თურქეთის კურორტები


ესეც ჩემი მე-100-ე პოსტი :ucnauri.com: ანტალია
ანტალია ტურისტებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია თურქეთის ტერიტორიაზე. ანტალიის ისტორია დასაბამს ჩვენს ერამდე მე-2 საუკუნეში იღებს, როცა ბერგამის მეფემ, ათალოს II-მ თავის ქვეშევრდომებს დედამიწაზე სამოთხის მოძებნა უბრძანა, რათა ახალი, ლამაზი და მდიდარი ქალაქი დაეარსებინა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ ამ ადგილს და წუხდნენ იმის გამო, რომ სამოთხე ვერ იპოვეს. თუმცა ერთხელ, მთის მწვერვალიდან, მათ წინაშე საუცხოო ხედი გადაიშალა. სწორედ ამ ადგილზე აშენდა ახალი ქალაქი, რომელსაც მეფის პატივსაცემად ატალეა ეწოდა. ქალაქის სახელწოდებამ ტრანსფორმაცია განიცადა და საბოლოოდ მას ანტალია დაერქვა.

დასვენება ანტალიაში

ანტალია თურქეთის ყველაზე ახალგაზრდა კურორტია, რომლის ცენტრიდანაც საერთაშორისო აეროპორტამდე სულ რაღაც 12 კმ-ია. ამ კურორტზე დასასვენებლად ბევრი საშუალებაა შექმნილი, მათ შორის რამდენიმე აკვაპარკი. ერთ სანაპიროზე ანტალიასთან ერთად ბევრი უძველესი ქალაქია აშენებული. სწორედ ძველისა და ახლის შერწყმის გამო, ანტალიის ქუჩები და მიდამოები საოცრად მიმზიდველია მოგზაურთათვის.
ქალაქი-კურორტი ანტალია ზღვისკენ დაშვებულ პლატოზე, ზღვის დონიდან 40 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ტოროსის მთები, რომელის ფერდობებიც ფიჭვის ხეებით არის დაფარული, ზღვის სარკისებრი წყლისკენ ეშვება. განსაკუთრებით ლამაზია დიუდენის ჩანჩქერი, რომლის ნახვაც ანტალიის (და არამარტო ანტალიის, არამედ კამერის, ბელდიბის, ბელეკისა და სხვა ქალაქების) საგზურში უფასო ექსკურსიის სახით შედის.
თანამედროვე სასტუმროების ქსელი, ბევრი კარგი რესტორანი, მყუდრო ყავახანები, გადაწყვეტილი ადგილობრივ სტილში, გასართობი ცენტრები, დისკოტეკები, ბევრი მაღაზია მრავალფეროვანი პროდუქციით, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სტუმრებს გულთბილად ხვდება-ყველაფერმა ამან ქალაქი-კურორტი და თურქული რივიერის ცნობილი დედაქალაქი ანტალია, ტურისტების დასასვენებლად საუკეთესო ადგილად აქცია.
ყოველწლიურად ანტალია უამრავ ტურისტს მასპინძლობს, რომელთა დიდი ნაწილიც კურორტზე ხშირად ჩადის. ისინი ანტალიას არამხოლოდ დასვენების, არამედ მდიდარი ისტორული მემკვიდრეობისა და უძველესი ხელოვნებისა და არქიტექტურის გაცნობის მიზნით სტუმრობენ.

სიდე

თურქეთის წყნარი, უძველესი ქალაქია, რომელიც ნახევარკუნძულზე, ანტალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 68 კმ-ში მდებარეობს. სიდე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ საინტერესო ქალაქად ითვლება. დღეს სიდე სამხრეთ თურქეთის შედარებით ხმაურიანი ქალაქი და საზღვაო ვაჭრობის ცენტრია.

სიტყვა სიდე ბროწეულს ნიშნავს და ნაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენს.

თანამედროვე სიდე

ეს არის ქალაქი პატარა და მოდური ნაგებობებით, რომელიც კარგად არის შერწყმული საუცხოო ბუნებასთან. სიდეში ყველაფერი ანტიკური ქალაქის სტილშია გადაწყვეტილი, მასში წარსულისა და დღევანდელობის სული თანაცხოვრობს. ამ ქალაქში არის ულამაზესი პლაჟები და სუფთა ზღვა.

სიდეში მდებარე სასტუმროების უმრავლესობას საკუთარი პლაჟი აქვს. ამ კურორტზე ხშირად ჩადიან ბავშვებთან ერთად. სიდედან ტურისტები ხშირად ჩადიან ბელეკასა და ანტალიაში ასპენდოსის ამფითეატრში, ასევე მიდიან პერგეს ნანგრევებისა და კურშუნლუს ჩანჩქერის მოსანახულებლად.

სტამბული

სტამბული თურქეთის მსხვილი ქალაქი, მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი, უმსხვილესი სამრეწველო-სავაჭრო და კულტურული ცენტრია. ამ ქალაქში თავმოყრილია ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, უცხოური სადაზღვევო სააგენტოები და საზოგადოებები.

ქალაქის ევროპულ ზონას ყურე ორ ნაწილად – ემინენიუდ (ძველი ქალაქი), რომელიც ძველ ნახევარკუნძულზეა განლაგებული და შუა საუკუნეების იერ-სახე აქვს შემორჩენილი, და ბეიოგლუდ (ახალ ქალაქად) ყოფს. ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე მდებარეობს სავაჭრო-საპორტო რაიონი და საქმიანი და კულტურული ცენტრი.

ბოდრუმი

საუცხოო ადგილია თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის. ნახევარკუნძულზე ბოდრუმი საუცხოოდ არის შერწყმული ოქროსფერი სანაპიროები, გაერთიანებული ყურეები გამჭვირვალე წყლით, ფიჭვნარი, ფორთოხლის ხეებიანი მინდვრები, ულამაზესი მთები და ფერდობები, რაც ასე ძალიან უყვართ ევროპელ ტურისტებსა და ადგილობრივი ბოჰემის წარმომადგენლებს.

ოდრუმიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს კაარადას (Karaada) წყარო, რომლის თბილი მინერალური წყალიც იდეალურია ბანაობისთვის. როგორც ამბობენ, ეს წყალი ფერს იცვლის.
ბოდრუმი სხვადასხვა დროს ბერძნებს, რომაელებს, ბიზანტიელებს, თურქებს, იტალიელებსა და იოანიტ რაინდებს ეკუთვნოდა, ოსმანთა იმპერიის შემადგენლობაში XVI საუკუნეში შევიდა.

ბოდრუმმა, თავისი ცოცხალი ატმოსფეროთი, თურქული ხელოვნების ცენტრის სტატუსი მოიპოვა, რადგან ის ადრეული პერიოდიდან ვე ითვლებოდა ევროპული და თურქული ელიტის საყვარელ დასასვენებელ ადგილად. კურორტის ტერიტორიაზე თქვენს ყურადღებას მიიქცევს არაოფიციალური ყოველდღიური ცხოვრების სტილი და აქტიური ღამის ცხოვრება. ბოდრუმში მიღებულია ადრიანი საღამოს ადგილობრივი სამზარეულოს კერძების დაგემოვნება.

წყარო:დასვენება.გე და გუგლი


ავტორი: giorgijg _ E63 ///AMG

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC