არქივი

ავსტრალია

7367b14c34de
ავსტრალია მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროში, ავსტრალიის მატერიკზე, კუნძულ ტასმანიასა და მრავალრიცხოვან პატარა კუნძულებზე.
ვსტრალიის მფლობელობაშია რამდენიმე მცირე კუნძული, ე.წ. გარე ტერიტორიები, აგრეთვე სექტორი ანტარქტიდაზე. იგი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მთელ კონტინენტს იკავებს.ფართობით იგი ცოტათი ჩამორჩება აშშ-ს (ალასკას გარეშე) და დაახლოებით 32-ჯერ აღემატება მის ყოფილ მეტროპოლიას – გაერთიანებულ სამეფოს. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 3680 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთით 2000 კმ-ზე. ავსტრალია, გეოლოგიური თვალსაზრისით, ხმელეთის ერთ-ერთი უძველესი მასივია, რომელიც ჩამოყალიბდა თითქმის 3 მლნ წლის წინ. რელიეფში ჭარბობს პლატოები, მთიან რაიონებს ძირითადად უკავია ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი. მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ ვრცელდება სუბტროპიკული, ტროპიკული, სუბეკვატორული და ზომიერი კლიმატური სარტყლები. კონტინენტებს შორის იგი ყველაზე მშრალია.ქვეყნის აღმოსავლეთით წყნაროკეანულ სანაპიროს გაუყვება დიდი წყალგამყოფი ქედი, რომლის სამხრეთში, ავსტრალიის ალპებში, მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი წერტილი კოსტიუშკო. დასავლეთი ნაწილი უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია. მათ შორის უდიდესია ვიქტორიას დიდი უდაბნო.

ფლორა და ფაუნა
ავსტრალიის ფაუნა მოიცავს უნიკალური ცხოველების მრავალფეროვნებას: ძუძუმწოვრების 83%, ქვეწარმავლების 89%, თევზებისა და მწერების 90% და ამფიბიების 93%, რომლებიც ცხოვრობენ კონტიტენტზე, არიან ავსტრალიის ენდემები[1]. ენდემიზმის მაღალი დონე შეიძლება მივაწეროთ კონტინენტის გრძელ გეოგრაფიული იზოლაციას, სტრუქტურულ სტაბილურობას და იშვიათის კლიმატის ცვლილების ეფექტებს. ძუძუმწოვრებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჩანთოსნები.
ავსტალიის ფლორა მოიცავს მცენარეების ფართო ჯიშებს: სისხლძარღვოვნების 20,000, ხოლო არასისხძარღვოვნების – 14,000 ჯიშს. სოკოების 250,000 ჯიში გავრცელებული, ხოლო ლიქენების – 3,000. გვხდება ევკალიპტის 600 სახეობა. ქვეყნის აღმოსავლეთში ისინი 100 მ. სიმაღლეზე იზრდება. ტყეებს უკავია ტერიტორიის 6%.

სახელმწიფო წყობილება
eff71fe6dcc9
ავსტრალიის პარლამენტის შენობა :boli:

პირველი ევროპელები, რომლებმაც ფეხი დაადგეს ავსტრალიის მიწას, იყვნენ ჰოლანდიელები. 1770 წლიდან დაიწყო ინგლისელთა განსაკუთრებული დაინტერესება კონტინენტის მიმართ. 1788 წელს მოხდა კოლონიების გაერთიანება ერთიან სახელმწიფოდ – ავსტრალიის კავშირად. 1931 წელს, უესტმისტერის სტატუსის საფუძველზე, ავსტრალიამ სრული დამოუკიდებლობა მიიღო, თუმცა კი შეინარჩუნა განსაკუთრებული ურთიერთობა ბრიტანეთის მონარქიასთან. მოქმედებს 1801 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც ავსტრალია კონსტიტუციური მონარქიაა.
ავსტრალიის სახელწიფო მეთაური ბრიტანეთის მონარქია, რომელიც ქვეყანაში გენერალ-გუბერნატორის სახითაა წარმოდგენილი. 1999 წელს საყოველთაო რეფერენდუმის დროს ავსტტრალიის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი კვლავ მონარქიის ინსტიტუტის არსებობას დაუჭირა.
ავსტრალიის პარლამენტი შედგება ორი პალატისაგან, წარმომადგენელთა პალატისა და სენატისაგან. პირველში სამი წლის ვადით 150 დეპუტატს ირჩევენ, სწორედ ამ პალატაში უმრავლესობის მქონე ლიდერი ხდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სათავეში უდგას ავსტრალიის მთავრობას. სენატში ყოველი შტატი 12 სენატორით არის წარმოდგენილი, ტერიტორიები კი – ორ-ორი წევრით. სენატორთა არჩევის ვადა ექვსი წელია.

