გასართობისაკითხავისასარგებლო

აკაკის ნაკვესები

მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო მომენტი აკაკის ცხოვრებიდან

აკაკიმ ჯერ კიდევ სიჭაბუკის წლებში მიიპყრო საზოგადოების ყურადღება თავისი მახვილი ენითა და სიტყვა პასუხით. მე გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს.

1. ერთი ნაცნობი შეეკითხა აკაკის:
– როგორ მოვიქცე, რომ არც მწვადი დავწვა და არც შამფურიო?
– ეგ ქუთაისის ბანკს უნდა ჰკითხოთ, რომელიც ამდენი ხანია კიდეც მაძლევს პენსიას და არც მაძლევსო!

2. აკაკი ერთხელ ”ივერიის” რედაქციაში შევიდა და მაგიდასთან დაჯდა. ხელში ხელის მომწერთა სია ჩაუვარდა. გადაშალა და სწორედ ისეთ გვარებს წააწყდა, რომლებიც ”ძ”-ით იწყებოდა.
– ძილამდე ჩასულა ”ივერიის” რედაქციაო,-იხუმრა აკაკიმ.

3.”დროების” რედაქციაში ერთხელ ამ გაზეთის თანამშრომლები შეყრილიყვნენ და რაღაცაზედ ლაპარაკობდნენ. იქ იყო იონა მეუნარგიაც, რომელიც ”ლელოს” ფსევდონიმით წერდა ”დროებაში”.
ამ დროს რედაქციაში შემოვიდა აკაკი და შეუტია მეუნარგის:
– სუ, ლელო!

4. ერთმა პედაგოგმა, რომელიც პოეტობასაც ჩემობდა, ახლო სოფელში მიმავალ აკაკის ერთი კვიმატი ცხენი ათხოვა და თანაც ლექსების რვეული გაატანა: ”თუ მოგეწყინოს, ამაღამ ეს გადაიკითხეო”. მეორე დღეს უკან დაბრუნებულ აკაკის ჰკითხა:
– რამე როგორ გაატარეო?
– რა გითხრა, ძმაო, დღე შენმა ცხენმა დამტანჯა და ღამე კიდევ ლექსებმაო,- მიუგო აკაკიმ.

5. ერთმა ახალგაზრდა ქართველმა ინჟინერმა ხუმრობით ჰკითხა ნაავადმყოფარ აკაკის:
– ასე მალე როგორ დაბრუნდით საიქიოდანო?
– შენი გაკეთებული გზა რომ ყოფილიყო, დღესაც იქ ვიქნებოდიო,- მოუჭრა სიტყვა აკაკიმ.

6. საბანკო არჩევნების დროს ზოგიერთი კენჭოსანი ყვიროდა:”კენჭი მოგვეცით, კენჭი! კენჭმა უნდა გაგვასწოროსო”!..
– ნეტავი თქვენ გასწორდებოდეთ და ვინ ოხერი, ან ლოდს და დაიშურებს თქვენთვისო,- მიაძახა აკაკიმ.

7. ერთი ახალგაზრდა ქართველი კოხტაობით სათვალეს ატარებდა და ხანდახან შუბლზე იდებდა ხოლმე.
– ბატონო აკაკი, რა მიზეზია, რომ ის ყმაწვილი შუბლზე იდებს ხოლმე სათვალეს და არა თვალზეო?
– იმიტომ, რომ ჭკუით არის ბეცი და არა თვალებითო!- მიუგო აკაკიიმ.

იმედია ცოტა მაინც დაგაინტერესათ და წაიკითხეთ

წყარო: წიგნი ”აკაკი ნაკვესები” და ჩემი ხელები

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close