არქივი

იოჰან შტრაუსი

78f1cb38103b

ამ პოსტს ვუძღვნი ვალსის უკვდავ მეფეს იოჰან შტრაუსს

XIX საუკუნის მუსიკის ისტორიაში იოჰან შტრაუსი შევიდა როგორც უდიდესი ოსტატი საცეკვაო- საყოფაცხოვრებო მუსიკისა. მასში მან შეიტანა ნამდვილი მხატვრულობა, გააღრმავა და განავითარა ავსტრიული ხალხური-საცეკვაო პრაქტიკის ტიპიური თავისებურებანი. შტრაუსის საუკეთესო ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელია სილამაზე და უბრალოება, ამოუწურავი სიმდიდრე მელოდიურობისა, მუსიკალური ენის გულწრფელობა და ბუნებრიობა. ყველაფერი ეს ხელს უწყობდა ამ ნაწარმოებთა პოპულარობას მსმენელთა ყველაზე ფართო მასებში.
შტრაუსმა დაწერა 477 ვალსი, პოლკა, კადრილი, მარში და სხვა საკონცერტო -საყოფაცხოვრებო ხასიათის ნაწარმოებები. რიტმზე დაყრდნობა და ხალხური ცეკვების გამოხატვის სხვა საშუალებანი ამ ნაწარმოებებს ჰმატებს ეროვნულობას. თანამედროვენი შტრაუსის ვალსებს უწოდებდნენ სიმღერებს უსიტყვოდ. მუსიკალურ სახეებში მან ასახა ავსტრიელი ხალხის ხასიათის ყველაზე გულითად და მომხიბვლელი თვისებანი, მშობლიური პეიზაჟის სილამაზე. ამასთან შტრაუსის შემოქმედებამ აითვისა სხვა ეროვნულ კულტურათა თავისებურებანი, უპირველეს ყოვლისა უნგრული და სლავური მუსიკის. ნათქვამი ბევრად ეხება იმ ნაწარმოებებსაც, რომლებიც შტრაუსმა მუსიკალური თეატრისათვის შექმნა, და რომელთა შორისაა 15 ოპერეტა, ერთი კომედიური ოპერა და ბალეტი.

ba784e12b9ff

შტრაუსის თანამედროვენი _ უდიდესი კომპოზიტორები და შემსრულებლები _ მაღალ შეფასებას აძლევდნენ მის უბადლო ნიჭსა და კომპოზიტორისა და დირიჟორის პირველხარისხოვან ოსტატობას. “საოცარი ჯადოქარი! მისმა ნაწარმოებებმა , მე დიდი მუსიკალური ტკბობა მომანიჭეს, რომელიც კარგა ხანია არ გამიცდია “. _ ასე წერდა შტაუსზე ჰანს ბიულოვი. შემდეგ ის დასძენდა: “ის არის სადირიჟორო ხელოვნების გენიოსი თავისი პატარა ჟანრის პირობებში. შტრაუსისაგან შეიძლება რაღაცის სწავლა მე-9 სიმფონიის ან ბეთჰოვენის პათეტიკური სონეტის შესასრულებლად.” აგრეთვე საყურადღებოა შუმანის სიტყვები:“ორო რამ არის დედამიწაზე ძალიან ძნელი, _ამბობდა ის _ პირველი დიდების მოპოვება, მეორე კი მისი შენარჩუნება. მხოლოდ ნამდვილ ოსტატებს ძალუძთ ეს: ბეთჰოვენიდან შტრაუსამდე თითოეუთს თავისებურად”. შტრაუსით აღტაცებულნი იყვნენ ბერლიოზი, ლისტი, ვაგნერი, ბრამსი. ღრმა სიმპათიით ლაპარაკობდედ მასზე, როგორც რუსული სიმფონიური მუსიკის შემსრულებელზე სეროვი, რიმსკი-კორსაკოვი და ჩაიკოვსკი. ხოლო 1884წელს, როცა ვენა საზეიმოდ აღნიშნავდა შტრაუსის მოღვაწეობის მე-40 წლისთავს, ა. რუბინშტეინი პეტერბურგლური არტისტების სახელით თბილად მიესალმა იუბილარს.
შტრაუსის მხატვრული დამსახურებების ასეთი ერთსულოვანი აღიარება XIX საუკუნის ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა მხრიდქნ ამტკიცებს ამ გამოჩენილი მუსიკოსის არაჩვეულებრივ დიდებას, რომლის საუკეთესო ნაწარმოებები დღემდე გვანიჭებენ უმაღლეს ესთეთტიკურ ტკბობას

