არქივი

დრუიდების ჰოროსკოპი

a3b142b10c79
საერთოდ ნებისმიერი ჰოროსკოპის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ წასაკითხად მაინც სახალისოა. დრუიდების ჰოროსკოპი,რომელსაც ზოგჯერ გალების ჰოროსკოპსაც უწოდებენ 2000ზე მეტ წელს ითვლის

ჰოროსკოპის გარდა დრუიდებისგან მოდის საახალწლო ნაძვის ხის ტრადიცია. მათ შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. უძველეს გალებში, ირლანდიასა და ბრიტანეთში, ისინი შეადგენდნენ ქურუმების, ანუ კელტების ტრადიციული და ცრურწმენითი გადმოცემების და წეს-ჩვეულებების მემკვიდრეების ვიწრო კასტას. მრავალი საუკუნის განმავლობაში ზეპირსიტყვიერად გავრცელებული ამ თქმულებების უმნიშვნელოვანესმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია და ამდენად დაკარგულია.

თავიანთი კაპლანური მოღვაწეობის დაწყებამდე დრუიდები ვალდებულნი იყვნენ ოცი წელი მარტოობაში გაეტარებინათ. ჩვეულებრივ, ისინი ტყეში ცხოვრობდნენ. ტყეში, რომელიც მათთვის წმიდათაწმიდა იყო. ამ გამოცდას უნდა განემტკიცებინა მათი ხასიათი და ეს ითვლებოდა ზიარების პირველ ეტაპად.

უმაღლეს კატეგორიას ქურუმები წარმოადგენდნენ და გრძნეულებით იყვნენ განთქმული. ისინი კალენდარს ამ ტომებისთვის ადგენდნენ ბედნიერი დღეების მიხედვით და თაყვანს სცემდნენ როგორც წარსულის დამცველთ, ასევე მომავლის წინასწარმეტყველებს. დრუიდები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იმ ტყეებსა და ხეებს, რომელთა შორისაც უხდებოდათ ცხოვრება. აქედან მომდინარეობს ალბათ ის კავშირი, რომელიც არსებობს ადამიანურ ხასიათებსა და ხეებს შორის.ისინი ამტკიცებდნენ, რომ თითოეულ ადამიანს, ისევე როგორც ხეს, თავისი განსაკუთრებული თვისებები, ღირსებები და ნაკლოვანებები გააჩნია და თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების განსაკუთრებული პირობები.

დრუიდები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ზამთრისა და ზაფხულის მზის პირისპირ დგომას, გაზაფხულის ანდა ზაფხულის ბუნიაობას. ამ დღეებსი ისინი მართავდნენ საზეიმო სვლებს და მსხვერპლად სწირავდნენ თეთრ ხარებს. მათ ჰოროსკოპს საფუძვლად უდევს სწორედ მზის მდებარეობა დედამიწისადმი. ამის შესაბამისად, ადამიანის ბედი, მისი მომავალი, ხასიათი და ნიჭი დამოკიდებულია იმაზე, თუ მისი დაბადების დღეს როგორია მზე დაშორებული დედამიწისაგან, ამიტომაა,რომ თითოეულ ნიშანს მოქმედების ორი პერიოდი გააჩნია.

ვაშლის ხე: 23 დეკემბერი- 1 იანვარი, 25 ივნისი- 4 ივლისი
სოჭი: 2 იანვარი- 11 იანვარი, 5 ივლისი-14 ივლისი
თელა: 12 იანვარი- 24 იანვარი, 15 ივლისი- 26 ივლისი.
კვიპაროსი: 25 იანვარი – 3 თებერვალი, 27 ივლისი – 4 აგვისტო
ალვა: 4 თებერვალი- 8 თებერვალი, 5 აგვისტო- 13 აგვისტო
სამხრეთული კარტასი: 9 თებერვალი – 18 თებერვალი, 14 აგვისტო – 23 აგვისტო
ფიჭვი: 19 თებერვალი – 28/29 თებერვალი, 24 აგვისტო – 2 სექტემბერი.
ტირიფი: 1 მარტი – 10 მარტი, 3 სექტემბერი – 12 სექტემბერი
ცაცხვი: 14 მარტი- 20 მარტი, 13 სექტემბერი – 23 სექტემბერი
თხილი: 22 მარტი – 31 მარტი, 24 სექტემბერი – 3 ოქტომბერი
ცირცელი: 1 აპრილი- 10 აპრილი, 4 ოქტომბერი – 13 ოქტომბერი
ნეკერჩხალი: 11 აპრილი- 20 აპრილი, 14 ოქტომბერი – 23 ოქტომბერი
კაკალი: 21 აპრილი – 30 აპრილი, 24 ოქტომბერი – 2 ნოემბერი
ჟასმინი: 1 მაისი – 14 მაისი, 3 ნოემბერი – 11 ნოემბერი
წაბლი: 15 მაისი- 24 მაისი, 12 ნოემბერი- 21 ნოემბერი
იფანი: 25 მაისი – 3 ივნისი, 22 ნოემბერი – 1 დეკემბერი
რცხილა: 4 ივნისი – 13 ივნისი, 2 დეკემბერი – 11 დეკემბერი
ლეღვი: 14 ივნისი – 23 ივნისი, 12 დეკემბერი – 21 დეკემბერი
მუხა: 21 მარტი – გაზაფხულის ბუნიაობა
არყის ხე: 24 ივნისი – ზაფხულის პირისპირ დგომა
ზეთისხილი: 23 სექტემბერი – შემოდგომის ბუნიაობა
წიფელი: 21- 22 დეკემბერი – ზამთრის პირისპირ დგომა

ვაშლის ხე
52121499f0c6

ვაშლის ხე – ძალზე სენტიმენტალური და მგრძნობიარეა. სიყვარულით დაინტერესებულია როგორც თეორიულად, ასევე რასაკვირველია პრაქტიკულადაც, უმეტესად გათხოვებაზე უარს არ ამბობს, თუმცა პარტნიორისადმი დიდი გრძნობები არ გააჩნია, მაგრამ ეს როდი ნიშნავს სამუდამოდ აიღოს ხელი სიყვარულსა და გრძნობებზე, თუ იგი შემთხვევით შეხვდება ისეთ პარტნიორს, რომელიც მისი სულისა და გემოვნების შესაბამისია, მაშინ მათი ცოლქმრობა ნეტარებაა. ვასლის ხე მუდამ ერთგულია სიყვარულის გვიან ასაკამდე.

უანგარო და ანგარიშმიუცემელი, ადვილად ტყუვდება. საკუთარ პერანგს გაიხდის, უკანასკნელ ლუკმასაც არ დაიშურებს. ამასთან ვაშლის ხე სრულიადაც არ არის მიამიტი. იგი დღევანდელი დღით ცხოვრობს და არ ფიქრობს ხვალინდელზე. დროდადრო ვალებსაც იღებს და ივიწყებს კიდეც. რაც მისთვის ბუნებრივია. იგი ფანტაზიებით სავსე ფილოსოფოსია, უყვარს სიცოცხლით ტკბობა და არ აქვს სურვილი ვინმეს დარწმუნებისა და გაკვირვების.

მაგრამ, ნუ გესახებათ იგი ქარაფშუტა არსებად, რადგან ინტელიგენტური, დაკვირვებული და ლოგიკურია. ვაშლის ხეს ლტოლვა აქვს მეცნიერებისკენ. კითხულობს ყველაფერს, რაც მისთვის საინტერესო სფეროს განეკუთვნება. მისი ცოდნის ჯამი საოცრად დიდია, თუმცა არ ცდილობს ვინმეს გაკვირვებას, ჩვეულებრივ, ყველაფერს იმიტომ კითხულობს, რათა დაიკმაყოფილოს თავისი ცნობისმოყვარეობა. როგორც ჩანს, მეცნიერული თეორიები მას ისევე აინტერესებს, როგორც კარგი სამზარეულო, ამქვეყნიური სიამოვნება ურჩევნია იმქვეყნიურს.

უყვარს ნაირფერობა ემოციურ სფეროში. მონოტონური, უზადო ბედნიერება მოწყენილობას ჰგვრის. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს უშუალო ქალიშვილი თუ სიმპათიური ჭაბუკი თავისი სიცოცხლის მანძილზე დროდადრო გამძაფრებისკენ ისწრაფვის.

ვაშლის ხის ნიშნით დაბადებულთა თვისებებია : გულისხმიერება, ინტელექტუალობა, დაფიქრებულობა, ლოგიკა, ანალიტიკური ჭკუა.
ვაშლის ხის ნიშნით არიან დაბადებულები: რუბენსი, ჰენრი VIII, რუსო, ჟორჟ სანდი, მ. ნექსე.

