უცნაური

ღვთაებრივი კომედია

0a8d6eac1035

ესე იგი და ამგვარად ვფიქრობ დაგაინტერესებთ თქვენ ეს ყოველივე, მეც არც თუ ისე დიდი ხნის წინ წავიკითხე ეს ყველაფერი და რატომღაც გამიჩნდა სურვილი რაღაც დოზით გადმომეცა თქვენთვის “მოკლე შინაარსი”
დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიისა” რომელიც დაიწერა დაახლოებით 1308-1321 წლებში მის მიერ…. ასე რომ დავიწყოთ

ღვთაებრივი კომედია (Divina Commedia) – პოემა,დაწერილი დანტე ალიგიერის მიერ დაახლოებით 1308-1321 წლებში.

ისტორია

66cd599feb21
დანტე ალიგიერი

უწოდა რა თავის პოემას “კომედია”, დანტემ გამოიყენა შუასაუკუნეობრივი ტერმინოლოგია. “კომედია”, როგორც იგი განმარტავს ვერონას მმართველის-კანგრანდესადმი წერილში, წარმოადგენს ე.წ. საშუალო სტილის ყველა სახის პოეტურ ნაწარმოებს, რომელიც ხალხისათვის გასაგებ ენაზეა დაწერილი და რომელსაც შემაძრწუნებელი,საშინელი დასაწყისი აქვს და სრულდება პოზიტიური მოვლენით; ხოლო ტრაგედია კი – “მაღალი სტილის” პოეტური ნაწარმოები პოზიტიური დასაწყისითა და ნეგატიური დასასრულით. სიტყვა “ღვთაებრივი” დანტეს არ ეკუთვნის, პოემას ეს სიტყვა შემდგომში დაემატა ჯოვანი ბოკაჩოს მიერ. “ღვთაებრივი კომედია” – ეს არის დანტეს ცხოვრების მეორე ნაწილისა და შემოქმედების ნაყოფი. ამ ნაწარმოებში თვალნათლივ ჩანს პოეტის მსოფლმხედველობა. აქ დანტე შუა საუკუნეების უდიდეს და უკანასკნელ პოეტად გვევლინება, რომელმაც განავრცო და გააგრძელა ე.წ. ფეოდალური ლიტერატურის განვითარება.

სტრუქტურა

f503aafb3bb2

“ღვთაებრივი კომედია” მეტისმეტად სიმეტრიულად არის აგებული.იგი იყოფა 3 ნაწილად, თითოეული ნაწილი 33 სიმღერისგან (ლექსისაგან) შედგება და თითოეული მთავრდება სიტყვით Stelle, იგივე ვარსკვლავები. ამრიგად ვიღებთ 99 ლექსს, რომელნიც შესავალ ლექსთან ერთად ჯამურ 100 ლექსს ქმნის.პოემა დაწერილია სამხაზოვანი ტერცინებით (იგივე სტროფები). რიცხვებისადმი ამდაგვარი მიდრეკილება შესაძლოა დანტეს მიერ მათთვის მისტიკურობის მინიჭებით აიხსნას : რიცხვი 3 ქრისტიანული იდეის – სამების გამოხატულება, 33 იესო ქრისტეს მიწაზე ყოფნის წელთა რაოდენობა და ა.შ.

სიუჟეტი

5cd809559652

ადრეული შუასაუკუნეების დასავლური ქვეყნების მითოლოგიათა თანახმად, იმქვეყნიური ცხოვრება შედგებოდა ჯოჯოხეთისაგან, რომელშიც ხვდებოდნენ საუკუნოდ დასჯილი ცოდვილები, განსაწმენდელისაგან – საკუთარი ცოდვების მომნანიებელი ცოდვილების ადგილსამყოფელი, და სამოთხისაგან – კურთხეულთა სავანე.
დანტე დიდი სიზუსტითა და იმქვეყნიური ცხოვრების ყველა დეტალისა თუ არქიტექტონიკის დაფიქსირებით აღწერს მის წყობას.შესავალ ლექსში დანტე მოგვითხრობს,თუ როგორ დაიკარგა ცხოვრების შუა გზას მიღწეული პოეტი ხშირ ტყეში და როგორ დაიხსნა იგი პოეტმა ვერგილიუსმა თავსდასხმული მხეცებისაგან. ვერგილიუსმა მას იმქვეყნიურ სამყაროში გასეირნება შესთავაზა. შეიტყო რა დანტემ, რომ ვერგილიუსი მისი სატრფოს, ბეატრიჩეს გამოგზავნილი იყო, დათანხმდა შემოთავაზებას.

