გასართობისაკითხავისასარგებლო

თითქმის ყველაფერი ბილიარდის შესახებ…

ვისაც ბილიარდის მიმართ რაიმე ინტერესი გააჩნია შემოდით ! პირობას გაძლევთ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი : )

——————————————————————————–
ჩვენ რომ შეგვეძლოს იმის გაგება, თუ რას ამბობს ბილიარდის მაგიდა…
ნელ–ნელა ბილიარდი შედის ჩვენს ცხოვრებაში. სულ უფრო ხშირად გვესმის ახალი საბილიარდოების გახსნის შესახებ. ბევრი კოტეჯი გადაკეთდა ისე, რომ იქ ყოფილიყო ადგილი რუსული პირამიდის [1] ან პულის მაგიდისათვის. ზოგიერთი იმეტებს სასტუმრო ოთახს, ზოგი სამზარეულოს. ახალი კოტეჯების დაგეგმვისას, საბილიარდო ოთახი წარმოადგენს აუცილებელ ატრიბუტს. სოლიდური 12 ფუტის ბილიარდის მაგიდისთვის (სათამაშო მოედნის ზომა 3.5 x 1.75მ) დასჭირდება არანაკლებ 6.8 x 5.05 მეტრის ფართობის ოთახი. ნაკლები არ შეიძლება, რადგან ბილიარდის კია ვერ დაეტევა ბილიარლის მაგიდასა და კედელს შორის, ხოლო მჭიდრო მოუხერხებელ პირობებში, ვერ ისიამოვნებთ ბილიარდის თამაშით. ოთახის სიმაღლე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ ყველაზე მაღალმა მოთამაშემ არ იფიქროს შესაძლებელ საშიშროებაზე თავს ზევით. არის რამოდენიმე შენიშვნა, რომელიც დაკავშირებულია თამაშის დროს მოწევასთან, ყოველი შემთხვევისთვის უკეთესია იქონიოთ კონდიციონერი, რომელიც იზრუნებს თქვენს ჯანმრთელობაზე და შექმნის საჭირო მიკროკლიმატს ბილიარდის მაგიდის ხანგრძლივი გამოყენებისათვის.

თქვენ იცით, რატომ სარგებლობს ბილიარდი ასეთი პოპულარობით შეძლებულ ადამიანებში? მიზეზი ბევრია. ეკონომისტი დაინახავს ერთს, ფსიქოლოგი – მეორეს, დიზაინერი – მესამეს. უდავოა, რომ არის ბემრი საერთო ბილიარდის თამაშის და წარმატებული ადამიანის ხასიათებში, ანუ დამაჯერებლობა, მდგრადობა, მიზანსწრაფვა. როგორია ნამდვილი ბილიარდის მაგიდა რუსული პირამიდისთვის? ეს არის კლასიკური ფორმები, მკაცრი პროპორციები და მშვიდი ფერები. ასეთი ბილიარდის მაგიდა ასახავს ტრადიციებს, დამაჯერებლობას და საიმედოობას. ამერიკული პულისთვის ბილიარდის მაგიდები უფრო მოუხდებიან ახალგაზრდებს, ხმაურიანი მუსიკის, ლუდის და მოტოციკლეტების მოყვარულებს, რაც თავის თავად, უკეთესად ეთვისება ახალგაზრდულს პოპ–კულტურას. პული არის ამერიკელების გამოგონება. პულისთვის მაგიდა უფრო მცირეა ზომით, ასევე ბურთულები, ხოლო ლუზები უფრო ფართოა.
მიღებული ზომები: ბილიარდის ბურთულა რუსული პირამიდის თამაშისთვის – 68 მილიმეტრი, ლუზა 74 – მილიმეტრი, ანუ 4–6 მილიმეტრით მეტი. წარმოიდგინეთ, თუ რამდენად ზუსტი უნდა იყოს დარტყმა.
ამერიკულ პულში ბილიარდის ბურთულების დიამეტრი არის 57,2 მმ, ლუზების ზომა კი ორჯერ მეტია.