სოჭი
fdae33179f9d

ის ლამაზია, უფრო ცივი და მკაცრი სილამაზე აქვს. უყვარს ძველებური სამკაულები და ნივთები, სუნამო და მთელი სიდიადით წარმოჩენილი დღესასწაულები. ჭირვეულია და ამიტომ ხანდახან ჭირს მასთან ურთიერთობა და თანაცხოვრება. მას განვითარებული აქვს განცალკევებულობის გრძნობა. ამიტომ ხშირად ეუფლება მარტოობა დიდ კოლექტივში მყოფსაც კი. ძნელად ექცევა გავლენის ქვეშ, თუმცა იშვიათად გამოთქვამს თავის აზრს, არ გამოირჩევა დიდი მხიარულებით და უხვსიტყვაობით. ძალიან ამაყია და დაჟინებით მიიწევს საკუთარი მიზნის მისაღწევად.

სიყვარული იშვიათად აკმაყოფილებს. მომთხოვნია და არ არის დამყოლი. მას სურს, რაც შეიძლება ბევრი გამოძალოს ცხოვრებას, რადგან კარგად იცის საკუთარი ღირსებები და ჩვეულებრივ ამას აღწევს კიდეც. ზოგჯერ თავდავიწყებამდე სიყვარულიც ძალუძს და მაშინ მთელი მისი სამყარო ინგრევა. მისი სიყვარული შეიძლება უსაზღვრო იყოს.

გამორჩეულად გონიერია. იგი ანალიტიკური ჭკუით არის დაჯილდოებული, მეცნიერებისადმი მიდრეკილება აქვს. თუმცა ყოველთვის ვერ აღწევს წარმატებებს. ზოგჯერ ისიც ხდება, რომ იგი ისეთ დარგში იღვწის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მის მიდრეკილებებთან თუ სპეციალობასთან. სამუშაოს სერიოზულად ეკიდება და გარკვეულ სიმაღლეებსაც აღწევს თავისი კეთილსინდისიერებით.

არჩევანის წინაშე დამდგარი, სხვადასხვაგვარ გადაწყვეტილებას შორის, ჩვეულებრივ ყველაზე ძნელს ირჩევს. მძიმე სიტუაციების შექმნა როგორც თავისთვის, ასევე სხვებისთვის – აი, მოკლედ, მისი მოწოდება. რაც არ უნდა მოხდეს იგი მაინც კეთილშობილი რჩება და ამიტომ შეიძლება სავსებით მიენდო. ყოველგვარ სიტუაციაში შეუძლია შეინარჩუნოს სულის სიმტკიცე, იმედი და რწმენა. სოჭი წვრილმანებს არ ეკიდება. იგი მომთხოვნია და პატარ-პატარა სურვილების დაკმაყოფილებას ურჩევნია ერთი დიდი სიამოვნება მიიღოს.

სოჭის ნიშნით დაბადებულებს ახასიათებთ ინტელექტუალური ჭკუა, ანალიზისადმი სწრაფვა, ლოგიკა და ასკეტიზმი.
სოჭის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებული: ჟანა დარკი, ა. ტოლსტოი, ჯ. გოლზუორთი, ნაპოლეონ ბონაპარტი.

თელა
1ec87efbfc37

დიდი, ტანადი, ლამაზი. ძალზე მიმზიდველია, თუმცა სხვაგვარი შემკავებლობა დაყვება. მაინცდამაინც როდი აქცევს თავს ყურადღებას, იცვამს თავისებური სისადავით, ხშირად ვერც კი თმობს საყვარელ ძველ სვიტერს. თელა არ არის მომთხოვნი და არ უყვარს თავისი ცხოვრების გართულება. მისთვის დამახასიათებელია სიმშვიდე და გაწონასწორებულობა. ყველაზე თვალშისაცემი ნაკლია- ზედმეტი სიდინჯე. ჭკუის დამრიგებლობისკენ მიდრეკილება მისი ყველაზე აუტანელი თვისებაა.

იგი პირდაპირი და გულღიაა, თავისი გულუხვობით განაიარაღებს ნებისმიერს. სჯერა ადამიანური სიკეთის. საქმე, რომელსაც იცავს, მუდამ კეთილშობილურია და სწამს, რომ ადრე თუ გვიან მიაღწევს აღიარაებას. სხვებზე მეტად ხელმოცარულია. შეუძლია ბევრი რამის გაკეთება თავისი ახლობლების საკეთილდღეოდ. განვითარებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა.

გრძნობებს ავლენს მგზნებარედ, ზოგჯერ მხურვალედაც. თუ მისი არჩევანი წარმატებით არის შერჩეული, მასინ შეუძლია ისეთი პირობები შექმნას, რომ სიყვარულმა მის ოჯახში ბრილიანტის ქორწილამდეც მიაღწიოს.

