არქივი

სომხების გენოციდი

ebhlo

სომხების გენოციდი — 1915—1918 წლებში ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის განადგურება. სხვადასხვა წყაროს მიხედვით ამ წლებში რამდენიმე ასეული ათასიდან ორ მილიონამდე სომეხი დაიღუპა.

m2z8l
გენოციდის მსხვერპლი 21 წლის გოგონა.

„სომხების საკითხის“ წარმოშობა 1877—1878 წ.

ოსმალეთის იმპერია, რომელმაც თითქმის 500 წელი იარსება, ატარებდა თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების ასიმილაციის პოლიტიკას. სომხების გარდა ოსმალეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ქართველები, ბერძნები, ბულგარელები, სერბები, ხორვატები, ქურთები და არამუსლიმანური აღმსარებლობის სხვა ხალხები. მათი ასიმილაციის — ანუ გათურქებისა და ისლამზე გადაყვანის, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ფიზიკური განადგურების იდეა, ოსმალეთის იმპერიის სულთნებში ყოველთვის არსებობდა და რეგულარულად ხორციელდებოდა.
1895—1896 წლებში თურქი სულთნის მიერ პროვოცირებულ იქნა სომხური მოსახლეობის განადგურება, რის შედეგადაც, სხვადასხვა შეფასებით, დაიხოცა 100-დან 200 ათასამდე სომეხი. მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების პროტესტმა შეძლო ბოლო დაედო გენოციდს .
1907 წელს “ახალაზრდა თურქებმა” ჩაიგდეს თურქეთის ხელისუფლება ხელში. “ახალგაზრდა თურქების” პარტია ოფიციალურად პანთურქიზმის (პანთურქიზმი — პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ყველა თურქი ხალხის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას ისახავდა მიზნად) იდეოლოგიის იყო, ან „დიდი თურანის“ თეორიის. პანთურქისტების მიზანი იყო თურქული იმპერიის შექმნა ბალკანეთიდან ალტაიმდე.
არამუსულმანი ხალხის განადგურების იდეა ოსმალეთის იმპერიის თურქ სულთნებსა და შემდეგ მათ შემცვლელებად მოსულ “ახალგაზრდა თურქ” მმართველებს დიდი ხანია გააჩნდათ. სომხები “ახალგაზრდა თურქებში” იწვევდნენ ზიზღს იმის გამო, რომ სომხებით დასახლებული დასავლეთ სომხეთი ყოფდა თურქულ ტერიტორიებს აზერბაიჯანისგან.

cugko
ხალხი, რომელთა ახლობლებიც გენოციდმა იმსხვერპლა !

1909 წ.

1-დან 4 და 12-დან 14 აპრილამდე თურქი მმართველები ორგანიზებას უწევდნენ სომხების მასობრივ განადგურებას. ვილაიეთებში – ადანა და ალეპო, “ახალგაზრდა თურქების” 1908 წლის გადატრიალებას არ შეუცვლია თურქეთში მცხოვრები სომხების მდგომარეობა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ კილიკიის მოსახლე სომხები, რომლებმაც შეძლეს წინააღმდეგობა გაეწიათ 1890-იანი წლების განადგურებისათვის. რეაქციული თურქული შენაერთები კილიკიის სომხებს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მათ სურდათ გამოესახლებინათ თურქები თავიანთი ტერიტორიიდან და აღედგინათ „სომხური სამეფო“.
„სომხური საკითხის“ საბოლოოდ გადასაწყვეტად 1909 წლის 31 მარტს, ადანის ვალის ხელმძღვანელობით ჩატარდა გუბერნიის სხდომა, რომელზეც მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება : სომხები უნდა გაენადგურებინათ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მუსულმან მოსახლეობას დაურიგეს დიდი რაოდენობის იარაღი და ტყვია-წამალი, ციხეებიდან გამოუშვეს 500-მდე თურქი დამნაშავე.
1 აპრილს რუმელიდან ე.წ. „წესრიგის დასამყარებლად“ მოსულმა თურქების არმიამ დაიწყო სომხების განადგურება ადანის ქუჩებში. ეს პროცესი 3 დღე გრძელდებოდა და თავისი მასშტაბით პირველ განადგურებას აღემატებოდა. დაიხოცა დაახლოებით 30.000 ადამიანი, მათ შორის 20.000-ზე მეტი ადანის ვილაიეთში მცხოვრები. სომხებით დასახლებული ათობით პუნქტი დაანგრიეს და გადაწვეს. “ახალგაზრდა თურქების” ხელისუფლების გამოძიება იყო ფორმალური, რადგან მთავრობა ცდილობდა დაეწყნარებინა ევროპული საზოგადოება, შეემსუბუქებინა სომხების პროტესტი და თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისათვის. განადგურების მეთაურებმა და მონაწილეებმა თავი დააღწიეს სასჯელს.

lsrhc
გენოციდის მსხვერპლი ბიჭუნა.

