არქივი

ნიუტონის აკვანი

34abe874f1f3

ნიუტონის აკვანი(ქანქარა) – არისმექანიკური ხელსაწყო, რომელიც გამოიგონა ისააკ ნიუტონმა, რათა დემონსტრირება გაეკეთებინა იმისთვის რომ ენერგია არ იკარგება, უბრალოდ ერთი სახის ენერგია გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად. ამ შემთხვევაში კი კენეტიკური ენერგია პოტენციურ ენერგიად და პირიქით. რომ არა ხახუნის ძალის წინააღმდეგობა სისტემა უსასრულოდ გააგრძელებდა მუშაობას.
ეს როგორც სუვენირი შექმნა საიმონ პრებლემ 1967 წელს.

86e29d926ab7

დღეს ნიუტონის აკვანი გვხვდება საწერ მაგიდებზე, კაბინეტებსა და ოფისებში. ის ასევე გვხვდება ფიზიკის მუზეუმებში. მისით შეგიძლია უსასრულოდ ითამაშო და ისე უყურო მის მოძლავ ბურთებს, როგორც წყლის დინებას ან ცეცხლს, მაგრამ ცოდნა იმისა რის დემონსტრაციასაც ის ახდენს,იმპულსისსა და ენერგიის შენახვის, განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს მის ხილვას.
თუ პირველ ბურთს გადავხრით და ხელს გავუშვებთ, მისი ენერგია და იმპულსი 3 ბურთის გავლით უცვლელად გადაეცემა ბოლო ბურთს და მას მიენიჭება იგივე სიჩქარე და ავა იმავე სიმაღლეზე რომელზეც პირველი ბურთი იყო, შემდეგ კი კვლავ პირველ ბურთს უბრუნებს თავის ენერგიას.
კიდის ბურთები მოძრაობენ, ხოლო შუა ბურთები უმოძრაოდ არიან. მექანიკური ენერგია რომ არ იკარგებოდეს, მაშინ ნიუტონის ბურთები უსასრულოდ იმოძრვებდენენ.
საინტერესოა ის რომ პირველი ბურთი ბოლო ბურთს გადასცემს ენერგიას შუა ბურთების გავლით, რომლების უმოძრაოდ რჩებიან.
განვიხილოთ ყველაზე მარტივი შემთხვევა: ავიღოთ ორბურთიანი ნიუტონის აკანი, ჩვენ დავინახავთ, რომ ის ისევე მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი. რომ ვიპოვოთ ბურთის სიჩქარე დაჯახების მერე უნდა დავწეროთ ორი განტოლება:
1. იმპულსის შენახვის კანონის ტოლობა
2. ენერგიის შენახვის კანონის ტოლობა.
ამოვხსნათ ეს სისტემა. ამ სისტებას პასუხი ერთი აქვს: მეორე ბურთი იღებს იმავე ძალასა და სიჩქარეს რაც პირველს ჰქონდა.
ნიუტონის აკვანის დამზადება შეუძლია ნებისმიერს. ბურთები უნდა დავკიდოთ ერთმანეთისადმი რაიმე კუთხით დახრილ ორ ძაფზე. ბურთები უნდა ეხობოდნენ ერთმანეთს.
მსოფლიოს ყველაზე დიდი ნიუტონის აკვანი არის კალამაზოში(მიჩიგანი, აშშ). ის შედგება 16 ბოულინგის ბურთისაგან, თითოეული იწონის 6.8 კგ-ს. ისინი დაკიდულნი არიან 6.1 მ-იან თოკებზე. ბურთები იატაკიდან 1 მეტრის სიმაღლეზე არიან.

მსგავსი ამბები

Back to top button