უყვარს ხელმძღვანელობა და ნაკლებად ემორჩილება ხელქვეითებს. გავლენას ახდენს სხვებზე და არცთუ იშვიათად სარგებლობს ამ გავლენით. ეხერხება ადამიანების მართვა. მისი მოთხოვნები ისევე დიდია, როგორც ის სიყვარული, რომელსაც გასცემს. გამოირჩევა ცოცხალი, კონკრეტული და პრაქტიკული ჭკუით. დაჯილდოებულია იუმორის გრძნობით და ხშირად ამ გრძნობას გამოჰყავს გულგატეხილობისგან.

მისი ცხოვრება სასიამოვნოდ წარიმართება ყოველგვარი ძვრების გარეშე, ანუ ისე, როგორც თვითონ ისურვებს.
თელის ნიშნით დაბადებულები გამოირჩევიან დაკვირვებულობით, ორგანიზატორული ნიჭით, რეალიზმით.
თელის ნისნით არიან დაბადებული: მოლიერი, ედგარ პო, ალბერტ შვეიცერი, სტენდალი.

კვიპაროსი
89bf8624ccf4

ტანადი, მკვრივი, გამოკვეთილი ძლიერი სილუეტით და უბრალო სწორი ნაკვთებით. არ აკლია დახვეწილობა, თუმცა არის მასჭი კიდევ რაღაც ცივილიზაციის გაურყვნელი ადამიანისა. იგი კმაყოფილდება მცირედით და ეგუება სიტუაციებს. შეუძლია იცხოვრობს ნებისმიერ პირობებში და იყოს ბედნიერი. სწრაფად აღწევს დამოუკიდებლობას. იგი მნიშვნელობას არ ანიჭებს ცხოვრებაში მიღწეულ წარმატებებს, არ იღვწის დიდებისთვის, არ ისწრაფვის ფულისკენ. ერთადერთი, რისი სურვილიც აქვს არის ბედნიერება. გაურბის ყველაფერს, რაც მას პრობლემებს უყენებს. უყვარს საზაფხულო სეირნობები, ცხოველები და ნადირობა. შეიძლება დალანდოთ ნავში, ჩაფიქრებული მჯდარი ანკესთან. და მიუხედავად ამისა, მას სძაგს მარტოობა. იგი ისწრაფვის ისე მოაწყოს თავისი ცხოვრება, რომ იყოს მრავალრიცხოვან ოჯახთა შორის, ანდა მუდმივი მეგობრებით გარშემორტყმული. არ არის სენტიმენტალური. ცოტა არ იყოს უხეშია, მაგრამ არ აკლია ადამიანური სულიერი სითბო, მკაცრია თუმცა ამასთან მშვიდიც. საზოგადოებაში სასურველია. მისი ყოფნა დამამშვიდებლად მოქმედებს.

კვიპაროსს უყვარს ოცნება, ადვილად მიჰყვება ცხოვრების დინებას, მაგრამ არ ცდილობს მის მოწყობაზე. თავის ოცნებებშია ჩაფლული და ფიქრით მუდამ სადღაც სხვა მხარეშია. მიუხედავად დავის საგნისა, გაურბის მწვავე კამათს. კერძოდ, მისი ხასიათის ელასტიურობა ისაა, რასაც მასში ეძიებენ. თავისი ერთგულებით მიუწვდომელია. იგი ერთგულია სიყვარულში, მეგობრობაში, მოგონებებში და თუკი ვინმესადმი გრძნობით განიმსჭვალება, შეიძლება უყოყმანოდ მიმართოთ მას დახმარებისთვის.

მისი ინტელიგენტობა გონებაჭვრეტითია, საყვარელი საქმიანობაა მსჯელობა ნებისმიერ თემაზე. მსჯელობები გააზრებული და გონივრული აქვს. მისი ცხოვრება ხშირად მშვიდად და მდორედ მიედინება მათ შორის, ვინც უყვარს.
კვიპაროსის ნიშნით დაბადებულებს ახასიათებთ: გრძნობათა სიმტკიცე, ლოიალობა, რეფლექსურობა, ინტელიგენტობა, ანალიტიკური ჭკუა, ლოგიკა
კვიპაროსის ნიშნით დაიბადნენ: შუბერტი, მოცარტი, რომენ როლანი, რუზველტი, ლუის არმსტრონგი.

