საკითხავისასარგებლოსაქართველო

ქალაქი ფოთი

თითქმის ყველაფერი ქალაქ ფოთის შესახებ. რადგან საიტზე არ დევს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კვანძის(ტრანსპორტირება,ნავთობი,მანქანები და ა.შ.) შესახებ ინფორმაცია ამიტომაც გადავწყვიტე დამედო

ფოთი, პორტი შავ ზღვაზე, საქართველოში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის შესართავში. ქალაქის ტერიტორია შეადგენს 69 კვ. კმ-ს, მოსახლეობა – 47149. (1990 წ. დაახლოებით)

ქვეყანა-საქართველო
რეგიონი-სამეგრელო
კოორდ.-42°09′00″N 41°40′00″E
წინა სახელები-ფაზისი
მოსახლეობა -53 000 კაცი (2007წ)
დროის სარტყელი- UTC+3
ტელ. კოდი- +995 293

ქალაქი ფოთი არის ანტიკური ფაზისის მემკვიდრე, რომელიც დაარსდა ძვ . წ. VII საუკუნეში და იგი მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს წარმოადგენდა. მიწათმოქმედების, ხელოსნობის, საფეიქრო, კერამიკული და სხვა დარგების განვითარებამ ანტიკური ქალაქი ფაზისი კოლხეთის ეკონომიკურ და სავაჭრო ცენტრად აქცია. ქალაქი თავისი კულტურითაც იყო ცნობილი. აქ ფუნქციონირებდა რიტორიკული სკოლა – ფაზისის აკადემია. ძველი ბერძენი ისტორიკოსის სტრაბონის სიტყვებით ფაზისში თავს იყრიდა 60 ტომი.
კაპიტალიზმის განვითარებამ ფოთი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს საკვანძო სატრანსპორტო ქალაქად აქცია. 1858 წელს ფოთი გამოცხადა საპორტო ქალაქად. 1871 წელს კი გაიხსნა ამიერკავკასიის პირველი სარკინიგზო ხაზი: ფოთი-შორაპანი. ფოთსა და თბილისს შორის რკინიგზის ხაზის გაყვანამ მისი მნიშვნელობა ძალიან გაზარდა. იგი ახლაც რჩება საქართველოს საზღვაო კარიბჭედ.
იგი მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში ქალაქი გაიზარდა და სრულიად შეიცვალა იერსახე. აშენდა ახალი საცხოვრებელი მასივები, სამკურნალო და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპორტულ-ტურისტული ბაზები. ფოთი გახდა კოლხეთის ჭაობების დაშრობისა და ათვისების სამეცნიერო ცენტრი. ფოთის ტერიტორიაზე განლაგებულია 20 საშუალო და სპეციალური სასწავლებელი, ბიბლიოთეკები, უმაღლესი სასწავლებლები, ფოლკლორის ცენტრი, ქორეოგრაფიული სტუდია, გ.ჩიტაიას სახელობის კოლხური კულტურისა და ფოთის ისტორიის მუზეუმი და მრავალი სხვა დაწესებულება. ქალაქი არის ფოთის ეპარქიის ცენტრი.აქ არის ნავთობგადამამუშავებელი, გემთმშენებლობის, გემთშემკეთებელი, კვების მრეწველობის საწარმოები.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქალაქი ფოთი დაიბომბა რუსული ბომბდამშენების მიერ. დაბომბვა 8 აგვისტოს, 23:45 წუთზე მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 8 ადამიანი.[საჭიროებს წყაროს მითითებას]12 აგვისტოს რუსულმა არმიამ ფოთის ოკუპაცია მოახდინა.რუსებმა ქალაქში 2 პოსტი გახსნეს: 1, უშუალოდ ქალაქში-ნაბადის ტერიტორიაზე, მეორე კი-ფოთის შესასვლელში მთავარ წყალგამყოფ ხიდთან. 9 სექტემბერს, მედვედევი-სარკოზის 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთანხმების მიხედვით რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ფოთი დატოვეს.

რუსები ფოთის შემოსასვლელ ხიდთან

ქალაქი ფოთის ერთი ნაწილი(ნაბადა) გახდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სადაც წინასწარი ინფორმაციით უნდა აშენდეს,უდიდესი მაღაზიათა ქსელები ცათამბჯენები (რაც ასე ვთქვათ ზღაპარივითაა,რადგან ასეა თუ ისეა ფოთი მაინც ჭაობია და ჭაობიანი ადგილია) მანქანების მთავარი ცენტრები (რადგან საქართველოში შემოსული მანქანების დაახლოებით 85-90% ფოთში შემოჰყავთ) და ა.შ.
(ფოთის გერბი)
(ფოთის დროშა)
ფოთი ძველად

ახლა ფოთი

ესეც ზღვა

ეს პალიასტომის ტბა რომელიც გაიყინა შარშან და ეს ტბა როგორც “ძველებს” ახსოვთ ბოლო 60 წლის მანძილზე არ გაყინულა

წყარო:მე,ვიკიპედია და თბილისის ფორუმი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close