1a4d581114c6

შტრაუსი განუყრელადაა დაკავშირებული ვენის მუსიკალურ ცხოვრებასთან, მე-19 ს-ის ავსტრიელი მუსიკის დემოკრატიული ტრადიციების აღმავლობასა და განვითარებასთან, რომლებიც მკაფიოდ გამოჩნდნენ საყოფაცხოვრებო ცეკვების დარგში.
საუკუნის დასაწყისში ვენის შემოგარენში პოპულარული იყვნენ პატარა ინსტრუმენტული ანსამბლები ეგრეთწოდებული “კაპელები”, რომლებიც ტრაქტირებში ასრულებდნენ გლეხურ ლენდლერებს, ტიროლურ და შტირულ ცეკვებს.კაპელათა ხელმძღვანელებს ღირსების საქმედ მიაჩნდათ ახალი საკუთარი მუსიკის შექმნა. როცა ეს მუსიკა ვენის შემოგარენიდან ქალაქის დიდ დარბაზებში აღწევდა, მათი შემქნელები სახელგანთქმულნი ხდებოდნენ.
ასე მივიდნენ დიდებამდე “ვალსის დინასტიის” ფუძემდებელნი იოზეფ ლანერი (1801-1843) და იოჰან შტრაუსი-უფროსი (1804-1849) ერთი იყო ხელთათმანების ოსტატის შვილი, ხოლო მეორე მეტრაქტირისა; ორივე ჭაბუკობიდანვე უკრავდა ინსტრუმენტალურ კაპელაში, ხოლო 1825 წლიდან ორივე საკუთარი პატარა სიმებიანი ორკესტრს ფლობდა. მაგრამ, მალე, ლანერი და შტრაუსი შორდებიან _ მეგობრები მეტოქეები ხდებიან. თითოეული იწაფება თავისი ორკესტრიოსათვის ახალი რეპერტუარის შექმნაში.
ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება მათი კონკურენტების რაოდენობა. მაგრამ ყველას დაჩრდილავს შტრაუსი, რომელიც საგასტროლოდ მიემგზავრება თავის ორკესტრთან ერთად გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში. გასტროლები დიდი წარმატებით ჩაივლის. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს მასაც გამოუჩნდება მოწინააღმდეგე, კიდევ უფრო ნიჭიერი და ძლიერი. ეს მისი შვილია _ იოჰან შტრაუს-უცროსი , და დაბადებული 1825წლის 25 ოქტომბერს.

b7c27829c70f
იოჰან შტრაუსი-უმცროსი

1844წელს 19 წლის ი. შტრაუსი, შეაგროვა თხუთმეტი მუსიკოსი, მოაწყო თავისი პირველი საცეკვაო საღამო. ამიერიდან მამა და შვილს შორის იწყება ბრძოლა პირველობისათვის ვენაში, შტრაუს-უმცროსი თანდათანობით იპყრობს ყველა იმ რაიონს, სადაც მანამდე მამამისის ორკესტრი მეფობდა. “ოთაბრძოლა” გრძელდებოდა ხუთი წელი და შეწყდა ორმოცდახუთი წლის შტრაუს-უფროსის სიკვდილით
ამ დროისათვის, ე. ი. 50-იანი წლების დასაწყისისათვის, დამტკიცდა მისი შვილის ევროპული პოპულარობა.
მნიშვნელოვანია შტრაუსის მოწვევა ზაფხულის სეზონზე პავლოვსკში, რომელიც პეტერბურგთან ახლოს მდებარეობდა. 12 სეზონის განმავლობაში, 1855წლიდან 1865 წლამდე, ხოლო შემდეგ 1869-1872 წლებში ის გასტროლებზე იმყოფებოდა რუსეთში თავის ძმასთან იოზეფთან_ ნიჭიერ კომპოზიტორსა და დირიჟორთან ერთად. მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ჩატარებულ კონცერტებს ათასობით მსმენელი ესწრებოდა და თან ახლდა უცვლელი წარმატებები. იოჰან შტრაუსი დიდი ყურადღებით ეპყრობოდა რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებს, ზოგიერთი მათგანი მან შეასრულა პირველად (სეროვისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოები); 1856 წლიდან ის ხშირად დირიჟორობდა გლინკას ნაწარმოებებს, ხოლო 1864 წელს მიუძღვნა მას სპეციალური პროგრამა. თავის შემოქმედებაშიც ასახა მან რუსული თემატიკა: ხალხური ჰანგები გამოყენებულია ვალსში “გამოთხოვება პეტერბურგთან”, “რუსულ ფანტაზია _ მარში”, საფორტეპიანო ფანტაზიაში “რუსულ სოფელში” მას ხშირად ასრულებდა ა. რუბინშტეინი და სხვა. იოჰან შტრაუსი ყოველთვის სიმოვნებით იხსენებდა რუსეთში გატარებულ წლებს.