ჯოჯოხეთი

09c3e2ed595f

ჯოჯოხეთის კარიბჭის უკან მოტოვებისას, გაიარეს რა გზააბნეული, გაურკვეველი ადამიანების სულებით “დასახლებული” ადგილი, დანტე და ვირგილიუსი მიადგნენ ჯოჯოხეთის პირველ წრეს, ე.წ. ლიმბს, რომელშიც მჭერმეტყველი ურწმუნოები იმყოფებოდნენ.მათ არ ჰქონდათ შეცნობილი ღვთის არსი, თუმცა ახლოს იყვნენ მასთან, ამიტომაც დაეღწიათ მათ თავი ჯოჯოხეთის ტანჯვებისაგან. ამ წრეში დანტე ხედავს ანტიკური კულტურის უდიდეს წარმომადგენლებს -არისტოტელეს, ევრიპიდეს, ჰომეროსს, მათ შორის მაჰმადიან სალაჰ-ად-დინსაც. შემდეგ წრეში იმყოფებიან სულები ადამიანებისა, რომელთაც არასდროს უთქვამთ უარი აღვირახსნილ ვნებებზე.აქ,ველურ და დამანგრეველ ქარიშახლში დანტე ხედავს ფრანჩესკა დ’რიმინის და მის საყვარელ პაოლოს, რომელნიც “აკრძალული სიყვარულის” ვნებას იყვნენ აყოლილნი დედამიწაზე.
რაც უფრო ქვემოთ მიიწევდნენ დანტე და მისი მეგზური ვირგილიუსი, მით უფრო მეტ ტანჯვასა და წამებას ხედავდა პოეტი. იგი თვითმხილველი გახდა:

1. ღორმუცელობისათვის დასჯილთა ტანჯვისა, რომელნიც განწირულები იყვნენ საშინელი წვიმისა და ჭექა-ქუხილის სასჯელისათვის
2. ძუნწთა და მფლანგველთა ტანჯვისა დაწყველილ და ცეცხლოვან ჭაობში
3. ერეტიკოსთა (მათ შორის ფრიდრიხ II, რომის პაპი ანასტასიუს II), ტირანთა და მკვლელთა ცურვისა მდუღარე სისხლის ნაკადებში
4. თვითმკვლელებისა, რომელნიც მცენარეებად იყვნენ ქცეულნი
5. ღვთის აუგად მომხსენიებელთა და მოძალადეთა, რომელნიც ცეცხლის ალში იწვოდნენ
6. ტყუილის მთქმელთა.

საბოლოოდ დანტე ყველაზე საშინელ დამნაშავეთა, მეცხრე წრეს მიადგა. აქ მოღალატეთა და გამყიდველთა სულები სახლობდნენ (მათ შორის იუდა ისკარიოტელი, ბრუტუსი და გაიუს კასიუს ლონგინიუსი), რომელთაც თავისი სამი თავით ხრავს ლუციფერი, ღვთისგან განდგომილი ანგელოზი, ბოროტების ხელმწიფე, სამუდამოდ დედამიწის ცენტრში დამწყვდევით დასჯილი.

სწორედ ლუციფერის საშინელი შესახედაობით მთავრდება პირველი ნაწილის უკანასკნელი ლექსი.

