არქივი

ჯორჯ ბაირონის “კაენი”

0fd6ed5c4571

ჯორჯ ბაირონის “კაენი” ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით არის ღვთისგმობელი.ამ ნაწარმოებით მოხიბლული იყო სერ უოლტერ სკოტი,ხოლო აკრიტიკებდნენ ჰობჰაუსი და უილიამ ბლეიკი.სკეპტიკოსები ამბობენ,რომ “კაენი” არის ქრისტიანობისთვის ძირის გამოთხრა,კოლრიჯის აზრით ბაირონი ლუციფერის პირით ლაპარაკობდა და არ იყო ანგელოზების მხარეზე.

მანიკეისტების რწმენით,ბნელეთის მოციქულის მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიტყუოს თავის ხაფანგში. მათ ასევე სჯეროდათ მართლ-მეტყველების,არაძალადობისა და დღეში ოთხჯერ ლოცულობდნენ.ეშმაკი კი მხარს უჭერს ძალადობას და უარყოფს ლოცვას.

f0e8d7359e05

ლუციფერს თავდაპირველად ვერ გაურკვევია თავისი როლი სამყაროში.როდესაც კაენი ეკითხება მას,ჰგავს თუ არა უზენაეს შემოქმედს,ლუციფერი პასუხობს მე არაფერი ვარო.როდესაც კაენი კვლავ ეკითხება მას, არის თუ არა ის დიდი შემოქმედის თანასწორი,ლუციფერი ორაზროვან,გაურკვეველ პასუხს აძლევს.მისი მხრიდან პირველი მინიშნება თანასწორობაზე მეორე მოქმედების ბოლოს კეთდება,როდესაც ამბობს:ვინც ღმერთს არ სცემს თაყვანს,ის ჩემი თავყანისმცემელია.ეს ფრაზა შინაარსით მსგავსია ქრისტეს სიტყვისა: “ვინც ჩემთან არაა,ის ჩემს წინააღმდეგაა”.

52a48d65b5a2

მოქმედების განვითარებასთან ერთად ნათელი ხდება ეშმაკის მტკიცებულებები.ამბობს,რომ სამყაროს შექმნაში წვლილი მასაც მიუძღვის,აგრეთვე შეუძლია კაენის გადარჩენა.ბოლოს ლუციფერი ამბობს:მე და ღმერთი ერთად ვმართავთ სამყაროს,მაგრამ სხვადასხვა ადგილსამყოფელი გვაქვს.დუალიზმიდან გამომდინარე საკუთარ თავს მიიჩნევს კეთილად,შემოქმედს კი ბოროტად.

b80d1e5e09f3

ბაირონი ამბობს:უაზრობა იქნებოდა კაენისაგან,რომელიც საკუთარი ძმის მკვლელი და შემოქმედის წინააღმდეგ მეამბოხეა,მოლოდინი ღვთისმოშიშობისა და მორჩილების.კაენი უარყოფს ქრისტიანთა მოსაზრებას,რომლის თანახმადაც კეთილთან ერთად არსებობს ბოროტი,რადგანაც ჩვენ ვიმსახურებთ ამას.იგი ჩვენი ცოდვების გამო უბედურების სახით გვევლინება.ადამიანის ტანჯვა სამართლიანი,რადგანაც ღმერთს სურს,რომ ბოროტების,განსაცდელის მოვლინებით სიკეთეს ვემთხვიოთ.ბაირონი გვიჩვენებს კაენის სკეპტიციზმს,მაგრამ ამას აკეთებს არა იმიტომ რომ ქრისტიანობას ძირი გამოუთხაროს,არამედ მივენდოთ და ვიწამოთ დიდი შემოქმედი ღმერთის ძალის და არა ადამიანის ხელის.

