არქივი

ლურსმული დამწერლობა და უძველესი სკოლები

03dde254b91b

რატომ წერდნენ ძველ შუამდინარეთში თიხაზე? ძალიან უბრალო მიზეზის გამო: მესოპოტამიში თიხის გარდა არ მოიპოვებოდა სხვა მასალა, რაც შეიძლებოდა საწერად გამომდგარიყო.

ეგვიპტეში წერდნენ განსაკუთრებული ლერწმისაგან დამზადებულ პაპირუსზე. ასეთი ლერწამი უხვად ხარობდა ნილოსის ნაპირებზე. ჩინეთში წერდნენ ბამბუკზე, ხოლო ძვ.წ. მეორე საუკუნიდან ბრინჯაოს ქაღალდზე, რომელიც პირველად ჩინელებმა დაამზადეს. რომში წერდნენ პერგამენტზე, პაპირუსზე და გასანთლულ ფრიფიტებზე. დიდ ნოვგოროდსა და ძველი რუსეთის სხვა ქალაქებში წერდნენ არყის ხის ქერქზე – იაფ და მკვიდრ მასალაზე, რომელიც მისაწვდომი იყო მოსახელობის ფართო ფენებისათვის.

მესოპოტამია კი მდიდარი იყო თიხით. იღებდნენ თიხის ნაჭერს, კარგად ზელდნენ, სქელი, ბლანტი ცომი რომ მიეღოთ. აძლევდნენ მას სასურველ, – ხშირად, სწორკუთხა ფილების ფორმას. ჩვეულებრივ, მათი სიგრძე ერთნახევარჯერ – ორჯერ მეტი იყო სიგანეზე.თიხა რომ ოდნავ შეშრებოდა, “ქაღალდი” საწერად მზად იყო.

“ფანქრები” და “კალმები” განუსაზღვრელი რაოდენობით იყო. ლერწმის ჯოხი ცვლიდა ჩვენს საწერ მოწყობილობას.

ყელაზე მოხერხებული იყო კალმისთის კვეთში ამოტრიალებული სამკუთხედის ფორმა მიეცათ. ამ შემთხევაში ნიშნები უფრო გარკვეული გამოდიოდა და ჯოხსაც უფრო ადვილად იმორჩილებდნენ.

ac1775a72424

როცა ნიშნის გამოყვანას იწყებდა, მწერალი უნებურად პირველ მომენტში უფრო აჭერდა ხელს და თიხაზე რჩებოდა სამკუთხედის ანაბეჭდი – სოლი ( ლურსმული ნიშანი).

ლურსმული წერა განაპირობა მასალის ხასიათმა, რომელსაც იყენებდნენ შუამდინარელები. ნიშნების სოლისებური წერა შენარჩუნდა ქვაზე, ბრინჯაოზე, ვერცხლსა და სხვა მყარ ლითონებზე წერის დროს. ეს ფორმა დაკანონდა, საყოველთაო გახდა.

ასე წერდნენ თიხის ფირფიტაზე:

2548234bd30e

მწერალთა სკოლები

ძალიან ძნელი იყო ლურსმული წერა-კითხვის სწავლა. ტაძრებთან არსებობდა საგანგებო სკოლები, სადაც მწერლებს ამზადებდნენ. არქეოლოგებმა გათხარეს რამდენიმე სკოლის შენობა და აღმოაჩინეს მოსწავლეთა მრავალი “რვეული” (ცხადია თიხის) ორთოგრაფიული შეცდომებითა და მასწავლებლების მიერ შესწორებული…

7e036694e939

შუმერული საკლასო ოთახი

სწავლა იწყებოდა ყველაზე მარტივით: მოსწავლეს ასწავლიდნენ როგორ მოემზადებინა თიხის გუნდისგან თიხის ფირფიტა. შემდეგ იგი უნდა დაეხაზათ, რათა სტრიქონები სწორი გამოსულიყო. ამას წვრილი თოკებით ახერხებდნენ. შემდეგ მოსწავლეს ხაზზე უნდა გამოესახა ცალკეული ნიშნები. დიდი ხნის ვარჯიშის შემდეგ , როცა იგი დაოსტატდებოდა ნიშნების სწრაფად, ლამაზად წერაში, მას ასწალიდნენ სოლების შეერთებით შეედგინა მარცვალი, სიტყა, ციფრები, მთელი წინადადება.

