუ არ გაგეცინათ, გირჩევთ რუსულ ვარიანტში წაიკითხოთ 01.gif )

ზის სნეიპი კაბინეტში. ისმის კაკუნი და შემოდის მალფოი, უკან კი პოტერი მოჰყვება, ორივეს ყავის ფინჯნები უჭირავს… სნეიპი, დაღლილი ხმით: – დრაკო, რამდენჯერ გითხარი, სასიყვარულო ელექსირზე იმუნიტეტი მაქვს! პოტერ, შხამებზეც!!!

ჰარი დილით იღვიძებს საშინელი თავის ტკივილით.
– რა ხდება? ნუთუ ვოლდემორტი დაბრუნდა?
ისმის ჯინის გაბრაზებული ხმა:
– ვოლდემორტი კი არა წუხელ რონის წვეულებაზე ვიყავით და გაილეშე უგონოდ..

დამლდორი რეკავს აურორთა სამძებრო განყოფილებაში
– გამარჯობათ!.. იცით ჰარი პოტერი დაიკარგა…
– კარგი, კარგი.. ნუ ნერვიულობთ ბატონო.. ვიპოვით მაგ თქვენს ჰარი პოტერს!! რაიმე განმასხვავებელი ნიშნები თუ აქვს?

შხამ-წამლების გაკვეთილი:
– პოტერ, გაკვეთილების შემდეგ დარჩებით და ყველა ქვაბს გარეცხავთ!
– კი მაგრამ რატომ პროფესორო? მე ხომ არაფერი დამიშავებია?
– თქვენ გაკვეთილზე პირველი მოხვედით!
– კი მაგრამ ვინმე ხომ უნდა მოსულიყო პირველი?
– და ვინმემ ხომ უნდა გარეცხოს ქვაბები?

პროფესორ გრაბლი-დერგს (ჰაგრიდის შემცვლელი) მიჰყავს მოსწავლეები მარტორქების (ქართულად ასეა ნათარგმნი?) საჯინიბოში.
– ასე.. ახლა ბიჭები დარჩებით აქ.. გოგონებო მოდით ახლოს და ეცადეთ მოეფეროთ.. მათ ქალის ხელი ურჩევნიათ..
– დაა.. პროფესორო რითი იკვებებიან? – ისმის ბიჭების ჯგუფიდან..
– შენ რა, დაყრუვდი ტომას? გითხარი ქალის ხელი ურჩევინათთქო..

სნეიპთან მორიგი კამათის შემდეგ ჰარი ფიქრობს თავისთვის, “უკვე მერამდენედ მეუფლება შეგრძნება რომ სნეიპი ჩემს აზრებს კითხულობს..”
– ნუ ვინ მოგახსენათ მსგავსი სისულელე, პოტერ? – ჩაილაპარაკა სნეიპმა..

ანეკდოტი-გამოცანა
ჰერმიონას შეეძინა ბავშვი, რომელსაც აქვს მწვანე თვალები წითელი გარსით, თმა ძალიან ქერა, სახეზე ჭორფლი აყრია და აქვს დიდი მოკაუჭებული ცხვირი, წონა – 6 კგ, მოზრდილი თეთრი წვერიც აქვს, თითებზე კი მგლის ბრჭყალები. ყურადღება!!! კითხვა: ვინ უნდა გადაუხადოს ალიმენტი ჰერმიონას???

გაცხარებული ჩხუბის დროს ჰარი უყვირის ჩოს:
– როგორ შეგიძლია იფიქრო რომ შენს შემდეგ სხვა გოგო შემიყვარდება? ახლა ყველა მათგანი ჭირის დღესავით მძულს!!!!

– როცა სევერუს სნეიპს 8 წელი შეუსრულდა, მშობლებმა დაუჩოქეს და თხოვეს გაპარულიყო სახლიდან…

შხამ-წამლების პირველ გაკვეთილზე..
– ჩემთან არსებობს ორი პრინციპული წესი.. პირველი: მე მიყვარს სისუფთავე.. ყველამ გაიწმინდეთ ფეხი შემოსასვლელში დაგებულ ნოხზე? – კითხულობს მრისხანე ხმით სნეიპი.
– დიახ, სერ! – პასუხობს კლასი ერთხმად..
– მეორე: მე კიდევ უფრო მიყვარს სიმართლე.. შემოსასვლელში არავითარი ნოხი არაააა!!!!!

ჰარი მიდის საბუეში და იძახის:
– ჰედვიგ! ბუკლია! იადვიგა!!!
მოდის მალფოი და გველურად ეუბნება:
– რაო პოტერ!! ერთი ბუ ვეღარ აუდის შენს სასიყვარულო წერილებს?
– არა.. პროსტა სხვადასხვა თარგმანია რა!

საშობაო წვეულებაზე ერთ-ერთი სლიზერინელი ეკითხება ჰერმიონას:
– ცეკვავ?
– დიახ, რამე მოხდა?
– მადლობა მერლინს, მე მეგონა დენმა დაგარტყა!

შაბათი დილა. ჰარი, რონი და ჰერმიონა შეხვდებიან ერთმანეთს გრიფინდორის საერთო ოთახში. ჰარი კითხულობს:
– დღეს რა გეგმები გვაქვს? ჰაგრიდთან ხომ არ წავსულიყავით?
– მგონი აჯობებს ჰოგსმიდში წავიდეთ.. გავერთობით მაინც.. – ამბობს რონი..
– თქვენ ხომ არ გადაირიეთ?! სნეიპის დავალებას ვინ დაწერს? – აღფოთდება ჰერმი..
– მოდი ასე მოვიქცეთ.. მე გალეონს ავაგდებ, მამალი ამოვა – მივდივართ ჰაგრიდთან, დედალი – ჰოგსმიდში.. ხოლო თუ მონეტა ჰაერში გაჩერდება ვაკეთებთ სნეიპის დავალებას.. – ამბობს ჰარი.
ააგდებს მონეტას და გალეონი გამოეკიდება ჰაერში.. გამწარებული რონი უყვირის პირველკურსელებს:
– აე ლაწირაკებო!! რამდენჯერ გითხარით აქ ნუ მეცადინეობთ ლევიტაციაშითქო!!!!

ხონის კლინიკა.. ექიმი ესაუბრება პაციენტს.
– ავთანდილ ბესარიონოვიჩ… ემმმ.. ჰარი, რატომ ფიქრობთ რომ ჯადოქარი ხართ?
– ჰაგრიდმა მითხრა და….
– არაფერი მე არ მითქვამს მაგისთვის.. – ისმის მეზობელი პალატიდან..

ჰარი აკრძალული ტყიდან ბრუნდება და რონს ეუბნება:
– პროფესორ სნეიპისთვის სოკო დავკრიფე.
– ვაითუ შხამიანია?
– რას ნიშნავს “ვაითუ”?

ისევ ხონის ფსიქიატრიული კლინიკა. ექიმი ეკითხება პაციენტს.
– ე.ი. თქვენ გინდათ თქვათ რომ ჰარი პოტერი ბრძანდებით, ბიჭი რომელიც გადარჩა, და ცხოვრობთ დიდ ბრიტანეთში.. მაშ როგორ ახსნით იმას რომ ახლა საქართველოში ხართ?
– რა ახსნა უნდა.. ჩავალ ლონდონში და გავხეთქავ ტყუპებს ცემაში… ამოვიდა ყელში მათი სივრცითი პრიკოლები!!!

სნეიპი მიწისქვეშეთშია და რეცხავს კოლბებს და სინჯარებს. შემოდის დამბლდორი.
– სევერუს, რას აკეთებთ? დიდ დარბაზში გელოდებიან; ნევილს დაავალეთ დაამთავროს ამის რეცხვა.
– უღრმესი მადლობა, მირჩევნია საკუთარი ხელით დავამტვრიო ყველაფერი! – გამოსცრა სნეიპმა.

