არქივი

აქემენიდთა ოქროს საიდუმლო

3485bcb5e106

დიდიასავით მაგრამ ღირს წაკითხვა ,არ ინანებთ….

4eff1be02fcd

მრავალი საუკუნის წინათ, ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, ახლო და შუა აღმოსავლეთს აქემენიდთა დინასტიის სპარსი მეფეები განაგებდნენ, ტიპიური აღმოსავლელი დესპოტები. მათი გვარი ძველი ძლევამოსილი დამპყრობლისგან – აქემენისგან იღებდა სათავეს. ამ დინასტიის არაერთმა წარმომადგენელმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ისტორიაში. მარტო კიროსისა და დარიოს III-ის ხსენება რად ღირს? აქემენიდთა გვარი დაახლოებით ორასი წელი მბრძანებლობდა (ძვ.წ.აღ. 559-390) და მათ არსებობას ბოლო ალექსანდრე მაკედონელმა მოუღო.

4df16134b06b
აქემენიდთა დინასტია

სპარსელები ბერძნებთან ომში დამარცხდნენ. ბერძენთა არმიას ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ სახელგანთქმული მხედართმთავარი – ალექსანდრე დიდი წინამძღოლობდა.

b7fed907a381
ალექსანდრე მაკედონელი

df0b21f0ae12
დარიოს მეფე

ასეულობით წლის მანძილზე დაპყრობილ ხალხთა ძარცვა-გლეჯამ სპარს თვითმპყრობელთა ხაზინა უთვალავი სიმდიდრით აავსო. როგორც ძველი და თანამედროვე ისტორიკოსები ვარაუდობენ, საგანძური, რომელსაც აქემენიდთა უკანასკნელი შთამომავალი – დარიოს III ფლობდა, აღურიცხავი იყო და ენით უთქმელი.
სპარსთა კარის ფუფუნება და ოქრო-ვერცხლის სიმრავლე შურით აღავსებდა და თვალს უბრმავებდა მათ თანამედროვეებს. იცოდა კი ალექსანდრე მაკედონელმა დარიოსის საგანძურის შესახებ? არა მარტო იცოდა, განზრახულიც ჰქონდა მისი ხელში ჩაგდება. გასაოცარი ამაში არაფერია, ნებისმიერი ომი ხომ, სახელის მოხვეჭის გარდა, დამარცხებულთა ნადავლის ხელში ჩაგდებასაც გულისხმობს – ერთგვარ საზღაურს ჭირთა დათმენისა და დაღვრილი სისხლისთვის. სამხედრო მოქმედებები ძველთაგანვე გულისხმობდა ძალადობასა და ძარცვა-გლეჯას, რომ აღარაფერი ვთქვათ კაცთა კვლაზე. ბერძნები, სპარსები, ვიკინგები, თურქები, არაბები, ჯვაროსანი რაინდები თუ გერმანელი ლანდსკნეხტები საზარლად არბევდნენ დაპყრობილ ქალაქებს.

bbf0d5c8f390

ძვ.წ.აღ-ის 334 წელს ალექსანდრემ ვეებერთელა არმიასთან ერთად პელესპონტი გადალახა. მაკედონელის ჯარი 35 000 მებრძოლისგან შედგებოდა, ანუ იმდროინდელი საზომით ურიცხვი იყო. სპარსები გადამწყვეტი შეტაკებისთვის ემზადებოდნენ და გამარჯვების იმედიც ჰქონდათ, მაგრამ იღბალი ამჯერად მაკედონელთა მხარეს აღმოჩნდა. მდინარე გრანიკოსთან ბრძოლაში ბერძნებმა მტერი დაამარცხეს და ამიერიდან, პრაქტიკულად, მთელ მცირე აზიას დაეპატრონნენ. მიუხედავად ამისა, აქემენიდთა მბრძანებლობა ამით არ დამთავრებულა. სპარსებმა მოახერხეს გამოენახათ ძალები და იმედოვნებდნენ, რომ ისტორიის მსვლელობას კვლავაც თავიანთ სასიკეთოდ შემოატრიალებდნენ. დარიოსმა ხელახლა შეაკოწიწა არმია, მრავალი საბრძოლო ეტლის, მარჯვე მშვილდოსნის, მამაცი მხედრისა და ქვეითისგან შემდგარი. ძვ.წ.აღ-ის 333 წლის ნოემბერში მოწინაღმდეგეები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეერკინენ სისხლისმღვრელ ბრძოლაში ისასთან. დარიოსის ჯარი კვლავაც სასტიკად დამარცხდა, მაგრამ სპარსთა მმართველი, ძალაუფლების მოყვარული და ბუნებით მებრძოლი, დამარცხებას ასე იოლად ვერ შეეგუებოდა. მან კიდევ ერთხელ შეკრიბა მებრძოლნი და მესამედაც ჯიუტად გამოიყვანა ბერძნებთან საომრად. 331 წლის პირველ ოქტომბერს ხანგრძლივ ხელჩართულ ბრძოლაში არბელას სიახლოვეს ელინებმა საბოლოოდ გაასწორეს მიწასთან სპარსთა არმია. თუმცა დარიოსს, რომელმაც წინასწარ განჭვრიტა შესაძლო წარუმატებლობა, როგორც ჩანს, თავიდანვე საიმედოდ გადამალა თავისი უხილავი საგანზური. დესპოტმა ხომ უთავბოლო ორწლიანი ომებით ბრძოლა თუ ვერა, დრო მაინც მოიგო, რათა გონივრულად განეკარგა თავისი სალარო. ამგვარ საქმეში მოწმე არავის სჭირდება. ასე რომ, ისინი, ვინც სამალავის მოწყობაში მონაწილეობდა, დარიოსის ბრძანებით, სიცოცხლეს გამოასალმეს, შემდეგ კი მათი ჯალათებიც ზედ მიაყოლეს, რათა საიმედოდ შეენახათ აქემენიდთა საიდუმლო.