დემოგრაფია

ავსტრალიის მოსახლეობის დინამიკაში მნიშვნელოვანია მიგრაციის როლი. მეორე მსოფლიო ომამდე ეროვნული შემადგენლობა მრავალფეროვნების არ გამოირჩეოდა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბრიტანეთის კუნძულებიდან ჩამოსულნი ან მათი შთამომავალნი წარმოადგენდნენ. დღეს სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილია. სიმჭიდროვე ერთ-ერთი დაბალია მსოფლიოში. ურბანიზაცია კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს ორ კაცს კვადრატულ კილომეტრზე. მჭიდროდ დასახლებული რაიონებიდან კი გამოირჩევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი, როცა ცენტრალური რაიონები თითქმის დაუსახლებელია.

ეკონომიკა

ავსტრალია პოსტინდუსტრიული სახემლწიფოა. მშპ საერთო მოცულობით და მისი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით იგი შედის მსოფლიოს ქვეყნების პირველ ოცეულში. ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკამ მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები განიცადა. მშპ ფორმირებაში წამყვანი პოზიციები უკავია მომსახურების სფეროს. ძლიერდება ასევე გადამამუშავებელი მრეწველობის მთელი რიგი დარგები. ძლიერია ასევე მომპოვებელი მრეწველობა და სოფლიოს მეურნეობა. ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალის პოზიციები. საკვანძო როლი ენიჭება სამთო-მოპოვებით მრეწველობას. აქვს ენერგეტიკული და მინერალური ნედლეულის დიდი მარაგი.ბოლო 25-30 წლის მანძილზე, განსაკუთრებულ ბუმს განიცდის მომპოვებელი მრეწველობა. ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ტყვიის, თუთიის, ტიტანის, ოქროს, ბოქსიტების, სპილენძისა და რკინის მადნის მოპოვებით. მოპოვებითი მრეწველობის უდიდესი რაიონია დასავლეთი ავსტრალია. ენერგორესურსებში აღსანიშნავია ნახშირი და ურანი.

ფართობი:7.686.850 კვ.კმ.
საზღვაო საზღვარი:27,945 კმ.
ეროვნული დღესასწაული:26 იანვარი – ავსტრალიის დღე.
მოსახლეობა:22,010,766 (2009),მათ შორის:ანგლო-ავსტრალიელები – 73%,ინგლისელები – 6%,იტალიელები – 4%,აბორიგენები – 228 ათასი.
ენები:ინგლისური, აბორიგენთა ენები.
რელიგია:26% კათოლიკე, 24% ანგლიკანელი.
ქალაქები:კანბერა (345,257),სიდნეი (4,3 მლნ),მელბურნი (3,9 მლნ),ბრიზბენი (1,8 მლნ),პერტი (1,6 მლნ),ადელაიდა (1,1 მლნ).
ვალუტა:ავსტრალიური დოლარი (AUD)

c941aa23f087

3fafbc9df9ec

23ae52e0c485

138b03c92493

7a2fce46efdd

წყარო : www.ka.wikipedia.org

P.S ეს ალბათ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პოსტი იქნება ჩემთვის :yes: ავსტრალია ძალიან მიყვარს…ამიტომაც გადავწყვიტე ამ პოსტის დადება :) რო გავიზრდები ავსტრალიაში აუცილებლად წავალ :D :lol2:

მსგავსი ამბები

Back to top button