არქივი

კარლ ფრიდრიხ გაუსი

200px Carl Friedrich Gauss

კარლ ფრიდრიხ გაუსი მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოდეზისტი და ფიზიკოსი.კარლ ფრიდრიხ გაუსი დაიბადა 30 აპრილის, 1777 წელს, ბრაუნშვაიგი (გერმანიაში. გერმანელი მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოდეზისტი და ფიზიკოსი.

წარმოშობით ღარიბი ოჯახიდან იყო, მაგრამ სკოლის პედაგოგები იმდენად აღფრთოვანებულნი იყვნენ პატარა გაუსის ნიჭით, რომელსაც მომავალი მეცნიერი მათემატიკასა და ლინგვისტიკაში ავლენდა, რომ მათ ბრაუნშვაიგის ჰერცოგს მიმართეს თხოვნით დაეფინანსებინა გაუსის მომავალი სწავლება. ჰერცოგმა დააკმაყოფილა პედაგოგთა თხოვნა და გამოყო სახსრები გაუსის მომავალი განათლებისათვის კაროლინუმის კოლეჯში, ამჟამად ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტი), სადაც ის 1792-95 წლებში სწავლობდა. კოლეჯში ყოფნის პერიოდში გაუსმა დამოუკიდებლად ხელმეორედ აღმოაჩინა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორემა. 1795–1798 წლებში გაუსი სწავლობდა გეტინგენის უნივერსიტეტში.

სიცოცხლის პერიოდში გაუსი “მათემატიკოსთა პრინცის” ტიტულით იყო დაჯილდოებული. გადმოცემის თანახმად, სკოლაში მათემატიკის ერთ–ერთ გაკვეთილზე, მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა გამოეთვალათ ყველა რიცხვთა ჯამი 1–დან 100–მდე. პატარა გაუსმა შეამჩნია, რომ სხვადასხვა ბოლოდან აღებული ყველა წყვილის ჯამი ერთნაირია: 1+100=101, 2+99=101 და ა.შ. და მომენტალურად მიიღო საბოლოო შედეგი – 50×101=5050, რითაც მასწავლებლის გაოცება გამოიწვია.

Gauss Statue

გაუსის ქანდაკება ბრაუნშვაიგში

1796 წელი გაუსისთვისაც და რიცხვთა თეორიისთვის ყველაზე პროდუქტიული წელიწადი იყო. ამ პერიოდში აღმოაჩინა მან ჰეპტადეკაგონის აგების წესი (30 მარტს). ხოლო მისი განთქმული კვადრატული ურთიერთდამოკიდებულების კანონი აღმოაჩინა 8 აპრილს. ეს მარტივი კანონი მათემატიკოსებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ ნებისმიერი კვადრატული განტოლების ამოხსნადობა მოდულურ არითმეტიკაში. მარტივ რიცხვთა თეორემა, ამოხსნილი 31 მაისს საშუალებას იძლევა განისაზღვროს თუ როგორ არის მარტივი რიცხვები განაწილებული რიცხვთა წრფეზე.

1799 წელს ჰელმშტედტის უნივერსიტეტში 22 წლის მათემატიკოსი დოცენტურას ღებულობს ბრაუნშვაიგში, 1807 წელს – მათემატიკისა და ასტრონომიის კათედრა და ასტრონომიის ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობა გეტინგენის უნივერსიტეტში. ამ თანამდებობაზე იყო სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე.

250px 10 DM Serie4 Vorderseite

გერმანული 10-მარკიანი გაუსის გამოსახულებით.

1989-2001 წლებში მისი პორტრეტი და ნორმალური განაწილების მრუდი გამოსახული იყო გერმნაულ ათ-მარკიან ბანკნოტზე. გერმანიამ ასევე გამოუშვა გაუსისადმი მიძღვნილი სამი საფოსტო მარკა. პირველი მარკა გამოიცა 1955 წელს მისი სიკვდილიდან 100 წლის თავზე, დანარჩენი ორი კი 1977 წელს, მისი დაბადების 200 წლისთავთან დაკავშირებით.

ვალდო დუნინგტონი მრავალი წლის განმავლობაში გაუსის მოწაფე იყო. მას ეკუთვნის გაუსზე დაწერილი მრავალი სტატია და ბიოგრაფია: “კარლ ფრიდრიხ გაუსი: მეცნიერები ტიტანი”. ეს წიგნი ხელმეორედ გამოიცა 2003 წელს, პირველი გამოცემიდან 50 წლის შემდეგ.

ასევე მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაერქვა გაუსის სახელი, ისევერ როგორც ასტეროიდს 1001 გაუსია.

150px Gauss stamp

გაუსის გარდაცვალების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემული საფოსტო მარკა

კანადის საშუალო სკოლებში ყოველწლიური ეროვნული კონკურსი (ოლიმპიადა) მათემატიკაში, რომელსაც მათემატიკასა და გამოთვლით მეცნიერებაში განათლების ცენტრი უძღვება გაუსის სახელს ატარებს.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button