საქველმოქმედო საღამოზე ლუციუს მალფოიმ სასტიკი უარი განაცხადა გადაერიცხა ჰოგვორტსის ფონდისთვის ფული, მაგრამ მთელი 150 ათასი გალეონი გადასცა აზკაბანის კეთილმოსაწყობად.
– იცით, – განაცხადა მან მისანთან ინტერვიუში. – საეჭვოა ცხოვრების დარჩენილი წლები სკოლაში გავატარო…

რონი შედის ჰარისთან
– ჰარი მასესხე რა გალეონი..
– და რამდენს დამიბრუნებ?
– ორ გალეონს..
– კაი და ბედ რას დამიტოვებ?
– ჩემს ჯადოსნურ ჯოხს..
რონი მისცმეს ჰარის ჯოხს,აიღებს გალეონს და გამოდის ბედნიერი..
– მოიცა რონ! (დაეწევა ჰარი გასასვლელთან) მე ხომ ვიცი რომ შენ ორი გალეონის ერთად მოცემა გაგიჭირდება.. ჰოდა მოდი ერთი ახლავე მომე..
რონი მიცემს გალეონს და გააგრძელებს გზას.. თან ფიქრობს თავისთვის:
– ფუ რა ბედი მაქვს!! არც გალეონი დამრჩა… არც ჯოხი… პლიუს გალეონი ვალი მაქვს… და ყველაზე უარესი – ყველაფერი სამართლიანადაა!!!!

ჰარი მიფრინავს ჰიპოგრიფით, ვოლდემორტს გაურბის რაღა თქმა უნდა. ხოდა გადააგდო სავარცხელი და ამოვიდა უკან დიდი ტყე. ჰიპოგრიფი ეუბნება ხომ არ მოგვდევსო? კიო, ჰარი ეუბნება. მაშინ გადააგდე ეგ სირიუსის ნაჩუქარი სარკეო. გადააგდო ჰარიმ და გაჩნდა ტბა. ცოტა ხანში გაიხედა ჰარიმ, და კიდევ მოგვდევსო. ხოდა ჰიპოგრიფმა: გადააგდე ეგ ნაგავი, აყროლდა აქაურობაო..

ლუციუს მალფოისთან კამერაში შედის დემენტორი:
– მეუღლე მოვიდა თქვენთან, მისტერ მალფოი!
– არა, არა… ვაპროტესტებ… სასამართლოს განაჩენში ეგ სასჯელი არ ეწერა!!

“ცეცხლოვან თასში” თავისი სახელის ჩასაგდებად ჯადოქრები ტვინს იჭყლეტდნენ რაიმე შელოცვა მოეგონებინათ, რომ ასაკობრივ წრეში მოხვედრილყვნენ. ჩვეულებრივი მაგლი კი უბრალოდ შორიდან შეეცდებოდა ჩაეგდო.. 13.gif 13.gif 13.gif რას ნიშნავს რომ კალათბურთის აზრზე არ არიან ჯადოქრები..

ჰერმიონა შედის ბიბლიოთეკაში და კითხულობს:
– თუ შეიძლება მომეცით წიგნი “გრიფინდორის გამარჯვებები ქვიდიჩის ჩემპიონატში”.
იქვე მალფოი ჩაისისინებს:
– ფანტასტიკა შენობის მეორე ბოლოშია გრეინჯერ!

” ფუ ამის დედაც..” – გამწარებით ჩაისისინა ნაგაინამ. – “აჰა, ვკვდები!”
” საიდან მოიტანე?” – კითხულობს ლორდი..
” ენაზე ვიკბინე ამის..”

ფილჩის ჩანაწერები: მთელი წლის განმავლობაშ სლიზერინის სტუდენტი ვინსენტ კრაბი პროფესორებს აჩვენებდა შუა თითს.. ჩვენების სპონსორი აღმოჩნდა დრაკო მალფოი..

დამბლდორის ფიქრები: რა საინტერესოა.. თუკი მაგლებით სავსე ბიბლიოთეკაში მთელი ხმით იბღავლებ, ყველა შემოგხედავს როგორც დამთხვეულს.. თუ იგივეს თვითმფრინავში ჩაიდენ, ყველა აგყვება ეგრევე..

იდის ჰარი აკრძალულ ტყეში. ხედავს კენტავრი ორმოში ჩავარდნილა, ბევრი ეცადა მაგრამ ვერ ამოიყვანა.
სამაგიეროდ ორმო ამოავსო რათა სხვა კენტავრები არ ჩავარდნილიყვნენ…

ჰარი და რონი სპილოებზე ნადირობენ, ერთ ერთი სპილო მათკენ გაექანა, აძვრნენ ხეზე და სხედან,
სპილო არ მიდის, რონი:
– “იქნებ ამ ხეზე ბუდე აქვს?”
– “შენ სულ გამოშტერდი? სპილოები სოროში ცხოვრობენ…”

ჰარი მივიდა სამსახურის საძებნად:
– “რა შეგიძლიათ?”
– “შემიძლია მოვკლა ვოლდემორი”
– “კიდევ?”
– “შემიძლია არ მოვკლა ვოლდემორი”…

ჰარი წევს საავადმყოფო ფლიგელში:
– “მადამ პომფრი როგორ ვარ?”
– “არაფერია ხვალ გაგწერთ… ახლავე შევატყობინებ თქვენი კლუბის ხელმძღვანელს”
– “არა, არ ღირს მაკგონაგელის შეწუხება…”
– “როგორ თუ არ ღირს? აბა ცხედარს ვინ წაიღებს?”

მოდიან ჰარი და რონი.. გვერდზე ჩაუვლით ძაალიან ლამაზი გოგო.. რონი:
– ნახეე.. გამიღიმა..
ჰარი:
– რა გიკვირს მერე? მე მაგალითად პირველად რო დაგინახე ერთი საათი ვხარხარებდი…

– პენსი, შენთვის ვინმეს უთქვამს რომ ძალიან ლამაზი ხარ?
– retgert.gif არა!
– ვახ.. რა ნამუსიანია ეს ხალხი..

ჰერმიონი და რონი საუბრობენ…
ჰერმიონი: ცხოვრებაშიც *ლე ხარ, ნათესაობაშიც *ლე ხარ, ცოლქმრობაშიც *ლე ხარ, მამაშვილობაშიც *ლე ხარ, საძმაკაცოშიც *ლე ხარ, უბანშიც *ლე ხარ, ჯადოქრობაშიც *ლე ხარ და მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდეს *ლეებს შორის მაინც მეორე ადგილზე გახვალ!!
რონი:რატომ მეორეზე?
ჰერმიონი: იმიტომ რომ *ლე ხარ!

გრიფინდორის საძინებელი. ნევილი:
– რა უბედურებაა რეებს გვაჭმევენ.. იდეა მაქვს.. ღორი დავითრიოთ, ხორციც გვექნება, კალბასიც..
ჰარი:
– კაი რა ღორი.. სიბინძურეა..
რონი (თვალს შეავლებს ოთახში გამეფებულ არეულობას)
– არაუშავს კაცო.. მიეჩვევა..

დამბლდორის არმისს საიდუმლო შეკრება.. ახალგაზრდები ბჭობენ მაგიის სამინისტროში შეჭრასა და ფაჯის დიქტატურის დამხობის გეგმაზე.. ჰარი ცდილობს გაამახვილოს ყურადღება ოპერაციის დეტალებზე:
– ასეთი მასშტაბური მიზნებისთვის ჩვენ დაგვჭირდება ბლომად ცოცხები და ჯადოსნური ჯოხები..
საუბარში ერევა ჰერმიონა (ეტყობა რო მაგლთმცოდნეობის ექსპერტია):
– არა ჰარი, მასეთი შეიარაღება სულაც არაა საჭირო.. რევოლუციისთვის საკმარისია ვარდების ბუკეტი ან ნარინჯისფერი შარფები..

