მისტიკასაკითხავიუცნაური

მიტოვებული ადგილები (ნაწილი 1)

მსოფლიოში არსებობს ბევრი მიტოვებული ადგილი. როცა ათასობით ადამიანი ტოვებს ქალაქს, ტრაგედიაა. ამის ნათელი მაგილითია პრიპიატია, და არა მარტო. მოჩვენებების ქალაქები, მიტოვებული ადგილები შეიძლება ჩანდეს მოსაწყენი, ჩუმი, მისტიკური და შიშის მომგვრელიც. ამ პოსტში რამოდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ…

1. პრიპიატი, უკრაინა
პრიპიატი არის მიტოვებული ქალაქი ჩრდილო უკრაინაში. ქალაქი დაარსდა 1970 წელს და იქნა მიტოვებული 1986 წელს ჩერნობილის კატასტროფის გამო. მისი მოსახლეობა წარმოადგენდა დაახლოებით 50, 000 კაცს. ქალაქი ევაკუირებული იქნა 2 დღეში. ამჟამად ქალაქის საზღვრებს იცავს პოლიცია, თუმცა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოსაპოვებლად იქ შესვლა არ ისე რთულია.

2. გუნკანძიმა, იაპონია
ჰაშიმას კუნძული, გუნკანძიმად წოდებული (ნიშნავს “საბრძოლო გემის კუნძულს”) არის ერთ-ერთი 505 დაუსახლებელი კუნძულებიდან ნაგასაკის პრეფექტურაში, დაახლოებით 15 კილომეტრში, თვითონ ნაგასაკიდან. კუნძული იყო დასახლებული 1887 წლიდან 1974 წლამდე, როგორც ქვა-ნახშირის საბადოს ობიექტი.
მიცუბიშიმ იყიდა კუნძული 1890 წელს, და დაიწყო პროექტი, რომლის მიზანიც იყო მოეპოვებინა ქვა-ნახშირი ზღვის სიღრმიდან. 1960 წელს როცა ნავთობმა შეცვალა ქვა-ნახშირი იაპონიაში, საბადოები დაიკეტა. მათ შორის ჰაშიმას საბადოც. 1974 წელს მიცუბიშიმ ოფიციალურად დახურა საბადო და დღეს-დღეისობით ის არის ცარიელი. მას “მოჩვენებების კუნძულს”საც უწოდებენ. 2009 წლის, 22 აპრილს, მოგზაურობა ჰაშიმაში იქნა ისევ იქნა ნებადართული 20 წლის შემდეგ.

3. სან ზი, ტაივანი
სან ზი არის მიტოვებული საკურორტო ქალაქი, რომელიც მდებარეობს ტაივანის ჩრდილოეთში. აშენდა 1980 წელს, მაგრამ ფუტურისტიკული კურორტის კონსტრუქცია დაიხურა რამოდენიმე სერიოზული შემთხვევის შემდეგ. სან ზის მონახულება ახლაც შესაძლებელია.

4. კადიჩკანი, რუსეთი
კადიჩკანი არის მოჩვენებათა ქალაქი, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს შახტაზე მომუშავეების და მათი ოჯახებისათვის. 1996 წელს, 6 ადამიანი დაიღუპა ქვა-ნახშირის საბადოზე აფეთქების შედეგად და ამ ინციდენტის შემდეგ საბადოები დაიხურა. 12 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული და სხვა სხვა ადგილებში გადასახლებული. ქალაქი ჩუმი და ცარიელი დარჩა.

წყარო: 13thfloorjournall.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close