არქივი

მარჯნის სასახლე

bec2eda67836

მარჯნის სასახლის – კომპლექსი მოიცავს უზარმაზარ ქანდაკებებს და მეგალიტებს, საერთო მასით 1100 ტონა. ის შექმნილია ხელით, ყოველგვარი მანქანის დაუხმარებლად, მდებარეობს ფლორიდის შტატში.
კომპლექსში შედის ორსართულიანი კვადრატული ფორმის კოშკი, წონით 243 ტონა, სხვადასხვა ნაგებობა, დიდი კედლები, მიწისქვეშა აუზი, ქვისგან გამოთლილი ფლორიდის რუკა, ასევე ქვისგან გამოთლილი სავარძლები, გულის ფორმის მაგიდა, ზუსტი მზის საათი, ქვის მარსი და სატურნი, 30 ტონიანი ნამგალა მთვარე, რომელიც თავის წვეროთი მიუთითებს პოლარულ ვარსკვლავზე, და ბევრი სხვა. ეს სიხე-სიმაგრე ააგო ედვარდ ლიდსკალნინმა.

ედვარდ ლიდსკალნინი დაიბადა რიგაში 1887 წელს. ის 26 წლის იყო, როდესაც 16 წლის აგნესა სკაფს შეხვდა და შეუყვარდა. ედვარდი იყო დადებითი პიროვნება, ამიტომ აგნესაც დათანხმდა მის სიყვარულს. მაგრამ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე აგნესამ მას უთხრა, რომ ის მისთვის ძალიან მოხუცი იყო და მიატოვა. აგნესა ცოლად გაჰყვა ახალბედა ექიმს, რომლისგანაც 3 ვაჟი ეყოლა. ედვარდის სიმაღლე 152 სმ. იყო, წონა კი – 44 კგ.

ის მთელს ფულს ხარჯავს ამერიკამდე ბილეთის საყიდლად. ის რამდენიმე წელი მოგზაურობს შტატიდან შტატში, 1920 წელს კი მიწის ნაკვეთს ყიდულობს ფლორიდაში. მას იმდენი ფური დარჩა, რომ შეეძლო მთელი სხოვრება არ ემუშავა და მოკრძალებულად ეცხოვრა, მაგრამ ის ასე არ აკეთებს. ის მუშაობს თავის მიწაზე და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მუშაობას მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ იწყებს. 20 წელი სრულ მარტოობაში გაატარა, თავის მიწაზე არავის უშვებდა. ის მარჯნისგან აგებდა ციხე-სიმაგრეს, რომელიც თავის ერთადერთ სიყვარულს აგნესას მიუძღვნა.

ცოტა ხნის შემდეგ ის ამტკიცებდა, რომ საიდუმლოს ახადა ფარდა, თუ როგორ აშენებდნენ პირამიდებს და აჰქონდათ მძიმე ბლოკები. არავის უნახავს ის მუშაობის პროცესში, არავის შეუმჩნევია თუ როგორ აჰქონდა მარჯნის მრავალტონიანი ბლოკები სანაპიროდან. მის მიწაზე იმის კვალიც კი ვერ იპოვეს, რომ რაიმე მანქანა გამოეყენებინა ტვირთის ასაწევად. მან ყველა ინსტრუმენტი თავისით დაამზადა ძველი ავტომობილების ნაწილებისგან.
ის იყენებდა 6 ტონიან ბლოკებს, პირამიდის ფასადის ბლოკები კი მხოლოდ 2.5 ტონას იწონიან. ციხე-სიმაგრემდე ელექტრობა არ იყო გავყანილი, მას არ გამოუყენებია არც ცემენტი და არც ბეტონი. მან 250 ტონიან კოშკზე მოათავსა 30 ტონიანი ტელესკოპი, რომელიც ზუსტალ პოლარულ ვარსკვლავს უყურებს.
ედვარდს როგორ გადაჰქონდა ან აჰქონდა ეს ბლოკები გამოცანაა. მეზობლები ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რას აკეთებდა ის, მაგრამ ყოველი მცდელობა კრახით მთავრდებოდა. გამოჩნდებოდა თუ არა ვინმე, ედვარდი მაშინვე წყვეტდა მუშაობას და მანამ იდგა ჩუმად, სანამ დაუპატიჟებელი სტუმარი არ წავიდოდა.
ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ როცა ედვარდმა გაიგო, რომ მახლობლად მრავალსართულიანი შენობა უნდა აეშებენათ, მან გადაწყვიტა ციხე-სიმაგრის სხვა ადგილზე გადატანა. მან დაიქირავა სატვირთო მანქანები, რათა გადაეტანა თავისი ნაგებობა. მძღოლებს არ უნახავთ არც რაიმე ამწე და არც არაფერი, რაც მას დაეხმარებოდა. ის მძღოლებს არ ანახებდა როგორ ტვირთავდა ან ცლიდა მანქანას.
ედვარდი გარდაიცვალა 1951 წელს, ისე რომ არ გაამჟღავნა სასახლის საიდუმლო.მისი სიკვდილის შემდეგ კვადრატულ კოშკში აღმოაჩინეს ნაწერები, რომლებზეც საუბარი იყო მიწის მაგნეტიზმზე და კოსმიური ენერგიის მართვაზე, მაგრამ ზუსტად არაფერი ეწერა.
მრავალი წლის შემდეგ მეცნიერებმა გადაწყვიტეს ექსპერიმენტის ჩატარება, მათ გადაწყვიტეს ბულდოზერით გაეწიათ ერთ-ერთი გამოუყენებელი მარჯნის ბლოკი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

fa385caf3c0b

282ccea356b0

7422346ee474

9d67a3d0979b

86b708ecd70c

c9e832e22b83

ec4e1d3f39a4

26e27fb9aa6c

3ee74448de30

4efc7b1d78ab

მსგავსი ამბები

Back to top button