მისტიკასაკითხავიუცნაური

ყველაზე საშიში სახლები

ამაზე პოსტი ოდესღაც ბატონ ველოს ედო..ხოდა მეც შემთხვევით წავაწყდი ამდაგვარ ინფორმაციას…ძალიან საინტერესოა

1.ციხესიმაგრე Chillingham,ინგლისი

ეს ციხესიმაგრე ოდესღაც მონასტერი იყო.უილიამ ვოლასის დროს,როდესაც შოტნალდიელები იბრძონდნენ თავისუფლებისთვის,ეს ციხესიმაგრე კარგი დამცავი პუნქტი იყო ინგლისელთათვის.ამბობენ,რომ ამ ციხესიმაგრის კედლებში ინგლისელთა მტრებს საშინლად აწამებდნენ.მხილველები ამბობენ,რომ ახლაც შეიძლება ამ ციხესიმაგრის ოთახებში იგრძნოთ ან დაინახოთ ნაწამები ხალხის სულები.

2. ვილლა Whaley House,სან-დიეგო,კალიფორნია

ამ ვილლაში,ამერიკაში,ყველაზე მეტი მოჩვნება ბინადრობს.წინა საუკუნეში ამ შენობაში იყო სასამართლო და მის ეზოში ხდებოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა,ბევრმა ბრალდებულმაც კი თავი მოიკლა.1960 წელს ამ შენობაში მუზეუმი დაარსდა.ამის მერე მნახველები ხშირად ხედავენ ამ სახლის პატრონებს : ჩამოკიდებული კაცს და ქალს,რომელიც კედლებში გადის.

3.სასტუმრო Stanley Hotel,კოლორადო

ეს სასტუმრო სტივენ კინგის ყველა მკითხველმა იცის.ზუსტად აქ ვითარდებოდა მისი რომანის მიხედვიტ მინი-სერიალის გადაღებები.მნახველთა თვალში ეს სასტუმრო უფრო იმითაა სახელგანთქმული,რომ აქ ბევრი მოჩვენება ბინადრობს.მდგმურები ხშირად ხედავენ ამ სახლის პირველ მფლობელს და მის ცოლს.ამ სასტუმროს პერსონალს ხშირად ესმის უცნაური ხმები და ხედავენ როგორც უკრავს თავისით შემოსასვლეში მდგარი როიალი.

4.ვილლა Winchester House,კალიფორნია

უილიამ უირტ უინჩესტერი,გამომგონებელი,გარდაიცვალა 1881 წელს.მას დარჩა ცოლი სარა,რომელმაც ვერ გადაიტანა მათი შვილის გარდაცვალება,რომელიც ქმრის გარდაცვალებამდე 15 წლით ადრე მოხდა.უინჩესტერის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქვრივმა მიაკითხა მედიუმს რათა გამოეძახა ქმრის სული.სპირიტიზმის სეანსი წარმატებით დასრულდა,მაგრამ უინჩესტერმა ცოლს უთხრა,რომ მათი ოჯახი დაწყევლილია,მან მოუყვა რომ,მისმა გამოგონებამ იმდენი ადამიანის სული “წაიღო”,რომ ისინი მალე სარას მიადგებოდნენ.სარას მეუღლემ უბრძანა,სასწრაფოდ მიეტოვებინა ყველაფერი,ახალ ადგილზე გადასულიყო და სახლის მშენებლობა დაეწყო,რადგან როდესაც სარა ამას მორჩებოდა,ის მოკვდებოდა.1884-1922 წლებში შენდებოდა ეს სახლი..სარა წელავდა მის მშენებლობას რადგან სიკვდილი არ უნდოდა.ის 1922 წელს გარდაიცვალა.სახლი კი უფრო ლაბირინთ ჰგავს,ამბობენ,ვინც იქ შევა ვეღარასოდეს გამოვაო.კიდევ ამბობენ,რომ ამ სახლში სულები დასახლდნენ,ზუსტად ის სულები,რომელიც უინჩესტერის გამოგონებამ შეიწირა.

5.ციხესიმაგრე Loftus Hall,ირლანდია

ამ ციხესიმაგრეს დიდი და საინტერესო ისტორია აქვს.თვითონ Loftus Hall-ი იყო აშენებული სხვა დანგრეული ციხესიმაგრის ადგილას. 1870 წელს ძველი შენობა დაანგრიეს და მის ადგილზე ახალი ააშენეს.ლეგენდის მიხედვით,მე-18-ე საუკუნის მიწურულს ციხესიმაგრეში ერთმა ადამიანმა დააკაკუნა და შესვლა ითხოვა.მასპინძლებმა უარი არ უთხრეს.ვახშამის დროს მეპატრონის ქალიშვილი დაიხარა და დაინახა რომ სტუმარს გამჭვირვალე ფეხები აქვს.როდესაც გოგონამ დაიყვირა,უცნობი მაშინვე გაქრა და ჭერზე ხვრელი დატოვა.გოგონა მალევე გარდაიცვალა,სახლში კი მოჩვენებები დაბინავდნენ.ოჯახმა სთხოვა მღვდელს რათა ბოროტი სული განედევნა,სახლი აკურთხეს და ყველაფერი მოღცა,მაგრამ ამბობენ,რომ საწყალი გოგონას სული ეხლაც დაძრწის.

6.სასტუმრო Historic Anchorage Hotel,ალიასკა

გარედან ეს სასტუმრო უბრალო ჩანს,მაგამ ამ სასტუმროს ბინადრები და პერსონალი ამბობენ,რომ მოჩვენების დანახვა აქ-უბრალო მოვლენაა.ყველაზე “სახელგანთქმული” მოჩვენება არის-მიტოვებული პატარძლის მოჩვენება.რომელმაც ამ სასტუმროს კედლებში მოიკლა თავი,როდესაც გაიგო რომ მისი საქმრო გაიქცა.მნახველები ხშირად ლაპარაკობენ,რომ კედლებიდან ნახატები ცვივა,ფარდები იხევა და ა.შ. ამ სასტუმრო პერსონალს სპეციალური ჟურნალიც კი აქვს,სადაც ყველა მოვლენას იწერენ და შემდგომ პრესას ატყობინებენ.

7.ვილლა Beauregard house,ახალი ორლეანი,ლუიზიანა

ახალი ორლეანი ყველაზე “მოჩვენებებით სავსე” ქალაქად ითვლება მთელ ა.შ.შ.-ში.ეს სახლი სამამულო ომის (სამხრეთი და ჩრდილოეთის ომი) დროს ეკუთვნოდა ერთ-ერთ გენერალს,შემდგომ კი იყიდა იტალიელ ემიგრანტთა ოჯახმა.მეოცე საუკუნის 40-იან წლებში აქ პარანორმალური აქტიობა დაიწყო : სამამულო ომის დროინდელი იარაღების ხმა ისმოდა,ასევე ისმოდა ხმები,რომლებიც განკარგულებებს იძლეოდნენ.

წყარო:http://www.liveinternet.ru

BY ნაწკა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close