კულტურა

აპოკალიფსი: მეორე მსოფლიო ომი

8dcc94d68e8b

ბოლო დროს უცნაურზე ხშირად იდებოდა პოსტები მესამე რაიხის შესახებ. მეც გადავწყვიტე დამედო ჩემი აზრით ძალიან საინტერესო დოკუმენტური ციკლი მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ეს ფილმი ხშირად გადიოდა National Geographic-ზე.

ფილმი შეიცავს ნამდვილ კადრებს გადაღებულს ომის ჟურნალისტების, ჯარისკაცების, ფრანგული წინაამღდეგობის ფრონტის და უბრალო მოქალაქეების მიერ. ყველა კადრი, გარდა ჰოლოკოსტის სცენებისა, იქნა ფერებში გადაყვანილი.

აი თვითონ დოკუმენტური ფილმის ნაწილებიც: (მხოლოდ ინგლისურად ვიპოვე)

1. აგრესია (1933-1939): ნაციზმის აღმავლობა და პოლონეთის კამპანია

2. სასტიკი დამარცხება (1939-1940): ყალბი ომი, დუნკირკის დაცემა და საფრანგეთის კამპანია

3. შოკი (1940-1941): ბრიტანეთის ბრძოლა, იუგოსლავიის ფრონტი, საბერძნეთის ბრძოლა, ოპერაცია ”ბარბაროსა”, უდაბნოს ომი

4. მსოფლიო ცეცხლში (1941-1942): სმოლენსკის ბრძოლა, მოსკოვის ბრძოლა, ოპერაცია ”ფოლ ბლაუ”. ოკეანეთი: პერლ ჰარბორი, მიდვეი და გუადალკანალი

5. დიდი გადმოსხმები (1942-1943): აქსისის პირველი წარუმატებლობები, სტალინგრადის ბრძოლა, ელ-ალამეინ, ტუნისი, იტალიის კამპანია და კურსკი

6. ინფერნო (1944-1945): საფრანგეთის განთავისუფლება, შემოჭრა გერმანიაში, ატომური დაბომბვები იაპონიაზე და იაპონიის დანებება

ძალიან გირჩევთ უყუროთ ყველამ. ბევრ ახალ რამეს გაიგებთ. :)

მსგავსი ამბები

Back to top button