გასართობისაკითხავი

ქართველი სტუდენტის ერთი ჩვეულებრივი დღე


ქართველი სტუდენტის ერთი ჩვეულებრივი დღე

ამ პოსტით მე მოგიყვებით ქართველი სტუდენტის ერთ ჩვეულებრივ დღეზე,ცოტა გაშარჟებულად ცოტა სევდიანად,ცოტა რეალისტურ-ცხოვრებისეული კუთხით და მგონი საინტერესო იქნება,ცოტა დღიურის მსგავსია,მაგრამ ზოგადად მაინც ასახავს სტუდენტების ერთ ჩვეულებრივ დღეს.

ზაფხულის ჩვეულებრივი მზიანი დილა გათენდა,აი შენ ისევ დაესწარი მზის ამოსვლას,უცხო რომ კითხულობდეს იფიქრებდა ვაიმე რა რომანტიკულიაო,მაგრამ შენ ხომ მაინც იცი რომ კომპიუტერთან გათენებაში არაფერია რომანტიკული.დილის 6 საათია,სამ საათში გამოცდა გეწყება,ალბათ მარტო ჩვენ უნივერსიტეტში ხდება რომ კვირა დღეს გამოცდას გინიშნავენ,მაგრამ არაუშავს ბოლოა და ვრჩები.კაზუსები იქნება და იმპროვიზაციის იმედი გაქვს თორემ წიგნში ხომ არც კი ჩაგიხედავს..
ფიქრობ:
მორჩა ეს ბოლო დღეა მეტს აღარ გავათენებ,აი დღეს მოვალ და 11 საათზე უკვე დავიძინებ,არა არა 11 ზე კი არა 12ზე..ეჰ ესეიგი პირველზე.ისევ და ისევ ეს საკუთარი თავისთვის მიცემული შეუსრულებელი დაპირებები.ამასობაში კიდევ საათანახევარი გადის და ხვდები რომ უნდა ჩაიცვა,ჭამო და წახვიდე.დგები მაგიდიდან,კომპს სცილდები თითქოს შვებას გრძნობ,მაგრამ მაინც გიზიდავს თითქოს.თავს ერევი და სამზარეულოში გადიხარ,დედა უკვე ფეხზეა და საჭმელი მაგიდაზე..როგორ მიყვარს დედა.ერთადერთი ადამიანია ვინც ყოველთვის მეფერება როგორ ხასიათზეც არ უნდა ვიყო.როგორც იქნა ვამთავრებ ჭამას ვიღებ რვეულს,რომელსაც იმ რვავე საგანში ვიყენებ რომელსაც ვსწავლობ.საწყალი რვეული..მრგავალდ დახვეულ ნატანჯ თურქულ რვეულს უკანა ჯიბეში მივუჩინე ადგილი და სახლიდან გავედი..

ქუჩაში გამოვედი ვგრძნობ თვალებიდან ძლივს ვიყურები,მეძინება აშკარად,ვესალმები ქეთის რომელიც მაღაზიას აღებს და რომელიც იმისთვისაა განწირული რომ ამ საღამოს ლუდი უნდა მოგვცეს,ვალზე რათქმაუნდა..არა ვალებს კი ვიხდი ხოლმე,მაგრამ საშინლად არ მიყვარს ეს პროცესი.
უნივერსიტეტში მივედი,უკვე აუდიტორიაში ვარ,ჩემს ადგილას,სადაც მაგიდაზე მივაწერე ამ რამდენიმე დღის წინ,დახვეწილი არამზადა.მეცინება….არ ვიცი უბრალოდ მიხარია.