ალვა
5bb503ed096a

დეკორატიულობა, ტანადობა და სილამაზე პატარაობიდანვე დაჰყვება, მაგრამ ასაკთან ერთად თავად ქმნის პრობლემებს. ძალიან მგრძნობიარეა დროის მდინარების მიმართ, ადრეულად ეპარება სიბერის შიში, რის გამოც უფრო მეტად ბერდება. მხოლოდ ახლობლების კეთილისმყოფელ გავლენას ძალუძს დაეხმაროს მას. ამიტომ დაკვირვებით უნდა შეირჩეს ის ადამიანები, ვისთანაც უნდა დაამყაროს მან ურთიერთობა.

უცილობელი სიფრთხილე მართებს ადგილსამყოფლის გამოცვლის დროსაც: ყოველგვარი გარემო როდი უწყობს ხელს ალვის განვითარებას. ალვა ცუდად გრძნობს თავს სივიწროვეში, მაგრამ მაინც არ უყვარს განცალკევებული ცხოვრება. მოთხოვნილება აქვს ჰყავდეს მეგობრები, მაგრამ იტანჯება, როცა ისინი მის მიერ არ არიან შერჩეული. ძალიან მგრძნობიარეა თავისუფლების შელახვის გამო და ადვილად ვარდება პესიმიზმში. იგი ცდილობს არ გაამჟღავნოს ეს, მაგრამ დიდი ხნით ვერავინ შეჰყავს შეცდომაში.

მისი სიყვარული მგრძნობიარეა სულ მცირე უსიამოვნების მიმართ და ამიტომ პაწაწკინტელა წვრილმანსაც კი გამოჰყავს წონასწორობიდან. დროდადრო თავისთავად გულიც უჩუყდება, თუმცა ხშირად ახერხებს ამის დამალვას და ამ დუმილში ჰპოვებს თავისებურ სიამოვნებას.

სიმამაცე და სიამაყე ეხმარება გადალახოს ყველაზე რთული ამოცანები, ამიტომ მის სახეზე იშვიათად თუ შეამჩნევთ შეშფოთებას. ისინი, ვინც მას ნაკლებად იცნობენ, ხშირად მიიჩნევენ მხიარულ და მშვიდ ადამიანად.

იგი არ გახლავთ მატერიალისტი. ბრწყინვალედ არის ორგანიზებული და არ ავიწყდება მომავალი. ცოლქმრობაში ძნელად აღწევს ბედნიერებას, ძალიან მგრძნობიარეა და ზედმეტად დამოუკიდებელი. მისი იარაღი ცოლ-ქმარს შორის ატეხილ უსიამოვნებებში გულგრილობაა, ამიტომ იშველიებს ღიმილს და ხუმრობას. თუკი ვერ შეძლებს სხვაგვარად მოქცევას, მაშინ ამჯობინებს პარტნიორის მიმართ მტრულად იყოს განწყობილი.

აქვს მახვილი თანდაყოლილი გონიერება, რომელიც არასდროს უბერდება. მისი გამჭრიახობა და კრიტიკული გონიერება ზოგჯერ გავლენას ახდენს მის ამბიციურობაზე.
ალვის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა მოთხოვნილებაა დამოუკიდებლობა. მიდრეკილება უჩნდებათ ნევრასტენიის, მეოცნებეობისა და სინთეზისადმი, ინტუიციისა და ფანტაზიისადმი.
ალვის ნიშნით დაიბადნენ: მენდელეევი, ჟიულ ვერნი, ა. ხიჩკოკი, სალვადორ დალი.

სამხრეთული კარტასი
59f8d0e12e6f

ტოტებგაშლილი და ძლიერი, თუმცა არცისე ტანადი, სოლიდური და ლამაზი მცენარის შთაბეჭდილებას ახდენს. ყოველგვარი სიძნელის გარეშე ეგუება ნებისმიერ პირობებს. მართალია ოცნებობს მოხერხებულ პირობებზე, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია ღამე ცის ქვეშ გაათენოს. კარგი ჯანმრთელობა აქვს, ყველგან ისე გრძნობს თავს, როგორც შინ და არ იცის რა არის გაუბედაობა. დინამიური და თავდაჯერებული, აიძულებს ყველას ანგარიში გაუწიონ მას, ამასთან ძალიან მგრძნობიარეა მის მიმართ ნათქვამ ხუმრობაზე და ვერც იგებს მას.