ჰარი და ჰერმიონა შედიან დაბლდორთან.
– მეგობრებო! თქვენ გევალებათ გამოიძიოთ ერთი მეტად საიდუმლოებით მოცული საქმე (სახელად “რატომ არ იბანს თავს ზოგიერთი”). მზად ხართ გააკეთოთ ეს სრულიად ჰოგვარტსის გადასარჩენად?
– მზად ვართ პროფესორო..
– მაშინ მიბრძანდით პროფესორ მაკგონაგალთან – ის გაგაცნობთ საქმის მასალებს. და რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ: Истина где-то там!!

ჰარი მოკალათდა ჰოგვარტს-ექპრესში. შუა გზაზე ხედავს, მატარებელი გადავიდა რელსებიდან, მივიდა ტყის პირამდე, და მობრუნდა ისევ რელსებზე.. გაოგნებული შედის მემანქანესთან:
– დედა რა იყო ეს ა?
– კაცი იდგა რელსებზე და..
– მერე უნდა მიგეჭლიტა იქვე!!
– ჰოდა ტყესთან ძლივს დავეწიე..

განაწილების ცერემონიალი.. პატარა ტომ რიდლი დაიხურავს ქუდს. ქუდი კაი ხანს იფიქრებს და ბოლოს მორიდებით თავაზობს:
– ეეემ… აზკაბანი?!

სნეიპის და პროფ. ვექტორის საუბარი:
– პროფესორო, იცოდით, რომ ყოველ 1000 მაგზე ერთი გაგიჟებული მოდის?
– ვიცი რომელია.. დანარჩენი 999 კიდე მისი სახელობის მიწისქვეშა ორგანიზაციას ქმნიან, მსოფლიოს უდიდეს მაგად მოიხსენიებენ და მისთვის კვდებიან პანტა-პუნტით..

სევერუს სნეიპის ცხვორებისეული კრედო:

“ეგოისტი – ესაა ადამიანი, რომელსაც ჩემზე მეტდ, თავისი თავი უყვარს.”

ჰარი სამინისტროში მივიდა აურორთა გასაუბრებაზე, ეკითხებიან:
– რა შეგიძლიათ ყმაწვილო?
– შემიძლია მოვკლა ვოლდემორტი.
– კიდევ?
– შემიძლია არ მოვკლა ვოლდემორტი.

მაგიური ცხოველების მაღაზია. დახლთან მსუქანა ჯადოქარი დგას სათვალეებში და იღიმის. შემოდის პატარა გოგონა.
– დილა მშვიდობის!
– დილა მშვიდობის, საყვარელო!
– შეიძლება კურდღელი ვიყიდო?
– ჰო-ჰო-ჰო! რა თქმა უნდა პატარა.. შენ ალბათ ყველაზე პატარა, ყველაზე ფუმფულა, ყველაზე საყვარელი და გრძელყურებიანი გინდა ხო?
– ჩემი ჰიპოგრიფისთვის სულერთია…

….და ჰედვიგმა ნაზად ჩაუნისკარტა ჰარის თვალში…

გადაძახილი ჰოგვარტსის ბიჭების “ტვალეტში” “კაბინკებს” შორის:
– ეი , უიზლი, რა ქენი ჩააბარე ბ.უ.ა.?
მარჯვენა “კაბინკა”:
– არა რა ჩავაბარე! ის ვირიშვილი სნეიპი არ მიწერს ჩათვლას.
მარცხენა “კაბინკა”:
– ჰოდა არც დაგიწერ!!!

მაგიის სამინისტროში მინისტრის არჩევნები ტარდება. სრულიად მაგიურ საზოგადოებას ორი კითხვა დაესმება:
1. თქვენი აზრით, ვინ არის საუკეთესო კანდიდატი მინისტრის პოსტზე?
2. რატომ მაინცდამაინც ფაჯი?

დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ბნელი ლორდი მუხლებზე დაეყენებინა ლუციუს მალფოი.. მაგრამ ნურას უკაცრავად, არ გამოუვიდა.. მაშინ ლორდამ მიაფურთხა ამ საქმეს და დატოვა მალფოი ისევ ისე იატაკზე გაშხლართული..

ორი ჯადოქარი თევზაობს ტბასთან დაინახავენ წყალქვეშა ნავს. ერთი, რომელიც მეორეზე უფროსია ეკითხება:
-წადი გაიგე აბა ვისია ეს წყალქვეშა ნავი.
უმცროსი ეუბნება:
-დუმსტრანგელების იქნება მაგათ ყავთ მარტო წყალქვეშა ნავი.
-ნუ სულელობ დუმსტრანგელებს გემი აქვთ.
-მაშინ გობლინების იქნება.
-საიდან მოიტანე?
-გაუგებარი წარწერები აქ.
-ნუ სულელობ ახლა ყველას გაუგებეარი წარწერები აქვთ. აბა მიცურდი და გაიგებ ალბათ
წავიდა ეს უმცროსი, ხუთ წუთში უკან მოვიდა და უთხრა:
-ტროლების ყოფილა.
-საიდან მიხვდი?
-დავაკაკუნე და კარი გამიღეს.

პაბი “გახვრეტილი კარდალა”:
– ეი, ტომ!! შენ დარწმუნებული ხარ რომ ეს მოხრაკული მტრედი ქორფა იყო?
– როგორ გეკადრებათ! ჩემი ხელით დავიჭირე დღეს დილით..
– აბა რატომ აქვს ამ მტრედს მარცხენა ფეხზე რგოლი, რომელზეც ამოტვიფრულია: “ძვირფასო დედა, ჰოგვორტსი ავაშენეთ. ველოდებით სტუდენტებს. გოდრიკ გრიფინდორი” ?

რა განსხვავებაა ჰარის, რონსა და დრაკოს შორის? ჰარი შევიდა ისტორიაში, რონი შეეკვეხა ისტორიაში, დრაკო კიდე გაეხვა ისტორიაში..

არტურ უიზლი შევარდა ფაჯის კაბინეტში გინების მთელი კორიანტელით, გადააღვარა თავზე მინისტრს მთელი ბალონი შეუშრობელი მელანი, აიღო ფაჯის თვითმწერი ბატის ფრთა და გააკვეხა იქვე მანტიკორას ფიტულს ერთ ადგილზე, ააყირავა მინისტრის საწერი მაგიდა და ბოლოს შეუდგა დოკუმენტების განადგურება-გათელვა.. რა თქმა უნდა ამას ყველაფერს მინისტრისადმი მიმართული უშვერი სიტყვების აკომპანიმენტის ქვეშ აკეთეებდა.. ფაჯი კიდე ისე შეშინდა რომ გაყუსული განაგრძობდა თავის სავარძელში ‘არსებობას’ და უბრალოდ თვალს ადევნებდა გაგიჟებულ არტურს. ამ დროს გაიღო კარი, შემოვიდა კინგსლი და გაოგნებულმა ხმამაღლა ჩაიჩურჩულა:
– არტურ!! რას აკეთებ?! შეწყვიტე ახლავე.. არაფერი მილიონი გალეონი არ მიგიღია მემკვიდრეობით – ეს ჩვენ გაგეხუმრეთ!

ტყუპებმა უიზლიმ ერთ საღამოს ამბიჯს ლოგინში ვირთხა ჩაუგდეს. ღამით მთელი ჰოგვორტსი გამოაღვიძა სულისშემძვრელმა კივილმა და მწვანე შუქის გაელვებამ.
მეორე საღამოს ტყუპებმა ამბრიჯს ლოგინში ჩაუგდეს…. ჰარი პოტერი.

წმ. მუნგოს საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგონიზით მოათავსეს რონი და დრაკო. ორივე ცოცხიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა.
– როგორ მოხვდით აქ?
რონი:
– მამაჩემა ჩემს “კომეტა”-ს მოდიფიცრების მთელი კურსი ჩაუტარა. ჰოდა მე ფრენისას ვეღარ მოვზომე სიჩქარე და ქვიდიჩის ერთ-ერთ კარს შევეჯახე..
მალფოი:
– მე ჩემთვის დავფირნავდი ჩემი ‘ნიმბუს 2001’-ით.. უცებ ვხედავ უიზლიმ ჩამიქროლა რაღაც ძველიძველი მახინდრით!! ჰოდა მეც ვიფიქრე რომ ჯერ არ ავფრენილვართქო და ცოცხიდან ჩამოსვლა გადავწყიტე..