დავუბრუნდეთ ჩვენი საუბრის თემას. ბილიარდის მაგიდას შეუძლია ბევრი თქვას თავის პატრონზე. ბილიარდის მაგიდის ღირებულება – ყველაზე ნათელი მაგალითია. იმას, ვისაც შეუძლია თავისი სიამოვნებისათვის დახარჯოს რამოდენიმე ათასი ფულის ერთეული, ესმის რა არის წარმატება და იცის სიამოვნების ფასი. ზოგიერთს გაუკვირდება – “არ იცის სად წაიღოს ფული“, ზოგს შეშურდება – “ნეტავ, მე მომცა ასეთი“, ზოგს ეწყინება – “ისევ გამასწრო, და მანქანაც უკეთესი ჰყავს“. ფასი არ არის აღნიშნული ბილიარდის მაგიდაზე, მაგრამ გამოცდილი თვალი მაშინვე შეამჩნევს მაღალ კლასს. მოგიყვებით რამოდენიმე საიდუმლოს შესახებ. ნამდვილი , სწორი ბილიარდის მაგიდის ბორტები ან უნდა იყოს დამზადებული ნატურალური ხის მასივისგან, ან გადაკრული იყოს ნატურალური ხის შპონით. სრული ზომის [2] ბილიარდის მაგიდა ფოლადის ჩარჩოს გარეშე – მუდმივი რისკია იმის, რომ დადგება დღე, როცა ის დაკარგავს მდგრადობას. ლუზების “პელერინები“ მზადდება ნატურალური ტყავისგან, თუ სხვას არ მოითხოვს ბილიარლის მაგიდის კონკრეტული დიზაინი.

გასაგებია, რომ ბილიარდის მაგიდის ღირებულება – მეტყველებს მისი მფლობელის შემოსავალზე, მაგიდის ტიპი (რუსული პირამიდა ან ამერიკული პული) – მეტყველებს მისი ხასიათის თავისებურებებზე (მშვიდი და წინდახედული ან სწრაფი და ხმაურიანი). მაგრამ რაზე მეტყველებს სათამაშო მოედნის ფუძე? ის შეიძლება დამზადდეს ლამინატისგან (ხის ბურბუშელების ფირფიტა, გადაკრული პლასტიკით) ან ნატურალური ქვისგან. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო ზედაპირს ფარავს მაუდი, ის განსაზღვრავს თამაშის საბოლოო ხარისხს. ნათელია, რომ ადამიანი, რომელიც აფასებს მუდმივობას და ფიქრობს მომავალზე, აირჩევს მაგიდას ქვაზე. ეს გამართლებულია – ესეთი მაგიდა მოემსახურება რამოდენიმე შთამომავლობას – მხოლოდ შეუცვალე მაუდი, რომელიც არ არის იმდენად გამძლე. ბილიარდის ბურთულების გაგორება ქვის ზედაპირზე ბევრად უმჯობესია. არაპროფესიონალს შეუძლია იფიქროს, რომ ვერავინ მიხვდება, თუ რა მაგიდა აქვს, რადგან მაუდის ქვეშ არ ჩანს სათამაშო მოედნის ფუძე, ეს ასეც არის, არ ჩანს, მაგრამ ისმის და ნებისმიერი გამოცდილი მობილიარდე გაგორებული ბურთულის ხმაზე ადვილად განსაზღვრავს: ქვა, თუ ლამინირებული “ДСП“ არის გამოყენებული სათამაშო მოედნის დამზადებისას. ქვის ფუძეს გააჩნია მთელი რიგი უპირატესობები, და ბილიარდის მაგიდების ძირითადი ნაწილი იყიდება ნატურალური ფიქალით “არდეზია“. არდეზია არ არის მსხვრევადი, როგოგრც მარმარილო, და არ ზიანდება ბურთულების დარტყმისაგან. არდეზია სპეციალური დამუშავების შედეგად ღებულობს იდეალურ ზედაპირს, ხოლო ბილიარდის მაგიდის სპეციალური კონსტრუქცია იძლევა აბსოლიტურად ჰორიზონტალური განლაგების საშუალებას.

მოვიდა დრო ვთქვათ ორიოდე სიტყვა მაუდზე და რეზინზე, რომელიც გარს არტყავს სათამაშო მოედანს. რა შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელიც ყიდულობს მაგიდას საუკეთესო მაუდით და რეზინით? მას უყვარს მოვლენების განსჭვრეტა, ნამდვილად სასიამოვნოა თვალი ადევნო იმას, თუ როგორ მიდის ბურთულა იმ ლუზაში, რომელშიც უშვებ, და არა ივარაუდო. კარგი მაუდი და რეზინა საშუალებას იძლევიან დარტყმის შემდეგ ბურთულის შვიდჯერ ასხლეტვას მაგიდის ბორტებისაგან. მაუდში მთავარია ათეული წლებით დამოწმებული, შალისა და სინთეტიკის შესაბამისობა. თუ ბევრი შალია, ბილიარდის ბურთულა “ეფლობა“ და, თავის თავად ვერ დაგორავს კარგად. გადაჭარბებული სინთეტიკის შემთხვევაში ბურთულა დაცურავს, რთული დარტყმები არ გამოვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ სწორად გაცარცედ ბილიარდის კიის საცობი. რეზინა ასევე უნდა იყოს განსაზღვრული სიმკრივის. ყველა მწარმოებელს არ შეუძლია გაუძლოს ტექნიკურ მოთხოვნებს, და ძვირადღირებული ბილიარდის მაგიდის შეძენისას საჭიროა დარწმუნდეთ, რომ ის დამზადებულია სპეციალიზებულ საწარმოში, სადაც არის გამომუშავების განყოფილება, ხოლო სამეცნიერო კვლევებზე და განვითარებაზე ყოველწლიურად იხარჯება მნიშვნელოვანი თანხა.

