ახალი ამბებიგასართობიუცნაური

აშშ-ში დათვმა ავტომობილი გაიტაცა

კოლორადოს შტატში დათვი უნებლიედ ავტომობილის გამტაცებლად იქცა.

ვიდრე ავტომობილის 17 წლის მფლობელ ბენ სტორისა და მის ნათესავებს შინ ტკბილად ეძინათ, ბანჯგვლიანი სტუმარი მათ ჩაუკეტავ ტოიოტაში შეძვრა.

როგორც ჩანს დათვი ავტომობილის უკანა სავარძელზე დატოვებული ბუტერბროდის სურნელმა მიიზიდა.

სალონში შემძვრალი დათვი თათით სიჩქარის გადამცემ კოლოფს გამოედო და ავტომობილიც დაიძრა. ავტომობილი დაღმართზე მოძრაობდა. შეშინებული ცხოველი საჭეს აწვებოდა და სიგნალს აძლევდა.

გამძვინვარებულმა ცხოველმა ავტომობილის სალონისგან აღარაფერი დატოვა. უცნაური ხმებით გამოღვიძებული ბენ სტორი არ დაიბნა და ფოტოების გადაღებაც მოასწრო. საბოლოოდ ცხოველის ავტომობილიდან თოკის დახმარებით გამოყვანა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებმა შეძლეს. დათვი უახლოეს ტყეში მიიმალა.

წყარო:ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close