უცნაური

ანტონიო გაუდი

6fb5a8250f5c

ანტონიო გაუდი ი კორნეტი(Antoni Gaudí i Cornet; *25 ივნისი, 1852, რეესი, ტარაგონის მახლობლად ― გ. 10 ივნისი, 1926, ბარსელონა), კატალონიელი არქიტექტორი, ცნობილი მისი უნიკალური სტილითა და ზედმიწევნით ინდივიდუალისტური პროექტებით.

ბიოგრაფია
ბავშვობა

გაუდი დაიბადა ტარაგონას რეგიონში, კატალონია, 1852 წელს. ზუსტი დაბადების ადგილი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დაბადებიდან მეორე დღეს ქალაქ რეუსში მონათლეს. მისი მშობლები ფრანსესკ გაუდი სერა და ანტონია კორნეტ ბერტრანი ლითონის მჭედლების ოჯახებიდან იყვნენ წარმოშობით.

ხუთი შვილიდან ყველაზე უმცროსი გაუდი ბავშვობაში თანატოლებთან თამაშს გაურბოდა იშიაზის გამო (ზოგიერთი ცნობით ხელის კიდურების ართრიტი ჰქონდა და თამაში არ შეეძლო). ავადმყოფობის გამო ფეხით იშვიათად დადიოდა და სახლიდან გასვლისას ვირით მგზავრობდა ხოლმე. შინ ხშირად ყოფნის გამო გაჩენილ თავისუფალ დროს ბუნებაზე დაკვირვებას უთმობდა. სწორედ ამ ფაქტს მიაწერენ მის მკვეთრად ჩამოყალიბებულ ბუნების დაკვირვებისა და ანალიზის უნარს.

უმაღლესი განათლება

ბარსელონაში არქიტექტურის უმაღლეს სკოლაში (Escola Tècnica Superior d’Arquitectura) სწავლისას 1873-77 წლებში გაუდის მხოლოდ საშუალო ნიშნები ჰქონდა. ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ 1878 წელს არქიტექტორის წოდება მიენიჭა. გაუდის დიპლომის ხელმოწერისას ელის როგენტს უთქვამს “Qui sap si hem donat el diploma a un boig o a un geni: el temps ens ho dirà” (“ვინ იცის ამ დიპლომს სულელს ვაძლევთ თუ გენიოსს: დრო გვიჩვენებს). ახალგაზრდა არქიტექტორმა უმალ დაიწყო პროექტებზე მუშაობდა და ამ სკოლასთან კავშირში დარჩა მთელი მისი ცხოვრება.

ადრეული კარიერა

ევროპაში ამ პერიოდში ნეოგოტიკური სტილი ყვაოდა და ახალგაზრდა გაუდი აღფრთოვანებით აკვირდებოდა ნეოგოტიკის ენთუზიასტების, ფრანგი არქიტექტორისა და მწერლის ვიოლე ლე დიუკის (XIX ს. გოტიკური ტაძრების უმნიშვნელოვანესი რესტავრატორი, მას ეკუთვნის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის პროექტი) და ინგლისელი კრიტიკოსის და ხელოვნებათმცოდნის ჯონ რასკინის, იდეებს. მათ მიერ გამოქვეყნებული დეკლარაცია “დეკორატიულობა — არქიტექტურის საწყისი” სრულიად შეესაბამებოდა გაუდის საკუთარ ჩანაფიქრებსა და წარმოდგენებს, რომელიც მის შემოქმედებაში მოგივანებით სრულიად განუმეორებელ იერს იძენს.

ადრეული შემოქმედების პერიოდში, რომელზეც გავლენას ბარსელონის არქიტექტურა და ასევე ესპანელი არქიტექტორი მარტორელი ახდენს, შენდება მისი პირველი, უხვად დეკორირებული, ადრეულ მოდერნთან დაკავშირებული, მისი პროექტები: “სტილისტური ტყუპები” – მორთული ვისენსის სახლი (ბარსელონა) და უჩვეულო “ელ კაპრიჩო” (კომილიასი, კანტაბრია); ასევე კომპრომისული ფსევდობაროკოს სტილის კალვეტის სახლი (ბარსელონა) – ერთადერთი შენობა, რომელიც მისი სიცოცხლის პერიოდში ქალაქელებმა მიიღეს და შეიყვარეს. ასევე რამდენიმე პროექტი მკაცრი გოტიკურ, თითქმის ციხე-კოშკისმაგვარ, სტილში: წმინდა ტერეზის მონასტრის სკოლა (ბარსელონა), ტანჟერში ფრანცისკანელების მისიის შენობის განუხორციელებელი პროექტი; ნეოგოტიკური საეპისკოპო სასახლე ქალაქ ასტროგში (კასტილია ი ლეონი), ბოტინესის სახლი (ლეონი).