განსაწმენდელი

65ce220f45da

დედამიწის ცენტრისა და მეორე ნახევარსფეროს შემაკავშირებელი დერეფნის გავლის შემდეგ, დანტე და ვერგილიუსი დედამიწაზე ამოდიან.
განსაწმენდელს პოეტი აღწერს,როგორც ოკეანეთი გარშემორტყმულ, კონუსისებურად აზიდულ,წრეებისაგან შემდგარ კუნძულს. განსაწმენდელის კარიბჭის მცველი ანგელოზი უშვებს დანტეს კარს მიღმა და ხმლით შუბლზე აწერს შვიდ P -ს (Peccatum – ცოდვა), ანუ შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის სიმბოლოს. რაც უფრო მაღლა მიიწევს დანტე, წრიდან წრეზე თითო სიმბოლო ქრება მისი შუბლიდან, და ბოლოს, როდესაც მან მიაღწია გორაკის მწვერვალს, იგი მთლიანად გათავისუფლდა ანგელოზის მიერ ხმლით დაწერილი სიმბოლოებისაგან. განსაწმენდელის წრეებში სახლობდნენ იმ ცოდვილთა სულები, რომლებიც ინანიებდნენ თავიანთ ცოდვებსა და შეცდომებს. ესენი იყვნენ: ამაყნი,რომელნიც იძულებულნი იყვნენ ქედმოხრილნი ევლოთ ზურგზე დადებული უღლის გამო, შურიანები, ბრაზიანები, უდარდელნი, ხარბნი და ა.შ.
ვერგილიუსმა დანტე სამოთხის კარამდე მიიყვანა, თუმცა იმის გამო, რომ ვერგილიუსი მოუნათლავი იყო, უფლება არ ჰქონდა გზა გაეგრძელებინა.

სამოთხე

76333263504f

მას შემდეგ რაც დანტეს გამოეთხოვა ვერგილიუსი, მას ცვლის ბეატრიჩე და მოუწოდებს მას მორჩილებისაკენ, რის შემდეგაც იგი ზეცაში აჰყავს. “ღვთაებრივი კომედიის” ეს ნაწილი დანტეს სამოთხეში მოგზაურობას / ხეტიალს აღწერს. სამოთხე ათი ნაწილისაგან /ზეცისაგან/ სფეროსაგან შედგება; პირველი შვიდი პლანეტების შესატყვის სახელებს ატარებენ : მერკურის სფერო, მთვარის სფერო,ვენერის სფერო და ა.შ.
მათ უკან არის უძრავი ვარსკვლავების სფერო და კრისტალური სფერო, ხოლო კრისტალური სფეროს შემდგომ კი განლაგებულია ე.წ. ემპირეი – უსასრულო სივრცე, ღვთისგან დალოცვილთა და კურთხეულთაგან დასახლებული – უკანასკნელი, ყველაფრის სიცოცხლის მიმცემი და სულისჩამდგმელი სფერო. ამ მოგზაურობისას დანტემ ნახა იმპერატორი იუსტინიანე, რჯულის მასწავლებელნი, სარწმუნოებისათვის წამებულნი, რომელთა მბრწყინავი სული ჯვარს გამოსახავდა და სულ უფრო მაღლა და მაღლა მიიწევდა. დანტე ხედავს იესო ქრისტეს, წმინდა მარიამს, ანგელოზებს, და ბოლოს და ბოლოს მის წინაშე იშლება “ღვთაებრივი ვარდი” – კურთხეულთა ადგილსამყოფელი. აქ დანტეს ენიჭება უდიდესი კურთხევა ყოვლისშემძლესთან საუბრისას.

ანალიზი
a9a23a8902f4

ფორმით, პოემა იმქვეყნიურ ხილვას წარმოადგენს, რომელიც ხშირად გვხვდება შუა საუკუნეების ლიტერატურაში. ისევე როგორც შუასაუკუნეების პოეტებს, “ღვთაებრივი კომედიაც” ალეგორიულ “ტაქტიკას” ეყრდნობა.

79dc72f826af

უდაბური ტყე, რომელშიც დანტე თავისი ცხოვრების შუაგზაზე ყოფნისას იკარგება, ცხოვრებისეული გართულებების სიმბოლოა.
სამი მხეცი, რომელიც თავს დაესხა დანტეს : ფოცხვერი, ლომი და ძუ მგელი – სამი უდიდესი ვნებაა: მგრძნებელობა, ძალაუფლების სიყვარული და სიხარბეა.

ამ ალეგორიებს პოლიტიკური განმარტებაც ენიჭება, კერძოდ:

ფოცხვერი : ფლორენცია, ნიშნები ტყავზე მტრულად განწყობილი პარტიების – გველფების და გიბელინების აღმნიშვნელი უნდა იყოს;
ლომი : უხეში ძალის სიმბოლო – საფრანგეთი
ძუ მგელი : გაუმაძღარი და ავხორცი – რომის კურია.