უყვარს გააკვირვოს და მოულოდნელად დაესხას თავს ვინმეს, იყოს საერთო ყურადღების ცენტრში, თუნდაც ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დასჭირდეს. მიაჩნია, რომ სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გადამწყვეტი სიტყვაც თქვას. ბრწყინვალედ წყვეტს ყველაზე რთულ საკითხებს. არ აშინებს ხიფათი, წინდაუხედავია და შეიძლება აღმოჩნდეს გაუთვალისწინებელ სიტუაციაში. საბედნიეროდ ძალა შესწევს ადვილად დააღწიოს თავი მას. ამაყია, თავმოყვარე. ამასთან გამოუსწორებელი ოპტიმისტია,, რასაც ხშირად გაუფრთხილებელი მოქმედება მოსდევს, როგორც საქმიან ასევე პირად ცხოვრებაში. ირგვლივ მყოფებზე წამქეზებელ ზემოქმედებას ახდენს. ფრიად დაჟინებულია და იმათ რიცხვს მიეკუთვნება , ვინც მუდამ მართალია.

მგრძნობიარე, აღქმისუნარიანი და სენტიმენტალურია, შეუძლია სამუდამოდ შეიყვაროს ვინმე და ამ სიყვარულს დიდად აღიქვამს. ინტელიგენტურია და უნარი შესწევს პრობლემა სინთეზურად აღიქვას. გასაოცარია მოფიქრებისა და გადაწყვეტილების მიღების მისეული სისწრაფე. ძალიან ხშირად ამჩნევს, რომ მიდრეკილება აქვს არტისტიზმისკენ, განსაკუთრებით კი მუსიკის სფეროში. ყოველ შემთხვევაში იგი რიტმის ძლიერი გრძნობით გამოირჩევა. თავგადასავლებისთვის დაბადებული, ჩვეულებრივ დაუდგრომელ და ნაირგვარ შრომით ცხოვრებას ეწევა.
კარტასის ნიშნით დაბადებულებს ახასიათებთ: იმპულსურობა, ოპტიმიზმი, ინტელიგენტურობა, დედუქციის უნარი.
კარტასის ნიშნით იშვნენ: გალილეი, ბრეჰტი, დარვინი, კოსტიუშკო, გოეთე, გლეურენი.

ფიჭვი
713499d8af41

დახვეწილი სილუეტი, ლამაზი, დეკორატიული. უნარი შესწევს ხაზი გაუსვას თავის ღირსებებს. უყვარს სახლი, ძვირფასი საგნები, ლამაზი ინტერიერი. ხშირად იმ საყვარელ სახლს, რის გარეშეც იგი ვერ განვითარდებოდა, თვითონვე ქმნის. მან იცის რაც სურს, მისთვის საკმარისი არაა ის, რასაც თვით ცხოვრება აძლევს. არაფერს ემორჩილება და შეუძლია დაგეგმოს და დაუმორჩილოს თავის მოთხოვნილებებს პირობები. მამაცია, წინააღმდეგობას თავაწეული ხვდება და არ ემორჩილება ბედს. გამბედაობის და რისკის წყალობით მუდამ წინ მიიწევს. წარმატებები აქვს ყველანაირ საქმეში.

ფიჭვს შეუძლია ყველაზე რთული სიტუაციიდან თავდახსნა. მოქმედებისას ძალიან სწრაფი და ზუსტია. მიუხედავად მისი ალერსიანი მოპყრობისა და უნარისა, იყოს საყვარელი მეგობარი, მასში ვერ იპოვით გადაჭარბებულ სირთულესა და სიუხვეს. საკუთარი კეთილდღეობა და მოხერხებულობა პირველყოვლისა. ის მხოლოდ ერთადერთში – სიყვარულში იჩენს სისუსტეს. მგრძნობიარე და იმპულსურია, ადვილად იცის გატაცება, მერე კი უკვე გვიანია. მახვილი გონება აქვს და დალაგებული აზროვნება. დასახული მიზნების მისაღწევად ყველაფერს გაიღებს. ფიჭვის ნიშანი სასურველია ქალებისთვის.
ფიჭვის ნიშნის ქვეშ დაბადებულთ ახასიათებთ: ესთეტიკური გონება, ორგანიზატორული ნიჭი, ანალიზისადმი მიდრეკილება.
ფიჭვის ნიშნით არიან დაბადებული: კოპერნიკი, ვაშინგტონი, შოპენი, შოპენჰაუერი, ელიზაბეტ ტეილორი, კონ-ფუციოსი, ნაპოლეონის დედა,

ტირიფი
32d11b32d750

თავისი მელანქოლიური სილამაზით ტირიფი, რომელსაც სიმღერებსაც კი უძღვნიან, ძალზედ მიმზიდველი და თავისებურია. თუნდაც მხოლოდ ხილვადობით იყოს განპირობებული მისი მშვენიერება , მასში რაღაც იდუმალება შეიგრძნობა. იგი სავსეა ბუნდოვანი აზრებით, შეუცნობადი სურვილებით, რომლებსაც ზოგჯერ თვითონაც ვერ განსაზღვრავს.