d34c11e5caf6

დარიოსმა ოქრო საგულდაგულოდ გადამალა, მაგრამ ალექსანდრე დიდი არანაირ ძალისხმევას არ იშურებდა მის ხელში ჩასაგდებად. მან სპეციალური მობილური რაზმები შექმნა, რომლებსაც საგანძურის მოძებნა და მოპოვება ევალებოდათ. ბერძნები დაპყრობილ ქალაქებში, უპირველეს ყოვლისა, სამეფო რეზიდენციებსა და დიდებულთა დარბაზებს იკავებდნენ. დარიოსის მიდევნება არც ისე იოლი აღმოჩნდა. განიცადა რა მორიგი მარცხი, იგი საზაფხულო რეზიდენციაში – ქალაქ ეკბატანაში გაიხიზნა და იქ გამაგრდა. სწორედ იქ ჩაზიდეს განძი ქარავებმა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სპარსეთის მეფემ კიდევ ერთხელ გადაამალინა ოქრო-ვერცხლი, ამჯერად უშუალოდ მის მიერ შერეულ ადგილას. როგორც უნდა იყოს, როდესაც ბერძნებმა დარიოსის სასახლე აიღეს, იქ, მიუხედავად გულმოდგინე ძებნისა, ვერაფერიც ვერ აღმოაჩინეს. მსახურებს სასტიკი წამებითაც კი ვერ ამოადგმევინეს ენა. ეტყობა, მათ არც არაფერი იცოდნენ. სწორედ ასე წარმოიშვა სპარსთა მეფის – დარიოს მესამის საგანძურის საიდუმლო. ეს საიდუმლო აგერ უკვე ორიათას წელიწადზე მეტია აღელვებს ყველა ჯურისა და ჯიშის ისტორიკოსს, არქეოლოგს, ოქროსმაძიებელსა თუ ავანტიურისტს.