ტესტი 5 კაზუსია,ძალიან საინტერესო,პირველი სამი კარგად გავაკეთე აშაკარად კმაყოფილების გრძნობა დამრჩა.მეოთხეს მივადექი,ძილი მომერია ისევ ასოები და სიტყვები ერთმანეთში მერევა,ვკითხულობ,თავს ძალას ვატან ერთი რაღაც უცნაური სიტყვა შემხვდა ვერ გავიხსენე რას ნიშნავდა,არადა თავი განათლებული მგონია,მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ რომ განათლება ერთი სიტყვის ცოდნა არცოდნით არ ისაზღვრება და წერას ვაგრძელებ.ხუთივე დავწერე,მაქსიმალური ქულა 40-ია,32 ის იმედი მაინც მაქვს..გამოვედი..რაღაც აპათიის მსგავსში ვარ,უნდა მივიდე და დავიძინო,მეტს ვეღარ გავუძლებ.ქუჩაში მივდივარ სადღაც კაფესთან ახლოს ძალიან საყვარელი გოგო შემხვდა,კიდევ ერთხელ მივხედე და ნინი ქარსელაძე იყო,ყოველთვის მომწონდა ეს გოგო,გავიფიქრე იქნებ გამოველაპარაკო? მაგრამ წამში აგებული ოცნებები იმავე წამს დაიმსხვრა,მე გახეხილი ჯინსი და ლაკოსტას უხარისხო  კეტები მეცვა მას კი ალბათ ევროპაში ნაყიდი ტანსაცმელი,თან საფულლეში ჩემი ჯინსივით გახეხილი ხუთლარიანის მეტი არ მედო,ფილარმონიის გადასწვრივ საქართველოს ბანკის გვერდზე შავებში ჩაცმული ქალი ითხოვდა მოწყალებას,გული დამეწვა,ამ დროს საქართველოს ბანკთან აუდის ერთ ერთი ყევლაზე დახვეწილი მოდელი ქიუ7 გაჩერდა,მფლობელი მანქანიდან გადმოვიდა,რა საოცარი კონტრასტი იყო სიმდიდრის და სიღარიბის,ეს ორი ,,სიმდიდრე და სიღარიბე სულ რაღაც 5 მეტრით იყვნენ ერთმანეთისგან დაშორებულნი მაგრამ შეურყევ დამოუკიდებლობას მაინც ინარჩუნებდნენ,ჩემდაუნებურად გაბრაზება მომაწვა ,,აუდისჯიპიანის” მიმართ,მაგრამ მისი დანაშაული ხომ მხოლოდ ის იყო რომ აუდი ჰყავდა.მინდოდა რამე შემეცვალა იქ და იმწამსვე,მაგრამ მე ხომ სტუდენტი ვიყავი გაქუცული 5 ლარიანის ამარად,თავს იმით ვინუგეშებ რომ ყევალფერი წინ არის,მე შევცვლი,მე შემიძლია,მე შემიძლია…გაჩერებაზე გადავედი…ველოდები ავტობუსს,ამ დროს მოხუცი ქალი მოვიდა ინტერესით ათვალიერებს გაჩერებაზე მდგომებს,ვხვდები რაღაც უნდა იკითხოს..ნეტა მე არ მკითხოს…ნეტა მე არ მკითხოს…____უკაცრავად გენაცვალე საბურთალოზე რა ნომერი მიდის?-ვიცი ცუდად ვიქცევი და მოხუცს უნდა დავეხმარო,მაგრამ ფეხზე ძლივს ვდგავარ და სიტყვა ,,ოცდახუთის” თქმაც კი მეზარება..არ ვიცი ქალბატონო-არადა ეს უფრო დიდი გამოვიდა ვიდრე ,,ოცდახუთი”.
სახლში მივედი,წყალი დავლიე,მიუხედავად იმისა რომ მეძინებოდა ტელევიზორი ჩავრთე დივანზე ჩამოვჯექი,როგორ ჩამეძინა არ მახსოვს,კარებზე ზარის ხმა მაღვიძებს რომელიც მიშა ანდღულაძის სტვენას უფრო ჰგავს,კარს ვაღებ ნიკაა,შემოდი.. ,,რას გიგავს თვალები შეჩემა”-ს შემდეგ ვეკითხები,პარკში რა გაქვს? შენ რო გიყვარს,-ვა ვილა მაიამიზე მანდ როგორ ჩატიე ,,შეჩემა”? ოოო ნუ ხარ შენ დებილი რა,ცოტა გაბრაზდა მიდი ჭიქები გამოიტანე…ორი წუთის შემდეგ ლუდად წოდებულ ,,სპირტიან წყალს მივირთმევდით”.

ბიჭო..მეუბნება ნიკა
არ გინდა დასასვენებლად წავიდეთ?
სად?
სად და იბიცაზე აბა ქობულეთში ხო არ წავალთ, გამეცინა-ნელ ნელა მემსგავსება ნიკა.
ფული 700 ლარი მინიმუმ ხო გვინდა?
გვნიდა მპასუხობს..იცის უკვე რასაც ვეტყვი
მერე საიდან ვიშოვოთ?
საღამოს დაგირეკავ და ან გაგახარებ ან..ან არ ვიცი..
ნიკა მიდის..უკვე საღამოს 6 საათია,ნახევარ საათში დედა მოვა.
დაღლილი იქნებ ალბათ,კვერცხს დავახვედრებ,მეტი მაინც არაფრის გაკეთება არ ვიცი…
დედა მოვიდა..ვიცი ბანკია,მაგრამ იქაც იღლებიან ადამიანები,დედაც დაღლილია..კვერცხს დახედავს და მეუბნება შენ შეწვი?
-ხო დე…
ეჭვიანად მიყურებს,რაღაც გინდა მთხოვო ალბათ ხო?
ცოტა კი მეწყინა რომ ანგარებიან საქციელად ჩამითვალეს ზრუნვა.მაგრამ რომ მახსენდება რომ ანგარებიანად ბევრჯერ მოვქცეულვარ ვხვდები დედა მართალია.
ღამეა თერთმეტის ნახევარი მსოფლიო ჩემპოინატის ფინალი 15 წუთში დაიწყება.ჰოლანდიისკენ ვარ,რატო არ ვიცი,ალბათ იმიტომ რომ ჰოლანდია უფრო განვითარებულია ვიდრე ესპანეთი,არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინ მოიგებს.

გავიდა 90 წუთი,და ძირითადს დამატებული რამდენიმე წუთიც..ჩემს ოთახში ვარ,ვფიქრობ დავიძინო და დაპირება ავასრულო თუ არა.ამ დროს ტელეფონი რეკავს,დავხედე ნიკაა,ნეტა რა უნდა ამ დროს ცუდი ხო არაფერია?
ვპასუხობ..ერთი წამის შემდეგ კი ნიკას ღრიალი მესმის,დასასვენებლად მივდივართ შეჩემაა,ყოველთვის ვფიქრობდი რომ ჩვენ არც ერთი არ ვართ დალაგებული,მაგრამ ეს სიგიჟის გამომხატველ უმაღლეს ფორმად მივიჩნიე და ცოტა უცენზურო პასუხის შემდეგ,ვეკითხები რა მოხდა..იმ ღამეს კარგად კი ვერ ამიხსნა ყველაფერი მაგრამ ასე კი მოხდა..თავისი სწავლის გადასახადი ფულიდან 300 ლარი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ესპანეთი ჰოლანდიის ფრეზე დაუდია…არ ვიცოდი უნდა გავბრაზებულიყავი თუ უნდა გამხარებოდა,მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება 10 დღე მაინც აღარ შეგვაწუხებს მზე..

ეს იყო ჩანახატი,ერთი დღე სტუდენტის ცხოვრებიდან…იმედი მაქვს მოგეწონათ,ლიტერატურული ან მხატვრული თვალსაზრისით თუ დავუშვი შეცდომა წინასწარ გიხდით ბოდიშს.

წყარო:ერთი დღე სტუდენტის ცხოვრებიდან..

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close