ლუციუსი შედის საძინებელში და ხედავს ნარცისა ზის შიშველი საწოლზე. მიზეზს რომ იკითხავს ნარცისა ეწუწუნება სულ არ მაქვს კაბები რა ჩავიცვაო
-ძვირფასო რას ქვია კაბები არ გაქვს? აბა მე რას გყიდულობ ხოლმე?- აღებს კარადას- აი შეხედე სისი წითელი, ყვითელი, მწვანე, გამარჯობა სევერუს, ოქროსფერი, ლურჯი. biggrin.gif

~~~~~~~~~~

რუდოლფუს ლესტრეინჯი ეუბნება ვოლდემორს
-ლორდ, ცოლი უნდა მოვიყვანო
-მოიყვანე.
-მაგრამ ჩემი საცოლე საშინლად გამოიყურება
-არ მოიყვანო
-თუმცა მზითევში 200 ათას გალეონს ატანენ
-მოიყვანე
-არადა კოჭლია
-არ მოიყვანო
-ისე მამამისი დამპირდა რომ მაგიის მინისტრის მოადგილედ დამნიშნავს
-მოიყვანე
-იცით იმ გოგოს რა საშინელი ხასიათი აქვს?
-არ მოიყვანო
-ლორდ თქვენთან რჩევის საკითხავად მოვედი თქვენ კიდევ ერთის რჩევა არ შეგიძლიათ!
-შემიძლია
-აბა?
-შენ ფენიქსის ორდენში უნდა გადახვიდე
-კი მაგრამ რატომ?
-იმიტომ რომ მე კი არა დამბლდორს წაუღო ტვინი!!!!!

~~~~~~~~~
ფაჯი ჰოგვორტსში ვიზიტითაა ჩამოსული. ყველაფერი დაათვალიერა, ბოლოს სინისტრასთან ავიდა და ეუბნება:
-ტელესკოპი მომეცით მთვარეს უნდა შევხედო.
-კი მაგრამ მინისტრო ახლა დღეა მთვარე ჩავიდა
-რატომ? არ გააფრთხილეთ რომ მე მოვდიოდი??

~~~~~~~~
ნოტი, ეივერი და მაკნერი სხედან ჰოგსმიდში და ბლატაობენ, ვინ უფრო კარგად კლავს ხალხს. ბოლოს გადაწყვეტენ ერთმანეთს შეეჯიბრონ. პირველი ნოტი წავიდა. ათ წუთში უკან ბრუნდება, მუხლამდე სისხლშია დასვრილი
-ხედავთ იმ მთას? იმის უკან ერთი სახლი დგას და ვინც შიგნით იყო ყველა დავხოცე.
შემდეგი ეივერი გაფრინდა. ნახევარ საათში წელამდე სისხლში მოვიდა
-აი გაიხედეთ იმ მდინარის იქით პატარა სოფელია, ყველა ამოვხოცე ვინც იყო..
გაფრინდა მაკნერი. გავიდა ნახევარი საათი, ერთი, ორი.
ბოლოს მოფრინავს სულ დასისხლიანებული და ამბობს
-აი ხედავთ იმ ხეს? მე ვერ დავინახე..

~~~~~~~~
ჰოგსმიდში. სილამაზის სალონი “ლორდი ვოლდემორი”. აბრაზე წარწერაა:
სალონი “ლორდი ვოლდემორი”, მობრძანდით და თქვენგან რაღაც დაუვიწყარს შევქმნით!

~~~~~~~
ვოლდემორი მიათრევს ტყეში პოტერს. პოტერი ყვირის ხელიდან უსხლტება და ეუბნება რომ ეშინია
-ხოო პოტერ მესმის შენი, მაგრამ ეს რა არის აი მე რომ უკან მარტო უნდა დავბრუნდე მერე რა ვქნა..

~~~~~~~
პროფესორი სნეიპის ცხოვრებაში ერთადერთი ქალი არსებობდა, რომლის სურვილსაც ის ემორჩილებოდა, რომელსაც უარს ვერ ეუბნებოდა და ყველაფერს უსრულებდა, საკმარისი იყო მას მოენდომებინა. ამ ქალს ჯოან როულინგი ერქვა.

~~~~~~
გახარებული ეივერი ვოლდემორთან შერბის
-ლორდ, დამბლდორი მოკვდა!!
ვოლდემორი დაეჭვებით:
-ნეტავ ეს რაღაში დასჭირდა?

~~~~~~
-ლუციუს ჰოგვორტსიდან წერილი გამოგვიგზავნეს და გვატყობინებენ რომ დრაკო სულ ერთ გოგოს გრეინჯერს დასდევს კუდში..
-მერე რა სისი მის ასაკში ყველა ბიჭი დასდევს გოგოს
-კი მაგრამ “ავადა კედავრას” ძახილით???

~~~~~~
სნეიპი პირველად ხვდება პოტერს, მანამ სანამ ის ჰოგვორტსში მოვიდოდა
-პოტერ რამდენი წლის ხარ ახლა?
-მალე თერთმეტის გავხდები
-უთეგენათალე რააა ოპტიმისტი ყოფილხარ

~~~~~~
-ჩემო სიცოცხლე, ჩემო წითურო ფისო სად ხარ?
-აქ ვარ ჰერმიონ..
-ოოო რონ მოკეტე რა დროს შენ ხარ ბოს ვეძებ!

~~~~~~
პოტერი-სნეიპს:
-პროფესორო რა მოხდება ეს რაღაც ამ ფხვნილს რომ დავუმატო?
-არაფერი პოტერ, პრინციპში არაფერიც არ იქნება.. ასე კილომეტრის რადიუსსში..

~~~~~
ჰარი ღამით ჰოგვორტსში დაბოდიალობს. უცებ ორ წითელ თვალს ხედავს
-უი ვირთხა.
-შენ თითონ ხარ ვირთხა!-გაბრაზდა ვოლდემორი

~~~~~~
იღვიძებს დილით სევერუსი სადღაც ოთახში, თავი უსკდება წყალი უნდა მოკლედ ცუდადაა. ფიქრობს:
-ალბათ გუშინ მაწამეს.. არაფერი მახსოვს. ნეტავ ვინ შემიპყრო? ახლა თუ სიკვდილის მხვრელები შემოვიდნენ მაშინ ვოლდემორი უნდა ვაქო და ვადიდო.. თუ ფენიქსის ორდენის წევრები მოვიდნენ დამბლდორი..
უცებ იღება კარი, ვიღაც ბიჭი იხედება შიგნით და ამბობს:
-უი ბატონო რიკმან გაიღვიძეთ? ჩქარა ადექით გადაღებები იწყება, მაინც რამ დაგალევინათ იმდენი გუშინ??

~~~~~~~
მეშვიდე წიგნი. პირველი თავი. ვოლდემორი მასწავლებელს კლავს
ნარცისა ლუციუსს ახედებს.
-ძვირფასო შეხედე ჩვენს შვილს რა ფერი ადევს სახეზე..
-ხო ვხედავ სისი
-ხოდა აი ზუსტად ეგეთი მწვანე ფერის კაბა მინდა..

~~~~~~
ჰარი ცოცხიდან ჩამოვარდა და უფსკრულში ჩავარდა.
-ცოცხალი ხარ?-ეძახიან მეგობრები ზევიდან
-კიი
-რამე ხო არ მოიტეხე?
-არა არაფერი
-ღრმაა მანდ?
-რავიცი ჯერ მივფრინაააააააავ

~~~~~~
პატარა ტომ რიდლი ზის ბაღში და მზესუმზირას ჭამს. უცებ ერთი დაუვარდა.. უყურა ერთი ორი წუთი და ბოლოს ეუბნება
-მოდი ჩემთან… მოდი ჩემთან!!!
კიდევ ორი წუთი ელოდება, იღებს მთელ მუჭა მზესუმზირას და ყრის:
-მომიყვანეთ!

