კულტურაუცნაური

ვიდეოკამერა თვალის ნაცვლად — ადამიანი კიბორგი

918bad62cd8c

ალბათ მალე ქუჩაში გასვლა აღარ მომინდება!!

როგორც ჩანს, მგრძნობიარე ვიდეოკამერა, რომლითაც აღჭურვილია თანამედროვე რობოტები, თავისუფლად შეიძლება დაყენდეს ადამიანებზეც. ამას დაამტკიცებს საკუთარ მაგალითზე კანადელი რობ სპენსი (Rob Spence). მან ბავშობაში დაკარგა მარჯვენა თვალი. დიდი ხნის განმავლობაში რობი იყენებდა შუშუს თვალს, თუმცა ეხლა მას აქვს სრულიად ფუნქციონალური რობოტიზირებული პროთეზი — ვიდეოკამერა Eyeborg.

კომპანია OmniVision–ის მეცნიერები რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდნენ შეექმნათ უკაბელო ვიდეოკამერა და ბოლოს შექმნეს აპარატი რომელიც იკვებება 3 ვოლტიანი მიკროელემენტით Varta. მას გააჩნია სპეციალური მიკროშესაერთებლები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მისი დატენვა — მაგალითად, ნოუთბუქიდან USB-პორტით. კამერას გააჩნია ბუნებრივი თვალის ფორმა და ადვილად ჯდება ფოსოში. Eyeborg-ს გააჩნია ანტენა: ვიდეოკამერა გადასცემს სიგნალს კომპიუტერის ეკრანს და აფიქსირებს ყველაფერს, რასაც ხედავს ადამიანის თვალი.

ჯერჯერობით გამოსახულების ხარისხი დასახვეწია — ციმციმებს თვალი დახამხამებისას, თუმცა გამომგონებლები განაგრძობენ აპარატის დახვეწას. თავად მომხმარებელმა რობ სპენსმა განაცხადა, რომ ეს არის კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი ადამიანების და რობოტების დასაკავშირებლად.

წყარო:hi-tech.ge

მსგავსი ამბები

Back to top button