გართობაკულტურაუცნაური

სილამაზის დედოფალი ბავშვები

0e314998308e

ბავშვები, მაკიაჟით, თოჯინის გამომეტყველებით, ნაღვლიანი თვალებით და პატარაობიდანვე დასახული მიზანი – სცენა და ბევრი ფული. ალბათ ასე თუ შევაფასებთ იმ კონკურსს, რომელმაც უკვე პოპულარულობასთან ერთად ხალხი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი გამოიწვია.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ სილამაზის კონკურსები ბავშვებს შორის ადრეც იყო, თუმცა ერთი პერიოდი მან პოპულარობა დაკარგა, მეტად ცუდი შემთხვევის გამო. კერძოდ კი ერთ–ერთი გამარჯვებულის, სილამაზის დედოფლის JonBenet Ramsey–ის გამო, რომელიც 1996 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა 6 წლის ასაკში. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად საიტიც არსებობს და შეგიძლია მოინახულოთ ამ ბმულის საშუალებით.
მაგრამ როგორც ჩანს კონკურსის პოპულარიზაციის პერიოდი კვლავ ამაღლების მწვერვალს აუყვა, ამ ინდუსტრიის ფულადი ბრუნვა უკვე გასაოცარ მასშტაბებს იძენს, (5 მილიარდი წელიწადში)
პატარა გოგონები უკვე 6 წლის ასაკიდან სწავლობენ პოზიორობას,პრანჭვას, მაკიაჟის გაკეთებას, მშობლები კი ამაყობენ ლამაზი შვილებით და უნდათ, რომ ისინი მთელ სამყაროს გააცნონ.

3b59fb5a2b6e
ერთი შეხედვით კონკურსი შესაძლოა ადამიანს სახალისოდ მოეჩვენოს, აქ არის ბევრი ლამაზი, საყვარელი სახე, გაბრწყინებული თვალები, აღფრთოვანებული და სახეზე ღიმილაკრული ჟიური, მაგრამ რა იმალება ამ ყველაფრის უკან, როგორები არიან ცხოვრების სხვა ჩვეულებრივ დღეებში კონკურსის მონაწილენი, რას საქმიანობენ ისინი და საერთოდ რა მიზანი აქვთ დასახული?!

როგორც მოსალოდნელი იყო ხალხის მიერ ატაცებული ეს პროდუქტი არც ისეთი ლამაზია,როგორც გარედანაა შეფუთული. ბავშვების ღიმილის მიღმა იმალება მრავალი ცრემლი, სტრესული ცხოვრება, რომელიც კონკურსის წინა დღეებში უფრო და უფრო მძაფრდება.
f2ad52643ed5
ზოგს გაუკვირდება ალბათ თუ როგორი მოტივაციით ზრდიან ასეთ ბავშვებს საკუთარი მშობლები, მათ ჯერ კიდევ მანამდე უნერგავენ ფულის, სცენის, ქალური თავის მოვლის საშუალებების სიყვარულს, ვიდრე ამ ყოველივეს გააზრების საშუალებას მისცემს თავად ასაკი.
დედები არ იშურებენ არც ფულს, არც ძალისხმევას, დაყავთ გოგონები სხვადასხვა ძვირადღირებულ მასწავლებლებთან, სპა–სალონებში, უკეთებენ ყველა იმ პროცედურას, რასაც ჩვეულებრივი, ზრდასრული ქალი იკეთებს. ცოტა არ იყოს ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ იკეთებს წარბების კორექციას 6 წლის გოგონა, მაგრამ ეს უკვე რეალობაა, ამასთანავე არცერთი მშობელი არ ფიქრობს რომ ასეთ მოპყრობას ბავშვთან შესაძლოა ცუდი შედეგები მოჰყვეს, რომ ეს ყველაფერი ფაქტიურად ჰგავს შეჯიბრებას, რომელსაც მხოლოდ მშობელთა ახირება უდევს საფუძვლად.

01a4b396b606
დღესდღეობით საზოგადოება კონკურსის მონაწილე ბავშვების მშობლების მიმართ არც თუ ისე კარგადაა განწყობილი.
კონკურსის, სახელწოდებით Baby Beauty Queens-ის პროდიუსერი ცდილობს ახსნას, თუ რა მოტივი ამოძრავებთ მშობლებს და რისთვის დგამენ ამ გამბედავ ნაბიჯებს. იგი ამბობს, რომ ყველა ოჯახის მიზანი სხვადასხვანაირია, ერთნი ფიქრობენ, რომ ამ კონკურსით ერთფეროვან ცხოვრებას დააღწევენ თავს და გლამურულ სამყაროში შეადგამენ ფეხს, მეორენი თვლიან რომ ეს კონკურსი ბავშვს იმას მისცემს, რაც მშობლებს არ ღირსებიათ. მესამენი თავს რელიგიური წარმოდგენებითაც იმართლებენ, მაგალითად: ღმერთმა მისცა ბავშვს ასეთი სილამაზე და აბა როგორ შეიძლება ეს ამბავი არ დავაფასოთო.

217ff0105aaf
ერთ–ერთი კონკურსანტის, მედისონის დედა ყვება, რომ მის შვილი ყოველდღიურად იტარებს სხვადასხვა პროცედურებს, სახის გაწმენდას, დატენიანებას, ათასგვარ სახის ნიღბებს, ატარებს გრძელ ფრჩხილებს,მოდური ლაქით, ასევე ყოველდღიურად იკეთებს შინიონებს.
თავად მედისონი კი ამბობს, რომ მისთვის სასიამოვნოა აჩვენოს სხვებს ის, რაც მას გააჩნია, სხვები არიან უფრო ბუნებრივები, ის კი ასეთი არაა. როცა პირველად ტანის საღებავით დაფარვა გაიკეთა (ტანს სპეციალური სესასხურებლით ფარავენ, ერთგვარი ტანის მაკიაჟია) თავი არც ისე კარგად იგრძნო, ცოტა შეეშინდა კიდეც, მაგრამ შემდეგ უკვე შეეჩვია, რადგან ეს აუცილებელია.

f26627fe353e

კონკურსანტთა ცხოვრებასა და ისტორიებს შესანიშნავად დაინახავთ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ, ის რამდენიმე ნაწილისგან შედგება, ასე რომ ერთი რომ დამთავრდება, არ გეგონოთ დამთავრდა, შემდეგიც დაიწყება : )))

მსგავსი ამბები

Back to top button