dbd1c5cf1083

ტრიუფალური გასტროლების მომდევნო ეტაპად და ერთდროულად გარდამტეხ პუნქტად მის ბიოგრაფიაში იქცა გამგზავრება ამერიკაში 1872 წელს; შტრაუსმა ბოსტონში ჩაატარა 14 კონცერტი სპეციალურად აშენებულ შენობაში, რომელიც გათვლილი იყო ასიათას მსმენელზე. შესრულებაში მონაწილეობას ღებულობდა 20000 მუსიკოსი_ მომღერლები და ორკესტრანტები და 100 დირიჟორი _ შტრაუსის დამხმარეები. ასეთი “მონსტრი” კონცერტები, რომლებიც ბურჟუაზიული უპრიციპობის წამოწყების ნაყოფი იყო, კომპოზიტორს მხატვრულად არ აკმაყოფილებდა. შემდგომ მან უარი თქვა მსგავს გასტროლებზე, თუმცა მათ დიდი შემოსავლის მოტანა შეეძლოთ.

6e962ef11f6b
იოჰან შტრაუსის სასაფლაო (ვენა, ავსტრია)

ამ დროისათვის მკვეთრად მცირდება შტრაუსის საკონცერტო მოგზაურობა. ეცემა მის მიერ შექმნილი საცეკვაო და სამარშო პიესების რაოდენობა. იწყება მეორე პერიოდი მისი შემოქმედებისა, რომელიც უპირატესად დაკავშირებულია ოპერეტის ჟანრთან. თავისი პირველი მუსიკალურ-თეტრალური ნაწარმოები შტრაუსმა დაწერა 1870 წელს. დაუშრეტელუ ენრგიით, მაგრამ ცვალებადი წარმატებით მუშაობდა ის ამ ჟანრში სიცოცხლის ბოლომდე. შტრაუსი გარდაიცვალა 1899წლის 3 ივნისს 74 წლის ასაკში.