ეს “მხეცები” საფრთხეს უქმნიდნენ იტალიის ნაციონალურ ერთიანობას, რომელზეც დანტე ოცნებობდა – ერთიანობა, რომელსაც სათავეში ფეოდალი მონარქი ედგა.(ზოგიერთი ისტორიკოს-ლიტერატორი დანტეს მთლიან პოემას პოლიტიკურ სარჩულს არგებენ).
მხეცებისაგან დანტეს იხსნის ვერგილიუსი – გონება, რომელიც ბეატრიჩემ (ღვთის კურთხევამ, რწმენამ) გამოუგზავნა. ვერგილიუსი დანტეს ატარებს ჯოჯოხეთს, განსაწმენდელს და სამოთხის კარიბჭესთან ადგილს უთმობს ბეატრიჩეს. ამ ალეგორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს ვნებებისაგან იხსნის გონება, ხოლო ღვთაებრივი შემეცნების ფლობა მოუპოვებს მას სამუდამო კურთხევას.

“ღვთაებრივი კომედია” ავტორის პოლიტიკური ტენდენციებით არის აღსავსე. დანტე ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, “მოიხსენიოს” მისი როგორც იდეური, ასევე პირადი მტრები.მას სძაგს ფულის გამსესხებლები, კრედიტს განიხილავს შურისძიებად, საკუთარ საუკუნეს განიხილავს,როგორც გამორჩენისა და გაუმაძღრობის საუკუნეს.მისი აზრით, ფული ყოველგვარი ბოროტების საწყისია; ბნელ აწმყოს უპირისპირებს ნათელ წარსულს -> ფლორენციულ ბურჟუაზიას – ფლორენციულ ფეოდალიზმს, როდესაც გაბატონებული იყო შეხედულებათა სისადავე, სიმარტივე, ზომიერება, რაინდული თვითშეგნება…

“განსაწმენდელის” ლექსებში აშკარად ჩანს დანტეს უკმაყოფილება ბურჟუაზიისადმი. პაპობასთან, როგორც პრინციპალიტეტთან დანტეს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ მის ცალკეულ წარმომადგენლებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ბურჟუაზიის განვითარებას იტალიაში, ვერ იტანდა, მეტიც, რადენიმე პაპს დანტე ჯოჯოხეთში ხვდება.
მისი რელიგია – კათოლიკობაა, თუმცა მასში ჩანს პირადი ელემენტები, ძველი ორთოდოქსულის ნიშნები, თუმცა მისტიკაც და ფრანცისკანული პანტეისტიკური სიყვარულის რელიგიაც წარმოადგენენ ერთგვარ გადახვევასა და სახესხვაობას კათოლიკური რელიგიისა.
მისი ფილოსოფია – ღვთისმოეტყველებაა, მისი მეცნიერება – სკოლასტიკოსობა, მისი პოეზია – ალეგორია.
დანტეში იღვიძებს ასკეტური იდეალები და უმძიმეს ცოდვად მოიხსენიებს თვისუფალ სიყვარულს.

თავისი “ხედვა” დანტემ რეალურ ფაქტებზე ააგო. იმქვეყნიური სამყაროს კონსტრუქციაში მოხვდა იტალიის სხვადასხვა ნაწილებიც. პოემაში გაფანტულია მრავალი ადამიანთა სხვადასხვა “სახეობა”, ტიპიური ფიგურები, გამოკვეთილი ფსიქოლოგიური სიტუაციები, თანაც იმდენი, რომ ლიტერატურა დღესაც აგრძელებს მისგან ტიპაჟების “გადმოხატვას”.
ხალხი, რომელიც იტანჯება ჯოჯოხეთში, ინანიებს განსაწმენდელში და იმყოფება ცათა სასუფეველში, ყველა ეს ცოცხალი ადამიანია, ამ ასობით პერსონაჟებში არ მოიძებნება ორი ერთმანეთის მსგავსი.
ისტორიული დეტალების ამ უზარმაზარ გალერეაში არ მოიძებნება ფაქტი, გამომზეურებული და წინასწარ განჭვრეტილი არ ყოფილიყო ავტორის პლასტიკური ინტუიციის მიერ.
პოემის განცალკევებული ეპიზოდები, ისეთი როგორც ფრანჩესკო და პაოლო, ფარინატა თავის საფლავში, უგოლინო ბავშვებით, კაპანეი და უილისი არაფრით არ ჰგავს ანტიკურ ნიმუშებს, შავი ქერუბიმი თავისი ცივი ეშმაკური ლოგიკით და თავის ქვაზე მჯდომი სორდელო დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ჯოჯოხეთის სტრუქტურა
187197cee3d7

კარიბჭესთან იმყოფებოდნენ ადამიანთა სულები, რომელთაც არც ბოროტება და არც სიკეთე ჩაედინათ, ასევე ანგელოზთა ის მოდგმა, რომელიც არც ეშმაკის და არც ღმერთის გვერდით იდგა.