ბილიარდის მაგიდის დიზაინი მოგიყვებათ გემოვნებაზე და მშვენიერების აღქმაზე. მნიშვნელოვანია, რომ ბილიარდის მაგიდა შეესაბამებოდეს გარე ინტერიერს. როცა კომპანიას, რომელიც ყიდის ბილიარდის მაგიდას შეუძლია დაამზადოს ბილიარდის მაგიდა შეკვეთით, კლიენტს შეუძლია არა მარტო შეარჩიოს მოდელი, არამედ შეუძლია შეარჩიოს ფერიც, და გაფორმების მასალაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შენაძენი ჰარმონიულად გამოიყურებოდეს არსებულ ინტერიერში.

არ უნდა გამოგვრჩეს ბილიარდის აქსესუარებიც. ადამიანმა, რომელმაც იყიდა ბილიარდის მაგიდა, მაგრამ უარი თქვა სპეციალურ ბილიარდის განათებაზე, შეიძლება დახასიათებულ იქნას, როგორც სისტემური აზროვნებისკენ მიდრეკილების არამქონე პიროვნება. რას იტყვით იმ ადამიანზე, რომელიც იყიდის ფოტოაპარატს, მაგრამ არ იყიდის ფირს, ეკონომიის მიზნით. გამოდის, რომ ბილიარდის შეძენა არ არის იგივე, რაც ძვირად ღირებული ავეჯის შეძენა. მოვლენ მეგობრები, გაოცდებიან ხის ფერით და ლამაზი გაფორმებით, მაგრამ შემდეგ რა? ბილიარდს კი შეუძლია გააოცოს თქვენი სტუმრები ყოველი ვიზიტისას.

ოსტატი გამოირჩევა კარგი აღჭურვილობით. ნამდვილი მობილიარდე არ ითამაშებს სხვისი კიით, ეს არის კოდექსის დარღვევა. როგორც სამურაი, ის უფრთხილდება და უვლის თავის იარაღს. არც იოცნებოთ მისი კიით თამაშზე. ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ამას. ეს შეუძლებელია, როგორ არ გესმით? თუ გესაჭიროებათ მანქანა – ინებეთ საბუთები და გასაღები, მაგრამ რაც შეეხება კიას – მაპატიეთ, არ შეიძლება.

სხვათაშორის, არაძვირადღირებული საავტორო კიაც კი შედგება მინიმუმ 25 ნაწილისგან, მზადდება საშუალოდ ერთი თვის განმავლობაში. დამზადებისას გამოიყენება 3დან 8მდე ხის ჯიშის მასალა. ბილიარდის კია აუცილებლად შეირჩევა ინდივიდუალურად. მხოლოდ დილეტანტს შეუძლია იმის თქმა, რომ კიები განსხვავდება მხოლოდ ფასით. ბილიარდის მოთამაშემ უნდა შეამოწმოს კია, დარწმუნდეს, რომ ის კარგად დევს ხელში, რომ ბილიარდის ბურთულები მისი დარტყმისგან ვარდებიან ლუზებში, როგორც მოჯადოებულნი.

ბილიარდს შეუძლია შეცვალოს თავისი მფლობელის მომავალი ჯადოსნური საშუალებით. არ გჯერად? წარმოიდგინედ ნახევრად ბნელი ოთახი. რბილი შუქით განათებული ბილიარდის მაგიდის მწვანე მაუდი. მაგიდასთან თქვენ და თქვენი მეგობრები. მშვიდად გრძელდება თამაში, საუბრები, ისმევა სასმელები. დრო და დრო ვნებები მძაფრდება. როცა მიგორავს ბილიარდის ბურთულა, მაგიდაზე შრიალით, როგორც ლიმუზინი ქვაფენილზე, საუბარი ჩუმდება, ვის შეუძლია ამ ჰარმონიის დარღვევა რამე ამქვეყნიურით. ფაქტიურად, თუ გექნებათ საკუთარი ბილიარდის მაგიდა, თქვენ შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ თქვენი კლუბი. დაპატიჟეთ ნებისმიერი ადამიანი, და თქვენ დაინახავთ პატივისცემას და მოწიწებას. თქვენ შეგიძლიათ წააგოთ უფრო სუსტ მოთამაშესთან, გაახარებთ მას გამარჯვებით და ის იქნება თქვენს მიმართ დადებითად განწყობილი. ბილიარდი არის პოლიტიკის განსახიერება.

