საკითხავისასარგებლო

ინტერნეტში გამოქვეყნდა ტუტანჰამონის საფლავის გათხრების არქივი

ინტერნეტში გამოქვეყნდა ინგლისელი არქეოლოგის ჰოვარდ კარტერის არქივი, მან აღმოაჩინა ტუტანჰამონის სამარხი.

აღმოჩენა 1922 წელს გაკეთდა. ეს ფარაონის ერთადერთი სამარხია, რომელიც მეცნიერებმა იპოვეს და არ იყო გაძარცვული. მასში აღმოჩენელია 5 398 ობიექტი, რომელიც მოგვითხრობს ძველი ეგვიპტის ცხოვრების ყველა ასპექტზე, — იარაღებიდან დაწყებული მუსიკალური ინსტრუმენტებით დამთავრებული, ასევე ტანსაცმელი, კოსმეტიკა და თქვენ წარმოიდგინეთ ტუტანჰამონის ბებიის თმებიც კი. ამ ყველაფრის კატალოგიზაციისთვის ჰოვარდ კარტერს დასჭირდა 10 წელი.

ამ აღმოჩენების მნიშვნელობის მიუხედავად, იმ ნივთების ორი მესამედი დღესდღეობით მაინც შეუსწავლელია. ეს ნაწილობრივ დაკავშირებული, იმ ფაქტთან რომ ჰოვარდ კარტერი გარდაიცვალა 1939 წელს, გათხრების დასრულებიდან სულ რაღაც 7 წლის შემდეგ და საბოლოოდ მან ვერ მოასწრო თავისი საფუძვლიანი შრომის დასრულება, ხოლო მის დაწყებულ საქმესაც გამგრძელებელი არ გამოუჩნდა.

სამარხში აღმოჩენილი უძველესი ნივთები ინახება ეგვიპტეში, კაიროს ანტიკვარულ მუზეუმში და მათი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია (მე პირადად ნანახი მაქვს, და აღვფრთოვანებული ვიყავი )ხოლო კარტერის ნახატები და სურათები ინახება ოქსფო რდის უნივერსიტეტის გრიფიდის უნივერსიტეტში (The Griffith Institute). როგორც ჩანს, ეგვიპტოლოგებს აშინებთ ჩასატარებელი სამუშაოების რაოდენობა.

არქივის კურატორმა იარომირ მალეკმა, ვეღარ მოითმინა, გადაეწურა ახალი კარტერის გამოჩენის იმედი და საბოლოოდ გამოაქვეყნა ყველა დოკუმენტი ინტერნეტში.

არქივიში შედის 3500 კარტერის მიერ კარგად მოხატული ნამუშევარი, ქიმიკოს ალფრედ ლუკასის დახმარებით.

წყარო: Guardian.co.uk

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close