არქივი

ადამიანების დახასიათება თვალის ფერის მიხედვით

7359df505effადამიანის დახასიათება თვალის ფერის მიხედვით

ძალიან საინტერესოა ადამიანების დახასიათება თვალის ფერის მიხედვით,რათქმაუნდა თვალის ფერით ადამიანის სულის წიაღს ვერ ჩასწვდებით, მაგრამ კონკრეტულ ადამიანზე ზოგად ინფორმაციას მაინც მიიღებთ.

02bf922f9c00
ცისფერი თვალები

ეს არიან რომანტიკოსები. ბევრს ოცნებობენ სიყვარულზე, ხშირად იგონებენ გრძნობებს. ცისფერთვალება ქალებს უყვართ ლამაზი და რომანტიული პაემნები და ყურადღება კაცების მხრიდან. მგრძნობიარე არიან, მათი წყენა ადვილია, თანაც როგორც წესი წყენას ძალიან დიდ ხანს ინახავენ გულში. ყველაფერს ძალიან მძაფრად განიცდიან, ადვილად ვადრებიან დეპრესიაში. ხშირად ეცვლებათ გუნება. თუმცა, სენტიმენტალური ხასიათის მოიუხედავად, შეიძლება, არ გააჩნდეთ ღრმა, ნამდვილი გრძნობა. ცისფერი ცივი ფერია და რაც უფრო ღია ცისფერია, მით უფრო ნაკლები სითბოა ამ ადამიანის გულში. ცისფერთვალება ადამიანები შეიძლება უგულო და სასტიკიც კი იყონ, თანაც ცუდ გუნებაზე რომ არიან, ადვილად ღიზიანდებიან და ბრაზობენ. ხშირად საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი და თავშეკავებულები არიან. სასიყვარულო ურთიერთობებში უყვართ მრავალფეროვნება და ერთგულებას ვერავის პირდებიან. ცისფერთავლება ადამიანები გამტანი და მიზანდასახულები არიან. გულუხვი, კეთილსინდისიერი და უცხო გარემოს ადვილად ეწყობიან. ხშირად ხელოვნების მოღვაწეებს, ნიჭიერ გამომგონებლებს, შემქმნელებსა და უბრალოდ ხელოვნების თაყვანისმცემლებს აქვთ ცისფერი თვალები. მდიდარი ფანტაზიის პატრონები არიან.

ადამიანებს მუქი ცისფერი თვალებით ზემოაღნიშნული თვისებები უფრო მეტად ახასიათებთ. თუ ცისფერ თავლებს ოდნავ შესამჩნევი თბილი ელფერი აქვს, ასეთი ადამიანი უფრო დამყოლი და მგდრადი ხასიათი აქვს და დიდი, ნამდვილი სიყვარული შეუძლია.

91cc614ddd03
ღია წაბლისფერი (თაფლისფერი) თვალები

თაფლისფერი თვალების პატრონი ადამიანი ძალიან განსხვავდება შავთვალა ადამიანისაგან. რაც უფრო ღია ფერისაა მისი თვალები, მით უფრო მორიდებული და მორცხვია. ხშირად ასეთი ადამიანები ირჩევენ პასიურ პოზიციას, ოცნება ურჩევნიათ რეალურ სამყაროს. ისინი მგრძნობიარები არიან, მათი წყენა ძალიან ადვილია. გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, მონდომებულობით, საიმედოობით. რბილი ხასიათის მიუხედავდ, ჯიუტები არიან და ყველაფერს თავისებურად აკეთებენ. მხოლოდ თავისი თავის იმედი თუ ექნებათ, შეუძლიათ დიდი წარმატების მიღწევა ცხოვრებაში. კარგია, თუ მუქი ფერის თვალების პატრონებისაგან ისწავლიან თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობას.

152a6da7f2b0
მუქი ფერის, შავი თვალები

შავთვალა ადამიანები აქტიური, იმპულსური და ვნებიანები არიან. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ერთ ადგილას გაჩერება, აზარტი და ინიციატივის გამოჩენა უყვართ. ხელისუფლება იზიდავთ, ხასიათით ლიდერები არიან. ტემპერამენტული, მგრძნობიარე და სექსუალურები არიან, იციან, თუ როგორ უნდა მოაწონონ თავი სხვებს. ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ. ასეთი ადამიანებისთვის მნიშნელოვანია, ყველაფერში პირველები იყონ, და ამით ყოველთვის სხვისი აღიარების მოპოვებას ცდილობენ.

შავთვალა ადამიანები კონფლიქტური და აგრესიულები არიან, თუმცა, როგორც წესი, მომენტალურად ივიწყებენ წყენას. უშიშარი, თავდაჯერებული და გამტანი ხასიათი აქვთ. ადვილად ეწყობიან ადამიანებს. რაც უფრო მუქი ფერის თავლებია, მით უფრო გამოკვეთილია მათში ეს თვისებები.

და ბოლოს თქვენი მონა მორჩილის და ზოგიერთი უცნაურის წევრის

მწვანე თვალები

584100437c9d

მწვანეთვალება ადამიანებს ხასიათის მიხედვით ეგრეთწოდებული ,,ოქროს შუალედი” დაცული არ აქვთ.ამ ფერის თვალის მქონე ადამიანები ბუნებით უმეტესად ან რადიკალები და სასტიკები არიან ან პირიქით მორცხვები და დამთმობები,მზერა საგნიდან საგანზე სწრაფად არ გადააქვთ და ყევლაფერს ამჩნევენ.საპირისპირო სქესის ყურადღებას ადვილად იპყრობენ თავიანთი ინდივიადუალური ხასიათის გამო.არიან ქარიზმატულები და ადამიანების სიმპათიას ადვილად იმსახურებენ.თუმცა ბედნიერების მწვერვალზეც კი სევდიანები არიან და სევდას ეძებენ.სევდა და მელანქოლია მათი ცხოვრების თანამდევი და განუყოფელი ნაწილია.

მგონი საინტერესო იყო,ბევრი თავის ჩვევასა თუ ხასიათსაც ამოიცნობდა……

წყარო: sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button