შედის ლუციუსი საძინებელში და ხედავს ნარცისა და სევერუსი შიშვლები წვანან.
ნარცისა სევერუსს:
– ძვირფასო, დაუმტკიცე რომ ნამდვილი მამაკაცი ხარ!
– როგორ, მაგასაც???

შედის ჰარი ჰოგვორტსში და ხედავს დრაკო ვაშლის კურკებს ყიდის.
-რათ გინდა ეგ კურკები მალფოი?
-არ იცი? IQ-ს ამაღლებს თუ შეჭამ. ერთი შეკვრა ხუთი გალეონი
-კარგი მომეცი.
ჰარი ჭამს და ისევ მალფოის უბრუნდება
-კი მაგრამ ახლა ამაში ხუთი გალეონი რომ გადავიხადე ამ ფასად იმდენ ვაშლს ვიყიდდი და კურკებსაც შევჭამდი!!!
-აი ხო გითხარი IQ-ს ამაღლებს მეთქი პოტერ.
-უი მართლა.. კიდევ მომეცი აბა.

კამათობენ პოტერი მალფოი და სნეიპი ვისთან ყოფნა უფრო კარგია დამბლდორთან თუ ვოლდემორთან. პოტერი:
-დამბლდორთან რა თქმა უნდა, ასე კარგი საქმისთვის იბრძოლებ.
მალფოი:
-არაფერიც ვოლდემორთან ჯობია, მაგლებს გააწამებ..
სნეიპი:
-ორივესთან როცა ხარ ეგ ყველაზე კარგია. სანამ დამბლდორი ფიქრობს რომ ვოლდემორთან ხარ, ვოლდემორი ფიქრობს რომ დამბლდორთან ხარ შენ კი წყნარად ზიხარ ლაბორატორიაში და მუშაობ..

~~~~~~~~~~~~
მოდის მაკგონაგელი და ხედავს გრიფინდორელები მხიარულობენ პოტერი კი ცალკე ზის და ტირის.
-რა გჭირს ჰარი?
ის სლუკუნით პასუხობს:
-პროფესორი სნეიპი კოშკიდან გადმოვარდაააა..
-კი მაგრამ რა გატირებს?
-მე ვერ დავინახეეეეეეე

~~~~~~~~~~~~
ფენრირის და ლუპინის საუბრიდან. ლუპინი:
-არა რა რაღაც ეს პოტერი არ მომწონს.
-არ მოგწონს და ნუ ჭამ ვინ გაძალებს.

~~~~~~~~~~~
პროფესორმა სნეიპმა გრიფინდორელები და სლიზერინელები მაგლურ მუზეუმში წაიყვანა. გზაზე გადასვლა რომ დასჭირდათ შუქნიშანს ვერაფერი გაუგო და ბოლოს გადაწყვიტა.
-ბავშვებო მწვანე შუქი აინთო ესე იგი ახლა სლიზერინელები გადავლენ
გადადიან სლიზერინელები
-აი ახლა წითელზე კი გრიფინდორელები..

~~~~~~~~~~~~
მეექვსე წიგნის ბოლოს. ჰარი:
-მივხვდი რა არ აქვს ვოლდემორს ისეთი რაც ჩვენ გვაქვს!!!
დაბნეული რონი ორი წუთი ფიქრობს ბოლოს სახე უნათდება და ყვირის:
-ვიცი!!! ცხვირი!!!

~~~~~~~~~~~~
გადავათვალიერე და ეს ანეკდოტი რომ არ იდო გამიკვირდა

პატარა ჯინი მიდის მამამისთან და ეუბნება რომ ღია ბარათის გაგზავნა უნდა ვოლდემორისთვის
-კი მაგრამ რატომ?
-მამი იმიტომ რომ ვოლდემორი ბარათს რომ მიიღებს მიხვდება რომ ისიც შეიძლება უყვარდეს ვინმეს, გაუხარდება გაიღიმებს, დამალვას გადაიფიქრებს და გარეთ სასეირნოდ გამოვა რომ მზით და ლამაზი ბუნებით დატკბეს
-რა კარგი გოგო ხარ მამი, როგორი კეთილი
-ხო მა, გამოვა და მერე ჩვენი აურორები შეიპყრობენ და მოკლავენ!

აზკაბანში ბლექს ეკითხებიან..
-აქ რატომ ზიხართ?
-მმ როგორ გითხრათ..
-პირდაპირ მისტერ ბლექ.
-იმიტომ რომ გარეთ არ მიშვებენ..

~~~~~~~~
სნეიპი-პოტერს
-პოტერ ყველაფერი ისე ცუდად არაა როგორც თქვენ ფიქრობთ, სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით უარესადაა.

~~~~~~~~
სუპერ აქცია!!!!

ამოხოცეთ მაგლების ხუთი ოჯახი და მიიღებთ უფასო ნიღაბსა და მოსასხამს!! ასევე საჩუქრად გაგიკეთდებათ ტატუ ხელზე!!

~~~~~~~~
-ჰარი რამდენი გაქვს მხედველობა?
-მინუს ხუთი რონ
-ცივა ხო?

~~~~~~~
სნეიპი:
-დაიმახსოვრეთ პოტერ, ჭკვიანი ადამიანი მუდამ ორჭოფობს. აბსოლუტურად დარწმუნებული მხოლოდ იდიოტი შეიძლება იყოს!
-ნამდვილად იცით სერ?
-აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ!

~~~~~~~
იცით რატომ აქვს ვოლდემორს წითელი თვალები? პამიდვრებში რომ კარგად დაიმალოს.. არასდროს გინახავთ ვოლდემორი პამიდვრებში? აი ასე უნდა დამალვა!!!

~~~~~~~~
დამბლდორი-სნეიპს:
-თქვენი სტუდენტი გოგონას გაპატიურების მცდელობისას დააკავეს.
-მცდელობისას? ეგ ჩემი სტუდენტი არ არის!

~~~~~~~~
ჰაგრიდის განცხადება დილის მისანში
“დამეკარგა ფლაფი, სამთავიანი ძაღლი. მპოვნელი ღმერთმა გაცხონოთ”

~~~~~~~
მეოთხე წიგნი. სამი ჯადოქრის ტურნირის მესამე დავალება. ჰარი და სედრიკი ერთად მიდიან ლაბირინთში, ნერვები დაწყვეტაზე აქვთ, ეშინიათ. სედრიკი ჰარის ეუბნება რომ ტუალეტში უნდა. ჰარიმ კარგი დაგელოდებიო და სედრიკი წავიდა. გავიდა ორი წუთი სედრიკი დაბრუნდა და უცებ შორიახლოს ვიღაცის ჩხუბის და დანარჩენების ხარხარი ისმის. ჰარი სედრიკს ხელს კიდებს და მირბიან. ორი მოსახვევის შემდეგ ხედავენ რომ რაღაც წრიულ მოედანზე შუაში თასი დგას. გარშემო კი მიწაზე სიცილისგან ხოხავს მთელი ჟიური და მასწავლებლები დამბლდორისა და მაკგონაგელის ჩათვლით.
-სედრის- ძლივს ითქვამს სულს დამბლდორი- როდესაც აქ მოხვედი ჩუმად ვიყავით იმიტომ რომ ასეც უნდა ყოფილიყო, როცა ჩუმად ბუზღუნი დაიწყე “ღმერთმა იცის აქ ტუალეტი სადაა”-ო ისევ ჩუმად ვიყავით იმიტომ რომ გავოცდით, როცა თასში ჩააფსი და უკან გაბრუნდი ჩუმად ვიყავით იმიტომ რომ კიდევ უფრო გავოცდით, მაგრამ როდესაც ამ თასიდან საშინლად გაბრაზებული ვოლდემორი ამოძვრა ყვირილით “ეს მტრის სისხლი კი არა რაღაც ჯანდაბაა!! ასე სიკვდილის მხვრელებს როგორ დავენახო!!!” უკვე ვეღარ მოვითმინეთ..

