საკითხავისასარგებლო

მითები და ფაქტები

ზოგიერთი ე.წ საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული ფაქტი სინამდვილეში შესაძლოა მითი იყოს და სიმართლესთან არაფერი ჰქონდეს საერთო. სრულიადში გთავაზობთ რამოდენიმე მითს, რომლებიც საუკუნეებია ისტორიულ ფაქტებად “ასაღებენ თავს”.

1. ნიუტონს თავზე ვაშლი დაეცა

გენიალურ ფიზიკოსს ისააკ ნიუტონს ხის ქვეშ ჯდომისას ვაშლი დაეცა თავზე და ეს ფაქტი გახდა მიზიდულობის კანონის აღმოჩენის სათავე. მართლაც სასიამოვნო ზღაპარია ვოლტერმა გააჟღერა თავის ესეში, რომელიც ნიუტონს ეძღვნებოდა. მოგვიანებით ვოლტერმა თავად აღიარა, რომ ნიუტონზე მართლაც კარგი ზღაპარი დაწერა ვაშლის ისტორიის შესახებ.

2. მიკი მაუსი უოლტ დისნეიმ დახატა

ამბობენ რომ ყველაზე პოპულარული ანიმაციური პერსონაჟი მიკი მაუსი უოლტ დისნეის დახატულია. სინამდვილეში ასე არ არის. მიკი მაუსი დახატა სტუდია “დისნეის” ნომერ პირველმა ანიმატორმა იუბ აივრესკიმ. პირველი ფილმი მიკი მაუსის შესახებ 2 კვირის განმავლბაში მზადდებოდა. მხატვარს დღეში 700 ნახატის დახატვა უწევდა. მოგვიანებით, როდესაც მულტფილმს ხმაც დაედო უოლტ დისნეიმ თავად გაახმოვანა მიკი მაუსის პერსონაჟი და ამით მისი პორტრეტის ავტორობაც მიისაკუთრა.

3.ნაპოლეონი ლილიპუტი იყო

ბევრი თვლის, რომ ნაპოლეონის პოლიტიკური ამბიციები მისი ტანმორჩილობის კომპენსაცია იყო. სინამდვილეში ნაპოლეონი არც ისე დაბალი გახლდათ, როგორც იუწყებიან. ის 168 სანტიმეტრი იყო, რაც ოდნავ აღემატებოდა კიდეც იმ დროის ფრანგების სიმაღლის საშუალო მაჩვენებელს.

4.მაგელანმა მსოფლიოს შემოუარა

მაგელანზე ყველამ ორი რამ დანამდვილებით იცის-ერთი, რომ მან მსოფლიოს შემოუარა და მეორე-მოგზაურობისას იგი ფილიპინელებმა მოკლეს. რეალურად კი მაგელანმა დაგეგმილი მარშრუტის მხოლოდ ნახევარი გაიარა, ხოლო მოგზაურობა მისმა თანაშემწემ, ხუან სებასტიან ელკანომ დაასრულა.

5.ავსტრალია კაპიტანმა კუკმა აღმოაჩინა

ავსტრალიელებს ამ ფაქტის გაგონებაც არ უნდათ. მათი აზრით, ავსტრალია 50 ათასი წლის წინ აღმოაჩინეს ადამიანებმა, რომლებიც ყველაზე ძველ ავსტრალიელებად ითვლებიან. ისტორიულად კი, კუკის მოგზაურობამდე გაცილებით ადრე, 1770 წელს ამ კონტინენტზე ჰოლანდიელი მოგზაური აველ ტასმანი და ინლისელი მეკობრე უილიამ დამპრი იყვნენ.კუკის სახელს მხოლოდ ის უკავშირდება, რომ მისი მოგზაურობის შემდეგ ავსტრალიაში თეთრკანიანები დასახლდნენ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close