I მსოფლიო ომის პერიოდი

1914 წლის აგვისტოში თურქეთის I მსოფლიო ომში ჩაბმამ, “ახალგაზრდა თურქების” აზრით, მისცა მათ უნიკალური შანსი „სომხური საკითხის“ საბოლოოდ გადასაწყვეტად – სომხების საბოლოოდ გასანადგურებლად. გენოციდის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ტალაატ ფაშას მოთხოვნით სიტყვა „სომეხიც“ კი სამუდამოდ უნდა გამქრალიყო.
სამხედრო პოზიციის გამო მიღებული შეთანხმებით თურქეთის მთავრობამ ციხეებიდან გამოუშვა ყაჩაღები და მკვლელები. ამავდროულად დაიწყო სომეხი მოსახლეობის დეპორტაცია თურქეთის აღმოსავლეთი ვილაიეთიდან ქვეყნის სიღრმეში, სირიის უდაბნოს გავლით. სომეხი ჯარისკაცები გარიცხეს ჯარის რიგებიდან და შემდეგ დახვრიტეს.

w0d8n
დევნაში მყოფი დედა-შვილი.

24 აპრილი 1915 წ. ტრაგიკული თარიღი.

I ნაწილი

სომეხი მოსახლეობის გენოციდის დღედ მიჩნეულია 1915 წლის 24 აპრილი, როცა “ახალგაზრდა თურქმა” მმართველებმა, რომელთა შორის მთავარ როლს ასრულებდნენ ტალაატ ფაშა, ენვერ-ფაშა და ჯემალ-ფაშა, ბრძანეს შეეკრიბათ მთელი სომხური ინტელიგენცია სტამბულში და გადაესახლათ. უმრავლესობა იმავე დღეს დახოცეს.
1914 წლის 24 აპრილი – ეს თარიღი იკავებს მნიშვნელოვან ადგილს არა მარტო სომხების გენოციდის ისტორიაში, არამედ მთლიანად სომეხი ხალხის ისტორიაში. სწორედ ამ დღეს დაიწყო კონსტანტინეპოლში სომეხი ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება (დაჭერა), რამაც გამოიწვია სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა მთელი პლეადის მთლიანი განადგურება. დაკავებულთა სიაში მოხვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა და პროფესიის ხალხი: მწერლები, მსახიობები, მომღერლები, მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, პოლიციელები და რელიგიური ლიდერები; ერთადერთი ფაქტორი, რომლითაც ისინი ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი იყო — ეროვნება და საზოგადოებრივი მდგომარეობა. გამოჩენილი სომეხი მოღვაწეების დაკავება გრძელდებოდა პატარა შესვენებებით მაისის ბოლომდე, ამასთან ერთად დაკავებულებს არავითარ ბრალდებას არ უყენებდნენ.

ndm21
განწირული ოჯახები.

I მსოფლიო ომი და სომხური გენოციდი თურქეთში

II ნაწილი

სომხური მოსახლეობის განადგურება გრძელდებოდა 1918 წლის სექტემბრამდე. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაიღუპა 1,5მილიონზე მეტი სომეხი. დანარჩენი ნაწილი გაიქცა ან გადასახლებული იყო თურქების მიერ მესოპოტამიაში, ლიბანში და სირიაში უდაბნოს გავლით, სადაც ბევრი მათგანი შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა.1 მილიონზე მეტი ლტოლვილი სომეხი გაიფანტა მთელს მსოფლიოში.

2a81p
ერთ-ერთი ნახატი შესრულებული აშშ-ში. სოლიდარობის გამოსახატად.

