საკითხავისასარგებლოსურათები

ულამაზესი ნაგებობები #2 – ლუვრის მუზეუმი

ამ პოსტში ინფორმაციას ვდებ ლუვრის მუზეუმზე. მდებარეობს საფრანგეთში მის დედაქალაქ პარიზში..

ლუვრის ისტორია იწყება 1200 წლიდან , მაშინ როდესაც მეფე ფილიპ-ოგუსტმა მდინარე სენასთან ახლოს თავდაცვის მიზნით ციხე-სიმაგრე ააშენებინა. თავიდან ამ ნაგებობას სამეფო სასახლის დანიშნულება არ ჰქონდა და გამოიყენებოდა მხოლოდ ძვირფასეულობის და არქივის შესანახად.

XIV-საუკუნეში ,შარლ V , ბრძენად წოდებულმა ამოირჩია ეს ნაგებობა საცხოვრებლად და ააშენა ცნობილი ბიბლიოთეკა, რომლის ზედმეტი სახელითაც შევიდა ეს შენობა ისტორიაში. მისი მეფობის შემდეგ იქ არ უცხოვრია არცერთ მეფეს 1546 წლამდე.ამ წელს კი ფრანსუა I-მა არქიტექტორ პიერ ლესკოს დაავალა რენესანსის ეპოქისათვის შესაფერისი სასახლე აეშენებინა. ამგვარად დაინგრა ძველი ციხე-სიმაგრე და ააგეს ახალი. მშენებლობა გაგრძელდა ანრი II-დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ ქვრივმა(დედოფალმა)კატრინ
მედიჩმა მშენებლობა გადააბარა ფილიპ დელორმს,რომელსაც ასევე ტუილრის სასახლის აშენება და ლუვრთან მიერთება დაევალა.

მშენებლობა გრძელდებოდა ანრი IV, ლუიXIII, და ლუი XIV ეპოქაში,მაგრამ 1682 წლიდან სამეფო დინასტია გადავიდა ვერსალში და მიტოვებული სამუშაოები იმდენად განადგურდა,რომ მისი დანგრევაც კი დადგა დღის წესრიგში. შეიძლება ითქვას,რომ 1789 წლის 6 ოქტომბრის მანიფესტაციის მონაწილეებმა,რომელთაც ვერსალს მიაშურეს პროტესტის ნიშნად, გადაარჩინეს ლუვრი, რადგანაც სამეფო კარი კვლავ ლუვრში დაბრუნდა საცხოვრებლად.

რევოლუციის შემდეგ ნაპოლეონის და ნაპოლეონ III პერიოდში გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები.ამ დროისათვის ლუვრში უკვე ინახებოდა რამდენიმე მეფის მიერ მოგროვებული ხელოვნების საუკეთესო ნიმუში. 1793 წლის 10 აგვისტოს იგი პირველად გაიხსნა როგორც მუზეუმი. ლუვრის გამდიდრება ყველაზე მეტად ნაპოლეონმა შესძლო. იგი დამარცხებულ ქვეყნებს საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებს ართმევდა ხარკად და საკუთარ სამშობლოში მოჰქონდა.

დღეს ლუვრში 40 000 -მდე ნიმუში ინახება მათ შორის ჯოკონდა . მუზეუმი დაყოფილია :ეგვიპტის ბერძნული, რომაული,ანტიკური,შუასაუკუნეების და თანამედროვე ნიმუშების სექტორად. აქვე ინახება საფრანგეთის სამეფო კარის ძვირფასეულობა. დღევანდელი ლუვრის სახეცვლილებაში დიდი წვლილი მიუძღვის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს. 1981 წელს მან მოითხოვა მთელი ლუვრის შენობა გადაკეთებულიყო მუზეუმად, ხოლო ფინანსთა
სამინისტრო, რომელიც ამ შენობის ერთ ფრთას იკავებდა ბერსში გადავიდა. ამავდროულად ლუვრს მიუმატეს თანამედროვე ელემენტი “გამჭვირვალე პირამიდის” სახით,რომელიც შესასვლელის ფუნქციას ასრულებს.ეს სამუშაო შეასრულა ამერიკელმა, წარმოშობით ჩინელმა არქიტექტორმა ეო მინგ პეიმ.

მილიონობით ადამიანის აღტაცებას იწვევს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მუზეუმი-ლუვრი.

ეს მეორე მაგრამ ცოტა განსხვავებული ინფორმაცია
:))

ლუვრის მუზეუმი (ფრანგ. Musée du Louvre) – უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც 8.5 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა 2008 წელს. მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდ. სენასა და რუ-დე-რივოლის შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს (Axe historique), რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს.

ლუვრი საუკუნის დასაწყისში (1200 წ.) აიგო მეფე ფილიპე ავგუსტის მითითებით, როგორც ციხესიმაგრე. XIV საუკუნის ბოლოს რ. დეტამლევ გადააკეთა და აქედან მოყოლებული, ლუვრი მეფეთა რეზიდენციად იქცა. 1546 წელს იგი დაინგრა და მის ადგილას ფრანგმა არქიტექტორმა პიერ ლესკომ (1510-1574) ააგო სასახლე – აღორძინების ხანის შესანიშნავი ძეგლი. სკულპტურული დეკორი შეასრულა მოქანდაკე ჟან გუჟონმა. მომდევნო საუკუნეებში (1600 წლიდან 1868 წლამდე) დაემატა ცალკეული კორპუსები და ფასადები. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ლუვრი მეფეთა რეზიდენცია აღარაა. იგი ჯერ მხატვრული ტილოების საცავი იყო, ხოლო 1793 წლიდან კონვერტის დეკრეტით ეროვნულ სამხატვრო მუზეუმად იქცა.

მინდოდა მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მომეწოდებინა:)))

მოდით სურათებს გადავხედოოთ :))

ლუვრის მუზეუმი

წყარო:ვიკიპედია,გუგლი (სურათები), და ბლოგი პარიზის შესახებ parizi2008.blogspot.com :))

აბა შემდეგ პოსტამდეე:)))

ისე შეგიძლიათ მომაწოდოთ იდეები რაზე დავდო რაღაც ამგვარზე ოღონდ:)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close