217673a2209d

კაენი ადას უბრალო და თავმდაბალი რწმენის შესახებ საუბრობს,რომელიც ეფუძნება სიყვარულს და არა შეცნობას.ადას პავლე მოციქულის მსგავსად სურს დაივიწყოს წარსული,უფრო იმედიანადაა განწყობილი,კაენს კი ეუბნება:”რატომ მისტირი დაკარგულ სამოთხეს,ხომ შეიძლება ისევ დაბრუნებული იქნასო”.ადა საკუთარ თავს პატივს სცემს,როგორც ღვთის ქმნილებას,მაგრამ კაენი თავს მიიჩნევს არარაობად.ადას სჯერა ღმერთის გულმოწყალების და იმედი აქვს,რომ მხოლოდ მონანიებითაა შესაძლებელი ადამიანთა ჯოჯოხეთიდან გამოხსნა.კაენს შეუძლია ადას სიყვარულში სიმშვიდე იპოვოს.როდესაც მასზე ფიქრს იწყებს,მაშინ ყველაზე უფრო ახლოსაა ბედნიერებასთან.

d076a72e2be7

93f7a0b29b7f

პოემის დასაწყისში კაენი მორჩილების ზღვარზეა,მაგრამ როგორც კი არჩევანის წინაშე დგება-ღვთის სიყვარული თუ ყველაფრის შეცნობა,არჩევანს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს,მიუხედავად ადას თხოვნისა: “ოჰ კაენ,აირჩიე სიყვარული” კაენი რეალურ სიყვარულს აბსტრაქციულ ცოდნას არჩევს.მისი არჩევანი უბედური და საბრალოა,არ ანიჭებს მას არც ბედნიერებას და არც კმაყოფილებას.აბელი სავსებით მართებულად ეუბნება,რომ ეს დაღონება და მწუხარება კარგს არაფერს მოგიტანსო.კაენი ეძებს ცოდნას,როგორც გზას ბედნიერებისაკენ,მაგრამ სრულიად საპირისპირო შედეგს იღებს.

639a7a904364

როდესაც კაენი რწმენას გონებას ანაცვლებს,მისი ცხოვრება შფოთიანი და მტანჯველია.იგი მარცხდება როდესაც ცდილობს რაციონალური ახსნა მოუძებნოს თავის ღმერთისადმი შეწირულ მსხვერპლს და კლავს საკუთარ ძმას.იგი სინანულის ცრემლით აღვსილი მშვიდობას ითხოვს.

b6b9cdd54f11

a13dac13e92d

ae0a03ce0c0d

ბაირონს სიცოცხლის ბოლო დღეებში,როდესაც სარეცელს იყო მიჯაჭვული,ოდნავი რწმენა გაუჩნდა,რწმენა რომელსაც მთელი ცხოვრება გაურბოდა.ასეთი რამ უთქვამს: “სამყარო და მარადიულობა ჩემამდეა და მადლობა ღმერთს,რომ ბედნიერი და მშვიდი ვარ.მარადიულ ცხოვრებაზე და ამქვეყნად კვლავ მოსვლაზე ფიქრი უდიდესი ბედნიერებაა.ღმერთს ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია,მისთვის დრო და სივრცე არ არსებობს.მე მწამს მისი”.

შესაძლოა სიმშვიდის თხოვნა,რომელიც კაენისთვისაა დამახასიათებელი,თვით ბაირონს მიესადაგებოდეს.

f6f8cfaadefe

02153b3f25cc

p.s რამდენიმე დღის წინ ვნახე Wooden Monkey-ს ბრწყინვალე პოსტი (დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედია) და გამიჩნდა სურვილი,მსგავსი პოსტი დამედო ბაირონის კაენზე.(რამდენად გამომივიდა თქვენ შეაფასეთ)

და კიდევ ბოლო დროის დაკვირვებიდან გამომდინარე (უცნაურზე პოსტების გადმოკოპირებისა და მათი ავტორების მისამართით კრიტიკის გამო) მინდა ვთქვა,რომ ეს ნამდვილად ჩემია, ვერცერთ საიტზე ვერ ნახავთ ამ პოსტს.ეს არის ის რაც დამრჩა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ და მომიწია ლექტორთან მისი წარდგენა :) ფოტოები ამოღებულია ბაირონის “კაენიდან” და მილტონის “დაკარგული სამოთხიდან”

67ddba5098d9

hallucination

born on a different cloud

მსგავსი ამბები

Back to top button