ჩვენი რვეულებისაგან განსხავებით, თიხის რვეულები შეიძლებოდა მრავალჯერ გამოეყენებინათ. საჭირო იყო მხოლოდ თიხის გადაზელა და ახალი ფირფიტის გაკეთება.

3d7cd77522ec

ზოგიერთი თიხის რვეულზე გარკვევით ჩანს იმ თითების ანაბეჭდი, რომლითაც სამი ათასი წლის წინათ ხელში ეჭირათ ეს ფირფიტები. ამ ანაბეჭდებით შეგვიძლია დავადგინოთ ვინ წერდა ფირფიტაზე – ბავშვი თუ მოზრდილი.

იმ ფირფიტას, რომელიც შუამდინარელებს დიდ ხანს უნდა შეენახათ, ღუმელში წვავდნენ და ის აგურივით მყარი ხდებოდა. ამით ისინი იცავდნენ ფირფიტის წარწერას. არქეოლოგებმა მრავალი ათასი გამოუწვავი ფირფიტა იპოვეს. მათ გადაწყვიტეს, ახლა გამოწევათ ისინი. მიუხედავად იმისა, რომ ფირფიტების დამზადებიდან მათ გამოწვამდე რამდენიმე ათასი წელი გავიდა, ცდა წარმატებით დაგვირგვინდა.

თიხის წიგნები და რვეულები მეტად მძიმე იყო. მოსწავლეები ასეთ ტვირთს ვერ ატარებდნენ. პირველკლასელის ანბანი, რომელიც სულ რაღაც ორმოცდაათიოდე გვერდია, თიხაზე რომ გადაგვეწერა, დაახლოებით 50 კილოგრამს აიწონიდა. ამიტომ, შუამდინარეთში პატარა მწერლები სკოლებში ადრიანი დილიდან გვიან ღამემდე რჩებოდნენ და რვეულები შინ არ დაჰქონდათ.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად წერდნენ ვერტიკალურ სტრიქონებზე – ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ. ხოლო შემდეგ დაიწყეს ისე წერა, როგორც ჩვენ ვწერთ – ჰორიზონტალურ სტრიქონებზე, მარცხნიდან მარჯვნივ.

d11d5f12c7d5

ვერტიკალური სტრიქონები

თიხაზე მარჯვნიდან მარცხნივ წერა საკმაოდ მოუხერხებელი იყო. საჭირო იყო მარჯვენა ხელის მუდმივად ჰაერში დაჭერა, რათა წინა ნაწერი არ წაშლილიყო. ძველი დროის მწერლებმა იპოვეს გამოსავალი: 90 გრადუსით შემოაბრუნეს ფირფიტა საათის ისრის საწინააღმდეგოდ. მაშინ ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურად იქცნენ და იძულებული შეიქნენ მარცხნიდან მარჯვნივ ეწერათ. მართალია, ყველა ნიშანი დახრილი გამოდიოდა, მაგრამ წაკითხვისას ფირფიტას ისევ შეაბრუნებდნენ 90 გრადუსით საწინააღმდეგო მხარეს და კითხულობდნენ ვერტიკალური სტრიქონების მიხედვით მარჯვნიდან მარცხნივ.

გადიოდა წლები, დამწერლობა მარტივდებოდა. დამკვიდრდა ნიშნების დაწოლილი ფორმა. ახლა უკვე არა მარტო წერდნენ ჰორიზონტალურად მარცხნიდან მარჯვნივ, არამედ ასევე კითხულობდნენ.

წყარო: “თიხის წიგნები”

მსგავსი ამბები

Back to top button