იოჰან შტრაუსმა შემოქმედებას 50 წელი მიუძღვნა . იგი ფლობდა იშვიათი შრომისმოყვარეობის უნარს, ქმნიდა განუწყვეტლივ ნებისმიერ პირობებში, “მელოდია გადმოედინება ჩემგან, როგორ ონკანიდან წყალი”_ ხუმრობით ამბობდა ის. შტრაუსის რაოდენობრივად უზარმაზარ მემკვიდრეობაში ყველაფერი ერთნაირ ღირებულებიანი არ არის. ზოგიერთ მის ქმნილებას აჩქარებული, დაუდევარი მუშაობის კვალი ეტყობა. ზოგჯერ კომპოზიტორი აღმოჩდებოდა თავისი აუდიტორიის ჩამორჩენილი მხატვრული გემოვნების ქვეშ. მაგრამ მან მთლიანობაში შეძლო თანამედროვეობის ერთი ურთულესი პრობლემის გადაჭრა.
წლებში, როცა მდარე ხარისხოვანმა სალონურმა მუსიკალურმა ლიტერატურამ, ფართოდ გავრცელებულმა მოხერხებული ბურჟუაზიული საქმოსნების მიერ, დამღუპველად იმოქმედა ხალხის ესთეტიკურ აღზრდაზე, შტრაუსი ქმნიდა ჭეშმარიტად მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებიც ადვილად გასაგები იყო მასებისათვის. ოსტატობის კრიტერიუმით, რომელიც “სერიოზულ” ხელოვნებას ახასიათებდა, ის მივიდა “მსუბუქ” მუსიკასთან და ამიტომაც შეძლო წაეშალა ზღვარი, რომელიც ყოფდა ” მაღალ” ჟანრსმაღალ” ჟანრს (საკონცერტოს, თეატრალურს) თითქოსდა “დაბალისაგან” (საყოფაცხოვრებო, გასართობი). ასე იქცეოდნენ წარსულის სხვა უდიდესი კომპოზიტორებიც, მაგალითად: მოცარტი, რომლისთვისაც არ არსებობდა პრინციპული სხვაობა “მაღალ” და “დაბალ” ხელოვნებას შორის. მაგრამ ახლა სხვა დრო იყო _ ბურჟუაზიული უხამსობისა და მეშჩანობის შემოტევას სჭირდებოდა მხატვრულად განახლებული, მსუბუქი, გასართობი ჟანრის დაპირისპირება.
და ეს გააკეთა შტრაუსმა.

მის საკონცერტო_ საყოფაცხოვრებო ნაწარმოებებს შორის თითქმის მესამედი ვალსებს უკავია. ამ ჟანრის დამუშავებისას კომპოზიტორმა თავისი წინამორბედებისგან ბევრი რამ აიღო. რა თქმა უნდა, მისთვის ცნობილი იყო შუბერტის ლენდრერები და ვებერის “საცეკვაოდ მიწვევა” (1819), სადაც პირველადაა მოცემული ვალსის “პოემური” განხილვა. თვითონ შტრაუსი თავის დამსახურებად თვლიდა ვალსის მუსიკალური ფორმის გაზრდას, მისთვის მელოდიურობის მიცემას; რათა დავრწმუნდეთ ამ შენიშვნის სიმართლეში, საკმარისია შტრაუს-უფროსისა და შვილი ვალსები შევადაროთ ერთმანეთს, მაგრამ უფრო მეტიც , შვილმა ვალსს ახალი შინაარსი მისცა, გააპოეტა ის. შტრაუსის საუკეთესო ნაწარტმოებეი, როგორიცაა “ცისფერი დუნაი”, “არტისტის ცხოვრება”, “ვენის ტყის ზღაპრები”, “გაზაფხულის ხმები” და სხვები წარმოადგენენ საცეკვაო პოემებს. მათი შინაარსი მდიდარია სულიერი მდგომარეობის სხვადასხვა ელფერით. ამასთან ერთი მდგომარეობიდან სხვა მდგომარეობაზე გადასვლა და ამაშია შტრაუსის მუსიკის მშვენიერებაც.

აღფრთოვანება. ოცნება, ონავრული მგზნებარობა, იუმორი და ვნება ასეთ პოემაში ერთმანეთს ეხამება. გამოხატვის მთავარი საშუალება არის მელოდია, რომლის საინტონაციო სათავე მოდის ვენის სასიმღერო ცხოვრებიდან. ასევე მთავარი მნიშვნელობა აქვს რიტმის უცნაურ ნახატს. შტრაუსი ათავისუფლებს მელოდიის ორ მეოთხედს, რათა აიღოს აკორდი აკომპანიმენტში ცოტათი ადრე _ ეს მოძრაობას ელასტიურ სილამაზეს ანიჭებს.
შტრაუსი არ იხევს იმ სქემისგან, რომელიც წინამორბედთა მიერ იყო შექმნილი. მეოცნებე ხასიათის შეასავალი და შემდეგ ჩვეულებრივ მიმდევრობა ხუთი კონტრასტული ვალსისა მუსიკაში, სადაც მეხუთე იძლევა პირველის გაფართოებულ განხორციელებას. ასეთია ფორმა, რომელის მამისაგან და ლანერისაგან დაამკვიდრა შტრაუსმა. მან გაასიმფონიურა ეს ფორმა, გააფართოვა ცეკვების შინაარსისუიტებიდან. შტრაუსმა ავსტრიულ გლეხურ ლენდრელებს მისცა ვენის ქალაქური კულტურის ახალი, რომანტიკული თვისებები.

