კულტურა

იქმნება რობოტების ენა — ROILA

8ft62

გინდათ რობოტთან საუბარი, ან რამის თხოვნა? მაშინ პირველ რიგში მათი სპეციალური ენის შესწავლა მოგიწევთ, სახელად — ROILA(Robot Interaction Language). მაგალითად ფრაზა “მე მიყვარს ხილი” რობოტების ახალ ენაზე გამოითქმის ასე:”Pito loki wikute tuji”.

ამ ენის შექმნაზე მუშაობენ მეცნიერები Eindhoven University of Technology (ჰოლანდია)-დან. პროექტის მიზანია რობოტებისათვის და ადამიანებისათვის ერთგვარი “საერთო ენის” გამონახვა, ანუ ROILA ადვილად უნდა აღიქმებოდეს რობოტისათვის და ასევე ადამიანისთვისაც ადვილად სასწავლი უნდა იყოს. კიდევ ერთი მაგალითი: ფრაზა “მომიტანე ბოთლი” რობოტების ენაზე ჟღერს ასე:”Butij pimo lupuma”.

73eb2

ROILA-ის შემადგენლობაში შედის: ზმნები,არსებითი სახელები,ზედსართავები, და ოთხი ნაცვალსახელი. მე, შენ, ის (მდედრ, და მამრ). ჯამში რობოტების ლექსიკონში დაახლოებით 850 სიტყვაა. როგორც აღმოჩნდა ეს არის აფრიკული,ჰოლანიუდი და ინგლისური ენის უნცაური სიმბიოზი.

ეიდჰოვენის უნივერსიტეტის სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ მალე ადამიანებს მოუწევთ რობოტებთან ურთიერთობის იოლი და ეფექტური გზების მოძებნა. არსებული ვარიანტებიდან ყველაზე უფრო ხელსაყრელი რათქმაუნდა საუბარია. ამის მიუხედავად, რობოტებს არ აქვთ ყველა ენის იდენთიფიკაციის უნარი, შესაბამისად არის იმის შესაძლებლობა რომ ვერ ვერ მოხდეს უკუკავშირი.

ROILA-ის ბევრი უპირატესობის მიუხედავად, იდეოლოგები მაინც დიდი პრობლემის წინაშე დგანან — ისწავლიან კი მომხმარებლები ახალ ენას რობოტებთან ლაპარაკისათვის? თუ დაელოდებიან სანამ მათ ენას არ გაიგებენ რობოტები….

იდევ ერთი მაგალითი: “მე შემიძლია წავიდე მარცხნივ ან მარჯვნივ” ასე ითქმება “Pito leto fosit webufo buno besati”. ხოლო სიტყვა “სიყვარული” ROILA-ზე ასე ჟღერს “loki”.

წყარო:Hi-tech.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button