თუმცა ახალგაზრდა არქიტექტორის ჩანაფიქრებისთვის გადამწყვეტი გამოდგა მისი შეხვედრა ეუსები გუელთან (Eusebi Guell Bacigalupi), რომელმაც მისი არჩევანი გაუდიზე შეაჩერა, თუმცა ამ უკანასკნელს ჯერ საკმარისი პროფესიული გამოცდილება არ ჰქონდა, და რომელიც მოგვიანებით მისი ახლო მეგობარი და მფარველი გახდა.

ამ ტექსტილის მაგნატს, კატალონიის უმდიდრეს ადამიანს, რომლისთვისაც ესთეტიკა უცხო არ იყო, შეეძლო საკუთარი თავისთვის ნებისმიერი ოცნების ასრულება, გაუდიმ კი ის მიიღო სანაცვლოდ, რაზეც ნებისმიერი ხელოვანი ოცნებობს — თვითგამოხატვის თავისუფლება ფასთაღრიცხვაზე შეხედვის აუცილებლობის გარეშე.

ანტონიომ გუელის ოჯახისთვის შეასრულა სააგარაკო სახლის პავილიონის პროექტი ბარსელონასთან; ღვინის სარდაფი გარაფში; გუელის კოლომის (სანტა კოლომა დე სერველიო) სამრეკლო და აკლდამა; ფანტასტიური პარკი გუელი (ბარსელონა).

მალე გაუდი გამოდის XIX საუკუნის ეკლექტიზმის ჩარჩოებში დომინირებული ისტორიული სტილების ზეგავლენიდან, ომს უცხადებს სწორ ხაზებს და სამუდამოდ სახლდება მრუდი ზედაპირების სამყაროში, საკუთარი, უშეცდომოდ ცნობადი სტილის ჩამოსაყალიბებლად.

ფაბრიკანტის სახლი ბარსელონაში “Palau Güell” – ნამდვილი სასახლე – იყო ხელოვანის საჩუქარი მეცენატისთვის. მისი დამთავრების შემდეგ გაუდი-ი-კორნეტი უკვე აღარ იყო უსახელო მშენებელი. პირიქით, ის მალე ყველაზე მოდური არქიტექტორი გახდა ბარსელონაში — “პრაქტიკულად ხელმიუწვდომი ფუფუნება”. ბარსელონის ბურჟუაზიისთვის გაუდი აშენებდა ერთმანეთზე უჩვეულო სახლებს, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული ალბათ ეს ორია: სივრცე, რომელიც იბადება და ვითარდება, ფართოვდება და მოძრაობს, როგორც ცოცხალი მატერია — მილას სახლი; ცოცხალი მთრთოლვარე არსება, სიზმარეული ფანტაზიის ნაყოფი — ბატლოს სახლი.

შემკვეთებს, რომელბიც მზად იყვნენ მშენებლობაზე ნახევარი ქონება დაეხარჯათ, სწამდათ არქიტექტორის გენიალობის, რომელიც სრულიად ახალ გზას იკვლევდა არქიტექტურაში.

4dcd10bc4b09

გაუდის სამუშაო მაგიდა საგრადაში

საინტერესო ფაქტები

ბავშვობა გაუდიმ ზღვაზე გაატარა. შთაბეჭდილებები პირველ არქიტექტურულ გამოცდილებებზე მას მთელი ცხოვრება გაჰყვა. სწორედ ამიტომ თითქმის ყველა მისი შენობა ქვიშის კოშკებს ჰგავს.

რევმატიზმის გამო გაუდის ბავშვებთან თამაში არ შეეძლო, ამიტომ ხშირად მარტო რჩებოდა. მის ყურადღებას დიდი ხნით იპყრობდნენ ღრუბლები, ლოკოკინები, ყვავილები… მას სურდა ისევე ეშენებინა, როგორც ამას ბუნება აკეთებდა. საუკეთესო ინტერიერად ცა და ზღვა მიაჩნდა, ხოლო იდეალურ სკულპტურულ ფორმებად – ხე და ღრუბლები.

გაუდის ერთ თვალში ახლომხედველობა სჭირდა, მეორეში კი შორსმხედველობა, თუმცა სათვალეს არ ატარებდა, მისი თქმით “ძველი ბერძნები სათვალეს არ ატარებდნენ”.

ქათმის კვერცხი მისთვის სრულყოფილების განსახიერება იყო და მისი ფენომენალური ბუნებრივი სიმყარის გამო ერთი პერიოდი ჯიბით დაჰქონდა უმი კვერცები, რომელსაც შემდეგ საუზმისთვის იყენებდა.

წყარო: ვიკიპედია

Targmne.com
Back to top button