გასართობისაკითხავისასარგებლო

უაზრო ჰოლივუდი #2 (ამერიკული პოლიცია,FBI,სპეცსამსახურები)

უაზრო ჰოლივუდური კლიშეების ჩამონათვალი, ნაწილი II

უამრავი ფილმი არსებობს, სადაც მთავარი პერსონაჟები არიან ამერიკელი პოლიციელები ან FBI-ის აგენტები, კლიშეები მათ შესახებ.

ამერიკელი პოლიციელების უმრავლესობა არაფერს აკეთებს ფუნთუშის ჭამის და ყავის სმის გარდა.

ამერიკელი პოლიციელების აბსოლიტურ უმრავლესობას აქვს ულვაში.

არცერთმა ამერიკელმა პოლიციელმა არ იცის მანქანის წესივრად ტარება.
მაგალითად, ტიპიური სცენა – საპატრულო პოლიციის 50 მანქანა მისდევს დამნაშავეებს, მათთან ერთად არის ერთი მანქანა რომელშიც ზის ორი სპეცაგენტი (ან ნარკოლოგიური განყოფილების წევრები ან კიდევ რამე), რათქმაუნდა ეს ორი მეწყვილეა რომლებიც ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს, ამ დევნის დროს ორმოცდაათივე საპატრულო მანქანა ილეწება(ისე რომ არცერთი პოლიციელი არ კვდება) და მარტო სპეცაგენტების მანქანა ეწევა “ცუდ ბიჭებს”.

ცალკე თემაა როგორ ილეწება საპატრულო მანქანები. მანქანა, რომელიც პირველი მიდის ხედავს დედა-შვილს, რომლებიც ქუჩაზე გადადიან, (დედა ასევე დალტონიკია და ამიტომ შუქნიშანზე ვერ არჩევს ფერებს), საპატრულო მანქანა ამუხრუჭებს და დედა-შვილამდე მილიმეტრებით დაშორებით აჩერებს მანქანას, რეთქმა უნდა დანარჩენი 49 მანქანა უკნიდან ეჯახება და ილეწება.

პოლიციის დეპარტამენტის უფროსი საშუალო ასაკის,დანევროზებული ადამიანია, რომელიც კვირაში ერთხელ აგდებს სამსახურიდან ფილმის მთავარ გმირს, მაგრამ მალევე აბრუნებს უკან რადგან მას ანალოგი არ მოეძებნება.

სამსახურიდან გაგდების დროს მთავარი გმირი პომპეზურად ტოვებს უფროსის მაგიდაზე იარაღს და პოლიციის მოწმობას.

ფილმის მთავარი გმირი პოლიციელი დეპრესიული ალკოჰოლიკია რომელიც ყველა დღეს ბარში ამთავრებს.

FBI- ის აგენტები ძირითადად წყვილ-წყვილად დადიან.

როდესაც აგენტები ვინმეს დასაკითხად მიდიან ერთერთი მათგანი აჩვენებს მოწმობას და დაახლოვებით ასეთ ფრაზას იძახის:”მე აგენტი სმიტი ვარ, ეს ჩემი მეწყვილე აგენტი ბრაუნია, ჩვენ თქვენთან რამდენიმე კითხვა გვაქვს”.

დაკითვის დროს მხოლოდ ერთი სვამს კითხვებს(აი ის რომელმაც მოწმობა აჩვენა), მეორე ოთახში დაბორიალობს და ოჯახურ ფოტოებს ათვალიერებს.

დაკითხვის შემდეგ დამშვიდობებისას პირველი აგენტი მადლობას უხდის დახარჯული დროისთვის და ორივენი მიდიან შავი ჯიპით, ჩნდება კითხვა რისთვის მოვიდა მეორე აგენტი? სურათების დასათვალიერებლად?

აგენტებს ყოველთვის შავი პიჯაკი აცვიათ და მზის სათვალე უკეთიათ.

ფილმის ბოლოს მას შემდეგ რაც მთავარი გმირი (პოლიციელი ან აგენტი) ვინმეს გადაარჩენს, გადარჩენილი აუცილებლად შეუყვარდება.

ყველა აგენტს საკუთარი ინფორმატორი ჰყავს, რომელიც თავიდან არაფერს იძახის, მაგრამ მას შემდეგ რაც დაჭერით დაემუქრებიან დაახლოვებით ასეთ ფრაზას ამბობს:”კარგი, კარგი, ქალაქში ხმები დადის რომ რუსები ომისთვის ემზადებიან იტალიელებთან, იმის გამო რომ იაპონელებთან წავიდნენ გარიგებაზე”.

არცერთ პოლიციელს არ აინტერესებს რამდენად დაზიანდება მათი მანქანა, მათთვის მთავარია დამნაშავე დაიჭირონ.

თითქმის ყველა პოლიციელი მთავარი გმირი განქორწინებულია ან განქორწინების ზღვარზეა.

ფილმის დასაწყისში მთავარ გმირს შვილები ვერ იტანენ,იმიტომ, რომ მათ დაბადების დღეებზე სიარულის მაგივრად მნიშვნელოვან საქმეზე მუშაობდა, მაგრამ მათი მოსაზრებები იცვლება მას შემდეგ რაც ტელევიზორში ნახავენ თუ როგორ გადაარჩინა მათმა მამამ მსოფლიო.

მას შემდეგ რაც საბოლოო იმედი გადაეწურებათ, მაღალჩინოსნები გადაწყვეტენ მიმართონ პენსიაზე გასულ სპეცაგენტს, რომელიც მთებში, მიკარგულ ადგილას ცხოვრობს, წვერს არ იპარსავს და თავს ნადირობით ირჩენს.
ვეტერანი სპეცაგენტიც რათქმაუნდა დათანხმდება(მას შემდეგ რაც მასში დიდი ხნის წინ მიძინებული პატრიოტიზმი გაიღვიძებს).

მას შემდეგ რაც მთავარ გმირს (ყოფილ პოლიციელს) ქალიშვილს მოუკლავენ, ის კვლავ იღებს ხელში იარაღს და არალეგალურ “ნადირობას” იწყებს მკვლელებზე.

და ბოლოს, ალბათ ბევრ ფილმში გინახავთ ცარცით შემოხაზული სხეულის ფორმის ფიგურა სადაც მსხვერპლის სხეული იყო, ეს ტყუილია ასე არცერთი ამერიკული პოლიციის დეპარტამენტი არ აკეთებს.

ვეცდები რეგულარულად დავდო მსგავსი პოსტები, ოღონდ ყველა პოსტი ამერიკული ფილმების რაღაც კონკრეტულ თემატიკაზე იქნება. შეგიძლიათ თემა კომენტარებში დაწეროთ და ვეცდები ამ თემაზე პოსტი დავდო.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close