dc48a1269210

აქემენიდთა საგანძურის მაძიებელთა შორის ერთ-ერთი პირველი რომაელი მხედართმთავარი მარკუს ლიცინიუს კრასუსი იყო, თანამემამულეთა მიერ მარკუს მდიდრად სახელდებული, სწორედ ის, ვინც სპარტაკის აჯანყება ჩაახშო. ის თავადაც გასაოცარ სიმდიდრეს ფლობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ეცოტავებოდა. მას შემდეგ, რაც სირიის პროკონსული გახდა, კრასუსმა აქტიურად მიჰყო ხელი სპარსთა ოქროულობის ძიებას. მისი ბრძანებით, ათასობით მონა მორჩილად დაეძებდა განძს ეკბატანას ყოველ კუთხე-კუნჭულში, მიქექ-მოქექეს მთები და მდელოები, გადააბრუნეს სასახლეები და დარბაზები, ეძებდნენ ყოველ ორმოსა თუ ნაპრალში. მიხედავად მათი გულმოდგინე მცდელობისა, რომაელი მხედართმთავარი გაწბილებული დარჩა . მაშინ მან წინასწარმეტყველებსა და ვარსკვავთმრიცხველებს უხმო. ისინიც ვერაფერს გახდნენ, ბვერაფრით დაეხმარნენ წუწკ კრასუსს. წერილებში, რომლებსაც კრასუსი ახლობლებს წერდა, ის ღმერთთა არაკეთილგანწყობას უჩიოდა, მაგრამ რას გახდებოდა, ბოლოს და ბოლოს უნდა შერიგებოდა უიღბლობას!
მარკუს ლიცინიუსი კეისრის დაახლოებული პირი იყო. ამიტომაც კეისარი მშვენივრად იყო გათვითცნობიერებული სამძებრო საქმიანობის წვრილმანებში და თვალყურსაც დაუღალავად ადევნებდა მას. შეიტყო რა კრასუსის წარუმატებლობის ამბავი, იულიუს კეისარმა თავად განიზრახა ამ წამოწყების სისრულეში მოყვანა და თვითონაც დიდი შემართებით შეუდგა ოქროულობის ძებნას. წინამორბედის მსგავსად, გაიუს იულიუს კეისარმაც მარცხი განიცადა ხელმოცარული დარჩა, რასაც მიჩვეული არ იყო. იგი ვერ ეგუებოდა მარცხს. ერთხელაც, მწარედ შესწუწუნა მარკუს ანტონიუსს, რომ რას არ მისცემდა აქემენიდთა ოქროულობის საიდუმლოების ამოსახსნელად, მაგრამ…

97399524d230
მარკუს ლიცინიუს კრასუსი

…კეისრისგან ოქროს “ციებ-ცხელება” ახლა ლეგენდარული კლეოპატრას სახელგანთქმულ საყვარელსაც შეეყარა. მარკუს ანტონიუსმა არაფრის მოსმენა არ ისურვა და შლეგივით შეუდგა დარიოსის საგანძურის ძებნას. ღვთის წყალობით, კრასუსისა და კეისრის მსგავსად, მასაც მრავალი მონა-მორჩილი ჰყავდა, მათ შორის ძელეგვიპტური საგანძურის უკვე გამოცდილი მაძიებელნიც, გაწაფულნი სიდმიდრეთა ძებნაში. ისინი კარგად და სინდისიერად ირჯებოდნენ, რადგანაც ანტონისუი მათ, წარმატების შემთძვევაში, უხვ გასამრჯელოს ჰპირდებოდა.

57dc0bf09142

მართლა შეასრულებდა რომაელი პირობას თუ არა, ძნელი სათქმელია, რადგან მცდელობა ამჯერადაც უშედგო აღმოჩნდა. ცოტა ხანში ანტონიუსსა და კლეოპატრას, რომელიც კეისრის ძველი საყვარელი იყო, საგანძურისთვის აღარ ცხელოდათ. ისინი ეგვიპტის ტახტსაც გამოესალმნენ და სიცოცხლესაც.
ესტაფეტა არანაკლებ სახელგანთქმულ რომაელს – იმპერატორ ნერონს გადაეცა. მოუთოკავი ვნებების მქონე, ხარბმა, აზარტულმა და უკიდურესად პატივმოყვარე ნერონმა, როგორც კი შეიტყო ამ სიმდიდრის შესახებ და იმასაც მოჰკრა ყური, რომ მისი თანამემამულენი ამაოდ გაისარჯნენ, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, თავისი უპირატესობა ყველასათვის დაემტკიცებინა: კეისარმა ვერ შეძლო, ნერონი იპოვის!.
მაგრამ ნერონი, ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, ზარმაციც იყო. მას არ სურდა, გამგზავრებულიყო აღმოსავლეთში და თავად გაეწია ზედამხედველობა დამქანცველი ძიებისთვის. ამიტომაც, ბრძანა, აღეჭურვათ ექსპედიცია, რომელიც დღევანდელი თურქეთისა და ირანის ტერიტორიებზე გაგზავნა. ექსპედიციამ სპარსეთში თითქმის ერთი წელი დაჰყო, მაგრამ ვერანაირ იმედისმომცემ შედეგს მიაღწია. ნერონი მრისხანებდა. ოქროსმაძიებლებს, რომლებმაც იმპერატორის იმედები ვერ გაამართლეს, სასტიკად გაუსწორდნენ: ნაწილი გალეტებზე გაგზავნეს, ნაწილი – შორეულ პროვინციებში, ზოგიც სიკვდილით დასაჯეს ან რომიდან გააძევეს. თუმცა ამ წარუმატებლობამ ჯიუტ იმპერატორს ხელი მაინც ვერ ააღებინა წამოწყებაზე. მალე მან ახალი ჯგუფი გაგზავნა შორეულ ექსპედიციაში.

