არქივი

ცხოვრების ინსტრუქცია

a921008928f8

დაახლოებით ასე გამოიყურება…

1. შენ მიიღებ სხეულს, ის შეიძლება ან მოგწონდეს, ან არა. მაგრამ ეს ერთადერთია, რაც შენს განკარგულებაში იქნება სიკვდილამდე.
2. შენ მოგიწევს სწავლა სკოლაში სახელად “ცხოვრება” პლანეტა დედამიწაზე.ყოველი ადამიანი და ყოველი შემთხვევა-შენი უნივერსალური მასწავლებელია.
3. არ არსებობს შეცდომები,არსებობს მარტო გაკვეთილები.უიღბლობა-წარმატების განუყრელი ნაწილია.
4. გაკვეთილი სხვადასხვა ფორმებით იქნება განმეორებული,სანამ მას საფუძვლიანად არ შეისწავლი.თუ უბრალო გაკვეთილებს ვერ გაიგებ-ისინი ძნელი გახდება.როცა გაიგებ-შემდეგ გაკვეთილზე გადახვალ.
5. თუ შენს შინაგან სამყაროს შეცვლი,გარე სამყაროც შეიცვლება შენთვის.ტკვილი-ეს არის ხერხი,რომლითაც სამყარო ცდილობს შენი ყურადღების მოპყრობას,როდესაც რაიმე არასწორია.
6. შენ მიხვდები,რომ გაკვეთილი ათვისებულია,როდესაც შენი დამოკიდებულება შეიცვლება ტანჯვის მიმართ.სიბრძნე პრაქტიკით მიიღწევა.
7. სხვები-მხოლოდ და მხოლოდ შენი ანარეკლი არიან.შენ არ შეგიძლია გძულდეს ან გიყვარდეს ის,რაც სხვაში არის,თუ ის შენს პირად თვისებებს არ ირეკლავს.
8. ცხოვრება აკეთებს ჩარჩოს,სურათი შენ თვითონ უნდა ჩასვა.თუ შენ არ აიღებ პასუხისმგებლობას დახატო სურათი,ამას შენს მაგივრად სხვები გააკეთებენ.
9. შენ მიიღებ ყველაფერს,რაც გინდა.შენი წარსულის და აწმყოს სურვილები განსაზღვრავენ შენს მომავალს.მაგრამ გახსოვდეს რომ შენი “მე”-არაფერში არ უნდა გაცვალო.
10. ყველა პასუხი შენში იმყოფება.შენ უფრო მეტი იცი,ვიდრე წიგნში წერია.მაგრამ ეს რომ გაიხსენო საჭიროა წაიკითხო წიგნები,საკუთარ თავში ჩაიხედო,საკუთარ თავს მოუსმინო და ენდო მას.
11. შენ ეს ყველაფერი დაგავიწყდება.
12. შენ ეს მაშინ გაგახსენდება,როდესაც სწორი გადაწყვეტილების პოვნა დაგჭირდება რათა შენი ცხოვრება უკეთესი გახადო.
13. და მაშინ მთელი სამყარო დაგეხმარება საკუთარ თავს დაუბრუნდე.

ოკეანე: ვთარგმნე რუსული საიტიდან (როგორც ყოველთვის)
p.s. დიდი მადლობა ყველას ვინც წაიკითხა და მოეწონა. :)
BY ნაწკა :)

მსგავსი ამბები

Back to top button