უცნაური

“Nazca Lines” Peru

614132357385

ამჯერად ეს პოსტი ეხება, პერუს უდაბნოს ნახატებს, რომლებსაც პირდაპირი თარგმანით ნასკას ხაზებს უწოდებენ…

ნასკას ნახატების აღმოჩენა ეკუთვნის XX საუკუნის ავიაციას. XX საუკუნის დასაწყისში ავიაციის განვითარებამ ხელი შეუწყო უფრო ვრცელ მოძრაობას. ერთ ერთმა ჯარისკაცმა I მსოფლიო ომის დროს პერუს თავზე გადაფრენისას შეამჩნია საკმაოდ უცნაური ფიგურა-ნახატი, რომელიც ძლიერ წააგავდა ადამიანის ტანს. ამითი ის ძალიან დაინტერესდა მაგრამ სად იყო დრო ამისათვის. 1924 წელს ერთმა ქალმა მეცნიერმა განაცახადა ის რომ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არ უნახია ასეთი რამ, მაგრამ ის უფრო გააოცა იმან თუ ვისი და როგორ იყო გაკეთებული ეს ნახატები. მეცნიერების ვარაუდით ეს ნახატები ეკუთვნის უცხო ტომებს, პერუში მცხოვრებს VI საუკუნის ბოლოს. მკვლევარების თქმით ამ ნახატების ადგილი იყო როგორც სალოცავი მათი ტომებისთვის, ყოველი საღამოს ბოლოს ჩატარებული რიტუალების დასასრულს ისინი ამ ფიგურებს სრულ ბრუნს ურტყავდნენ და ითვლებოდა, რომ ეს იყო სულის გაწმენდის საშუალება მათთვის. ახლა კი ითვლება რომ ეს ზუსტად ისეთივე ადგილია როგორც სასაფლაო ჩვენთვის.

მარია რაიხე, ერთ ერთი მეცნიერი ისეთი გაოცებული იყო ამ სანახაობით, რომ მან გადაწყვიტა მიეძღვნა თავისი ცხოვრება ნასკას ხაზებისათვის. ნასკას გიგანტური ფიგურები ყველაზე მცირედიდან  50 მეტრიდან, ყველაზე დიდისაკენ 188 და 234 მეტრამდე აღწევდნენ. მარია რაიხემ იმის გარდა რომ მიუძღვნა თავისი ცხოვრება ნასკას უდაბნოს, მან დაცვაც კი განუხორციელა ამ დახატულ ფიგურებს.ის საშიშროების ქვეშ იყო, როდესაც აშენებდნენ რაიმე ახალ შენობას ან თუნდაც ტრასას. მან სპეციალურად გამოყო თანხა და შემოღობა ეს ფიგურები. ბევრი ფიგურა თვით მარია რაიხეს აღმოჩენილიც კი იყო.

ნასკას ფიგურები იდეალურად სწორებია, გარდა ამისა ქვევიდან ხედვისას ისინი ქმნიან აბსოლუტურ თანაბარ სიგანეს. არის დებულება რომ ნასკას ეს ფიგურები არის შექმნილი უცხოპლანეტელების მიერ. მათ იყენებდნენ როგორც ასაფრენ ბილიკს თვითმფრინავებისთვის. ნასკას ფიგურები, დღემდე ამოუცნობი რჩება და ეს არაერთი მეცნიერის დავის საკითხია…
აი ეს იყო სულ, შევეცადე მაქსიმალურად გამევრცო ინფორმაცია.. იმედია მოგეწონაათ..:))))

აქ კი, ნასკას ნახატებიი..

614132357385

“ადამიანი ბუ”

cf761d53016a

“ჩიტი”

caa505049060

“ხელები”

56b9a5969091

” ადამიანი მაიმუნი”

3039c657f9d6

“ობობა”

09594014fbd5

‘ნასკას ნახატების მთლიანი ფიგურები”

e936130c6668

“მგელი”

პ.ს. თუ მოგეწონათ კიდე დავდებ ესეთებს:)))

მსგავსი ამბები

Back to top button