30e6b8d8eed2

დარიოსის ოქროს საძებნელად ისე მიდიოდნენ, როგორც ეშაფოტზე. თავიდანვე ცხადი იყო, რომ მეორე ექსპედიციასაც, ხელცარიელს, როდესაც შინ დაბრუნდებოდა, იგივე ბედი ელოდა. ამჯერად ხელმოცარულ ოქროსმაძიებლებს ბედმა გაუღიმა. იმ შორეულ დროს გზა აღმოსავლეთისაკენ იმდენად შორი იყო და გრძელი, რომ სანამ მაძიებლები დანიშნულების ადგილამდე ჩააღწევდნენ, ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური მოვლენები განვითარდა. ნერონი გარდაიცვალა და ექსპედიციაც შეწყდა.

69ccefdf719b
ნერონი

ნერონის შემდგომ, თითქმის მთელი ათას ხუთასი წლის მანძილზე, სპარსთა საგანძურის ძიების შესახებ ისტორიული წყაროები არაფერს მოგვითხრობენ. არ არის გამორიცხული, თავიანთ წინამორბედებზე უფრო სახელმოხვეჭილ ოქროსმაძიებლებსაც ეარსებათ, რომელთა შესახებაც ცნობები არ შემოგვინახა, მაგრამ ერთი სრულიად ცხადია: დარიოსის სალარო არ აღმოუჩენიათ! წინააღმდეგ შემთვევაში, ეს აუცილებლად აისახებოდა ქრონიკებში, ისევე როგორც საგანძურის გაუჩინარება.
თუკი ხმებს დავუჯერებთ, საგანძურს შუა საუკუნეების ირანელი მმართველებიც ეძებდნენ. ამ ცდუნებას ვერც ნაპოლეონ ბონაპარტემ დააღწია თავი, ერთობ ფხიზელი და პრაქტიკული გონების ადამიანმა. მან, რომაელ იმპერატორთაგან განსხვავებით, ჭკუა უხმარა და თავდაპირველად, სანამ გადამწყვეტ ზომებს მიიღებდა, მზვერავთა გაგზავნა ამჯობინა. ისინი სხვებივით ხელმოცარულნი დაბრუნდნენ. მალე ბონაპარტე რუსეთთან ომში გაეხვია და აქემენიდთა ოქროც მიივიწყა.

41e7afec94d1

სახიფათო თამაშს ვერც ბრიტანელები გადაურჩნენ. მას შემდეგ, რაც ინდოეთი დაიპყრო, ბრიტანეთმა თავისი გავლენის გავრცელება ირანსა და ავღანეთშიც მოინდომა. ინგლისელები გვერდს ვერ აუვლიდნენ აქემენიდთა საგანძურს. ისინი სერიოზულად შეუდგნენ ინფორმაციის შეგროვებას და ზოგიერთი სამძებრო ოპერაციაც წამოიწყეს. არალეგალურად, თუმცა იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ კვლევა-ძიება რუსეთის პრესის ქვეშ, რომელიც სპარსეთს თავის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტად და ოსმანების იმერიასთან ბრძოლაში სერიოზულ პარტნიორს მიიჩნევდა.
მცირე დროით აქემენიდთა ოქროს ყველამ თავი დაანება. მას შემდეგ, რაც შლიმანმა ჰომეროსისეული ტროა გათხარა და მიკენური ოქროს არსებობა რეალურად დადასტურდა, სპარსთა სიმდიდრე კვლავაც ავანტიურისტთა მთავარი საფიქრალი გახდა. ისინი მზდ იყვნენ როგორც რისკისთვის, ასევე ხარჯებისთვის.
თანამედროვეებმა კვლავაც უშედეგოდ მოსინჯეს აქემენიდთა ოქროს საიდუმლოს ამოხსნა. თუმცა ეს მცდელობა სხვებთან შედარებით ნაკლებად სერიოზული იყო. შემდეგ კვლავ იძულებითი ხანგრძლივი შესვენების ხანა დადგა – დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, ძველი საგანძურისთის აღარავის ეცალა, მაგრამ მისი არსებობა არ დავიწყებიათ.

