სურათებიუცნაური

მდინარე წყალქვეშ


რამდენი უცნაური და ლამაზი ადგილია დედამიწაზე, მათ შორისაა ეს წყალქვეშა მდინარეც. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი იმ მყვინთავების ადგილას ვინც ეს სილამაზე ნახა

Cenote Angelita-ს გამოქვაბული საოცარი ადგილია მყვინთავებისთვის, ის მდებარეობს მექსიკაში. ეს გამოქვაბული წყლით არის სავსე. რაც უფრო ღრმად ჩადიხართ სუფთა წყალი იცვლება მარილიანი წყლით, ხოლო როცა ფსკერს მიაღწევთ დაინახავთ მდინარეს და ხეებს. 30 მეტრის სიღრმეზე წყალი სუფთაა, 60 მეტრის სიღრმეზე კი მარილიანი ხდება. სინამდვილეში ეს არ არის ნამდვილი მდინარე, უბრალოდ წყალბადის სულფიდის ფენაა (H2S) .ამ სილამაზის გადასაღებად Cenote Angelita-ში ჩაყვინთა ფოტოგრაფმა Anatoly Beloshchin. „ჩვენ ვართ 30 მეტრის სიღრმეზე- სუფთა წყალი, შემდეგ 60 მეტრის სიღრმეზე- მარილიანი წყალი და ბოლოს ვხედავ მდინარეს, ხეებს და ჩამოცვენილ ფოთლებს. რა თქმა უნდა ეს მდინარე წყალბადის სულფიდის ფენაა, მაგრამ მისი ნახვა მართლაც საოცარ გრძნობას იწვევს“- ასეთი კომენტარი გააკეთა ფოტოგრაფმა.

ამაზე პოსტი იდო ინფორმაციის გარეშე, ესეც ინფორმაცია  :yes:

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close