ხშირად დასმული კითხვები ბილიარდის შესახებ..:)

რა წონა გააჩნია პულის და რუსული პირამიდის კიებს?

პულის კია საშუალოდ იწონის 19–21 უნციას (1 უნცია = 28,35 გრ.), ხოლო რუსული პირამიდის კია საშუალოდ იწონის 24დან – 30 უნციამდე (680–850 გრ.).

——————————————————————————–

რა არის “არდეზია“?

“არდეზია“ – ეს არის ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური ფიქალი, რომელიც რეკომენდირებულია ბილიარდის მაგიდების დამზადებისას. თავისი მახასიათებლების მუდმივობიდან გამომდინარე, ითვლება საუკეთესო მასალად. ხარისხიანი სათამაშო მოედნის დამზადებისთვის (ტემპერატურის ცვლილებისას გაფართოების კოეფიციენტი რჩება მუდმივი მასალის ყველა წერტილში; არ განიცდის დეფორმაციას; არ ეშინია ნესტიანობის). “არდეზია“-ს იყენებენ მაგიდების დამზადებისას ბილიარდის მაგიდების წამყვანი მწარმოებლები.

——————————————————————————–

რა არის “სინტეგრანი“?

“სინტეგრანი“ – არის ხელოვნური მასალა, დამზადებული ეპოქსიდის ფისისგან და მარმარილოს ნაფხვენებისგან. შესაძლებელია მისი გამოყენება ბილიარდის მაგიდის სათამაშო მოედნის ფუძის დამზადებისას. გააჩნია მთელი რიგი ნაკლოვანებები – გაფართოების კოეფიციენტი არ არის უცვლელი ფისის ყველა წერტილში (მარმარილოს ნაფხვენებში ფისის დამატებისას შეუძლებელია ფილის ყველა წერტილში მიღწეულ იქნას ერთნაირი სიმკრივე); არ არის ეკოლოგიურად სუფთა გამოყენებული კომპონენტების გამო.

——————————————————————————–

რა მასალებისგან მზადდება კიები?

კიების დამზადების ყველაზე ტრადიციული მასალა არის კანადური ნეკერჩხალი. ხის მასალის ამ ჯიშისაგან მზადდება ქარხნული კიების ძირითადი ნაწილი. მაგრამ შესაძლებელია ხელნაკეთი კიების შეძენა (საავტორო), რომელთა დამზადებისას გამოიყენება ხის ძვირფასი ჯიშები: წიფელი, პალისანდრი, ლიმონი, აბანოზის ხე, პადუკი, ვენგე, იროკო, სანდალოზი, ამარანტი, კარელიის არყის ხე. ზოგჯერ კიის გაფორმებისთვის გამოიყენება ნატურალური ძვალი.

——————————————————————————–

სათამაშო მოედნიდან რა სიმაღლეზე უნდა დაფიქსირდეს განათება?

განსაზღვრული წესი, თუ რა სიმაღლეზე უნდა დაფიქსირდეს განათება, არ არსებობს, მაგრამ ხშირად განათება მაგრდება 90სმ – 1 მეტრის სიმაღლეზე (ამ შემთხვევაში მიიღწევა მოედნის განათების და თამაშის მოხერხებულობის ოპტიმალური თანაფარდობა).

——————————————————————————–

რა ნაწილებისგან შედგება დასაშლელი კია?

ზედა ნაწილი – ე.წ. “შაფტი“, და ქვედა ნაწილი – ღერძი (კიის თავი შეიძლება შემოვლებული იყოს უჟანგავი ფოლადით ან ხით).

——————————————————————————–

რისგან მზადდება ბილიარდის მაგიდის ჩარჩო?