~~~~~~~~
პოტერი:
-ზრდილობა ეს ისაა რომ ფიქრობ “ოხ როგორ მინდა რომ ჩაძაღლდე” და ამ დროს ამბობ “გამარჯობა პროფესორო სნეიპ”

~~~~~~~
პარვატის და ჰერმიონის საუბრიდან. პარვატი:
-იცი ექიმებმა მითხრეს რომ ორსულად ვარ!!
-გილოცავ! ბავშვს სახელი უკვე მოუფიქრე?
-არა იცი ჯერ მამის სახელზე ვფიქრობ.

~~~~~
“ბეჭდების მბრძანებელი” ბოლო სცენა. ფროდომ ბოლოსდაბოლოს ჩააგდო ვულკანში ბეჭედი და შვებით ამოისუნთქა.
ამ დროს ვულკანიდან პოტერი მოფრინავს ხელში ბეჭედი უჭირავს და ყვირის
-დავიჭირეეეეე დავიჭირეეე!!!

~~~~~~~
-არა მაინც როგორ ჰგავს პოტერი მამამისს- ფიქრობდა თავდაყირა დაკიდებული პროფესორი სნეიპი

~~~~~~~
შხამ-წამლების გაკვეთილზე.
-პოტერ რა მოხდება ასფოდელი რომ ცალრქიანი ცხენის სისხლს შევურიოთ?
პოტერი ჩუმადაა. უცებ დრაკოს ხმა ისმის:
-პროფესორო რას ელოდებით, სულ ერთი ხვეულა აქვს და ისიც შუბლზე.

~~~~~~
სნეიპის ფიქრებიდან:
დამბლდორმა თქვა რომ ყველა შენიშვნაზე ბავშვს რამე დადებითიც უნდა ვუთხრათ.. აბა ვცდი.
– პოტერ მართალია ხელები დახლართული გაქვთ, სამაგიეროდ ტვინი გაქვთ სულ სწორი.

~~~~~~
კბილები გტკივათ? სახსრებში გამტვრევთ? ძვლების ტკივილი გაწუხებთ?
გვითხარით სადაა ფენიქსის ორდენი და კრუციოს მოქმედებაც მაშინვე დასრულდება!

~~~~~~~~
მაკგონაგელი სნეიპს:
-სნეიპ აქამდე ცოლი რატომ არ მოიყვანეთ?
-იმიტომ რომ მინდა ჩემი რჩეული სრულიად განსხვავებული იყოს ჩემგან
-და რა პრობლემაა? ჰოგვორტსში რამდენიც გინდათ იმდენი ლამაზი ჭკვიანი და ინტელიგენტი გოგონაა!!

~~~~~~~~
ვოლდემორის ავტომოპასუხე
-ეს ჩვენ-რომ-ვიცით-ისაა ჩვენ-რომ-ვიცით-იქ. დატოვეთ ჩვენ-რომ-ვიცით-ის ჩვენ-რომ-ვიცით-იმის შემდეგ. biggrin.gif

~~~~~~
დამბლდორი შვებულებიდან ბრუნდება
-აბა სნეიპ ყველაფერი რიგზეა?
-კი ოღონდ ნიჩაბი გაგვიტყდა?
-არაუშავს, მაგრამ რატომ?
-საფლავს რომ ვთხრიდით მაშინ რაღაცაზე გატყდა
-რა საფლავს?
-ჰაგრიდისთვის, მისი ქოხი ხომ დაიწვა..
-რატომ დაიწვა!!!
-მინერვამ ჩაიარა, სიგარეტის ნამწვი გადააგდო და..
-კი მაგრამ მინერვა არ ეწევა!!
-აი პოტერს რომ ვოლდემორი მოკლავს დაიწყებ მოწევას აბა რა იქნება!!!

~~~~~~~~~
ნორმალური გოგონები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე ოცნებობენ.. პოტერისტი გოგონები კი ნახევარსისხლა პრინცზე biggrin.gif

~~~~~~~
ვოლდემორი:
ყველა ამბობს რომ მე სასტიკი ვარ! რა სისულელეა.. მე ბავშვის გული მაქვს.. აი იქ კარადაზე დევს ქილაში..

შხამ წამლები. სნეიპი ცოფებს ყრის და ყვირის:
-ადგეს ის ვინც ფიქრობს რომ იდიოტია!
ორი წუთი სიჩუმე. ბოლოს პოტერი დგება
-პოტერ მართლა მასე ფიქრობთ?
-არა უბრალოდ მარტო თქვენ იდექით და შემეცოდეთ.

~~~~~~
ჰარი და სირიუსი სეირნობენ. სირიუსი ძაღლადაა ქცეული. გზაზე სევერუსი ხვდებათ.
-პოტერ გაწიეთ თქვენი ძაღლი, ტილები მესევიან.
ჰარი წყნარად:
-სირიუს გამოდი ვერ ხედავ პროფესორ სნეიპს ტილები ჰყავს.

~~~~~~~

პროფესორი მაკგონაგელი ეჩხუბება ონავრებს..
-ბოლოსდაბოლოს სინდისი არ გაქვთ?
-გვაქვს.. ერთი.. ლუპინი ინახავს.

~~~~~~~

პენსი გამოცანებს ეუბნება დრაკოს.
-ორი ბოლო, ორი რგოლი, შუაში ლურსმანი.
-პოტერს შუბლში ლურსმანი ჩააჭედეს
-არაა მაკრატელი..
-მაკრატელი ჩააჭედეს? მაგარია..

სასამართლო. მოსამართლე-რონს:
-რატომ დაასახიჩრეთ თქვენი მეგობარი პოტერი?
-სამინისტროში ვიყავი და წერილი მომივიდა რომ ჩემი ცოლი მღალატობდა. მაშინვე სახლისაკენ გამოვიქეცი, შევვარდი ოთახში არავინ იყო. ქუჩაში ვიღაც კაცი მიდიოდა. დავავლე კარადას ხელი და იმას ვესროლე.
პირველი მოწმე პოტერი:
-მივდივარ ჩემთვის ქუჩაში საღამოს. უცებ იღება ფანჯარა, იქიდან ვიღაც შეშლილი კარადას ისვრის. მეტი არაფერი მახსოვს.
მეორე მოწმე სნეიპი:
-ვზივარ ჩემთვის კარადაში, უცებ…

~~~~~~~
რემუსი სირიუსს წერს აზკაბანში:
-სირიუს რაც დაგიჭირეს ისე ცუდად მიდის ჩემი საქმეები. სახლში ვერავინ მეხმარება, ყანა გადასათხრელია, კარტოფილი უნდა დავრგო.
სირიუსის პასუხი:
-რემუს ჯობია ყანა არ გადათხარო, შენც დაგიჭერენ და მეც დამიმატებენ.
რემუსი:
-სირიუს შენი წერილის მერე აურორები მოვიდნენ, მთელი ყანა გადათხარეს ვერაფერი იპოვეს და საშინლად გაბრაზებულები წავიდნენ.
სირიუსი:
-რითაც შემეძლო დაგეხმარე. კარტოფილი შენით დათესე

~~~~~~~~
ხედავს ჰარი რომ ტბაში ვიღაც იხრჩობა. უცებ გადახტება გამოათრევს და აღმოაჩენს რომ ეს ვიღაც სნეიპია. პროფესორი:
-ოოხ პოტერ როგორც ვხედავ თქვენთან ვალში ვარ. რა გაგიკეთოთ?
-პროფესორო ძალიან გთხოვთ არავის უთხრათ რომ მე გადაგარჩინეთ!!

~~~~~~
ჰარის და რონს თავიანთი კუპე დაავიწყდათ სად იყო. დადის ჰარი და ყველა კუპეს ამოწმებს. მოდის ჰერმიონი:
-ბიჭებო კი მაგრამ ნომერი არ გახსოვთ?
ჰარი:
-არა მარტო ის მახსოვს რომ ფანჯრიდან ნაძვნარი ჩანდა და ვეძებ
(მიყვარს ანეკდოტები გრიფინდორულ ლოგიკაზე)

~~~~~~~~~
ფლიტვიკი ჰარის:
-მისტერ პოტერ დავალებაში შეცდომები არ გქონდათ. აღიარეთ ვინ ეხმარებოდა თქვენს ნათლიას.

~~~~~~~~~
სნეიპი ეჩხუბება პოტერს:
-პოტერ რატომ გადაწყვიტეთ თავის მოკვლა?
-ცხოვრება მომბეზრდა.
-და იფიქრეთ რომ თვითმკვლელობა გაგამხიარულებდათ?