ძალიან მგრძნობიარეა, უყვარს მზის სითბო, წყალთან ყოფნა. რეაგირებს ყოველგვარ სუნსა და გემოვნებაზე. არავის ძალუძს წუთიერი სიამოვნების განცდა ისე, როგორც მას და ამიტომ არაფერზე ამბობს უარს. ნუ ენდობით ტირიფის გარეგნულ თვინიერებას, რადგან მიუხედავად ამისა, იგი საქმიანი და შეუპოვარია. კარგად იცის, რაც სურს, არასდროს არავის თავზე არაფერს ახვევს, რადგანაც მასში განვითარებულია სხვათა პატივისცემის გრძნობა და მბრძანებლობის სურვილი არ აქვს.

ტირიფი ძალიან მძიმე და ჭირვეული პარტნიორია, ვინაიდან არ აქვს უნარი სწრაფი ადაპტაციის და არ უყვარს კომპრომისები. მისი უმწეობა და უილაჯობა უმეტესწილად ტაქტიკაა. დროდადრო გართობის მიზნით მას ბრწყინვალედ შეუძლია გაითამაშოს და თავი სუსტ არსებად მოგაჩვენოთ. საერთოდ ცხოვრებაში შეუძლია თავის კარგად დაცვა. გრძნობებში უფრო რომანტიკულია, ვიდრე სენტიმენტალური. აქვს მსახიობობის ნიჭი, ინტუიცია. არცთუ ისე ცუდი ფსიქოლოგია, განსაზღვრული წინასწარმეტყველების წყალობით შეუძლია სხვათა აზრების და სურვილების ამოცნობა. მისი ცხოვრება ძალიან მდორედ წარიმართებოდა, რომ არა გადამეტებული სწრაფვა სასიყვარულო თავგადასავლებისკენ. გრძნობებს , რომელიც ტანჯვით არ არის შელამაზებული იგი არ სცნობს.
ტირიფის ნიშნით დაბადებულებს ახასიათებთ: ინტუიცია, მდიდარი წარმოდგენები
ტირიფის ნიშნით დაბადებული არიან: სმეტანა, ელისაბედ I, მორის შევალიე

ცაცხვი
5f89935861b8

გაუგონრად მომხიბლავია და თავისი მომხიბვლელობით სარგებლობს კიდეც. ნებისმიერს დაახვევს თავბრუს. ოცნებობს სტაბილურ , უზრუნველყოფილ და ყველანაირად მოწყობილ ცხოვრებაზე. ადვილად ეგუება ნებისმიერ პირობებს. კარავშიც კი შეუძლია ოჯახური მყუდროების შექმნა. ერთი შეხედვით მშვიდია, უთქმელი, მფრთხალი, მაგრამ ამასთან უშფოოთველი და პესიმისტური. უმეტესად ცაცხვი თავის ცხოვრებას მოწყენილობაში ატარებს და ეს არის მისი მთავარი მტერი. იგი განსაკუთრებით ვერ იტანს ფარისევლობას. სავსეა წინააღმდეგობებით. ერთი რამ მასში უეჭველია – იგი ძალიან სიმპათიურია. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა და ადვილი, რაც ფსიქიკური კომფორტის გრძნობას ტოვებს. ცაცხვს მოთმინებით შეუძლია მოსაუბრეს უსმინოს, პატივისცემით ექცევა ყველას და არ ცდილობს მბრძანებლობას. იგი ყველას უყვარს მაშინ ,როცა მასზე მაინცდამაინც დიდ იმედებს ვერ დაამყარებ.

აქვს პრაქტიკული ჭკუა და მიდრეკილება ტექნიკისკენ, საზრიანი და ზუსტია. თუ ის თავის ცხოვრების გზაზე სულით მსგავს არსებას იპოვნის, მაშინ ცოლქმრულ ცხოვრებას შეუძლია დაუბრუნოს მას წონასწორობა. ძლიერ აქვს განვითარებული ღირსების გრძნობა. იგი ეჭვიანია და უმეტესად უმიზეზოდ.
ცაცხვის ნიშნით დაბადებულთა თვისებებია : დამკვირვებლობა, რეალიზმი, ორგანიზატორული ნიჭი.
ცაცხვის ნიშნით დაიბადნენ: ა. ეინშტეინი, ლუდოვიკო XIV, ხვიჩა ჩიღოშვილი.