ჩარჩო უნდა მზადდებოდეს სპეციალურად დამზადებული, გამომშრალი წიწვოვანი ხის ჯიშების მასივისგან, რადგან მცირე დეფორმაციამაც კი, მაგიდის აწყობისას, შეიძლება საგრძნობი ზეგავლენა მოახდინოს თამაშის ხარისხზე, ან საერთოდ დააზიანოს მაგიდა. ასევე ჩარჩო მზადდება “ДСП“-სგან, “ОДСП“-სგან. ამ მასალების გამოყენება ჩარჩოს დამზადებისთვის საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას ოპტიმალური თანაფარდობა ფასსა და ხარისხს შორის ეკონომ-სერიის მაგიდებზე.

——————————————————————————–

რითი განსხვავდება ბურთულები “არამიტი“ სხვა სამარკო ნიშნების ბურთულებისგან?

ბილიარდის ბურთულები “არამიტი“ მზადდება ფენოლოალდეჰიდის ფისისგან და ინახება კარგ მდგომარეობაში მოხმარების ხუთჯერ უფრო დიდი ვადის განმავლობაში, ვიდრე სხვა ბურთულები, დამზადებული პოლიმერისგან ან პოლიესტერისგან. ფისი, რომლის გამოყენების გზით, მიიღწევა ეს ეფექტი, მზადდება ფირმა “Saluc“-ის ქარხანაში, 13-ეტაპობრივი წარმოების პროცესით 23 დღის განმავლობაში. თითოეული ბურთულა მოწმდება 7 კრიტერიუმის მიხედვით: დაშვება, სფერულობა, ფერი, გარეგარსის პოლირება და პრიალი.

——————————————————————————–

როგორ შეიძლება განისაზღვროს ოთახის საჭირო ფართი მაგიდის კონკრეტული ზომისთვის?

ზომის მიხედვით განსაზღვრისათვის სათამაშო მოედნის სიგრძეს და სიგანეს უნდა დავამატოდ.

5დან 9 ფუტამდე პულის და რუსული პირამიდის მაგიდებისთვის – 2,90 მეტრი.
9დან 12 ფუტამდე რუსული პირამიდის მაგიდებისთვის – 3,20 მეტრი.
რამოდენიმე მაგიდის განთავსებისას განშორება მაგიდებს შორის არ არის ზუსტად რეგლამენტირებული და განისაზღვრება გონივრულობის მოსაზრებებით. ამასთან ერთად მხედველობაში უნდა იქონიოთ, რომ ეს არის გაანგარიშება იდეალური ვარიანტიმთვის.

——————————————————————————–

რა მახით ხდება მაგიდების მიწოდება?

იმ მაგიდების მიწოდება, რომლების სათამაშო მოედნის ფუძე არის არდეზია, ხდება სრულად დაშლილი სახით და საჭიროებს პროფესიონალურ აწყობას. ხოლო იმ მაგიდების მიწოდება, რომელთა სათამაშო მოედნის ფუძე არის ლამინატი ან ხის ფირფიტა, ხდება სრულად დაუშლელი ზედა ნაწილით, ცალკე შეფუთულია ფეხები, გამონაკლისია 12 ფუტის მაგიდები, რომლებიც ასევე მიეწოდება დაშლილი სახით და საჭიროებს აწყობას.

——————————————————————————–

რომელი ხის მასალა გამოიყენება მაგიდების გაფორმებისას?

საბაზო მოდელების დამზადების მასალა არის არყის ხე, ტონირებული წითელი ხის ფერში. დამკვეთის სურვილის მიხედვით შესაძლებელია საბაზო ხის ტონირების შეცვლა ან მუხისგან, იფანისგან, კაკლისგან, ალუბლისგან, ეგზოტიკური ხის მასალისგან დამზადების შეკვეთა.

——————————————————————————–

რა არის EPBF?

არის ორგანიზაციების მთელი რიგი, რომლებიც ახორციელებენ ბილიარდის მაგიდების სერტიფიკაციას. ერთ-ერთი, ყველაზე მეტი ავტორიტეტის მქონეთა შორის, არის რუსული პირამიდის საერთაშორისო კომიტეტი (ICOP) და ევროპული ბილიარდის სპორტის ფედერაცია (EPBF).

——————————————————————————–

ბორტების დამაგრების რომელი ხერხი უფრო საიმედოა?

დღესდღეობით გამოიყენება მაგიდის ბორტების დამაგრების ორი მეთოდი – ვერტიკალური და ჰორიზონტალური. უფრო ხარისხიანი, რასაც ყველა პროფესიონალი ეთანხმება, არის ბორტის ვერტიკალური დამაგრება. ესეთი დამაგრება უზრუნველყოფს მაგიდის ხანგამძლეობას, და ასევე საგრძნობლად აუმჯობესებს თამა

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close