~~~~~~~~
დაიხოცნენ მალფოი, სნეიპი და ვოლდემორი. ნუ ყველას ჯოჯოხეთში ამწესებენ, მაგრამ ანგელოზი ეუბნება რომ ბოლო სურვილს შეუსრულებს, მათ შეუძლიათ თქვან ის რისი გაგონებას თავიანთ დასაფლავებაზე სურთ და ამას მართლა იტყვიან მათI მეგობრები..
მალფოი:
-მე მინდა თქვან რომ ძლიერი, კეთილი და მეოჯახე ადამიანი ვიყავი და ყველა პატივს მცემდა.
ვოლდემორი:
-მე მინდა თქვან რომ უდიადესი ჯადოქარი ვიყავი მთელს დედამიწაზე და ყველაზე მეტს მივაღწიე სხვებთან შედარებით.
სნეიპი:
-მე მინდა ყველანი აყვირდნენ და დაიძახონ “ნახეთ მოძრაობს!!!!”

~~~~~~~~~
ფაჯი სირიუსს:
-მისტერ ბლექ რატომ გამოიქეცით აზკაბანიდან?
-სნეიპის დასაფლავებას ვერაფრით ვერ გამოვტოვებდი.
-კი მაგრამ რონ უისლის რატომღა მოპარეთ ჯოხი?
-ბატონო მინისტრო ალბათ ხვდებით რომ ასე არაფრის გულისთვის, ცოცხალს სნეიპს არავინ დაასაფლავებდა!

~~~~~~~~~

Учебник по парселтангу начинается с общеизвестной русской пословицы: “Шла Саша по шоссе и сосала сушку”

~~~~~~~~~
დამბლდორი:
-წარმოიდგინეთ, რა მნიშვნელოვან პერსონად ვგრძნობ თავს, როდესაც სტუდენდები დირექტორს მეძახიან..
მალფოი:
-მე კიდევ სამინისტროში თქვენო უდიდებულესობას მიწოდებენ..
სნეიპი:
-ღამით ბავშვები რომ მხვდებიან ამბობენ “ღმერთო ისევ თქვენ ხართ?”

-როგორ გავხდეთ სიკვდილის მხვრელი?
-უნდა მოკლათ ხუთი მაგლი და ერთი კატა.
-კი მაგრამ კატა რა შუაშია?
-გილოცავთ მიღებული ხართ

~~~~~~~~~~
სიკვდილის მხვრელების შეკრება. ლუციუსს უკვე ყველაფერი ყელში ამოუვიდა. წასვლა უნდა სადმე დასასვენებლად. მიდის ვოლდემორთან და ეკითხება:
-ლორდ შვებულებაში რომ გამიშვათ რა უნდა გავაკეთო?
-ლუციუს სულ გაგიჯდი? რა შვებულება ომი გვაქვს! ნუ თუმცა თუ რაიმე გმირობას ჩაიდენ.. მაგალითად ორდენის გეგმებს გამიგებ..
მეორე დღეს ლუციუსი ორდენის გეგმებით მოდის. ყველა გაოცებულია. ვოლდემორმა სიტყვა შეუსრულა და შვებულებაში გაუშვა. კარებთან მალფოის სნეიპი ეწევა და ეკითხება:
-ლუციუს გთხოვ მითხარი ეს როგორ გააკეთე..
-ეჰ რა უნდოდა. ავდექი და ორდენის წევრებს ბუ გავუგზავნე წერილით “ვისაც შვებულებაში გინდათ გეგმები გავცვალოთ”

~~~~~~~~~
უკაცრიელ კუნძულზე ჰარი რონი და მალფოი მოხვდნენ. არაფერი არ აქვთ მაგრამ შემთხვევით მობილური იპოვეს. ანგარიში ერთ ზარზე ეყოფათ.
რონი:
-მამაჩემს დავურეკოთ მთელს ორდენს ფეხზე დააყენებს და გვიპოვიან.
დრაკო:
-არა მამაჩემს დავურეკოთ ჯობია. ფულს გადაიხდის და სამინისტროც ყველაფერს გააკეთებს რომ გვიპოვოს.
ჰარი:
-მოდით ვოლდემორს დავურეკავ. იჯდეს მერე და იტეხოს ტვინი ჩემს საპოვნელად..

მისის უისლის სულ ერთმანეთში ერეოდა დამაწყნარებელი და ჩასახვის საწინააღმდეგო წამლები. ახლა შვიდი შვილი ჰყავს მაგრამ ფეხებზე კიდია..

~~~~~~
ნარცისა მიდის ჰოგვორტსში და ხედავს დრაკო ჰარის ურტყამს.

-დრაკო დედი, ნუ ურტყამ პოტერს. გაოფლიანდები და გაცივდები!

~~~~~~~
სნეიპი და ჰარი დერეფანში ხვდებიან ერთმანეთს. სნეიპი უცებ იგონებს რისთვის დააკლოს ქულები.
-პოტერ რატომ გაქვთ ჭუჭყიანი მანტია?
-ეს თქვენი საქმე არ არის.
-მინუს ათი ქულა გრიფინდორს. ვიმეორებ რატომ გაქვთ ჭუჭყიანი მანტია
-ეს თქვენი საქმე არ არის!!
-კიდევ 20 ქულა. პოტერ ბოლოჯერ გეკითხებით რატომ გაქვთ მანტია ჭუჭყიანი!!!
-ქვიდიჩს ვთამაშობდი, ცოცხიდან ჩამოვვარდი და დამესვარა.. რა მექნა გაწმენდა ვერ მოვასწარი.
-ეს ჩემი საქმე არ არის!
-აი მეც ხომ მაგას გეუბნებოდით.

~~~~~~~~~~
ძალიან პატარებმა არ წაიკითხოთ თორემ რამეს დამაბრალებენ..
ლუციუსი სნეიპს ეწუწუნება.
-ნარცისა სულ გაცივდა, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სულ აღარ ვაინტერესებ..
-აი ეს აიღე საჭმელში გაურიე და ყველაფერი რიგზე იქნება.
მიდის ლუციუსი სახლში და საჭმელში ურევს წამალს. ორივე მიირთმევს. ოცი წუთის მერე ნარცისას თვალები უმრგვალდება ლუციუსისკენ იწევს და ეუბნება:
-კაცი მინდა!
ლუციუსს უხარია, დგება. მერე უკანვე ჯდება და გაოცებული ამბობს:
-მეც მინდა…

~~~~~~~~~~
პატარა ტომ რიდლი გვირილას ფოთლებს აცლის. მასწავლებელი:
-ტომ მკითხაობ?
-რას ვმკითხაობ.. ვაწამებ..

~~~~~~~~~~
მესამე კურსელ სლიზერინელებს დააწერინეს თემა “რას გავაკეთებდი მაგიის მინისტრი რომ ვყოფილიყავი” ყველა მათგანი სხვადასხვანაირი იყო თუმცა დასასრული ერთი ჰქონდათ.. “და ვნახავდი მერე როგორ მიპოვიდით.

~~~~~~~~~
სკოლაში დაბრუნებული სლიზერინელების თემების “როგორ გავატარე ზაფხული” დახმარებით გახსნილია 12 ძარცვა, 5 დაყაჩაღება და 2 გაუპატიურება

არსებობს სნეიპის შებმის ორი ხერხი. მაგრამ არავინ არ იცის რა.