1.წრე – (ლიმბი), მოუნათლავი ბავშვები და კეთილმოღვაწე არაქრისტიანნი
2.წრე – ავხორცნი (მეძავნი და მრუშნი)
3.წრე – გაუმაძღარნი, მსუნაგნი და ხარბნი
4.წრე – ძუნწნი და მფლანგველები
5.წრე – (სტიგის ჭაობი), მრისხანენი და ზარმაცნი
6.წრე – (ქ. დიტი), ერეტიკოსნი, ცრუმასწავლებელნი
7.წრე – შედგება 3 სარტყელისგან:

1.სარტყელი – ახლობლებზე მოძალადენი და მათ ღირსებაზე დამცინავნი (ტირანები და ყაჩაღები)
2.სარტყელი – საკუთარ თავზე მოძალადენი (თვითმკვლელები) და საკუთარ ღირსებაზე მოძალადენი (მოთამაშენი, ისინი ვინც უაზროდ ფლანგავდნენ საკუთარ ქონებას)
3.სარტყელი – ღვთაებრივზე მოძალადენი (ღვთის აუგად მომხსენიებელნი), ბუნებაზე (სოდომისტები), შემოქმედებაზე და ცოდნაზე

8.წრე – არმინდობილთა მომტყუებელნი (არმინდობილი – ადამიანი, რომელიც არ უკავშირდება სუბიექტს განსაკუთრებული ნდობის ხარისხით). შედგება 10 არხისაგან:

1.არხი – მაჭანკალნი და მაცდუნებელნი
2.არხი – მლიქვნელნი, ფარისეველნი
3.არხი – სიწმინდით მოვაჭრენი (სამღვდელოება)
4.არხი – მისანნი, მკითხავნი, ვარსკვლავთმრიცხველნი და ჯადოქრები
5.არხი – მექრთამენი, ქრთამის ამღები
6.არხი – თვალთმაქცნი, ორპირნი
7.არხი – ქურდნი
8.არხი – მზაკვარისმრჩეველნი
9.არხი – მტრობის, შუღლისა და უთანხმოების მთესველნი (მუჰამედი, ალი-მუჰამედის სიძე, დოლჩინო – ერეტიკოსთა სექტის – “განდგომილთა საძმოს” დამაარსებელი)
10.არხი – ალქიმიკოსნი, ცრუმოწმენი, ფულის გამყალბებელნი

9.წრე – (კოციტის ყინულის ტბა)მინდობილთა მომტყუებელნი, შედგება 4 სარტყელისაგან და ცენტრისაგან:

1.კაენის სარტყელი – მშობელთა და ნათესავთა მოღალატენი
2.ანტენორის სარტყელი – სამშობლოსა და თანამოაზრეთა მოღალატენი
3.ტოლომეის სარტყელი – მეგობართა და თანამოტრაპეზეთა მოღალატენი
4.ჯუდეკის სარტყელი – იგივე იუდას სარტყელი, მოღალატენი კეთილისმყოფელთა, ღვთიური უზენაესობისა და ადამიანური მოდგმისა
5.ცენტრში გაყინული ლუციფერი თავისი სამი ხახით ხრავს ქვეყნიერისა და ზეციერის მბრძანებლის მოღალატეებს (იუდას, ბრუტუსსა და გალიუს კასიუს ლონგინუსს).