5bfbfaf7fcaa

სპარსთა დესპოტის ოქროულობით „ჩეკა’’ დაინტერესდა. ლეგენდარული განძი საბჭოთა რუსეთის ერთადერთ სამიზნეს არ წარმოადგენდა. მის აღმოჩენას სამხრეთ აზერბაიჯანის დაპყრობასთან ერთად ვარაუდობდნენ. აზერბაიჯანი ხომ ირანის ისტროიული ნაწული იყო. საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელმაც ამიერკავკასიაში პოზიციები მეტ-ნაკლებად გაიმყარა, კომუნიზმის ‘’ექსპორტი’’ უფრო შორსაც განიზრახა, მით უმეტეს, რომ იქ ნავთიც ეგულებოდათ და დარიოსის საარაკო ქონებაც, მაგრამ საგანძურს აღმოჩენა არც ამჯერად ეწერა. წითელ არმიას დროებით უკან დახევა მოუწია.
30-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, დარიოსის საგანძურით საფუძვლიანად დაინტერესდნენ ნაცისტებიც. “ესესელების” შავი ორდენი, რომელიც სერიოზულად იყო გატაცებული მისტიკით, თავისი ძალაუფლების გავრცელებს შორს, აღმოთავლეთისკენ, ჰიმალაემდე და იაპონიამდე ვარაუდობდა. ცნობილია, რომ ამ საკითხს, რაიხსფიურერ ჰიმლერის მითითებით, თავდაპირველად ჰაიდრიხი, შემდეგ კი კალტენბრუნერი და შელინგი ამუშავებდნენ. სწორედ ისინი კურირებდნენ ‘’ირანულ ოქროსთან’’ დაკავშირებულ სადაზვერვო ოპერაციებს, მაგრამ როდესაც დარწმუნდნენ, რომ ამ ეტაპზე ფართომაშტაბიანი სამძებრო ოპერაციების წამოწყება სერიოზულ სირთულეებს წარმოშობდა, ხელი აიღეს ჩანაფიქრზე.

d8b3c270520c

ერთი მოხუცი ჩეკისტის მოგონებით მანამ, სანამ საბჭოთა ჯარებს ირანში შეიყვანდნენ, ლავრენტი ბერიას ამ რეგიონთან დაკავშირებულ ყოველგვარ დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიდნენ. ყოველივე სხვასთან ერთად, ამხანაგ ბერიას აქემენიდთა ოქროს შესახებაც მოახსენეს. იგი ფრიად დაინტერესდა საკითხით და ბრძანა, უფრო გულდასმით შეესწავლათ და დაემუშავებინათ ლეგენდა აქემენიდთა ოქროზე. არც ბერიას დასცალდა. ცოტა ხანში საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა, გერმანელ აგენტურასთან საბრძოლველად მთელი ძალები სრულ მზადყოფნაში მოეყვანა. მუშაობა ამ მიმართულებით მეტ-ნაკლებად მაინც გრძელდებოდა, მაგრამ საგანძურის ძიება თანდათან მართლაც უკანა პლანზე გადასწია სხვა, ბევრად მნიშნელოვანმა, პრობლემამ – კაცობრიობას კარს ახალი, ატომური იარაღის ერა მოსდგომოდა. ძველი საგანძურისთის კვლავაც არ ეცალათ.
ირანში მუჰამედ რეზა ფეხლევის მმართველობის დროს, ძველი ლეგენდებისა და ისტოიულ ქრონიკათა ჭეშმარიტების შემოწმება ირანელებმაც გადაწყვტიტეს. დარიოსის ხაზინის მოსაძებნად სუპერ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ამერიკელი სპეციალისტები მიიწვიეს. ბუნებრივია, მათგან უმრავლესობა FBI-ის თანამშრომელი იყო. ასევე აშკარაა ის, რომ ამ ექსპედიციით უაღრესად დაინტერესებული იყო KГБ, რომელსაც ირანში არცთუ ურიგო ინფრასტრუქტურა ჰქონდა და საკუთარი აგენტურაც ჰყავდა. ყველა ელოდა, რომ თანამედროვე ელექტრული ხელსაწყოები ზუსტად მიუთითებდა საგანძურის ადგილ-მდებარეობას, მაგრამ დარიოსმა ეშმაკობით ელექტროობას აჯობა. იმედი კვლავაც ყველას გაუცრუვდა. კარგად გაწვრთნილმა სპეციალისტებმა სრული ფიასკო განიცადეს და თავიანთი მარცხი საქვეყნოდ აღიარეს.
აქემენიდთა საგანძურის საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია. იმის მთქმელიც კი არავინ მოიძებნება, მართლა არსებობდა თუ არა ოდესმე დარიოსის ოქრო თუ არა.

7f9384e351b6

მსგავსი ამბები

Back to top button