8e88e04aec75

ასევე გაამდიდრა შტრაუსმა ავსტრიელი თეატრალურ-კომედიური ჟანრის ტრადიციები. ამ ჟანრის განვითარებას არ ჩაუვლია პარიზულ ოპერეტის გავლენის გარეშე, რომელიც ოფენბახმა გააცნო ვენელებს 60-იან წლებში.მაგრამ,არ გაუწყვეტიათ რა კავშირი კომედიურ სპექტაკლებს ეროვნულ ტრადიციებთან,ავსტრალიელმა საოპერეტე კომპოზიტორმა ფრანც ზიეპემ და კარლ მილიოკერმა და მათთან ერთად შტრაუსმა – შექმნეს “ვენურად” წოდებული ოპერეტის განსაკუთრებული ნაირსახეობა.
ოფენბახის სპექტაკლებთან შედარებით, ვენის ოპერეტა თავისი თემატიკით ნაკლებად საჭირბოროტოა.მისთვის უცხოა სატირული ელემენტი.საერთო კოლორიტი უფრო ლირიკულია, ხოლო ყველა პერსონაჟი-როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი-დახატყლია გულთბილი იუმორის ტონებში, დრამატული კონფლიკტის სიმწვავის უკმარისობა მიმართვა სოციალური თემისათვის-ვენის ოპერეტის სუსტი მხარეებია.
ეს ნაკლოვანებები ახასიათებთ შტრაუსის ბევრ მუსიკალურ-თეატრალურ ნაწარმოებებს. მათი სიუჯეტურ-სასცენარო დრამატურგია იმსახურებს კრიტიკას. თვითონ შტრაუსი ამბობდა: “ბრწყინვალე ლიბრეტოსათვის მზად ვარ დიდი მსხვრეპლი გავიღო”. მაგრამ საქმე მარტო მის სუსტ ლიბრეტოშია: შტრაუსი არ ფლობდა სპეციტიკური “თეატრალობის” გრძნობას იმ ზომამდის რა ზომამდეც ჰქონდა ის ოფენბახს. სამაგიეროდ მან მძაფრად აამაღლა მუსიკის ხვედრითი წონა თავისი სპექტაკლებში შტრაუსის წყალობით, ი. კალმანის გამოთქმით, ოპერეტა იქცა “მსუბუქ სიცოცხლის სავსე, მახვილგონივრულ, მორთულ-მოკაზმულ მკაფიოდ უღერად მუსიკალურ კომედიად.

08fa160dd20e

შტრაუსის თეატრალურ ნაწარმოებებში, მის საკონცერტო პიესებში, განუჩევლად მეფობის ცეკვის სტიგია, რომელიც წარმოდგენილია ვალსის, პოლკის, გალოპის, ჩარდაშის მრავალფეროვან გამოჩენაში. სიტყვის წუსტი მნიშვნელობით ეს საცეკვაო ოპერატებია. სწორედ ცეკვის სული, ხასიათი გადმოცემს დგესასწაულობის შეგრძნებას, გრძნობების რომანტიულ აღმავლობას. ასეთია შტრაუსის ერთერთი საუკეთესო ქმნილება “ღამურა”(1874). ცეკვის დასასწყისი გამსჭვალავს პარტიტურის ყველა ნომერს, დაწყებულს უვერტიურიდან, რომელშიც უბადლო სიმსუბუქითაა გაერთიანებული ოპერეტის ძირითადი თემები.
ასევე შტრაუსის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვს მიეკუთვნება “ბოშათა ბარონი”(1885) პრემიერის მეორე დღეს დღეს კომპოზიტორს სამოცი წელი შეუსრულდა. მაინც მსოფლიოს მუსიკალურ-თეატრალურ მემკვიდრეობაში ბევრი არ მოიძებნება ნაწარმოებები, რომლებშიც ასეთი უშუალობითაა ხოტბა შეთქმული ახლგაზრდული გრძნობებისთვის ჭაბუკური მგძნობებისთვის. ეს გრძნობები არაჩვეულებრივად არის გადმოცემული მთავარი გმირის ცნობილ მელოდიურ კუპლეტებში.