თხილი
a5fb52d5329e

ძალიან ხშირად სუსტია, შეუხედავი. თავის „მე“-ს არავის ახვევს თავზე, მაგრამ თუ დაუახლოვდები შეუძლებელია არ შენიშნო და მოიხიბლო მისი ორიგინალური გონიერება. თხილი მცირედითაც კმაყოფილია, ეგუება ცხოვრების ნებისმიერ პირობებს და ყველაფერი კარგად ესმის. მისი გარეგნობა თითქმის მაგიურ ზემოქმედებას ახდენს. თუ მოინდომა შეუძლია თავი შეგაყვაროთ. შეუძლია იყოს ბრძენი, მომთმენი, მაგრამ ამავე დროს შეუძლია ხიფათში ჩაგაგდოთ, სიავეც გამოიჩინოს და გავნოთ კიდეც. ყველაფერი დამოკიდებულია მის გუნება-განწყობილებაზე. საკმაოდ ჭირვეულია. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შუა საუკუნეებში ხშირად სწამებდნენ ჯადოსნობას. თუ ვინმეს დაუახლოვდა იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა ცხოვრება გაუადვილოს მას. თუ მისი სიმპათიები ვერ დაიმსახურეთ მაშინ კი უფრთხილდით.

სიყვარულში შეიძლება იყოს ყველაზე საყვარელი ანდა ყველაზე მწამებელი პარტნიორი. სწრაფად ეცვლება გუნება. მასთან ცხოვრებამ შეიძლება სიმშვიდე არ მოგგვაროთ , მაგრამ ძალზე გაგიტაცებთ.
თხილის ნიშნით დაბადებულთა თვისებებია: მიდრეკილება სინთეზისადმი, ინტუიცია და ფანტაზია.
თხილის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: ტოსკანინი, მარსელ მარსო, რაფაელი, გოია, ვან გოგი, ჰაიდნი, პროსპერ მერიმე, გრემ გრინი, ნელსონი, სოფი ლორენი, სერვანტესი.

ცირცელი
4ed44dd52d38

სუსტი აღნაგობა მალავს ამ ნატურის არაჩვეულებრივ სიმტკიცეს. საყვარელი და მომხიბლავია. მსუბუქი სიარულით შეგიძლიათ შეიცნოთ ის. მის სახეს ღიმილი არ სცილდება, არა იმდენად შინაგანი მხიარულების გამო, რამდენადაც თვითკონტროლის წყალობით. უნარი შესწევს ხაზი გაუსვას საკუთარ ღირსებებს, უყვარს ლამაზად ჩაცმა და კარგი გემოვნება აქვს.

ადვილად ეგუება ვითარების ცვალებადობას, უყვარს როცა ახლობლებს სიხარულს ანიჭებს. არ არის ეგოისტი, მაგრამ ეგოცენტრულია. დამოუკიდებელია, თუმცა ზოგჯერ ნებას დაჰყვება და სხვაზე დამოკიდებული ხდება. პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა აიძულებს ირგვლივ მომხდარში თავი დამნაშავედ იგრძნოს. მასთან კონტაქტის დამყარება ძნელია და ურთიერთობა რთული. ცირცელი გამოირჩევა თავაზიანობით. მას ყოველთვის შეიძლება ენდო. ზოგჯერ მიამიტია და ნებას იძლევა ექსპლოატაცია გაუწიო. სიყვარულში ბევრს გაიღებს, მაგრამ თვთონაც ბევრს ითხოვს. განუწყვეტლივ გამოცდას უწყობს გრძნობებს. მისი გაცრუება არ შეიძლება. ცირცელი არ გიღალატებთ. მისი პირადი ცხოვრება ძალიან მდიდარია. სავსეა ხვალინდელი დღისადმი ზრუნვით. წინდახედულია,რაც ხშირად მასთან შეუღლების წადილს იწვევს.
ცირცელის ნიშნით დაბადებულთა თვისებებია: მგრძნობიარობა, გონიერება, ფანტაზია, სინთეზისადმი მიდრეკილება, ინტუიცია, წარმოსახვის უნარი.
ცირცელის ნიშნის ქვეშ დაბადებული არიან: გოგოლი, კოლონტაი, რახმანინოვი, ანდერსენი, ზოლა, მ. ბრანდო, გრეგორი პეკი, დიდრო, ლე კორბუზიე , ვერდი

გაგრძელება იქნება …

მსგავსი ამბები

Back to top button