გასართობისაკითხავისასარგებლო

რას ვგულისხმობთ სინამდვილეში?

უცნაურზე დაიდო ძალიან მაგარი პოსტი ხუმრობებთან დაკავშირებით, რომელმაც შთაგონება მომცა, ამეტვირთა პოსტი იმის შესახებ, რას ვამბობთ სინამდვილეში ამა თუ იმ ფრაზის წარმოთქმისას.

ფსიქოლოგიაში საგულდაგულოდ იკვლევენ სასაუბრო ენას, ანუ რას და როგორ ეუბნებიან ადამიანები ერთმანეთს. ამ თემაზე კითხვისას რამდენიმე ისეთ მაგალითს წავაწყდი, რამაც ძალიან გამახალისა და მინდა, თქვენც შემოგთავაზოთ.

ჭორაობა:
დიალოგი ბიჭსა და გოგოს შორის.

ბიჭი: “რა ლამაზი და მოწესრიგებული გოგოა ანა” (კომპლიმენტი მესამე მხრიდან, რომ გოგომ გადასცეს ანას ბიჭის ნათქვამი).
გოგო: “ჰო… (ღიმილი) რა ვიცი” (მითითება).
ბიჭი: “და რა იყო რო?” (სატყუარა გადაყლაპულია).
გოგო: “არ მინდა ჭორაობაში ჩამეთვალოს და…” (შემდეგ ეუბნება ჭორს).

ჭორიკანათა საყვარელი ფრაზაა, ასევე: “ცუდად არ გამიგოთ და…” რაც სინამდვილეში ნიშნავს: “ვიცი, არ მოგეწონებათ, რასაც გეტყვით, მაგრამ არ მაინტერესებს”.

დაინტერესება:

“იცით რა მითხრა მერე იმან?” – მოსაწყენი კლიშე მაშინ, როდესაც მეორე მოსაუბრე აშკარად მოწყენილია. ამ კითხვას აუცილებლად მოჰყვება “არა, რაო?”, რაც საუბრის გაგრძელების გარანტია.

პოპულარული ფრაზები:

“ძალიან ხომ არ შევტოპე?” სინამდვილეში ნიშნავს – “კი ვიცი, რომ შევტოპე, მაგრამ არ მაინტერესებს”.
“ბევრს ვლაპარაკობ, ხო?” სინამდვილეში ნიშნავს – “ვიცი, რომ ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ გეხვეწებით, მითხარით, რომ ეს ასე არაა”.
ქალი: “არ შემიძლია ესეთ ფორმაში გამოსვლა”. სინამდვილეში ამბობს – “გამოწყობა მეზარება”.
პანაშვიდებსა და გასვენებებში ხშირად გაიგონებთ ფრაზას: “არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა ამ დროს”, რაც სინამდვილეში ნიშნავს – “არ მინდა ამაზე ლაპარაკი”.
თუ კამათის დროს მოსაუბრე გეუბნებათ: “მორჩეს ამაზე ლაპარაკი” ან “თემა დახურულია”, სინამდვილეში ამბობს: “ვეღარ ვაკონტროლებ სიტუაციას”.

თუ დაგაინტერესებთ ეს თემა, შემიძლია, უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. უამრავი ნიუანსია კიდევ.

პოსტი კი ავტვირთე, რაც სინამდვილეში ნიშნავს:”აუ, მითხარით, რომ მოგეწონათ და დაწერეთ ბევრი და კარგი კომენტარი, რომ ჩემი თვითდამკვიდრების საქმეში თქვენც შეიტანოთ მცირე წვლილი და დამიკმაყოფილოთ ეგოისტური მისწრაფებები”.

წყარო: წიგნი “სასაუბრო ენა”.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close