განსაწმენდელის სტრუქტურა

54d45ba37d08

წინარე განსაწმენდელი – შედგება:

1.განსაწმენდელის ქვედა ბორცვი – აქ ახალმოსული მოკვდავთა სულები ელიან ნებართვას განსაწმენდელში შესასვლელად. ანათემას გადაცემულ ადამიანთა სულები აქ იცდიან ანათემის ხანგრძლივობის ოცდაათმაგს
2.პირველი “ბორტი” – უდარდელნი, რომელთაც ცოდვები მხოლოდ სიკვდილის წინ მოინანიეს
3. მეორე “ბორტი” – უდარდელნი, რომელნიც ძალადობრივი სიკვდილით დაიღუპნენ

მიწიერ მმართველთა ხეობა – არ ეკუთვნის განსაწმენდელს

1.რკალი – ქედმაღალნი
2.რკალი – შურიანნი
3.რკალი – ბრაზიანნი/მრისხანენი
4.რკალი – ნაღვლიანნი /მწუხარენნი/ სევდიანნი
5.რკალი – ძუნწნი და მფლანგველნი
6.რკალი – ხარბნი და მსუნაგნი
7.რკალი – ავხორცნი
მიწიერი სამოთხე – დამაკავშირებელი განსაწმენდელსა და სამოთხეს შორის.

სამოთხის სტრუქტურა

f568eea2b382

1.ზეცა – (მთვარე) “ვალდებულების შემსრულებელთა” ადგილსამყოფელი (იოფამი, აგამემნონი, კონსტანცია სიცილიელი)
2.ზეცა – (მერკური) რეფორმატორთა (იუსტინიანე) და არაბრალეულად დაზარალებულთა ადგილსამყოფელი
3.ზეცა – (ვენერა) შეყვარებულთა სამყოფელი (კარლ მარტელი, კუნიცა, ფოლკო მარსელელი, დიდონა, ფილიდე, რააბი)
4.ზეცა – (მზე) ბრძენთა და დიდ მეცნიერთა ადგილი, წარმოქმნიან ორ წრეს:

1.წრე – თომა აკვინელი, ალბერტ ფონ ბოლშტედტი, ფრანჩესკო გრაციანო, პეტრე ლომბარდიელი, დიონისე არიოპაგელი, პავლე ოროსიუსი, ბოეციუსი, ისიდორე სევილიელი, ბედა კეთილშობილი, რიკარდი , სიგერიუს ბრაბანტოელი),
2.წრე – ბონავენტურა, ავგუსტინ და ილუმინატ ფრანცისკანელები, გუგონი, პეტრე ედოკელი, პეტრე ესპანელი, იოან ზლატაუსტი, ანსელმი, ელია დონატელი, მავრუს რაბანიუსი, იოაჰიმ ფლორიელი

5.ზეცა – (მარსი) რჯულისთვის მებრძოლნი (ისუ ნავინი, იუდა მაკაბელი, გოტფრიდ ბულონელი, რობერტ გვისკარი, როლანდი)
6.ზეცა – (იუპიტერი) სამართლიანი მმართველები (ბიბლიური მეფენი – დავითი და ეზეკიელი, იმპერატორი ტრაიანე, მეფე გუელელმო II კეთილი)
7.ზეცა – (სატურნი) ღვთისმეტყველნი და ბერნი (ბენედიქტ ნურსიელი, პეტრე დამიანი)
8.ზეცა – ვარსკვლავთა სფერო
9.ზეცა – კრისტალური ზეცა, პირველმამოძრავებელი, ანგელოზთა ადგილსამყოფელი
10.ზეცა – ე.წ. ემპირეი – ალში გახვეული ვარდი და მანათობელი მდინარე. მდინარის პირას, “ამფითეატრის საფეხურებზე” დაბრძანებულნი არიან ღვთისკურთხეული და გასხივოსნებული სულები. მარიამ ღვთისმშობელი თავში, მის ქვემოთ ადამი და პეტრე, მოსე, რაკელი და ბეატრიჩე, სარრა, რებეკა, იუდითი, რუთი და ა.შ. მოპირდაპირე მხარეს ზის იოანე, მის ქვემოთ ლუჩია ,მარიამ მაგდალინელი, ფრანცისკო, ბენედიქტი, ავგუსტინე და სხვა… სულ ეს იყო მემგონი… კარგად ბლომად კი გამომივიდა, იმედი მაქვს არ დაიზარებთ და გადაიკითხავთ და ტყუილად არ ვითხარე თვალები და ვიმტვრიე თითები :D

ავტორები: პოემას + ენციკლოპედია = მე დიახ, დიახ… თქვენი მონა-მორჩილი Sir. Wooden Monkey :thanks:
3d2cb6087cad

Back to top button