მისტიკასაკითხავიუკატეგორიო

ვამპირები – მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში

ვამპირები — მითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები. ხშირად, გამოცოცხლებული ადამიანის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და/ან ცხოველის სისხლით იკვებებიან.ვამპირები, ასევე მათი მონათესავე მაქციები , პრაქტიკულად მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურაში არსებობდა…

საბერძნეთი

ემპუსი – ადამიანი ვირის ფეხებით – გზებზე მოსეიერნე, რომელიც თავს ესხმოდა დაგვიანებულ მგზავრებს, მაგრამ არასოდეს არ შედიოდა სახლებში.

ლამია – ქალი , გველის ტყავის სხეულითა და თხის ჩლიქით. მას აინტერესებდა მხოლოდ ბავშვები. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ის ერთ დროს ლიბიის დედოფალი და მრავალშვილიანი დედა იყო.ლამიას ჰქონდა ურთიერთობა ზევსთან და მისგან ეყოლა შვილები. ეს ამბავი რომ ზევსის მეუღლემ, ჰერამ შეიტყო, განრისხდა და ბავშვები დახოცა. სხვა ვერსიით კი ჰერამ აიძულა შვილები გადაეყლაპა. უნუგეშოდ შთენილმა ლამიამ შეაჩვენა ღმერთები და ადამიანთა მოდგმა. განრისხებულმა ღმერთებმა მშვენიერი დედოფალი ურჩხულად აქციეს. მას შემდეგ ლამია ყოველ ღამე სანადიროდ გამოდის, იტაცებს ბავშვებს და მათ სისხლს სვამს.

ძვ.რომი

სტრიქსი – რომლებადაც ხდებოდნენ ჯადოქრები და გრძნეულები სიკვდილის შემდეგ. ღამღამობით ისინი გადაიქცეოდნენ ბუებად, ჯგუფურად შეიკრიბებოდნენ და ბავშვებზე სანადიროდ მიფრინავდნენ. არც დიდები და არც მოზარდები მათ არ აინტერესებდათ. ისინი დაესეოდნენ მსხვერპლს და პირდაპირ ჭრილობიდან სვამდნენ სისხლს, რომელსაც ბასრი და მჭრელი კლანჭებიდან აყენებდნენ. სტრიქსის მოკვლა შეუძლებლად ითვლებოდა. მათი სახლიდან განდევნა შეიძლებოდა მხოლოდ სპეციალური რიტუალების ჩატარების შემდეგ.

კელტები

ლანან ში – ურჩხული, რომელიც თავის მსხვერპლს (განსაკუთრებით მამაკაცებს, ახალგაზრდებსა და უცოლოებს) ევლინება მშვენიერი გოგონას სახით , ბრწყინავი კანითა და ძალიან წითელი პირით. სხვაგვარად მას ”მშვენიერ სატრფო”-საც ეძახდნენ. ლანან შის არ შეეძლო ზიანის მიყენება , მანამ სანამ მსხვერპლს არ შეუყვარდებოდა.

იაპონია

კაპპე – ვამპირი, წყლის ბინადარი. კაპედ გადაიქცეოდნენ დამხრჩვალი ბავშვები. ისინი დაფარული იყვნენ მწვანე კანით, თითებს შორის ეზრდებოდათ აპკი და ზურგზე კუს ჯავშანი . აგრეთვე წარმოექმნებოდათ ბასრი კბილები. კაპე ფეხებით ფსკერზე ითრევდა მოცურავეებს და სვამდა სისხლს, უკბენდა რა ვენაზე მუხლს ქვეშ ან უკანატანში.

ფილიპინები

ასვანგა – რომლადაც ახალგაზრდა მოკლული გოგონა გადაიქცევა. დღე გამოიყურება, როგორც მშვენიერი გოგონა გაშლილი თმითა და ყვავილის გვირგვინით. ისინი ახალგაზრდა მონადირეებსა და ბავშვებს იზიდავენ უღრან ტყეში, სადაც მზის სხივები არ ხვდება, სადაც თავიანთ მსხვერპლს ლიანებით აბამენ და მათ სისხლს სვამენ. ღამე ასანგები დიდ , შავ ჩიტებად გადაიქცევიან. ისინი სახლის სახურავებზე ჯდებიან , საკვამურში თავიანთ კოღოს ხორთუმივით გრძელ ენას ჩაუშვებენ, რომლითაც გაუხვრიტავს ვენას მძინარეთ და ამოწოვს სისხლს.

მალაიზია

ლანგუსუიარი – მკვდარი ქალი, რომელსაც დედობა არ განუცდია. უფრო ხშირად ქალი, რომელიც მშობიარობას გადაყვა. იტაცებს ბავშვებს და სვამს სისხლს მათი გადაგლეჯილი
ყელიდან. გამოიყურება, როგორც მშვენიერი ქალბატონი გრძელი თმებითა და ძალიან გრძელი და ძლიერი ფეხებით. მისი ფეხები იმდენად ძლიერია, რომ მას შეუძლია ყველაზე მაღალი ხის მწვერვალამდე ახტეს

პონტინიანაკი – ბავშვი, მკვდრად დაბადებული და დედის სითბოს განუცდელი. ის გადაიქცევა პატარა ხვლიკის მსგავს არსებად ძალიან ბასრი კბილებითა და თითებზე საწოვარით. მსხვერპლს ეცემა ხიდან , გადაუჭრის კისერს და სვამს სისხლს. მოიშორო პონტინიანაკი შეუძლებელია.

