მეხის ქანდაკება

ერთი ერთი საუკეთესო ქართული როკ ჯგუფის “მეხის ქანდაკების” შესახებ

ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა 1992 წელს ქალაქ თელავში. მისი ჩამოყალიბების იდეა ერთ ერთი წევრის ლეონ მარველის სახლის აივანზე დაიბადა და შეიქმნა კიდეც. ჯგუფის სახელის იდეა პაპუნა სარალიძეს ეკუთვნის, ამ ჯგუფის კლავიშს. ამ ჯგუფის წევრები

ზურა ნაფეტვარიძე-ვოკალი

პაპუნა სარალიძე-კლავიში

ლეონ მანველი-გიტარისტი

თავიდან მათი დრამერი გელა მაისურაძე იყო ხოლო შემდეგ გია ხუციშვილი


და მათი ბასისტი მევლუდ მაისურაძე

ჯგუფს არ ყოლია სპონსორი და ამიტომ ინსტრუმენტების შესაძენად წევრები სახლებიდან ყიდდენ ნივთებს. მეცადინეობით კი ლეონის
სარდაფში მეცადინეობდნენ საღამოობით (რადგან დღისით დენი არ ჰქონდათ)
პირველი კონცერტი თელავში ჰქონდათ, შემდეგ როკ ფესტივალებზე, პრეზენტაციებზე და გალა კონცერტებზე გამოდიოდნენ. 1994 წელს გრიბოედოვის თეატრში როკ ფესტივალზე გაიმარჯვეს. 1994-95 წლებში სტუდიებში მუშაობდნენ მათი პროდიუსერი კაკო ვაშალომიძე იყო. 1996 წელს კი დაიშალნენ რადგან გაჭირვების გამო მუშაობა უხდებოდათ და რეპეტიციისთვის დრო აღარ რჩებოდათ.

ეს კი მათი რამდენიმე სიმღერა

ჩემი შეგროვებულია


ავტორი: kall1sto

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC