ოტო სკორცენი
გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმს ოტო სკორცენის შესახებ
ოტო სკორცენი (დ. 12 ივნისი, 1908, ვენა – გ. 6 ივლისი, 1975, მადრიდი) იყო ობერშტურბანფიურერი გერმანულ ვაფენ სს-ში მეორე მსოფლიო ომის დროს.აღმოსავლეთის ფრონტზე ბრძოლის შემდეგ მან ჰიტლერის პირადი დავალებით უხელმძღვანელა იტალიელი დიქტატორი ბენიტო მუსოლინის გამოხსნას ტყვეობიდან. სკორცენი ასევე ხელმძღვანელობდა ოპერაცია გრეიფს, რითაც გერმანელ ჯარისკაცებს უნდა შეეღწიათ მოწინააღმდეგის რიგებში მოწინააღმდეგეების უნიფორმებით და აღჭურვილობით. ომის მიწურულს ის იყო ვეჰრვოლფის პარტიზანული მოძრაობის ნაწილი.
ეს ფილმი მის შესახებ მოგვითხრობს (იმ დროინდელი აგენტი 007 იყო ლამის :papa: ) და აგრეთვე ნაცისტების მიერ გადაბირებულ დაუნდობელ რუს მკვლელებზე.
გაინტერესებთ, თუ სახეზე ნაიარევი საიდან ჰქონდა ? :) იხილეთ ჩემს მიერ ატვირთული ფილმი .
წყარო:http://ka.wikipedia.org