კულტურა

სპორტის სასახლეში დევიდ ჰეთევეი ჩამოვიდა

Hathaway

დევიდ ჰეთევეის შესახებ სარეკლამო რგოლების ნაციონალურ არხებზე გასვლის შემდეგ მასზე ფილმის საყურებლად და მისი ლექციის მოსასმენად სპორტის სასახლეში არც თუ მცირე საზოგადოება შეიკრიბა.

ის იყო განთავისუფლებული კომუნისტური ციხიდან და ორჯერ განკურნებული კიბოსაგან და ხუთჯერ გადაურჩა სიკვდილსდევიდი ამბობს რომ მას ურჩევნია გადაიტანოს ცხოვრებისეული ქარიშხლები იესოსთან ერთად ვიდრე იცხოვროს მშვიდი ცხოვრებით მის გარეშე.

ბატონი დევიდ ჰეთევეი არის ერთ-ერთი ქრისტიანული დენომინაციის – ევანგელისტების წარმომადგენელი. ეს მიმდინარეობა დაახლოებით ორი საუკუნეა რაც დაარსდა და თავისი არსით ყოვლად მიუღებელია როგორც მართლმადიდებელთათვის ისე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული ქრისტიანული აღმსარებლობებისათვის.

მათი მოძღვრებები–არ სცნობენ ეკლესიას,მიცვალებულებს არ აპატიოსნებენ,არ სცნობენ სანთლებს და წმინდა მამებს.

ხალხს  ეუბნებიან რომ იესო ქრისტეს ეწინააღმდეგებოდნენ პირველ რიგში მღვდლები,და მოჰყავთ პარაგრაფები ახალი აღთქმიდან,მაგრამ იმას არ ამბობენ  რომ იესო ქრისტეს დროს მღვდლები საერთოდ არ არსებობდნენ და ის ვინც ქრისტეს ეწინააღმდეგებოდა მღვდლები კი არა ებრაული სინაგოგას მსახური რაბინები იყვნენ.

სპორტის სასახლეში საკმაოდ ბევრი  ხალხი შეიკრიბა,დევიდმა სცენაზე აიყვანა მოხუცი,რომელმაც დევიდის შეხების შემდეგ ყავარჯენი გადააგდო და განაცხადა რომ აქამდე ყავარჯნის გარეშე ნაბიჯსაც ვერ დგამდა. და მრავალი ასეთი ,,სასწაულები” მე მესმოდა სპორტის სასახლის გარეთ მყოფი ადამიანების რეაქცია რომლებიც საკმაოდ უარყოფითად შეხვდნენ ამ ყველაფერს.ადამიანებმა დაიჯერეს ჰეთევეის უმწიკვლო წარსულის შესახებ,ყურადღება არ მიაქციეს რომ ის რუსეთში დაპატიმრებული იყო ორჯერ,არა რელიგიური მრწამსის გამო,არამედ  საეკლესიო ლიტერატურაში  ჩადებული ჰეროინის გამო,რომელიც მან რუსეთში დიდი ოდენობით შიეტანა.დღეს ბოლო დღეა და დევიდი კიდევ გამართავს სასწაულებრივ წარმოდგენებს.

წყარო:www.patriarchate.ge,church.ge,mynews.ge

Targmne.com

მსგავსი ამბები

Back to top button