95f16d22c6b0
ლურჯი დუნაის ვალსი

“ბოშათა ბარონის” მუსიკაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია თავისუფლებისმოყვარე განწყობამ. ამით გამსჭვალულია სიმღერები, ლირიკურ-დრამატული სახეები. შტრაუსმა ეს ნაწარმოებები ჩაიფიქრა როგორც ოპერა. თავდაპირველმა სერიოზულმა ჩანაფიქრმა თავისი კვალი დატოვა I აქტის ფინალისა და II აქტის ტერცეტრის ხასიათზე. მადრამ აქც შრტაუსი უფრო გვატყვევებს განუმეორებული ელეგიური გუთადობის შეთახმებით რომანტიკასთან და ცეცხლოვან ტემპერანტებთან, ვიდრე თეატრიული დრამატურგიული ფორმების სრულყოფილებით. ამიტომ მისი ოპერეტების ისტორიული მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა მის მუსიკაშია. სწორედ როგორც შეუდარებელმა მუსიკოსმა, შთაგონებულმა მომღერალმა ავსტრიელ ხალხსა იოჰან შტრაუსმა მოახდინა დიდი გავლენა იმ კომპოზიტორებზე, რომლებიც მიმართავდნენ ვენურ სასიმღერო-საცეკვაო სტიგიას მის კვალდაკვალ მალერიდან დაწყებული რიჰარდ შტრაუამდე და მორის რაველით დამთავრაბული

43b84d8d716e

შტრაუსმა შექმნა 168 ვალსი, 117 პოლკა, 73 კადრილი, 43 მარში, 31 მაზურკა, 15 ოპერატა, კომიკური ოპერა და ბალეტი. მან გააკეთა საცეკვაო მუსიკასთან ის, რაც მოგვიანებით მერშვინმა გააკეთა ჯაზთან: ასწია სიმფონიურ მწვერვალამდე. მის შემოქმედებაში შედის :

1.ინდიგო და ორმოცი ქურდი (1871)
2.კარნავალი რომში (1873)
3.ღამურა(1874)
4.კადიოსტრო ვენაში(1883)
5.პრინცი (უფლისწული) მეთურალემი (1877)
6.დედოფლის მარქმანიანი ცხვირსახოცი(1880)
7.მხიარული ომი (1881)
8.ღამე ვენეციაში(1883)
9.ბოშათა ბარონი(1885)
10.სიმპლიციური (1887)
11.რაინდი პაშმანი(1892)
12.პრინცესა ნინეტა(1893)
13.ვაშლის დღესასწაული(1894)
14.გონების ქაღმერთი (1895)
15.კონკია (1899)
16.ვენური სისხლი (1899)
17.ცნობილი ვალსები
18.სიყვარულის სიმღერები (1852)
19.მშვენაირი ცისფერი დენაი (1867)
20.მსახიობის ცხოვრება(1867)
21.ვენის ტყის ზღაპრები(1868)
22.ღვინო, ქალები და სიმღერები (1869)
23.ათას ერთი ღამე(18710
24.ვენური სისხლი (1873)
25.კადიოსტრო(1875)
26.მშვენიერი მაისი(1877)
27.ვარდები სამხრეთიდან(1880)
28.კოცნა (1881)
29.გაზაფხულის ხმები (1883)
30.ლაგუნა (1883)
31.ვენელი ქალები (1886)
32.საიმპერატორო ვალსი (1888)

იოჰან შტრაუსის ცხოვრებასა და მელოდიებს მიეძღვნა პოპულარული ამერიკული ფილმი “დიდი ვალსი”(1938წ). რომლის სიუჟეტს არა აქვს ბევრი საერთო კომპოზიტორის რეარულ ცხოვრებასთან.
ვალსი-“მშვენაირი ცისფერი დუნაი” კინო რეჯისორმა სტენლი კობრიკმა გამოიყენა ფილმში “2001 კოსმოსური ოდისეა”
საბჭოთა კავშირში გადაღებულია ფილმი “დამშვიდობება პეტერბურგთან” (1971)

25cbbdd15fd2

Back to top button