გართობა

კოქტეილი

niec9

კოქტეილი და მისი რეცეპტები

კოქტეილი, (ინგლ. cocktail, სიტყვასიტყვით მამლის ბოლო), სხვადასხვა სპირტიანი ნაყენის, ღვინის, არყის, კონიაკის, რომის, ჯინის, ხილის, ნაღების, კვერცხის, თაფლის, ნაყინის, საკვები ყინულისა და სხვათა შერევით მიღბული სასმელი. კოქტეილს ამზადებენ ორი სახისას – მაგარსა და სადესერტოს. ამზადებენ ლითონის სპეციალურ ჭურჭელში (შეიკერში), ზოგჯერ კი – უშუალოს ჭიქაში.
კოქტეილის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს მცირეალკოჰოლიანი სასმელია, რომელიც სამ ან მეტ ინგრედიენტს შეიცავს. თუ შერეული ინგრედიენტი მხოლოდ ორია, მაშინ ეს სასმელი მხოლოდ შერეულია, მაგრამ კოქტეილად არ ითვლება.
qjj03

ისტორია

პირველად კოქტეილი ნიუ-იორკში, 1806 წლის მაისის ცნობარში “Balance and Columbian Repository” ახსენეს, სადაც სასმელს შემდეგი განმარტება ჰქონდა: “მასტიმულირებელი ლიქიორი, რომელიც ნებისმიერი სპირტიანი სასმელისაგან შედგება. აგრეთვე მას ემატება შაქარი, წყალი და მცენარეული ნაყენი”.

სიტყვა კოქტეილის წარმომავლობასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა ლექსიკონების უმრავლესობაში მითითებულია, რომ სიტყვის წარმომავლობა უცნობია.

ორი საუკუნის განმავლობაში, ათობით ავტორი ცდილობდა ტერმინის წარმომავლობა აეხსნა. სწორედ მათ ვერსიებში ხშირად მოიხსენებდნენ ლამაზ ქალებს და ერთ-ერთი ვარაუდით, სიტყვა კოქტეილი სწორედ მათი სახელების ინიციალებისგან იყო შემდგარი. გთავაზობთ ყველაზე რეალურ ვერსიებს:
Coquetier-ასე ჰქვია ფრანგულად პატარა ჭიქას, რომელშიც, როგორც ამბობენ, ვიღაც ფრანგი ნიუ-ორლეანში სტუმრებს შერეულ სასმელს სთავაზობდა. სტუმრები ხშირად ითხოვდნენ Coquetier-ს, დროთაგანმავლობაში სიტყვამ ტრანსფორმაცია განიცადა და ის კოქტეილად იქცა.
შესაძლებელია, რომ ღვინოების შერევის უძველესი ფრანგული რეცეპტი, რომელსაც coquetel-ს უწოდებდნენ, 1777 წელს, ამერიკაში გენერალ ლაფაეტის მიერ იქნა ჩატანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, ვირჯინიელი ვინმე ბეტსი ფლანაგანი ჯარისკაცს შერეულ სასმელს ასმევდა. მასში ყველა ის ფერი იყო, რომელიც მამლის კუდშია (cock-მამალი, tail-კუდი). ის ამ სასმელს კოქტეილს უწოდებდა.
1769 წელს შექმნილი ეს ტერმინი ჯირითთან იყო დაკავშირებული და წმინდა სისხლის არმქონე ცხენს აღნიშნავდა. როგორც წესი, ასეთ ცხენებს კუდს ისე მოკლედ აჭრიდნენ, რომ ის მამლის კუდს უფრო გავდა. იმდროინდელი ჟურნალების მიხედვით, მოკლე კუდის (კოკ-ტეილი) მქონე ცხენს შერეული სისხლი ჰქონდა.
უძველესი დროიდან “cocked tail” (ზემოთ აწეული კუდი) ამაღლებული განწყობის მქონე ადამიანს ან ცხენს აღნიშნავდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასმელს, რომელსაც ადამიანების განწყობის ამაღლება შეუძლია, სწორედ კოქტეილი უწოდეს.

რეცეპტები

კოსმოპოლიტენი

კოქტეილი, რომელის შემადგენლობაშიცაა არაყი, კუანტრო ან ტრიპლ სეკი, შტოშის წვენი და ახლადდაწურული ან დატკბილებული ლაიმის წვენი. არაფორმალურად, ამ სასმელს უბრალოდ „კოსმოს“ უწოდებენ.

Double Apple Smash
pyf0d
ინგრედიენტები : 10–15 პიტნის ქორფა ფოთლები
15 მლ შაქრის სიროფი
40 მლ კალვადოსი (Calvados)
60 მლ ვაშლის წვენი
3–4 წვეთი ლიმნის წვენი
მომზადება : ცივი წყლით გავრეცხილი პიტნა ჩავყაროთ ჭიქაში (250 მლ),შემდეგ დავასხათ სიროფი და დავსრისოთ.ჭიქა დაფქვილი ყინულით შევავსოთ და დავამატოთ დანარჩენი ინგერედიენტები და კარგად მოვურიოთ.

FizZ

Fizz – ჯინისაგან დამზადებული კოქტეილის სახეობა.

ინგრედიენტები – 60 მლ ჯინი
40 მლ ლიმის წვენი
20 მლ შაქრის სიროფი
1 ჩაის კოვზი შაქარი
ცოტაოდენი გაზიანი წყალი
მომზადება : ჯინი, ახალდაწურული ლიმნის წვენი, სიროფი და შაქარი ყინულთან ერთად ჩავასხათ შეიკერში და ძლიერად შევანჯღროთ. შემდეგ ჩავასხათ ჭიქაში (250 მლ) 3-4 ყინულთან ერთად.

შენიშვნა – ჯინის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რომის, ბურბონი, ვისკი ან არაყი.

Sex on the Beach
mpent
ინგრედიენტები : 30 მლ ატმის ლიქიორი
30 მლ არაყი
60 მლ შტოშის ნაყენი ან წვენი (ასევე შეიძლება გამიყენოთ 30-30 მლ ფორთოხლის და ბლის წვენი)
60 მლ ანანასის წვენიმომზადება : ყინულთან ერთად ჩავასხათ შეიკერში და ძლიერად შევანჯღრიოთ. ჩავასხათ
ჭიქებში და მივირთვათ.

Singapore Sling

ინგრედიენტები : ჯინი 30მლ
კუანტრო 30მლ
ბენედიქტელი 10მლ
ბლის ლიქიორი 10მლ
ლაიმის ან ლიმნის წვენი 10მლ
გრენადინი 10მლ
ანანასის წვენი 40მლ
ანგოსტურა 1-3 წვეთი
მომზადება : ჯინი, ახალ დაწურული ლიმნის ან ლაიმის წვენი ჩავასხათ ყინულთან ერთად შეიკერში და ძლიერად შევანჯღროთ. ჩავასხათ ჭიქაში (250 მლ) 3-4 ყინულთან ერთად

წითელი მთვარე
titli
ინგრედიენტები : 40 მლ ბროწეულის სიროპი
20 მლ ბრენდი
10 მლ ლიმნის წვენი
20 მლ Cream of Coconut
გაზიანი (მინერალური)წყალი.

წყარო: ვიკიპედია

ZOE

MY SPIRIT iS ZOE !!!

მსგავსი ამბები

Back to top button