~~~~~~~

თქვენ გგონიათ დამბლდორი ასე ჭკვიანია? არა ეს პოტერია დებილი.. biggrin.gif (ჩემი აზრებია ზუსტად.. )

~~~~~~
მასწავლებელი ტომს:
-ტომ აუღლე ზმნა “ცხოვრება” მხოლობით რიცხვში, წარსულ დროში.
-მე მოვკვდი
შენ მოკვდი
ის მოკვდა..

~~~~~~~~~
პოტერი და დრაკო კარტს თამაშობენ. დრაკო:
-პოტერ რაღაცას მატყუებ..
-არა საიდან მოიტანე?
-რას ქვია არა!! იმ კარტებით არ თამაშობ რომლებიც მე დაგირიგე!!!

~~~~~~~~
ლუციუსი და ნარცისა მაღაზიაში.
ლუციუსი:
-აი ის ყვითელი ჰალსტუხი მომეცით.
ნარცისა:
-რა ყვითელი ძვირფასო იდიოტივით იქნები.
ლუციუსი:
-კარგით მაშინ წითელი.
ნარცისა:
-გრიფინდორელს გინდა ჰგავდე?
ლუციუსი:
-მაშინ ლურჯი იყოს.
ნარცისა:
-კარგი რა! ბარემ ცისფერი გეყიდა ეგრევე.
ლუციუსი ტრიალდება ცოლისაკენ და ავადას ესვრის. შემდეგ გაგიჟებულ გამყიდველს უბრუნდება.
-შავი მომეცით.

~~~~~~~~~
სევერუს სნეიპი:
-ვერაფრით ვპოულობ ნორმალურ გოგონას. ან დებილები და ლამაზები არიან, ან ჭკვიანები და მახინჯები.
-კი მაგრამ გამონაკლისებიც ხომ არსებობენ?
-კი როგორ არა.. მახინჯები და იდიოტები..

~~~~~~~~~
ლუციუსი ბუხრით უკავშირდება ნარცისას:
-ძვირფასო დღეს სნეიპთან დავრჩები, ჭადრაკს ვითამაშებთ ძველ დროს გავიხსენებთ.
ნარცისა ემშვიდობება მეორე ოთახში გადის და სნეიპს ეუბნება:
-ლუციუსი იყო, მითხრა რომ დღეს შენთან დარჩება და ჭადრაკს ითამაშებს. შეგვიძლია მთელი ღამე გავერთოთ biggrin.gif

~~~~~~~~~
პატარა დრაკო-დედამისს:
-დე ყველა ზღაპარი “იყო და არა იყო რა”-თი იწყება?
-არა დედიკო ზოგიერთი ასეც იწყება: “ძვირფასო დღეს სამსახურში შევყოვნდები..”

~~~~~~~~
ჰარიმ ბოთლი იპოვა და სახელოს უხახუნებს რომ იქიდან ჯინი ამოიყვანოს.
გავიდა ერთი საათი, ორი, სამი.. ჯინი არ ჩანს. ბოლოს ბოთლიდან განწირული ხმა ისმის:
-იდიოტო საცობი მოაძვრე დავიტანჯე უკვე!!!

ნარცისა და სნეიპი სხედან ჩაის სვამენ. ნარცისა:
-გაფრთხილებ, ლუციუსი ერთ საათში დაბრუნდება.
-კი მაგრამ ჩვენ ხომ მხოლოდ ჩაის ვსვამთ! რა მოხდა მერე..
-მეც მაგას ვამბობ. ჩვენ მხოლოდ ჩაის ვსვამთ დრო კი გადის!

ლუციუსი ანკეტას ავსებს სამსახურში.
-თქვენი ოჯახური მდგომარეობა.
-საშინელი.

~~~~~~~~
ვოლდემორთან სიკვდილი მოდის და უტოვებს წერილს.
“ხვალ”
მეორე დღეს ისევ მოდის და ისევ უტოვებს
“დღეს”
მესამე დღეს ვოლდემორს წერილი ხვდება
“გუშინ”

~~~~~~~~~
სნეიპი მადამ პომფრის:
-ცეცხლოვანი ვისკის დალევა შეიძლება ჩემთვის?
-რას ამბობთ რომელი ცეცხლოვანი ვისკის!!!
-და მომავალში?
-რომელ მომავალში?

~~~~~~~~~
მალფოი მაგლურ ავტობუსში მოხვდა.
-თქვენ ჩადიხართ- ეუბნება რომელიღაც მაგლს
-არაა არ ჩავდივარ.
-კი არ გეკითხებით გაფრთხილებთ.

~~~~~~~~~~
დრაკო მადამ პომფრისთან მიდის.
-მუცელი მტკივა
პომფრი დანას იღებს და ამბობს:
-აი ახლა ყურებს მოგაჭრი და გაგივლის ძვირფასო.
ბიჭი ყვირილით მირბის სნეიპთან
-პროფესორო მუცელი მტკივა მადამ პომფრის კი ყურების მოჭრა უნდა ჩემთვის.
-ოხ ეს მადამ პომფრი. ნუ გეშინია დრაკო არაფრის მოჭრა არ დაგჭირდება. ახლა წამალს მოგცემ და თავისით დაგცვივდებიან

ლუციუსი დრაკოს:
-შვილო!!! ეწევი?? როგორ შეიძლება!!! აი მე შენს ასაკში.. აი მე.. მე.. მოწიე შვილო მოწიე

~~~~~~~
ფაჯი კაბინეტში თავის პორტრეტს ესაუბრება.
-ეჰ მგონი მალე მოგვხსნიან ორივეს..
პორტრეტი ჩაცინებით პასუხობს:
-ეს მე მომხსნიან.. შენ ჩამოგახრჩობენ..

~~~~~~~
ნევილი მიდის მადამ პომფრისთან და ეუბნება რომ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს.
მადამ პომფრი ტესტებს უტარებს და ბოლოს ატყობინებს:
-ძვირფასო შეგიძლიათ დაწყნარდეთ.. არანაირი კომპლექსი არ გაქვთ, მართლა არასრულფასოვანი ბრძანდებით

~~~~~~
გრიფინდორელები ვოლდემორზე ანეკდოტებს ყვებიან. ხმაურში და ხარხარში პეტიგრიუს საწყალი ხმა ისმის:
-აუ ცოტა ჩუმად რა.. ვიწერ ვერ ხედავთ? არაფერი მესმის..
-კი მაგრამ ჩაწერას როგორ ასწრებ?- ეკითხება ჯეიმსი
-ხო ძლივს ვასწრებ, მარტო ინიციალებს ვწერ თქვენსას ისედაც..

~~~~~~
ჰარი:
-რონ იცი ვის უყვარს ყველაზე მეტად ჰოგვორტსული ანეკდოტები?
-არაა. ვის?
-პროფესორ სნეიპს
-კი მაგრამ რატომ?
-მათ კოლექციას აგროვებს.. ავტორებთან ერთად.

~~~~~~
სნეიპი მოკვდა. დასაფლავებაზე.
ჰარი:
-ტფუ ტფუ.. ოღონდ არ გაცოცხლდეს.
რონი:
-ხეზე დააკაკუნე.
ჰარი ხეზე აკაკუნებს. კუბოდან უკმაყოფილო ხმა:
-ვინ არის?

~~~~~~
Маленький Поттер в ванне плескался.
Долго резвился он и игрался…
Сева подкрался, робой шурша,
Бац табуретом – и нет малыша!

~~~~~~~~
Гарри – Рону:
– Как ты считаешь, нужно ли сопротивляться злу – насилием?
– Сопротивляться, конечно, нужно… Но только представь себе, что может придумать изнасилованное зло!

წყარო: www.azkaban.ge და www.potteromania.ge

მსგავსი ამბები

Back to top button