შურისძიება

გენოციდმა შედეგად ის მოიტანა, რომ სხვადასხვა სომხური ორგანიზაციები, მიუხედავად განსხვავებული აზროვნებისა, გაერთიანდნენ ერთი მიზნით — გენოციდის ყველა ორგანიზატორი უნდა დასჯილიყო.

შაან ნატალი (ფსევდონიმი საყვარელი ქალის პატივსაცემად) და გრიგორ მერჩანოვი შეუდგნენ შურისძიების განხორციელებას. შედგა სომეხთა გენოციდის ორგანიზატორების 80 კაციანი ე. წ. „შავი სია“ – . დაიწყო მოსამზადებელი სამუშაო- დევნა, თვალთვალი, ინფორმაციის შეკრება, იარაღის მოძიება, რის შემდეგაც შურისძიების დრო მოვიდა.

ტალაატ-ფაშა მოკლული იყო სოგომონ ტეილერიანის მიერ ბერლინში, 1921 წლის 16 მარტს (ბერლინის სასამართლომ იგი გაამართლა).
ენვერ-ფაშა მოკლული იყო 1922 წელს თურქისტანში წითელი კამანდირების აკოპონ (იაკოვ) მელკუმოვისა და გეორგი აგაბეკოვის მიერ.
ჯემალ-ფაშა მოკლული იყო1922 წლის 25 ივნისს ტიფლისში: სტეპან ცახიკიანისა და პეტროს ტერ-პოგოსიანის მიერ.
შერიკ-ბეი მოკლული იყო 1922 წლის 17 აპრილს არამონ ეკრანიანომისა და შირაკიანომის მიერ.

სულ რაღაც 3 წლის განმავლობაში მოიკლა 80-მდე გენოციდის ორგანიზატორი. ასევე, რამდენიმე დაბალი რანგის ათასამდე გენოციდის მონაწილე.

აღიარება

ჯერ კიდევ გენოციდის წლებში (1918–1923) მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც სომხურ გენოციდს ასამართლებდა. აშშ-მ სამჯერ (1916,1919,1920) მიიღო მსგავსი რეზოლუციები, თუმცა ოსმალეთის იმპერიის ქმედების შეჩერება ვერ მოხერხდა. 1915 წელს, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა გამოსცეს ერთიანი დეკლარაცია, რომელიც ასევე სომხების განადგურებას ასამართლებდა.
სომხების გენოციდი აღიარებულია და გასამართლებულია ბევრი ქვეყნისა და საერთაშორისო ორჰანიზაციების მიერ. პირველმა, ოფიციალურად, ურუგვაიმა აღიარა და გაასამართლა სომხების გენოციდი (1965 წ.). 1984 წელს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა, 1987 წელს – ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა, გაერომ დისკრიმინაციის შეწყვეტისა და ეთნიკური უმცირესობების დასაცავად, მსოფლიო ეკლესიათა კავშირმა და ა. შ.
სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარეს და გაასამართლეს საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ბელგიამ, შვედეთმა, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, არგენტინამ (2 კანონი,5 რეზოლუცია), ვენესუელამ, კანადამ (1996,2002,2004), ვატიკანმა, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდის ისტორიული ფაქტის უარყოფისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. (ჯარიმის სახით −45ათასი ევრო და 1წლამდე თავისუფლების აღკვეთა). აშშ-ის 50 შტატიდან 40-მა ოფიციალურად აღიარა და გაასამართლა სომხების გენოციდი. ასევე, 24 აპრილი დააწესეს სომეხი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღედ.
ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს უელსმა და ავსტრალიამ. 1970-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული 24 აპრილს, ყოველ წელს, ამერიკის პრეზიდენტები გამოდიან სატელევიზიო მიმართვით ამერიკელი სომხებისადმი.
სადაზღვევო კომპანია New York Life-მა დაიწყო 1915 წელს სომხური გენოციდის დროს დაღუპულთა ნათესავებისათვის კომპენსაციის გადახდა (საერთო თანხა კომპენსაციისა დაახლოებით 8 მილიონი დოლარია).
დღევანდელი თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ისტორიულ ფაქტს სომეხთა გენოციდის შესახებ.

nskn7
სოლიდარობის პლაკატი.

წყარო : WIKIPEDIA.ORG BY ZOE

ZOE

MY SPIRIT iS ZOE !!!

მსგავსი ამბები

Back to top button