კრეატივირეკლამები

ლოგოს ევოლუცია : NIKE

ცოტა თუ იქნება ამ ქვეყნად ადამიანი ვინც ნაიკის მარტივ “Just do it” ლოგოს ვერ ცნობს (“მხოლოდ გააკეთე”). Nike–ის სუპერვარსკვლავთა რიგებში შეხვდებით მაიკლ ჯორდანს, ლებრონ ჯეიმსს, ანდრე აგასის, შეინ ვორნს, მარია შარაპოვას, ვენუს და სერენა ულიამსებს… და კიდევ მრავალ სხვას.

Nike–ის პოპულარული ლოგო კაროლინ დავიდსონმა დაამზადა 1971 წელს $35 დოლარად. კაროლინა გრაფიკული დიზაინის სტუდენტი იყო პორტლენდის სახლემწიფო უნივერსიტეტში. ის ფილ ნაითს (ნაიკის თანა–დამფუძნებელი) ლექციების დროს შეხვდა, როცა ფილი ბუღალტერიას ასწავლიდა, და მისი კომპანია – Blue Ribbon Sport–ისთვის (BRS) დაიწყო ფრილანსერად მუშაობა.

BRS–ის ახალი ახალი ბრენდი სჭირდებოდა პროდუქციის ახალი ხაზის შესატანად ბაზარაზე 1972 წელს. ფილი დავიდსონთან მივიდა დიზიაინის იდეისთვის, რაზეც ის დასთანხმდა საათში $2
დოლარად.

1971 წლის ივნისში დავდისონმა ფილს და სხვა RBS აღმასრულებლებს დიზაინის რამდენიმე ვარიანტი წარუდგინა, და მათ საბოლოოდ არჩევანი გააკეთეს ლოგოზე, რომელიც დღეს ცნობილია როგორც “Swoosh” (ნაიკის ცნობილი შემოწმების პოზიტიური ნიშნის მოხაზულობის ლოგო). დავიდსონმა $35 ჩეკი წარუდგინა გაწეული სამუშაოსთვის. (1983 წელს, ფილმა, მადლიერების ნიშნად, დავიდსონს გადასცა ოქროს Swoosh ბეჭედი და კონვერტში მოთავსებული ნაიკის კომპლექტი). როგორც თავდა დავიდსონი ამბობს, ფილმა მას სთხოვა შეექმა ლოგოს, რომელიც მოძრაობასთან ასოცირდებოდა. როცა ფილმა დავიდსონის ლოგო ნახა, თავდაპირველად არ მოეწონა, თუმცა დროში შეზღუდული იყო და უთხრა, “არ მომწონს, მაგრამ ნელ–ნელა მომეწონება”.

კომპანიის პირველი ლოგო 1971 წელს გამოჩნდა: ლოგოში გამოყენებულ იქნა სიტყვა Nike – ბერძნული გამარჯვების ღმერთის სახელი, რომელიც ბევრი მამაცი მეომარის გამხნევება და შთაგონება გახლდათ, და როცა გამარჯვებას მოიპოვებდნენ, ისინი ამბობდნენ, “ეს ნაიკმა მოგვიტანა გამარჯვება.” სიტყვა Nike ფორთოხლისფრად დაბეჭდეს შემოწმების პოზიტიური ნიშნის მოხაზულობაზე, რაც დადებითი ნიშანზე მეტყველებს. ეს ლოგო 1971 წლიდან ჩნდებოდა ნაიკის სპორტულ ფეხსაცმელზე და შემდგომ სხვა ატრიბუტებზეც.

შემდგომ წლებში, ნაიკის ლოგომ პატარა ცვლილებები განიცადა. 1978 წლეს Swoosh ნიშანი სიტყვა Nike-დან ოდნავ დაბლა ჩამოსწიეს და ამით სახელი გამოჩინეს მეტად. 1985 წელს სიტყვა Nike–საც და Swoosh მოხაზულობასაც სხვადახვა ფერის კვადრატული ფონი გაუკეთეს. ხოლო ბოლო წლებში კომპანიამ დატოვა მხოლოდ Swoosh დიზაინი, რომლის ფერებიც განსხვავდება პროდუქტის მიხედვით.

Nike–ის ლოგო კლასიკური მაგალითია თუ როგორ მარტივად წარმოაჩენს კომპანია კორპორატიულ იდენტობას. ასევე, რის გამოც ნაიკი წარამატებული გახდა – სიტყვა Nike, რაც გამარჯვებასთან ასოცირდებოდა და ეს სპორცმენებისთვსი ძალზე ძლიერი მოტივატორი გახლდათ და Swoosh დიზაინი, რაც მოძაროაბასთან, სიმარტივესთან და პოზიტიურ ნიშანთან ასოცირდება (ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორი სპორცმენებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის).

ამას დამატებული ნაიკის სლოგანი “Just do it” – უბრალოდ გააკეთეთ/ თქვენ მხოლოდ გააკეთეთ (და დანარჩენს ნაიკი იზამს); დაახლოებით ასეთი მესიჯი გამოუვიდათ ნაიკის კომპანიას, რითაც უამრავ ადამიანს, ვინც წარმატებისკენ მიისწრაფვის, თვითდარწმუნებულობა და შთაგონება მისცეს.

ეს არის ჩემი პირველი პოსტი და შემიფასეთ როგორი გამომივიდა : ))
წყარო: http://management.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close