საკითხავიუცნაური

“აფრიკის თვალი”

af27ae13768b

ეს იდუმალი ადგილი აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ კი მავრიტანიის რესპუბლკის საზღვრებში მდებარეობს. მისი სახელწოდება “აფრიკის თვალი” გამომდინარეობს იქედან, რომ იგი საოცრად გავს ადამიანის თვალს.

67bb67cd2739

a4aefe60473f

მეცნიერები ვერ ხსნიან როგორ შეიძლება მიეღო ამ ადგილს ასეთი ფორმა. ერთი ნაწილი თვლის, რომ მისი სტრუქტურის ჩამოყალიბება ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაიწყო და დღევანდელი სახეც ეროზიის შედეგია. როგორც იცით ეროზია ბუნებრივი პროცესია. ქარისა და წვიმის, წყლის ნაკადებისა თუ სხვა ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ნიადაგი მუდმივად იშლება. ქარი, წვიმა ,წყალი მას გადაადგილებს და საბოლოოდ მდინარეებს იგი ზღვებსა და ოკეანეებში ჩააქვთ . სწორედ ამ პროცესს უწოდებენ ეროზიას.

ff1eb2f35392

მეორე მხრივ, მეცნიერების სხვა ნაწილი ფიქრობს, რომ მის ჩამოყალიბებაში მეტეორს მიუძღვის წვლილი. ასევე არსებობს ის მოსაზრებაც, რომ “აფრიკის თვალი” მიწისქვეშა ბირთვული აფეთქებებისა და ფორმირებების შედეგია.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button
Close
Close