სასარგებლოსურათებიუცნაური

მამონტის გამოქვაბული

აშშ-ში შტატ კენტუკში, არის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოქვაბული. მისი სიგრძე დარბაზებიან-დერეფნიანად არის 341 კმ.

ის შედგება ორი გამოქვაბულისგან, რომელთა ისტორია ასეთია: ეს გამოქვაბული აღმოჩენილ იქნა მონადირის მიერ, რომელიც დაჭრილ დათვს მისდევდა. შეიქმნა გამოქვაბულის გეგმა, რომლის მიხედვითაც მისი სიგრძე მხოლოდ 7 კმ. იყო. მან სახელწოდება თავისი სიდიდის გამო მიიღო.

გამოქვაბულში არის 3 ტბა, 3 მდინარე და 8 ჩანჩქერი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბაზის სიგრძე 163 მეტრია. ამ გამოქვაბულის აღმოჩენის შემდეგ დაიწყო ამერიკაში მიწისქვეშა ტურიზმი. 1973 წელს დადგინდა, რომ მამონტის გამოქვაბულის ახლოს მდებარე მეორე დიდი გამოქვაბული ფლინტ რიჯი, რომლის სიგრძე 121 კილომეტია, გვირაბებით უერთდება მას. ამის შემდეგ ამ ორ გამოქვაბულს აღიქვამენ როგორც ერთ მთელს და მამონტ ფლინტის გამოქვაბულს უწოდებენ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close