ავსტრალია

იარა-მო-იაჰა-ჰუ – გავს პატარა ადამიანს დიდი თავითა და გრძელი ხელებით. ძვლები არ აქვს , მაგრამ სამაგიეროდ აქვს საწოვარები. აქვს უნარი ფერის ცვლის: მშიერი არის მწვანე, ხოლო გამაძღარი – წითელი. თავიანთ მსხვერპლს თავს ესხმის ხიდან და გამოწოვს სიკვდილამდე. მისი თავიდან მოცილება შეუძლებელია. თუმცაღა მისგან გამოწოვილ მსხვერპლს შეუძლია დიდხანს სიცოცხლე, თუკი მსხვერპლი დალევს მხოლოდ ზღვის წყალს. ვამპირი ვერ უძლებს და თავად განეშორება მას. სიკვდილის შემდეგ მსხვერპლი თავად გადაიქცევა იარა-მო-იაჰა-ჰუდ.

ინდოეთი

ბჰუტასები – სისხლისმსმელი სულები, რომლებიც გადასახლდებიან ბუებში, მფრინავ თაგვებში და მიცვალებულთა სხეულებში.

რაქშასები – ოდესღაც მამაცი მებრძოლები, ღმერთების წინააღმდეგ აჯანყებულები და ამის გამო დასჯილები. გარდაიქმნებიან ნებისმიერ ადამიანდ, ნებისმიერ არსებად. ძირითადად თავს ესხმიან ბავშვებს და ორსულ ქალებს.

ჩეპიდები- რომლებადაც ხდებიან ქალები, რომლებსაც სიცოცხლეში ცუდად ექცეოდნენ ანდა არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილნი. გამოირჩევიან დამაბრმავებელი სილამაზითა და ბრწყინავი სხეულით. დადიან ვეფხვზე ამხედრებულნი. ღამით იმალებიან ჯუნგლებსი, დღისით კი ბრუნდებიან მშობლიურ ადგილებზე სისხლის დალევის მიზნით. თავს ესხმიან მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს და სისხლს წოვენ მხოლოდ ფეხის დიდი თითიდან.

ჩინეთი

ჩიან-ში – ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს გამოესალმნენ მკვლელობით ან თვითმკვლელობით, დამხრჩვალნი და ადათ-წესით დამარხვას მოკლებულნი. დაეხეტებიან და ყოველი ცოცხალი არსების სისხსლ სვამენ. პერიოდულად ხდებიან ძლევამოსილები, ეზრდებათ გრძელი და რბილი თეთრი თმები, აქვთ ძალა გადიაქცნენ თეთრ მგლად.

მელა-მაქცია – მიუხედავად თავისი დასახელებისა, იგი მიეკუთვნება უფრო ვამპირებს , ვიდრე მაქციებს. მელია მაქციად გადაქცევის შანსი აქვს გოგონას, თუ ის სიცოცხლეში იყო გრძნეული ანდა არ გამოირჩეოდა კეთილი საქმეებით. ”არაცოცხალ” მდგომარობაში გადასვლისას გოგონას სილამაზე, როგორც ეს ხდება ვამპირებში, ბევრად იზრდება, და გამოიყენება ახალგაზდრა ადამიანების მოსახიბლად. შემდეგ იგი აღწევს მათ სახლებში და სვამს სისხლს. მათ შეუძლიათ გადაიქცნენ ფაფუკ შავ მელიად. ხშირად ელაქუცება ბავშვებსა ან მოხუცებს სახლში შეღწევის მიზნით. მათგან თავის დასაცავდ სახლებსა და უდაბურ ადგილებში დგამენ ქვის ფიგურებს მელიის გამოსახულებით, უკანა ფეხებზე მდგომსა და შალში გახვეულს. ითვლება, რომ მელია, რომელიც ამ ფიგურას დაინახავს, ჩათვლის რომ აქ უკვე იმყოფება მისი მეტოქე და წავა.

არაბეთის ნახევარკუნძული

გულ-ი – არასასაიამოვნო ქმნილება, რომლადაც გარდაიქმნება შავი ჯადოქარი სიკვდილის შემდეგ. გამოიყურება , როგორც საშინელი ურჩხული, თუმცა ხანდხან თანამგზავრი ლამაზი ქალის იმიჯით, რაც მის ჰერმაფროდიზმზე მიუთითებს. თავი აქვს კატის, თვალები ანათებს, ფეხები დღენაკლულივით აქვს, ხოლო სხეული ძაღლის. დღისით იმალება ბნელ მღვიმეებში და ფრიალო კლდეებზე, ხოლო ღამით გამოდის სანადიროდ. მსხვერპლს ესხმის, უგლიჯავს კისერს და სვამს სისხლს. თუ ბავშვი დაიჭირა, მისგან მხოლოდ ძვლებს ტოვებს. თუ გულს არ უმართლებს ნადირობაში, ის საფლავიდან ამოთხრის გვამს და მისგან დარჩენილ ჯანმრთელ ნაჭრებს შეჭამს.

ცენტრალური ამერიკა

ტლაჰუელპუჩები – ”არამკვდართა” შორის ყველაზე ცოცხალნი. ისინი იბადებიან ოჯახებში, სადაც სისხლიანი კულტის წამყვანი ქურუმებია. სისხლის სურვილი სადღაც 13 წლის ასაკში ჩნდება. სისხლის მოთხოვნილება ჩნდება თვეში 4-ჯერ. სანადიროდ ისინი გამოდიან გიგანტური მფრინავი თაგვების სახით. მისი ყველა მსხვერპლი იღუპება, რადგან იგი ბოლო წვეთამდე გამოსწვს სისხლს.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close