უცნაური რიცხვები
თუ გინდა რომ ვინმე გააკვირვო შემოიხედე :lol2:
1) აირჩიეთ სამნიშნა რიცხვი რომელშიც რიცხვები მიმდევრობითაა დაწყობილი და შემოაბრუნეთ
(მაგ:321,543,987…)
შემდეგ ამ რიცხვს გამოაკელით ის რიცხვი, რომელიც თავიდან გქონდა.
მაგალითად თუ აირჩიეთ 321 იქცევით ასე:
321-123=198.
რა სამნიშნა რიცხვზეც არ უნდა სცადოთ ყოველთვის მიიღება 198. თვითონ შეგიძლიათ
დარწმუნდეთ :yes: .
2)აირჩიეთ ნებისმიერი რიცხვი 1-დან 9-ის ჩათვლით და გაამრავლეთ 3-ზე.
მიღებული რიცხვი გაამრავლეთ 37037 ზე. მიიღება 6 ნიშნა რიცხვი, რომელიც თქვენს მიერ
შერჩეული რიცხვისგან შედგება.
თუ აირჩიეთ რიცხვი 4 იქცევით ასე:
4 x 3 x 37037=444444
3) 6174 – თითქოს ამ რიცხვში უცნაური არაფერია…
1. აირჩიეთ 4 სხვადასხვა ციფრი. მაგალითად 4 5 6 1.
2. ამ ციფრებისგან შეადგინე ყველაზე დიდი რიცხვი, ეს იქნება 6541.
3. ახლა შეადგინეთ ყველაზე პატარა რიცხვი – 1456.
4. შედგენილ ყველაზე დიდ რიცხვს გამოაკელით ყველაზე პატარა:
6541-1456=5085
5. ახლა 5085 ზე იგივენაირად იმოქმედეთ. ყველაზე დიდი შედგენილი რიცხვი ამ ციფრებისგან
იქნება 8550, ყველაზე პატარა – 0558. 8550-0588=7992
6. შემდეგ გააკეთეთ ასე რამდენიმეჯერ:
9972-2799=7173
7731-1377=6384
6543-3456=3087
8730-0387=8352
8532-2358=6174 !!!
4) ახლა ავხსნი თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი რიცხვისგან ისეთი რიცხვის მიღება, რომელიც
თავიდან და ბოლოდან ერთნაირად იკითხება :yes:
აიღეთ რაიმე რიცხვი.
მაგალითად 165. ამ რიცხვს დაუმატეთ შებრუნებული 165 ანუ 561.
165+561=726 <– როგორც ხედავთ ასეთი რიცხვი ვერ მივიღეთ მაგრამ განვაგრძოთ…
მიღებულ 726-ზე იგივე ოპერაცია შევასრულოთ :
726+627=1353 ისევ ვერ მივიღეთ. მაგრამ იხტიბარს ნუ გაიტეხთ:
1353+3531=4884
გარანტიას გაძლევთ რომ ნებისმიერ რიცხვზე გამოვა რამდენიმე ცდის შემდეგ :lol2:
5) აირჩიეთ 111 ის ჯერადი რიცხვი 1000 ამდე.
მაგალითად 333. 333-ის ციფრები შეკრიბეთ > 3+3+3=9 333/9=37
ახლა აიღეთ 444: 4+4+4=12 444/12=37
ყველა შემთხვევაში მიიღება 37. ;)
6)13 ის მიღების ფორმულა… :lol2:
აიღეთ ნებისმიერი სამნიშნა რიცხვი, მაგალითად 546 და გვერდით იგივე რიცხვი მივუწეროთ.
მიიღება 546546.
შემდეგ ეს რიცხვი გაყავით 77 ზე (ასეთი რიცხვი 77-ზე ყოველთვის იყოფა) .
546546/77=7098
შემდეგ 7098 გაყავით რიცხვზე, რომელიც სულ თავიდან აიღეთ:
7098/546=13 :dabneuli:
რა თქმა უნდა ესეც ყოველთვის გამოდის…
7) აირჩიეთ 3 რიცხვი 1 დან 6 ის ჩათვლით. არ არის აუცილებელი იყოს სხვადასხვა.
(მაგ : 446)
1. აქედან აიღეთ ერთ-ერთი რიცხვი და გაამრავლეთ 2 ზე
4 x 2=8
2. მიღებულ რიცხვს დაუმათეთ 5 და გაამრავლეთ 5 ზე.
5(8+5)=65
3. დაუმათეთ მეორე რიცხვი და გაამრავლე 10-ზე
10(65+4)=690
4.დაუმათეთ მესამე რიცხვი და გამოაკელით 250…
690+6-250=446
მივიღეთ რიცხვები რომელიც თავიდან გვქონდა ჩაფიქრებული. :papa:
წყარო: ბავშვობაში ნაყიდი წიგნი :lol:
იმედია ეს პოსტიც მოგეწონათ